საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობანი XI-XIII საუკუნეებში / 3. ეკონომიკურ ურთიერთობათა ხასიათი, იმპორტ-ექსპორტის დინამიკა (წიგნიდან - ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“)
ლოვარდ ტუხაშვილი

საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობანი XI-XIII საუკუნეებში

3. ეკონომიკურ ურთიერთობათა ხასიათი, იმპორტ-ექსპორტის დინამიკა

ლოვარდ  ტუხაშვილი

,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი  V ბრწყინვალემდე

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.

მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

 

ჯერ კიდევ აკად. ივ. ჯავახიშვილმა ყურადღება მიაქცია ერთ გარემოებას - X საუკუნიდან მკვეთრად გაიზარდა საექსპორტო ვაჭრობა, ე.ი. საქართველო სატრანზიტო ვაჭრობის ეპოქის პასიური შუამავლიდან აქტიურ მხარედ გადაიქცა. ,,საქართველოს აღებ-მიცემობაც, როგორც შიგნით, ისე საგარეოც, უაღრესად განვითარებული ჰქონდა. ქართველ სოვდაგრებს მაშინ ისეთ შორეულ ქვეყნებთან ჰქონდათ კავშირი, როგორიც იყო ეგვიპტე სამხრეთით და რუსეთი ჩრდილოეთით, საექსპორტო ვაჭრობა ფართოდ იყო განვითარებული. ეგვიპტიდან, კერძოდ ალექსანდრიიდან შემოჰქონდათ საუკეთესო ხარისხის მატყლი. თვით საქართველოდან ყაზვინის ცნობით გაჰქონდათ ბამბა, მალემსრბოლი ცხენები, საუკეთესო ხარისხის მატყლი, აბრეშუმი, ტანისამოსი, ქსოვილები, ხალიჩები, ქურქები, სინდიყი (ვერცხლისწყალი) და სხვ. იტალიელი მოგზაურების სიტყვით, საქართველოს საექსპორტო ვაჭრობის ერთ-ერთ საგანს საუცხოო ოქროქსოვილებიც შეადგენდა“. ივ. ჯავახიშვილის ამ ციტატას შეიძლება დავუმატოთ, რომ ქართული ვაჭრობა (ლაპარაკია უშუალო სავაჭრო კავშირებზე) მიდიოდა გაცილებით სამხრეთით, კერძოდ, აფრიკის რქის რაიონში (ეთიოპია, ერიტრეა, სომალი), ზანზიბარში, აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროებზე (კენია, ტანგანიკა და ა.შ. ამ ქვეყნებში ჩანს ქართველთა და განსაკუთრებით სომეხთა კვალი (იხ. Африка, Встречи цивилизации, под. редакции В. Дзодзро. М. 1970). (ამ კავშირზე მეტყველებდეს შეიძლება ზუსტად ,,ნიანგი“ და ,,საფარი“, რაც ქართულად ზუსტად ისე ჟღერს, როგორც სუახილის ენაზე (სუახილი აღმოს. აფრიკის ტომების ძირითადი ენაა).

განსაკუთრებული ადგილი საგარეო ვაჭრობაში ეკავა ქ. თბილისს. ამ მდიდარი ქალაქის საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ საინტერესო ცნობები დაცული აქვს XIII საუკუნის ანონიმი ავტორის სპარსულ გეოგრაფიულ თხზულებას ,,აჯაიბ ად-დუნიას“ (,,ქვეყნიერების საკვირველებანი“). ეს ისტ. გეოგრ. თხზულება სამეცნიერო ბრუნვაში შემოიტანეს რ. კიკნაძემ და ვ. გაბაშვილმა. თბილისიდან გადიოდა: უნაგირები, სხვადასხვა სახის სამხედრო საჭურველი, ბეწვეული, მინისა და ბროლის ნივთები. იაკუთის მიხედვით ქ. დმანისიდან დიდი რაოდენობით გაჰქონდათ აბრეშუმი (რ. კიკნაძე. მით. ნაშრომი., გვ. 160), ალ-იდრისის ცნობით კი საღებავი მცენარეები. საერთოდ, შეიძლება აღინიშნოს, რომ ,,ქართლის ცხოვრება“ ძირითადად სწორად გადმოგვცემს საქართველოს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა გეოგრაფიულ არეალსაც და მთავარ სიძნელეებსაც: ,,სძღუნობდეს და სძმობდეს მას ჩვენი ბერძენთანი, იერუსალიმს ალამანთანი და პრომიანი, და ჰინდონიანი, და ხონელნი, და აგრეთვე, სულტანნი ხორასნისა, ბაბილოვნისა, შამისა, ეგვიპტის და ეკონიისანი ჰმონებდეს, და ამათნი სკვითნი, ხაზარნი, ალანნი, ხუარასანი და ხუარაზმშა, და ბერეთელნი, აბაშნი, არაბნი, მიდნი, ლამიტელნი და შუამდინარელნი და ყოველნი ენანი და ნათესავნი მაშრიყით-მაღრიბამდე“. რასაკვირველია, აქ ლაპარაკია პოლიტიკურ კავშირებზე, მაგრამ რადგან იმ პერიოდში ეს ურთიერთობა და რაც მთავარია, ,,სძღვნა“ საქარავნო-სავაჭრო მიმოსვლის გარეშე არ წარმოიდგინებოდა, აქ აუცილებლად იგულისხმება სწორედ საგარეო ეკონომიკური კავშირები.

ამრიგად, თუ შევაჯამებთ წერილობითი წყაროების მითითებას, არქეოლოგიური მონაპოვრებისა და ნუმიზმატიკური ფაქტების ანალიზს, შეგვიძლია ზუსტად წარმოვიდგინოთ იმ ქვეყნების გეოგრაფიული არეალი, რომელთან ჩვენი ქვეყანა ჩაბმული იყო ინტენსიურ საექსპორტო-საიმპორტო ვაჭრობაში. ესენია: რუსეთი (აქედან სკანდინავია და ბალტიისპირა ქვეყნები), პოლონეთი, გერმანია, ბიზანტია, არაბული აღმოსავლეთი, სირია, ჯვაროსნული სახელმწიფოები პალესტინაში, ეგვიპტე (აფრიკის აღმ. სანაპიროები), მცირე აზია, კილიკიის სომხეთი, აზერბაიჯანი, შირვანი, განჯა, დარუბანდი, ჩრდ. კავკასიის მთიანეთი და ბარი (ხაზარეთი, ყივჩაღეთი), ხორასანი, ხვ

არაზმი და შუა აზია, ჩრდ. აფრიკა, ხმელთაშუა ზღვის კუნძულები, პირენეის ნახევარკუნძული (კორდოვას სახალიფო და ქრისტიანული სამთავროები), საფრანგეთი, ინგლისი. დმანისის გათხრებმა დაადასტურა მჭიდრო კავშირი ჩინეთთან, აქ აღმოჩნდა ჩინური კერამიკის საწყობები (ც. კახიანი. ,,დმანისის არაბული წარწერები“. აგრეთვე Э. Кверфельдт, ,,Китайсская керамика“ XII-XIII в.в. на Кавказе“, ,,Памятники эпохи Руставели“ л. 1936, стр. 107). დადასტურებულია მჭიდრო კავშირი იტალიის ქალაქებთან (ვენეცია, გენუა, ფლორენცია, პიზა).

ქართველმა ისტორიკოსებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ჩვენს წერილობით წყაროებში ხშირად მოიხსენიება ,,ქარვა“, რომელიც ტრადიციულად მზადდება აღმოსავლეთ ბალტიისპირეთში, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ რეგიონში უხვად აღმოჩნდა ქართული მონეტები, შეიძლება ვილაპარაკოთ გაცხოველებულ სავაჭრო ურთიერთობაზე ბალტიისპირეთთან (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ფინეთი, შვეცია, ნორვეგია, დანია, პოლონეთი, ჰანზა).

ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ XI-XII საუკუნეების ერთიანი საქართველოს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობანი პრაქტიკულად სწვდებოდა მთელ იმდროინდელ კულტურულ სამყაროს. შეიძლება დაახლოებით გამოითვალოს ექსპორტ-იმპორტის უმთავრესი ობიექტები - საქონელი. ვინაიდან მკვლევარები უფრო ხშირად იმეორებენ ივ. ჯავახიშვილის მიერ შეგროვილ ცნობებს ექსპორტ-იმპორტის შესახებ, მოვიტანთ ვრცელ ამონაწერს მისი შრომიდან:

,,...შემოჰქონდათ: (ბაღდადიდან და სპარს. ქალაქებიდან)

აფი ბაღდადური (ნიკორწმ. დაწ. XI ს. სიგელი, ქრ. II, 45);

ჯუბაჩა (მე-13 ს. ქრ. II, 102, 134);

მატყლი (XII ს. ქართლ. ცხ. 453);

ლარი (XIII ს. ქართლ. ცხ. 134);

ძვირფასი ქსოვილები, რომელთაც ,,ტურფას“ ეძახდნენ (XII-XIII ს. შავთელი, ნ. მარრის გამოცემა).

ოქროქსოვილები, რომლებსაც ზარქაშს ეძახდნენ (XIII ს. ქრ. II, 134);

სურნელება და ნელსაცხებელი, ე.წ. ,,ბალასანი“ (ე.ი. ბალზამი, XII ს., შავთელი, 52,2,3);

მუშკი (XII ს. შავთელი, 58, I, 3);

ქაფური (XII ს. ჩახრუხაძე, I,2,3);

თათრული აღვირები სადაფით შემკული (XIII ს. ქრ. II, 102);

პატარა ყუთები ზარდახჩად წოდებული (შავთელი, 43);

ოქრო ზოდებით , რომელსაც ,,ზარქანი“ ერქვა, (XII ს. შავთელი, 18);

ფოლადი (XII ს. შავთელი, 18);

შაქარი (XII ს. შავთელი, 58);

ძვირფასი თვალ-მარგალიტი (ქრ.II, 134);

ბადახშანური ლალი (XII ს. შავთელი 39);

იაგუნდი (XII ს. შავთელი, 60);

ლალი (XII ს. შავთელი, 12);

ფირუზი (XII ს. შავთელი, 44);

სადაფი (XII ს. შავთელი, 58);

ბროლი (XII ს. ჩახრუხაძე, V-XII-თ. I);

საბერძნეთიდან, ანუ ბიზანტიიდან:

ქსოვილები - კუბასტი ბერძნული (XI ს. ქრ. II, 45);

სტავრაჲ ბერძნული (XI ს. ქრ. II, 44);

ოქროქსოვილი ,,საკრამანგი“ (XI- XII ს. ქრ. II, 34, ქართ. ცხ. 426);

ყოველგვარი ოქროქსოვილები (XII-XIII ს. ქართ. ცხ. 471);

ყოველგვარი საღვდელმსახურო და საეკლესიო ნივთები, ხატები ბერძნული (XI-XIII ს. ს. ქრ. II, 32);

სურათები (,,ხატნი და კამარანი“, ქრ. I, 21, X ს.);

კვერცხის გული - მაკანი (XI ს. ქრ. II, 33);

ბერძნ. ტაშტი (XI, ქრ. 32);

სომხეთიდან (კილიკიიდან) - ძვირფასი ფარჩეული, ე.წ. ,,ტაბასტაჲ სომხური“ (XI ს. ქრ. II, 45)“.

რასაკვირველია, ეს სია სრული არ შეიძლება იყოს. ივ. ჯავახიშვილმა ისინი წერილობითი წყაროებიდან ამოკრიფა. შემდეგში არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურეს ისეთი საქონლის შემოტანაც, როგორიც იყო: მინა, ბროლი, სარკე, იარაღი, კერამიკა, ავეჯი და ა.შ.

ჩვენთვის უმთავრესად საინტერესოა საკითხი, რა თვისობრივი სიახლე შეიძინა ქართულმა ვაჭრობამ აღმავლობის ხანაში? როგორი იყო თვით საქართველოს სახელმწიფოს როლი? შეეძლო თუ არა ქართულ სახელმწიფოს მოეხდინა ამ ურთიერთობათა რეგლამენტაცია? არსებობდა თუ არა ექსპორტ-იმპორტის ეკონომიკური ბალანსირების ცდა? - შეინიშნებოდა თუ არა აქტივ-პასივის თანაფარდობის მექანიზმი. რა გავლენას ახდენდა საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა ხარისხი საქართველოს სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ განვითარებაზე და ბოლოს, შეეძლო თუ არა ჩვენს ქვეყანას თავის მხრივ რაიმე გავლენა მოეხდინა საერთაშორისო ეკონომიკურ ცხოვრებაზე... სანამ ამ კითხვებს პასუხს გავცემდეთ, საჭიროდ მიგვაჩნია, ცოტა უკან დავიხიოთ და მოკლედ მიმოვიხილოთ ქართული ვაჭრობის საერთაშორისო განვითარების ძირითადი ეტაპები უძველესი ეპოქიდან კლასიკურ პერიოდამდე.

 

 

დამოუკიდებელი უნივერსიტეტი

,,იბერია“

თბილისი 1994

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

25 მაისი - ხსენება წმიდა ეპიფანესი, კვიპრელი ეპისკოპოსისა (+403)
წმიდა ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსი წარმოშობით ებრაელი იყო, ცხოვრობდა ფინიკიაში. ერთხელ ნახა, რომ მონაზონმა, სახელად ლუკიანემ თავისი სამოსელი მისცა მათხოვარს. მონაზვნის გულკეთილობით შეძრულმა ეპიფანემ სთხოვა, ქრისტიანობა აეხსნა მისთვის, შემდეგ კი ნათელიღო და ლუკიანეს დაარსებულ მონასტერში წავიდა. აქ ის გამოცდილი ბერის, ილარიონის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მორჩილებად ჰქონდა ბერძნული წიგნების გადაწერა. სათნო ცხოვრებისათვის წმიდა ეპიფანეს სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა.
25 მაისი - ხსენება წმიდა გერმანესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (+740)
წმიდა გერმანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი დაიბადა კონსტანტინოპოლში, VII საუკუნეში. მისი მამა, ბიზანტიის ერთ-ერთი პირველი სენატორი, მოკლულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის (668-685) ბრძანებით. ყრმა გერმანე ეკლესიაში იზრდებოდა. აქ მან ღრმად შეისწავლა საღვთო წერილი. წმიდა ცხოვრებისათვის გერმანეს კვიზიკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
gaq