საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

ლოვარდ ტუხაშვილი - 4. სომხური პროვინციების ადმინისტრაციულ-პოლიტიკური სტრუქტურის ,,ანალიზი" სომხურ ისტორიოგრაფიაში / საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკურ-დიპლომატიური მიდგომა სომხეთის შემოერთების პრობლემისადმი (,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“)
ლოვარდ ტუხაშვილი
ქალაქ ანისის გალავნის ნანგრევები (ახლა თურქეთშია)

საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკურ-დიპლომატიური მიდგომა სომხეთის შემოერთების პრობლემისადმი

4. სომხური პროვინციების ადმინისტრაციულ-პოლიტიკური სტრუქტურის ,,ანალიზი" სომხურ ისტორიოგრაფიაში

ლოვარდ  ტუხაშვილი

,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი  V ბრწყინვალემდე

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.

მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

 

სომხეთის ,,ავტონომიისა“ თუ სრული ,,დამოუკიდებლობის“ საერთო აღიარების მიუხედავად, თანამედროვე სომხურ ისტორიოგრაფიაში ცნება ,,სომხური სახელმწიფო“ შეზღუდულია, როგორც გეოგრაფიულად (სომხური სახელმწიფოს ,,ანალიზისას“ იფარგლებიან მხოლოდ იმ ტერიტორიებით, რომლებიც ზაქარიასა და ივანე მხარგრძელების დაქვემდებარებაშია), ასევე ქრონოლოგიურად (,,ანალიზი“ეხება პერიოდს დაახლოებით 1190 წლიდან მონგოლთა შემოტევამდე). მაშასადამე დაახლოებით 30-35 წლის განმავლობაში არსებობდა ,,სომხეთის სახელმწიფო“, რომელიც ,,საპატიო კავშირით“ შეერთებული იყო საქართველოსთან (სომხურმა ისტორიოგრაფიამ ამ ,,საპატიო კავშირის“ საინტერესო ფორმა გამონახა; ფორმალურად საერთო სიუზერენი ქართველი მეფეთამეფის გარეშე ყოვლისშემძლე ,,ფაქტიური გამგებლები“ ძმები ზაქარია და ივანე მხარგრძელები მეთაურობენ დუალისტურ, ქართულ-სომხურ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ ,,При характеристике административно-политической структуры захаридской Армении не следует забывать о ее теснейтелей связи административно-политической структурой феодальной Грузии“ (Л. Бабаян, გვ. 31).

ახლა ვნახოთ როგორი გამოვიდა ,,ზაქარიანთა სომხეთის“ ადმინისტრაციულ-პოლიტიკური სტრუქტურა ამ ,,მჭიდრო კავშირის“ გათვალისწინებით. აღმოჩნდა, რომ ,,Точно такая же (ე.ი საქართველოს მსგავსი) административно-политической структура существовала и в автономном княжестве Захаридов – армянском средневековом феодальном государстве, потому что по сути оно было государством с установившейся феодальной иерархией, во главе которой стояли вассалы грузинского государства – Захарий и Иване Захариды“ (იქვე).

მაშასადამე, არსებობს ცალკე ,,სახელმწიფო“, რომლის სათავეში დგას ორი ძმა. თუმცა ამ ორ ძმას ორი დამოუკიდებელი სამთავრო აქვს, ორი ცენტრით (ანისი და დვინი), მაგრამ მაინც ერთ სახელმწიფოს ჰქმნიან. აქ, რასაკვირველია, არავის არ აინტერესებს, როგორ წარიმართებოდა საქმე, ამ ორ ძმათაგან თითოეულს რამდენიმე შვილი - ვაჟი რომ ჰყოლოდა (ალბათ ყველას სამფლობელოც ასევე ერთი სახელმწიფო იქნებოდა!)! ძმები ნიშნავდნენ გავარების მმართველებს (ნაცვლებს, მეფის ნაცვლებს), სამხედრო სარდლებს ძველი და ახალი არისტოკრატიული სახლებიდან (ორბელიანები, ვატუჩიანები, დოპიანები, პროშიანები), რომლებიც ასევე სიუზერენები არიან უფრო წვრილი ფეოდალების მიმართ (Л. Бабаян, გვ. 31).

,,ზახარიდების“ ბატონობის დროს ,,ვასალიტეტის“ ცნება გამოიხატებოდა ტერმინით ,,პატრონი“, ,,პარონი“, ,,პარინ-ტერი“, რაც უდრის ,,ტახტის მფლობელს“, ,,მემკვიდრეობით მფლობელს“ (იქვე). ამ ვასალებიდან ზოგიერთი საკმაოდ ძლიერი ყოფილა, მაგ. ორბელიანები, რომლებიც წამოწეულან მონგოლთა დროს (იქვე). აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ე.წ. ვასალების უმრავლესობა მხარგრძელებს იმიტომ ემორჩილებოდა, რომ მხარგრძელები სომხურ პროვინციებში ქართველი მეფის ხელისუფლებას წარმოადგენდნენ. როდესაც ეს ხელისუფლება შესუსტდა, შესუსტდა ან საერთოდ გაქრა მხარგრძელთა ძალაუფლება და ავტორიტეტიც. ვასალები მხარგრძელებს ემსახურებოდნენ ლაშქრით, უხდიდნენ გადასახადებსაც (იქვე). სამხედრო ნადავლიდან გამოყოფდნენ სიუზერენის სასარგებლო წილს (იქვე).

ზოგიერთი მსხვილი ფეოდალი იკავებდა ზაქარია და ივანე მხარგრძელების კარზე (ხომ არ სჯობდა ორ კარზე?) მაღალ თანამდებობებს - გორწაკალი (მმართველი, მოურავი), კოლმანაკალი (მონაპირე ოლქის მმართველი), სპარაპეტი (სარდალი), ხედჯუბი (საკარგავის მფლობელი), ამირა და ა.შ. (იქვე). ამას გარდა გვხვდება ტანუტერი, ნახარარი, იშხანი, იშხანაც-იშხანი და ა.შ. (იქვე).

ძმებს ,,ზაქარიანებს“ ჰქონიათ კარიც (ზოგჯერ მას ჰქვია ტუნსახლი, ზოგჯერ დივანი საკრებულო) და ადმინისტრაციულ-სახელმწიფოებრივი აპარატიც. როგორი იყო ეს აპარატი? ამ აპარატის აღწერა სცადეს გ. ოვსეპიანმა, ლ. ბაბაიანმა, ჰ. სამველიანმა.

ძირითადი ფიგურა ამ აპარატში ყოფილა კარის გორწაკალი - მსახურთუხუცესი (გ. ოვსეპიანი, გვ. 14, ლ. ბაბაიანი, გვ. 32). მაგ. სტ. ორბელიანის ცნობით ,,ივანემ თავისი სამფლობელოების სათავეში დააყენა ვინმე ბუბაკი, რომელიც ნორავანკის წარწერაში იშხანაც იშხანად მოიხსენიება“ (სტ. ორბელიანი. ისტორია, გვ. 353, ლ. ბაბაიანი, გვ. 32).

1243 წლით დათარიღებულ ბაგნაირის ბიბლიის მინაწერი (,,ჰიშა-ტაკარან“ ,,სამახსოვრო ანდერძ-მინაწერი“) მოხსენიებულია რამდენიმე თანამდებობა: ,,იშხანმა პატრონმა, ხავრას ამირ სარგისის ვაჟმა, კეთილშობილი დედის ძმა სომხეთის, საქართველოსა და აფხაზეთის მეფეთა დედისა, ზაქარიასა და ივანეს ერთგული სამსახურისთვის მიიღო ტიტული, რომელსაც ქართულად მსახურთუხუცესი, ხოლო ჩვენებურად, თავი იშხანებისა, თავისი ბატონის სახლის გამგეთა და წინამძღოლთა უფროსი“ (იქვე). ეს ფაქტი ლ. ბაბაიანს მოჰყავს იმის საილუსტრაციოდ, რომ ივანესა და ზაქარიას კარზე ქართველი მეფის კარის შესაბამისი სახელოები იყო. მაგრამ ამ დოკუმენტიდან ფაქტიურად ორი ძირითადი დასკვნის გაკეთება შეიძლება:

1. სომხეთში ფართოდ იყო გავრცელებული ქართული ტერმინოლოგია;

2. ივანესა და ზაქარიას კარზე უმაღლესი თანამდებობა იყო მსახურთუხუცესის სახელო - ქართველი მეფის კარზე საშინაო მეურნეობის უფროსის სახელო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მხარგრძელთა კარი ჩვეულებრივი ფეოდალის კარი იყო და არა სახელმწიფოს სიუზერენისა...

საერთოდ არასახელმწიფოებრივი ინსტიტუტები ფეოდალიზმის მთელ სიგრძეზე საქართველოს სამეფო კარზე და ფეოდალის კარზე ძირითადად ერთმანეთს იმეორებდა (სახლთუხუცესი, მოურავი და ა.შ.), მაგრამ ,,საქვეყნოდ გამრიგე“ მოხელენი საერთოდ არ ჩანან ცალკეულ საფეოდალოებში, რაც სრულიად ბუნებრივია. ასეთსავე სურათს ვხედავთ მხარგრძელთა სამფლობელოებშიც. ლ. ბაბაიანს კიდევ ერთი დოკუმენტი მოჰყავს, საიდანაც, მისი აზრით, აშკარაა, რომ ივანე იწვევდა დივანსაც. ესაა ცნობილი სასამართლო, რომელიც ივანე მხარგრძელმა მოიწვია ორბელიანთა დავის გადასაწყვეტად: ,,...და მან, შეკრიბა თავისი დიდებულები, სახელდობრ, ბუბაკი და მარწუანა, დპელა ივანე და მემნაშაგელა (აქ უნდა იყოს მემნა ჯაყელი), დიდი ჭყონდიდელი, მოსული სამეფოდან, Цирам-цхара Вардзийского Цирам-цхара Пындзаанского и великого матавара Гарттейского князей Гагецы и мацабердеци и многих других дидебулов, а также Тифлиского, кади, как и Анииского и Двинского кади, სურამის შეიხი, ეპისკოპოსები ანისის, ბიჯნისის, ახპატის... და ა.შ. (სტ. ორბელი. გვ. 90, ლ. ბაბაიანი. გვ. 33).

რა დასკვნა გააკეთა ლ. ბაბაიანმა ამ დოკუმენტიდან?

,,…Здесь важны два момента: во первых, что при диване или доме Иване имелся государственный высший совет, рассматривающей и решающий спорные вопросы, и, во-вторых, что первое место среди высокопоставленных людей занимал Бубак, как везир…“

ძნელია, ასეთ ახსნას მოუძებნო კვალიფიკაცია, ფაქტი მხოლოდ ერთია - ლ. ბაბაიანის მთელი ეს  მსჯელობა მცდარია.

1. მოყვანილი დოკუმენტი, პირველ რიგში, გვიდასტურებს, რომ ივანეს დამოუკიდებლად უფლება არა აქვს გადაჭრას დავა, ერთი მხრივ, ლიპარიტ და ელიმგემ ორბელიანებისა და, მეორე მხრივ, ვასაკ ხახბეკიანს შორის (უფრო მეტიც, ჩანს, ორბელიანები აშკარად გამოვიდნენ თვით ივანეს წინააღმდეგაც. დავა ატყდა იმის გამო, რომ ვასაკ ხახბეკიანმა წაართვა წმინდა რელიკვიები ნორავანკის მონასტერს და აჩუქა სწორედ ივანეს);

2. ჩამოთვლილ პირებში ჯერ დასახელებულია ის პირები, რომლებიც უშუალოდ ივანესთან არიან დაკავშირებულები, ბუბაკი და სხვ.) (სწორედ ამიტომ ზის თავში ბუბაკის სახელი...).

როგორ შეიძლება ივანეს ქვეშევრდომებად ვაღიაროთ მემნა ჯაყელი, დიდი ჭყონდიდელი, ვარძიის წინამძღოლი, გაგელი, მანკაბერდელი?;

3. ჩამოთვლილ პირებში უდიდესი ნაწილი ან ქართველია, ან გაქართველებული. ეს დოკუმენტი, არა თუ ადასტურებს, არამედ აბსოლუტურად გამორიცხავს ივანეს ავტონომიას.

ასეთივე უსუსურია ტარსაიჭ ორბელიანის წარწერების მოტანა ნორავანკის ეკლესიიდან (,,Летопись на камнях“, გვ. 131). სადაც 1289 წლით დასახელებულია დიდი გორწაკალი და დიდი მეომარი ათაბაგი ტარსაიჭ ორბელი. ამ პერიოდში ორბელებმა მთლიანად გამოდევნეს მხარგრძელები საქართველოს სამეფო კარიდან და ათაბაგობაც წაართვეს. მაშ როგორღა შეგვიძლია ვილაპარაკოთ ,,ზაქარიანთა სამეფო“ კარის მოხელეობაზე?

როგორც ვხედავთ, სომხურმა ისტორიოგრაფიამ ვერ მოგვცა ე.წ. ,,ავტონომიური სომხეთის“ მმართველობის სქემა, ადმინისტრაციულ-სახელმწიფოებრივი სტრუქტურა. ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან არ არსებობდა არავითარი დამოუკიდებელი სომხეთი, სრულიად ცხადია, არ იქნებოდა არც შესაფერი აპარატი. სომეხი კოლეგების ცდებმა შესანიშნავად დაადასტურეს თეზისი იმის შესახებ, რომ ე.წ. ,,სომხური პროვინციები“ გასამხედროებული ოლქების სტატუსიდან ნელი ტემპით გადადიოდა სამოქალაქო მმართველობაზე, ეწყობოდა ფეოდალურ ,,სახლებად“, რომელთა შინაგანი სტრუქტურა ქართული რეგიონალური მმართველობის ტიპიურ სახეს ღებულობდა. ,,სახლებს“ კი ჰქონდათ არა პოლიტიკური, არამედ ფეოდალური, ე.ი. ,,სოციალური ავტონომია“.

 

დამოუკიდებელი უნივერსიტეტი

,,იბერია“

თბილისი 1994

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

25 მაისი - ხსენება წმიდა ეპიფანესი, კვიპრელი ეპისკოპოსისა (+403)
წმიდა ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსი წარმოშობით ებრაელი იყო, ცხოვრობდა ფინიკიაში. ერთხელ ნახა, რომ მონაზონმა, სახელად ლუკიანემ თავისი სამოსელი მისცა მათხოვარს. მონაზვნის გულკეთილობით შეძრულმა ეპიფანემ სთხოვა, ქრისტიანობა აეხსნა მისთვის, შემდეგ კი ნათელიღო და ლუკიანეს დაარსებულ მონასტერში წავიდა. აქ ის გამოცდილი ბერის, ილარიონის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მორჩილებად ჰქონდა ბერძნული წიგნების გადაწერა. სათნო ცხოვრებისათვის წმიდა ეპიფანეს სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა.
25 მაისი - ხსენება წმიდა გერმანესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (+740)
წმიდა გერმანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი დაიბადა კონსტანტინოპოლში, VII საუკუნეში. მისი მამა, ბიზანტიის ერთ-ერთი პირველი სენატორი, მოკლულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის (668-685) ბრძანებით. ყრმა გერმანე ეკლესიაში იზრდებოდა. აქ მან ღრმად შეისწავლა საღვთო წერილი. წმიდა ცხოვრებისათვის გერმანეს კვიზიკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
gaq