საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > უცხოელები საქართველოს შესახებ

თანამედროვე უცხოელები საქართველოსა და ქართველებზე

 

*     *     *

ინგლისში ვამაყობთ იმით, რომ მთელს მსოფლიოში რუსთაველის შემსწავლელთა შორის პიონერებად ვითვლებით... რით აიხსნება პოემის ასეთი პოპულარობა? იმით, რომ რუსთაველი აერთიანებს უშუალო ადამიანურ განცდებს ღრმა ფილოსოფიურ გაგებასთან... «ვეფხისტყაოსანი» მარტო სასიყვარულო ამბავი არ გახლავთ. ეს არის ჰიმნი მეგობრობისა, ერთგულებისა, მაღალი მისწრაფებებისა. იშვიათად სადმე ყოფილა პოეტური ხედვა ასე ფართო, ყოვლის მომცველი და მშფოთვარე, იმდენად აბობოქრებული, რომ თითქოს ეს-ეს არის სამყარო უნდა შეეჯახოს რაღაცას, აღრიოს ის პირველყოფილ ქაოსში. მაგრამ დიადი პოეტის შემოქმედებითი სუნთქვა აშოშმინებს ამ აზავთებას, დაჰყავს ის მკაცრ ჰარმონიულობამდე...*

დევიდ მარშალ ლანგი,

ცნობილი ინგლისელი მეცნიერი, ქართველოლოგი, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი, აქვს ბევრი შრომა ქართულ კულტურაზე, სიტყვით გამოვიდა რუსთაველის ძეგლის გახსნაზე ახალციხეში, თბილისში და სხ.(1966 წ.).

 

*     *     * 

გრიგოლ რობაქიძე იქცა ნამდვილ სიმბოლოდ ქართული ლიტერატურისა, რომელმაც კვლავ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო ლიტერატურაში. რაბინდრანათ თაგორი პირველი სახელი იყო, რომელიც საუკუნოვანი დუმილის შემდეგ გაიჭრა ევროპაში აღმოსავლეთიდან. მას მოჰყვა გროგოლ რობაქიძე, რომელიც ბევრად უფრო გამოხატავდა თავდაპირველ საწყისს, ვიდრე ინდოელი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გრ. რობაქიძემ მოგვიტანა ჩვენ, დასავლეთ ევროპელთ, ქართული მიწა, მისი სისხლი, სუნთქვა და ფერები.

რუდოლფ კარმანი, პარიზი, «ბედი ქართლისა», 1962 წ.


 *     *     * 


ჰაინრიჰ ბიოლი ორჯერ იყო საქართველოში 1966 და 1972 წლებში. 1966 წელს მან მცხეთის მარანში არაკიბერნეტიკული საქართველოს სადღეგრძელო დალია. 1972 წელს მას შევახსენეთ ეს და ვთხოვეთ კომენტარი დაერთო თავისი სადღეგრძელოსათვის: „მე თვალში მომხვდა, -განგვიმარტა მწერალმა - ქართველების ბუნებასთან სიახლოვე, ბუნებრიობა, ადამიანური შემოქმედებითი საწყისის შენარჩუნება. ქართველების ცხოვრებას აქვს მკვეთრი ინდივიდუალობა, განუმეორებლობა, მას ნაკლებად, ვიდრე ევროპული ერების ცხოვრებას, ემუქრება უნიფიკაციისა და სტანდარტიზაციის მსახვრალი ხელი, ქართველების ცხოვრება ნაკლებადაა ,,პროგრამირებული’’, ეს ბედნიერებაა!“

 

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           ჰაინრიჰ ბიოლი,  გერმანელი მწერალი

 

 

*     *     *

 

თბილისი რომ არა, შესაძლოა ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგისხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები. თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე.

 

ჰუგო ჰუპერტი, «თბილისის აპოლოგია»

 

ერთ ქართულ სუფრასთან, კონკურსის ჟიურის წევრმა, რობერ საბატიემ ხუმრობით თქვა: ,,ჩვენი სასიქადულო თანანემამულის ფრანსუა რაბლეს ასავალ-დასავალი მეტ-ნაკლებად ვიცით, მხოლოდ ერთხანს ქრება იგი ისტორიკოსთა მხედველობიდან. ახლა კი, ჩემთვის ცხადია, სად იყო მაშინ რაბლე: იგი საქართველოს ესტუმრა და აქ ნანახი აღწერა ,,გარგანტუა და პანტაგრუელში’’.

 

                                                                                                                                                                                                                                                                                                                            რობერ საბატიე -  ფრანგი მწერალი, გონკურების აკადემიის წევრი

 

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        

*     *     *

 

სვეტიცხოველი ვნახე... იცით, როგორი მადლიანი ქვეყანა გაქვთ? სიძველის, მადლის და დიდი წარსულის სუნს მაშინვე შეიგრძნობ. უცხოელისთვის, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, ეს ძალზე თვალშისაცემია. მიკვირს, რატომ გინდათ ამერიკელებს ან სხვებს დაემსგავსოთ...

 

                                                                                                                                                                                                                                                                                                                უილიამ ბუში

 

,,ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ქართულ კინოს. სან-ფრანცისკოს კინოფესტივალს ძალიან დიდხანს ვხელმძღვანელობდი. იქ არის ულამაზესი ტრადიცია - ქართული ფილმების ჩვენების მოწყობა. 100-ჯერ მაინც იყო ჩემი სტუმარი ოთარ იოსელიანი. ასევე ჩვენს ფესტივალზე ჩამოდიოდნენ ძნები შენგელაიები. ამას ისიც ემატება, რომ სან-ფრანცისკოში არის კინო-არქივი, სადაც გენიალური ქართველი რეჟისორების, აბულაძის, კვირიკაძის ფილმებია შემონახული. იმდენად გვხიბლავდა თქვენი სურათები, რომ ყოველთვის ვამბობდით: სან-ფრანცისკო ჰგავს საქართველოს იმპერიის ერთ-ერთ უცნობ კოლონიას. საქართველოს იმპერია შეიქმნა არა ძალადობით, არამედ თავისი კულტურით, ხელოვნებით. ქართული ფილმები ჩვენს მეხსიერებაში არასოდეს წაიშლება, შეგვძრა მისმა მაღალმა დონემ. ასე რომ, მიყვარს თქვენი ხელოვნება. იმიტომ ჩამოვედი საქართველოში’’. 

                                                                                                                                                                                                                                                                          

                                                                                                                                                                                                                                                                            პიტერ სკარლეტი - ამერიკელი კინომოღვაწე



*     *     *



,,ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პატარ-პატარა სოფლებმა. ვიყავი რამდენიმე სოფელში და აღფრთოვანებული დავრჩი, ვთვლი, რომ ნამდვილი საქართველო იქ ვნახე’’.

                                                                                                                           კლოდ სორელი - რაგბის მწვრთნელი


 

*     *     *

 

 

იქნებ ახალს არაფერს გეუბნებით, იქნებ ამგვარი აღტაცება სხვა უცხოელებისგანაც მოგისმენიათ, მაინც უნდა გითხრათ ის, რაც მომწონს. იმასაც დავძენ, თქვენი კუთვნილი განძის ფასი არ იცით, არ უფრთხილდებით იმას, რაც მარტო თქვენ გაქვთ. აქ, თქვენთან, ყველა კუთხეში თავისებურია ქართული სუფრა, სვანეთში განსაკუთრებულად მოვიხიბლე. თითქმის ხელუხლებად აქვთ ტრადიციები შემონახული, თუმცა, ცივილიზაციის გავლენა იქაც იგრძნობა და ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს გენიალურ ფერწერულ ტილოს რაღაც მიაჯღაბნა უხეირო მხატვარმა. სვანურ სუფრასთან ერთი ბიჭი ამბობდა სადღეგრძელოს. მე მლოცავდა, არც ერთი სიტყვა არ მესმოდა, მაგრამ ვგრძნობდი ბგერების ძალას. ისინი იმ ბიჭის გულიდან მოდიოდნენ. მის თვალებში კი ვნახე ჩემი სახე, როგორიც არასდროს მინახავს სარკეში... ჩემს სამშობლოში, პერუში თითქოს სიყვარული და მეგობრობა არა მხოლოდ გრძნობის, არამედ სიტყვის მნიშვნელობითაც გაცვდა. აქ კი სიყვარული და მეგობრობა მთელი ძალით ვიგრძენი. აქ ოჯახის ძალას, მნიშვნელობას, დედის და მამის ფასს მივხვდი. დამიჯერეთ, რაც აქ ვარ, ჩემში რაღაც ხდება, თითქოს გული მთლიანად გადამისხვაფერდა. ასე მგონია, ვალდებული ვარ, რასაც მე ვგრძნობ და განვიცდი, სხვებსაც აუცილებლად უნდა გადავცე საქართველოს გარეთ.

აქ ვივიწყებ ყველაფერს, რაც ოდესმე არ მომწონდა, მტკიოდა. ასე მგონია, სამყაროც კი არ არსებობდა საქართველოში ჩამოსვლამდე. დავდივარ ზოგჯერ მარტო, წვერმოშვებული, მოხეტიალე მოგზაურივით ჩაცმული, არ მაწუხებს ჩემი გარეგნული იერი, რადგან ამერიკისგან განსხვავებით, აქ უმეტესად ისეთ ხალხს ვხვდები, ვისაც ჩემი ჩაცმულობა და იერი კი არა, ღვინოსავით და თაფლივით ტკბილი და ნატურალური სიყვარული აინტერესებს... ერთს ხელს აუწევ, უცხო აქცენტით ეტყვი გამარჯობას, ჯერ ფარული ეჭვით შეგათვალიერებენ და თუ სამტროს ვერაფერს შეგამჩნევენ, თან გადაგყვებიან. თუმცა, აქაურ ახალგაზრდებსაც უცხოური ცხოვრება უფრო ხიბლავთ, მაგრამ მერწმუნეთ, იქ, თქვენგან შორს, შინაარსი აღარაფერში დევს, ყველაფერი ზედაპირულად ეფექტურია. მიუხედავად იმისა, რომ აქაც არის შემოსული დასავლური კულტურა, ცხოვრების ამერიკული სტილი, საბედნიეროდ, ბევრს ჯერ კიდევ არ ავიწყდება, ვინ არიან, საიდან მოდიან, რისი პატრონები არიან... იმათ კი, ვინც ახლაღა გაიტაცა უცხოურმა ყოფამ, ვურჩევ შეინარჩუნიოს ის უდიდესი განძი, რაც ჯერ კიდევ გაგაჩნიათ. აქაური მიწა თქვენი უძველესი მიწაა, აქაური ბებერი ხეების ჩრდილში თქვენი წინაპრები ისვენებდნენ; ეს ენა, ეს სიმღერა, ცეკვა, ფრესკები თქვენია, ამერიკაში კი ამ ყველაფერს იგონებენ. ერს ხელოვნურად ქმნიან, ანუ იქით მიდიან, რაც, თქვენ ათასწლეულების მანძილზე შექმენით.

                                                                                 რაფაელ ანტონიო გალუეს გარსია, პერუელი კინოდოკუმენტალისტი

 

 

სურათზე: ჰაინრიჰ ბიოლი

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ფერბუთა ქალწული
4 (17) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე ფერბუთა ქალწულის (+341-343) ხსენების დღეს.
ღირსი იოსებ მგალობელი
4 (17) აპრილის მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი იოსებ მგალობელის (+883) ხსენებს დღეს.
gaq