 | | გია ღონღაძის მემორიალი კიევში | გიორგი ღონღაძე (1969 – 2000) – უკრაინის ეროვნული გმირია, იყო ცნობილი ჟურნალისტი და სამართალდამცველი. გიორგიმ თბილისში სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლესი სასწავლებელი – ივანე ფრანკოს საელობის უნივერსიტეტი – დაასრულა ლვოვში, დედის სამშობლოში. სწავლასთან ერთად მოღვაწეობდა უკრაინის სახალხო „რუხის“ პარტიის საინფორმაციო სამსახურში. 1992 წელს ლვოვის ტელევიზიის პროგრამის, „მონიტორის“ წამყვანია, ხოლო 1993 წლიდან – შემოქმედებითი გაერთიანების, „ევროპის ცენტრის“ მთავარი რეჟისორი. 1998 წლიდან უძღვებოდა პროგრამა "Моє"–ს ტელერადიოკომპანია "Гравіс“–ში, ხოლო 1999 წლიდან "Вильна хвиля"–ს სამსახურს რადიო „კონტინენტში“. 1999 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მისი მწვავე კომენტარების გამო კუჩმას ბანაკის შავ სიაში მოხვდა. 2000 წლის შემდეგ გახსნა ინტერნეტ–პროექტი „უკრაინსკაია პრავდა“, სადაც აქვეყნებდა უკრაინის უმაღლეს ეშელონებში არსებული კორუფციის ფაქტების ჟურნალისტური მოკვლევის შედეგებს. დაარსებული ჰქონდა ინტერნეტ–გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“, სადაც მწვავედ აკრიტიკებდა უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ კუჩმასა და მის გარემოცვას. 2000 წლის იანვარში, ნიუ–იორკში ვიზიტის დროს საჯაროდ ამხილა სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვა ქვეყანაში. თავის საიტზე კიდევ უფრო გაააქტიურა ბრძოლა ოლიგარქების, საპრეზიდენტო გარემოცვის და მასობრ ივი საინფორმაციო საშუალებების დამთრგუნველთა წინააღმდეგ. ამ დროისათვის საკმაოდ ცნობადი ფიგურა იყო უკრაინაში თავისი პროფესიული საქმიანობით – არ აკლდებოდა მნიშვნელოვან პრეს–კონფერენციებსა და პოლიტიკურ talk-show–ებს. ღონღაძე გამოდიოდა სიტყვის თავისუფლების დასაცავად ყველა მიტინგზე, ხოლო გაქრობამდე რამდენიმე ხნით ადრე მონაწილეობას ღებულობდა ლვოველი ჟურნალისტების ლაშქრობაში კიევზე. 2000 წლის ივნისში მან გამოაქვეყნა ღია წერილი, სადაც იუწყებოდა მის წინააღმდეგ აღძრული მუქარებისა და ინსინუაციების შესახებ. ჯერ კიდევ შუა ზაფხულში მისწერა წერილი უკრაინის პროკურორს: „მე მითვალთვალებენ“! ეს ავადმოსაგონარი ისტორია კი დაიწყო 16 სექტემბრის საღამოს – ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე გამოვიდა თავისი კოლეგის – ალიონა პრიტულას სახლიდან და დაიკარგა. ანუ - 16 სექტემბერს უეცრად გაქრა ღონღაძე – მას შემდეგ არავის უნახავს. 2000 წლის 2 ნოემბერს ტარაშჩანის ტყეში, დაახლოებით 100 კილომეტრში კიევიდან, ნაპოვნი იქნა მისი უთავო ცხედარი – ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სხეული ეკუთვნოდა ღონღაძეს. მისი სიკვდილის დეტალები გახდა ეროვნული სკანდალის მიზეზი – ნივთმტკიცებად მოჰქონდათ მაგნიტოფონის კასეტები, სადაც უმაღლესი პარტიული იერარქები ცდილობდნენ ღონღაძის იძულებას, არ გაეხ მაურებინა კორუფციათა ფაქტები. ჟურნალისტის გატაცებამ და მკვლელობამ მთელ უკრაინაში უდიდესი სკანდალი გამოიწვია – მისი მკვლელობა იქცა უკრაინელთა ეროვნული გამოფხიზლების განგაშის ზარად – იმჟამინდელი პრეზიდენტის – ლეონიდ კუჩმას წინააღმდეგ. 2004 წელს ღონღაძის საქმე საპრეზიდენტო არჩევნების საჯილდაო ქვად იქცა – ოპოზიციონერი პრეზიდენტი იძლეოდა დაპირებას, რომ გახსნიდა საქმეს, თუ მას აირჩევდნენ პრეზიდენტად. მართლაც, 2005 წელს პრეზიდენტმა იუშჩენკომ ღონღაძის საქმე სერიოზულად გამოიკვლია და იმავე წლის დეკემბერში დაიწყო სასამართლო პროცესი ბრალდებულების – შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების – მიმართ. 2008 წელს მათ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მაგრამ ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდა მკვლელობის დამკვეთთა ვინაობა. ღონღაძის ქვრივმა, თავისი ორი შვილით, აშშ–ში მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი და 2001 წლიდან იქ ცხოვრობენ. გიორგი ღონღაძე 2005 წლის 23 აგვისტოს პრეზიდენტ იუშჩენკოს ბრძანებულებით დაჯილდოვდა უკრაინის გმირის წოდებით. |