საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

მერაბ მამარდაშვილი (1930 – 1990) – ქართული წარმოშობის რუსი საბჭოთა ფილოსოფოსი

დაიბადა ქალაქ გორში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. ბავშვობა გაატარა ვინიცის ოლქში, სადაც მამამისი გადიოდა სამსახურს. სკოლა დაამთავრა თბილისში, ხოლო უნივერსიტეტი – მოსკოვში, სწავლობდა ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

1957 წლიდან მუშაობს ჟურნალ „ვოპროსი ფილოსოფიის“ რედაქციაში, რომელსაც უბრუნდება 1968 წელს და 1974 წლამდე იკავებს რედაქტორის მოადგილის თანამდებობას; ხოლო მანამდე, 1961 წლიდან მივლინებულია პრაღაში და მოღვაწეობს იქ ჟურნალ „პრობლემი მირა ი სოციალიზმაში“(1961–66). 

ცნობილი დისიდენტი–პუბლიცისტი ვალერია ნოვოდვორსკაია შემდეგნაირად  აფასებს დღეს ამ ჟურნალის საქმიანობას: „იყო საბჭოთა პერიოდში ასეთი ჟურნალი „პრობლემი მირა ი სიციალიზმა“( „მშვიდობისა და სოციალიზმის პრობლემები“). სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტების კომპარტიის წევრებს ძალით აწერინებდნენ მას. მაგრამ არავინ მას არ კითხულობდა, იმისთანა თავის მოსაბეზრებელი რამეები ეწერა იქ. მშვიდობის პრობლემებს ხომ მსოფლიო უჩვენოდაც მშვენივრად წყვეტს, თუმც კი ჩვენი ომის გამჩაღებლები ლუბიანკიდან, კრემლიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან და გენშტაბიდან ყველგან ცდილობენ დაასხან ნავთი თვით უსაშველოდ მინავლებულ მუგუზალზედაც კი.“ (http://www.grani.ru/opinion/novodvorskaya/m.186158.html)

ნიშანდობლივია, რომ  ჟურნალის სამოღვაწეო სივრცეში, სახელდობრ, ჩეხოსლოვაკიაში, ეს მუგუზალი

ეგრეთ წოდებული „პრაღის გაზაფხულის“ ცეცხლად გადაიქცა; ხოლო თუ როგორი იყო ფილოსოფოსის შემდგომი გზა, ამას მისი თბილისის პერიოდი სცემს პასუხს, სადაც ის 80–იან წლებში კითხულობდა ლექციებს და, განსაკუთრებით, ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის პერიოდი 1988–90 წლებში, როდესაც თავის საჯარო ლექციებში იგი ფილოსოფიურ მანტიაში გახვეულ ამ მოძრაობის საწინააღმდეგო მოწოდებებს ავითარებდა, შემდეგი ხასიათის დებულებებით: “ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას”; „ყველაზე დიდი ტყუილი შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ სიმართლე, ნათქვამი ისეთ სიტუაციაში, როცა მისი დაჯერება შეუძლებელია”; „მტრის ხატი – ესაა დამანგრეველი ფსიქიკური ძალა, იმიტომ რომ მტერი კი არ იწვევს ეჭვს, ეჭვი შობს მტერს. ეჭვი ჯერ უსაგნოდ არსებობს. ეჭვი ჩემი უძლურებაა – მე მეშინია ყველაფრის, როცა უძლური ვარ. მტერი არის განსხეულებია იმისა, რაც ჩემშივეა ფესვგადგმული, როგორც უძლურება”...

ლექციების დებულებებს შორის დროდადრო ურთავდა ერთი შეხედვით უწყინარი ხასიათის განყენებულ ფრაზებს, რომლებიც მსმენელის არაცნობიერში ილექებოდა და ნეგატიურად განაწყობდა ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის მიმართ:

 

“…ნუ გაუსწრებთ მოვლენებს წინ, ნუ იფიქრებთ პოლიტიკური კლიშეებით ვისი მხრიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი, დაიწყეთ საკუთარი თავით და საქმით…”

”…მივხედოთ სკოლებს, სპეციალობებს, ჩვენ ისედაც გვაკლია პრო

მერაბ მამარდაშვილი ნიკიტა ხრუშჩოვის შვილ, სერგეისთან ერთად
ფესიონალიზმი, მოქალაქეობრივი შეგნება და თუ ამის გარეშე, მაინც ჯიუტად გადავეშვებით პოლიტიკის აღელვებულ ზღვაში, ძალიან მალე გავირიყებით ნაპირზე ისევ ისეთივე მშიერ-ტიტველნი და უმეცარნი…..” ( შეხვედრა ფილოსოფიის ინსტიტუტში).

”ქართულ ინტელიგენციას არ გამოუყენებია ბოლო ხუთი წელი იმისათვის, რომ საკუთარი ხალხისთვის სიმართლე ეთქვა. იმის მაგივრად, რომ ებრძოლათ უკვე გათავისებულ ცუდ ჩვევებთან – პატრიოტიზმის მცდარ გაგებასთან, ჩამორჩენილობასთან, საკუთარ თავზე შეყვარებასთან, დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენ ყველაზე კარგნი ვართ, ყველაზე ჭკვიანნი, ყველაზე ლამაზნი და არავინ არ გვჭირდება – ისინი საკუთარ ამბიციებში ჩაფლულნი თამაშობდნენ ყველაფერ ამით.”

“თქვენი ქართველობა იწყება ღირსებიდან და არა პირიქით!”

მამარდაშვილის ცნობილი მაქსიმა: „"თუ საქართველო აირჩევს გამსახურდიას, მე საქართველოს წინააღმდეგ წავალ" საბრძოლო ლოზუნგი გახდა ოპოზიციონერი კრიმინალური საბჭოთა ინტელიგენციისათვის. მაგრამ თვითონ ვერ მოესწრო ამ ალტერნატივის შესრულებას – გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევამდე რამდენიმე თვით აღესრულა. 

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ფერბუთა ქალწული
4 (17) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე ფერბუთა ქალწულის (+341-343) ხსენების დღეს.
ღირსი იოსებ მგალობელი
4 (17) აპრილის მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი იოსებ მგალობელის (+883) ხსენებს დღეს.
gaq