საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

გრიგოლ ბაკურიანისძე (XI ს. 20-იანი წწ. – 1086წ.) – ბიზანტიის დიდი დომესტიკოსი

გრიგოლ ბაკურიანისძე თავისი დროის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე იყო – ბიზანტიის გამოჩენილი მხედართმთავარი, სევასტოსი და დომესტიკოსი, ქართული წარჩინებული გვარის წარმომადგენელი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქართული მონასტრის დამაარსებელი 1083 წ. პეტრიწონში (დღევანდელი ბაჩკოვო, ბულგარეთი). თავისი წარმოშობისა შესახებ გრიგოლ ბაკურიანისძე გვაუწყებს, რომ იგი არის ღვიძლი  შვილი ბაკურიანისა, ბრწყინვალე ერისთავთა-ერისთავისა, რომელიც წარმოშობით იყო აღმოსავლეთის მხარეებიდან, “იბერთა უბრწყინვალესი გვარიდან”.

      სხვადასხვა დროს მსახურობდა სომხეთში, იბერიასა (ტაოში) და სირიაში. იყო კარისა (ყარსის) და თეოდოსიოპოლის (კარნუქალაქის) განმგებელი. ალფ-არსლანის შემოსევების დროს (1064) ანისის დაცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.  1081 მისი ხელშეწყობით ბიზანტიის საიმპერატორო კარზე მოხდა გადატრიალება, რის შედეგადაც ნიკიფორე III ბოტანიატე დაემხო და ტახტი ალექსი I-მა კომნენოსმა დაიჭირა.

      მან გადამწყვეტი როლი შეასრულა ბიზანტიის დედოფალ მარიამ-მართა-ყოფილთან ერთად იმპერატორ ალექსი I-ის (1081-11118) გამეფებაში, რომელმაც საფუძველი დაუდო ბიზანტიაში  კომნენოსების ახალ სამეფო დინასტიას.

  გრიგოლ ბაკურიანისძე არაერთხელ აღნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც მან და მისმა ძმამ აბასმა იშოვეს, მოპოვებულია მათი სისხლით “წმინდა მეფეებისადმი”, ე.ი. ბიზანტიის იმპერატორებისადმი ერთგული სამსახურით. იმყოფებოდა ბიზანტიის ხუთი იმპერატორის სამსახურში: კონსტანტინე X დუკას (1059-1067), რომანოზ IV დიოგენის (1068-1071), მიხეილ VII დუკას (1071-1078), ნიკიფორე III ბოტანიატეს (1078-1081) და ალექსი I კომნენოსის (1081-1118).

       დომესტიკოსის აღიარებით,  ბევრჯერ დაუღვრიათ სისხლი მას და მასთან ერთად მისიანებს – ტაოელ ქართველებს საბერძნეთის „სარგებლისა და მსახურებისათვის“. არ იქნება ტყუილი,  ამბობს გრიგოლი. თუ ვიტყვით, რომ ძალიან ცოტა ჩვენგანი მომკვდარა თავის სარეცელზე მშვიდობით , უმეტესობა კი საბერძნეთის მტერთაგან არის დახოცილი ბრძოლებშიო. საქმე იქამდისაც კი მისულა, რომ თვითონ მე და ჩემთან ერთად არამცირედიჩემი ერი ტყვედ ჩავცვივნულვართ საბერძნეთის მტრების ხელშიო.

     კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მთავრობას მრავალი მამული უბოძებია მისთვის სხვადასხვა მხარეში და ეს საბოძვარი შეუვალობის სიგელ–გუჯრებით, ოქრობეჭდებით დაუმტკიცებიათ. გრიგოლ ბაკურიანი  ფლობდა სევასტოსის წოდებას, რაც ბიზანტიის სამოხელეო იერარქიაში მეორე საფეხურს შეესდტყვისებოდა კესაროსის შემდეგ.

    მთელი ცხოვრება ხმალამოწვდილმა გაატარა და ბრძოლის ველზე ჰპოვა აღსასრულიც. თავის მიერ გარდახდილი ბრძოლებიდან განსაკუთრებულად შთამბეჭდავად მიაჩნდა გამარჯვება პაჭანიკებზე და სიამაყით აღნიშნავდა, ეს გამარჯვება დიდხანს დარჩება სასიხარულო მოგონებად ჩემი სიკვდილის შემდეგაც ხალხშიო...სწორედ პაჭანიკებთან ბრძოლას შეეწირა.

      1086 წელს იმპერატორმა ალექსი I-მა პაჭანიკებისა და მათთან მიმხრობილი აჯანყებული პავლიკიანების წინააღმდეგ იმპერიის ჯარები წარგზავნა თავისი ორი საუკეთესო მხედართმთავრის – გრიგოლ ბაკურიანისძის და ვრანას წინამძღოლობით. მაგრამ მოწინააღმდეგეთა ჯარები ბევრად ჭარბობდნენ ბიზანტიის ჯარებს. ამ ბრძოლაში გრიგოლ ბაკურიანისძე ჭენებისას მუხას შეეჯახა და დაიღუპა. ანა კომნენე წერს: „გაშმაგებით იბრძოდა, მტრის წინააღმდეგ ძლიერი მხედრული შემართების დროს მუხას დაეჯახა და იქვე დალია სული“.

      ბიზანტიის სამსახურში გაწეული ღვაწლის საფასური  გრიგოლმა გამოიყენა თავისი სამშობლოსათვის: მისი ხელშეწყობით გადაეცა საქართველოს ძირძველი მიწები, რომლებიც ბიზანტიას მიესაკუთრებინა. როგორც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერს: „წარვიდა მეფე გიორგი მამულსა თვისსა ტაოს, და მოვიდა ბანას. ხოლო მუნ მოვიდა წინაშე მათსა ზორავარი აღმოსავალისა გრიგოლ ბაკურიანისძე, რომელსა ჰქონდეს ოლთისნი და კარნუ–ქალაქი და კარი, და დიდად განიხარეს და განისუენეს და მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხე–ქალაქი და მისი მიმდგომი ქვეყანა და განიყარეს“.

      გრიგოლ ბაკურიანისძემ იზრუნა ქართველთა სულის საცხოვნებლადაც – თავის ძმასთან, მაგისტროს აბაზთან ერთად როდოპის მთებში დააარსა პეტრიწონის ქართული მონასტერი, რომელსაც შესწირა თავისი მონაგები: მისთვის ბოძებული მამულები, დაბა–სოფლები, ჯვარ–ხატები და განძეულობა. 1083 წ. გრიგოლ ბაკურიანისძემ შედგინა და საკუთარი ხელმოწერით დაამტკიცა  მონასტრის ტიპიკონი. ტიპიკონი დაიწერა ბერძნულ და ქართულ ენებზე ორ ეგზემპლარად. ერთი, ძირითადი ინახებოდა მონასტერში, მეორე- ავთენტური, ასევე სრული იურიდიული ძალის მქონე – კონსტანტინოპოლში, პანაგიის მონასტერში

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq