საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

ბარათაევი (ბარათაშვილი) მიხეილ პეტრეს–ძე (1784 – 1856) , გადამდგარი შტაბს–როტმისტრი, სიმბირსკის გუბერნიის თავად–აზნაურთა წინამძღოლი, პირველი ქართველი მასონი.

      მიხეილ ბარათაშვილი რუსეთში ვახტანგ VI-თან ერთად გადახვეწილი ქართველი თავადის შთამომავალი იყო. მამამისი, პეტრე მელქისედეკის–ძე, სიმბირსკის გუბერნატორად მსახურობდა და ჰქონდა გენერალ-პორუჩიკის წოდება.

     მიხეილი მსახურობდა პავლოგრადის ჰუსართა პოლკში, მონაწილეობდა 1809 წლის კამპანიაში; გადადგა შტაბს–როტმისტრის ჩინში მყოფი და დამკვიდრდა საგვარეულო მამულ ბარათაევკაში. 1820-1835 წლებში ბარათაშვილი იყო სიმბირსკის თავადაზნაურობის წინამძღოლი.

      სამსახურის პერიოდში გაეცნო მასონობას, სიმბირსკში დააარსა მასონთა ლოჟა "სათნოების გასაღების" სახელწოდებით, რომელიც ექვემდებარებოდა ლოჟა „ასტრეას“. მასონთა მეოხებით „შეერთებული სლავების“ რიგ წევრებთან ნაცნობობა, რომლებიც 14 დეკემბრის აჯანყებაში იღებდნენ მონაწილეობას, გახდა მისი დაპატიმრების მიზეზი; მაგრამ სამხილის არარსებობის გამო სამი კვირის შემდეგ გაათავისუფლეს. (1825 წლის დეკაბრისტების აჯანყებასთან დაკავშირებული საბუთები და მიმოწერა ბარათაშვილმა მოსპო). თუმცა,  დეკაბრისტებთან მისი იდეური სიახლოვე ეჭვგარეშეა. შემდეგში ბარათაშვილი კავკასიაში გაამწესეს და 1839 წლიდან საქართველოს საბაჟო ოლქის უფროსად მსახურობდა. აქ ის დაინტერესდა ქართული მონეტებით და ძვირფასი კოლექცია შექმნა.

     ძველი ქართული მონეტების აღწერა, კლასიფიკაცია და დათარიღება მოცემულია ბარათაშვილის ფუნდამენტურ ნაშრომში "საქართველოს სამეფოს ნუმიზმატიკური ფაქტები" (სპბ., 1844, რუსულ, ფრანგულ და ქართულ ენებზე), რისთვისაც არჩეულ იქნა პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. ეს ნაშრომი ავტორმა გამოსცა საკუთარი სახსრებით. მისით საფუძველი ჩაეყარა ქართულ ნუმიზმატიკის მეცნიერულ ტერმინოლოგიასაც. ბარათაშვილმა გამოიგონა და გამოიყენა ძველი მონეტების ზუსტი პირების დამზადების ხერხი. ქართულ ისტორიოგრაფიაში მან პირველმა მიაქცია ყურადღება VI საუკუნის კლასიკურ საისტორიო წყაროებში დაცულ ცნობას ქ. თბილისის შესახებ.  ნიკოლოზ ბარათაშვილმა მას მიუძღვნა ლექსი "საფლავი მეფის ირაკლისა".

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq