საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

კოჯა იუსუფ ფაშა (გარდ.1800) – ოსმალეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, დიდვეზირი ( „იუსუფ კოჯა“ ანუ „დიდი იოსები“)

      მეტსახელი მას ჰქონდა წარმოსადეგი აღნაგობის, გრძელი წვერისა და ხანგრძლივი ცხოვრების შესაფერისად.  

     ახალგაზრდობაში იყო კაპუდან ფაშა ღაზი ჰასანის მსახური, ვისი სახსრებითაც ვაჭრობდა  სამხედრო ფლოტის გემების დახლებზე. შემდეგ გამდიდრდა, გახდა საადმირალო უწყების ხაზინადარი, და სასახლის კარზე კავშირების დამყარებით მიაღწია ფაშობას. 

     იუსუფ ფაშა ორგზის იყო დიდვეზირად დაწინაურებული – 1786–89 და 1791–92 წლებში. იგი დიდი პატივით სარგებლობდა  სულთნის კარზე. 1788–1791 წლებში რუსეთთან და ავსტრიასთან ომის დროს  ოსმალეთის ჯარს ხელმძღვანელობდა – იყო უმაღლესი მთავარსარდალი.  1788 წელს, მისი მეთაურობით, თურქთა სამოცდაათიათასიანმა ლაშქარმა ლუდიშთან სასტიკად დაამარცხა ავსტრიის იმპერატორ იოსებ II-ის ორმოცათასიანი არმია.

     მარსერთან დაცული მასალებით ირკვევა, რომ იუსუფ კოჯა ყოფილა სამართლიანი კაცი, რომელიც ებრძოდა კორუფციას; მილერი კი თვლის, რომ იგი ფრონტზე არსებულ წინააღმდეგობრიობათა გამო (წარუმატებლობები, მფლანგველობა, მექრთამეობა)  შეცვალეს ღაზი ჰასანით. 1790 წელს, ღაზი ჰასანის სიკვდილის შემდეგ, ისევ დიდვეზირია.

     1790 წლის 19 ოქტომბერს იუსუფ ფაშამ ხელი მოაწერა ავსტრია–ოსმალეთის ხელშეკრულებას. 1791 წლის აგვისტოში, მისივე მონაწილეობით, ბულგარეთის ქალაქ სისტოვში თურქეთმა რაიჰენბახის ხელშეკრულებით  გათვალისწინებული სეპარატული შეთანხმება დადო ავსტრიასთან. ხელშეკრულების შედეგად რამდენადმე გაუმჯობესდა ოსმალეთის მძიმე შიდა და გარე პოლიტიკური მდგომარეობა, უპირველეს ყოვლისა, ფინანსური თვალსაზრისით. გარდა ამის, ამ ზავით თურქეთმა დაიბრუნა უფლებები ქალაქ ბელგრადზე.

      1791 წელს იუსუფ ფაშამ და რუსეთის არმიის სარდალმა, გენერალმა რეპნინმა გალაცში რუსეთ–ოსმალეთის წინასწარ საზავო პირობებს მოაწერეს ხელი. იმავე წლის ოქტომბერში იუსუფ–ფაშას აქტიური მონაწილეობით ამასიაში გაიმართა მოლაპარაკება, ხოლო 9 იანვარს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. ამ ზავით თქვა ოსმალეთმა უარი საქართველოს მიმართ თავის პრეტენზიებზე. ამის შემდეგ იუსუფს დასდეს ბრალი არასაიმედოობაში, გაათავისუფლეს თანამდებობიდან და გადაასახლეს კუნძულ როდოსზე.

    1799 წელს სულთანმა გაათავისუფლა იგი და არზრუმის ბეგლარბეგობა უბოძა. 1799–1810 წლებში იუსუფ ფაშა იყო ოსმალეთის მეორე ვეზირი და აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეგვიპტეში ფრანგების ლაშქრობისას ის თურქეთის ლაშქრის მთავარსარდლის მოადგილე, ხოლო რუსეთ–თურქეთის შემდგომი ომის დროს აღმოსავლეთ ფრონტის სარდალი იყო.

    იუსუფ ფაშა გამოირჩეოდა საზოგადოებრივი მოღვაწეობითაც –  იყო ოსმალეთის დიდებულთა იმ მცირერიცხოვანი ჯგუფის წევრი, რომლის თაოსნობითაც 1790–იან წლებში მიმდინარეობდა ბრძოლა რეფორმებისათვის. პროგრამის დებულებების მხოლოდ მცირე ნაწილი განხორციელდა – იანიჩრების მღელვარებისა და რეფორმებისადმი დიდებულთა უმეტესობის მტრული დამოკიდებულების გამო, სულთანმა სელიმ III–ემ სრულად ვერ განახორციელა ეს რეფორმები.

    ევროპელი ავტორები მას გვისახავენ, როგორც ჯარში რეფორმების გატარებისათვის და კორუფციის აღმოფხვრისათვის მამაც  და შეუპოვარ მებრძოლს – ცნობილია მისი წინადადებები სელიმისადმი, შეექმნათ ახალი ლაშქრის კორპუსი, რომელიც გაწვრთნილი და დისციპლინირებული იქნებოდა ევროპულ ყაიდაზე.    

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ფერბუთა ქალწული
4 (17) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე ფერბუთა ქალწულის (+341-343) ხსენების დღეს.
ღირსი იოსებ მგალობელი
4 (17) აპრილის მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი იოსებ მგალობელის (+883) ხსენებს დღეს.
gaq