|
დაიბადა სანკტ–პეტერბურგში, მაღალაშვილების
დიდგვაროვან ქართულ ოჯახში.1918 წელს ოჯახმა დატოვა რუსეთი და გადავიდა ჯერ
ფინეთში, შემდეგ – საფრანგეთში. ნიკიტა მაღალოვს ცოლად ჰყავდა მევიოლინე ჯოზეფ
სციჯეტის ქალიშვილი, ირენი.
მან
მოიხვეჭა სახელი შოპენის მუსიკის საკუთარი გააზრებით, რომელთა ინოვაცია
მდგომარეობდა ნაწარმოების მიმართ ტექსტურ
ერთგულებასა და არასენტიმენტალურობაში. მაღალოვი განსაკუთრებულად კრიტიკულად იყო
განწყობილი პადერევსკისადმი, რადგან მიაჩნდა, რომ იგი „შოპენის ფალსიფიცირებას
ახდენდა“.
შოპენის გარდა, შეუდარებელი იყო მენდელსონის მაღალოვისეული
ინტერპრეტაციები. იგი თავის თავს უწოდებდა ძველებური ყაიდის პიანისტს.
1949
წელს, მისი მეგობრის, დინუ ლიპატის უდროოდ გარდაცვალების შემდეგ, იგი გაუძღვა
მის მასტერ–კლასს ჟენევის
კონსერვატორიაში, სადაც ასწავლიდა 1960 წლამდე. მის მოწაფეთა შორის იყვნენ:
პიანისტები – მარტა არგერიჩი, მარია ტიპო,ინგრიდ ხებლერი; ორგანისტი ლიონელ როგი.
მაღალოვის
დაკვრის მანერა გარკვეულწილად შეიცვალა ხანდაზმულობის წლებში – გახდა უფრო
მგზნებარე და ემოციური. საყურადღებო აზრი აქვს
გამოთქმული ეუჯენიო სკალფარისთვის მიცემულ ინტერვიუში: „სამოცდაათი წლის ასაკში
მივედი დასკვნამდე, რომ მხოლოდ გრძნობებსა
და სიკვდილის წინაშე შიშს შეუძლია წარმოშვან გაუნელებელი ლტოლვა სიცოცხლისაკენ“!
გარდაიცვალა
შვეიცარიაში, 1992 წელს. |