საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

ბულატ ოკუჯავა (1924 – 1997) - მწერალი, კომპოზიტორი, ბარდი

ბულატ ოკუჯავას მამა–ბიძები ცნობილი კომუნისტები იყვნენ, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს მე–11 არმიის მიერ საქართველოს დაპყრობაში.    უფროსი ბიძა, ვლადიმერ ოკუჯავა, იმავე პლომბირებული ვაგონით დაბრუნდა შვეიცარიიდან, რომლითაც ლენინი მოჰყავდათ; დანარჩენმა ძმებმა – ნიკოლოზმა და მიხეილმა,  ბულატის მამასთან, შალვასთან ერთად, მე–11 არმიას უხმეს საქართველოში და სისხლიანი 25 თებერვალი მოაწყეს. 1937 წელს  მამა დაუხვრიტეს ბულატს, ხოლო დედა გადაუსახლეს.

       1942 წელს, 17 წლისა ბულატი მოხალისედ  წავიდა ფრონტზე, აქ დაიწყო თავისი ცნობილი ლექს–სიმღერების წერა. 1956 წლიდან უკვე სცენაზე ასრულებს თავის  სიმღერებს, გიტარის აკომპანემენტით. უეცრად მოიპოვა დიდი პოპულარობა და გაუჩნდა უზომოდ თაყვანისმცემლები და მიმბაძველები. 1956–67 წლებში შექმნა თავისი ცნობილი სიმღერები, რომლებიც უმალ ვრცელდებოდა ხალხში, უპირატესად ინტელიგენციის წრეებში. მისი ლექსები და სიმღერები 80–მდე ფილმში იყო გამოყენებული.  ოფიციალური  კრიტიკა უმეტესად გმობდა ოკუჯავას სიმღერებს, რადგან ისინი:“არ გამოხატავდნენ გმირი საბჭოთა ახალგაზრდობის მისწრაფებებსა და განწყობილებებს“.

        მოგვიანებით შექმნა დიდტანიანი პროზაული ნაწარმოებებიც, რომელთა შორის რომანი „დილეტანტების მოგზაურობა“ ქართველი თავადის, ამირან ამილახვრისაგან იყო პირველ პირში მოთხრობილი, რაც გამჭვირვალე ქარაგმით მიანიშნებდა მთავარი გმირისა და ავტორის იდენტიფიკაციაზე.

    1989 წელს გახდა რუსული პენ–ცენტრის წევრ–დამფუძნებელი.

    90–იან წლებში გამოდიოდა კონცერტებით სანკტ–პეტერბურგში, აშშ–ში, კანადაში, ისრაელში.

      1994 წელს, რომან „გაუქმებული თეატრისათვის“ მიიღო ბუკე

რის პრემია. 1995 წლის 23 ივნისს მისი უკანასკნელი კონცერტი შედგა იუნესკოს შტაბ–ბინაში, პარიზში.

    1997 წელს გარდაიცვალა პარიძში, დაკრძალეს მოსკოვში და  სახლთან, სადაც ის ცხოვრობდა, არბატზე დადგეს მისი ძეგლი.

       რუსეთის ინტელიგენციის ერთი ნაწილი თვლის, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მწერალმა დაიკავა ულტრარადიკალური პოზიცია თავისი მშობელი ქვეყნის – რუსეთის ისტორიის მიმართ, რადგან თანამოკალმეების ერთ ჯგუფთან ერთად ხელი მოაწერა ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დასახვრეტ პეტიციას 1993 წლის ოქტომბერში. თავის ინტერვიუში ის წერდა: „მე ვუცქერდი „თეთრი სახლის“დახვრეტას , როგორც მომხიბლავი დეტექტივის ფინალს – სიამოვნებით“. მაგრამ ეს არ უნდა ყოფილიყო გასაკვირი  კაცისაგან, რომელიც თავის თავში ათავსებდა ერთდროულად სოციალისტური წეს–წყობილების  ადეპტობასაც და დემოკრატიული ღირებულებებისადმი  მიდრეკილებებს, რუსული კულტურის სრულუფლებიან წარმომადგენლობასაც და ეთნიკურ კავკასიელობას. ნიშანდობლივია, რომ, როგორი აბსურდულიც არ უნდა იყოს, მისი განმაქიქებლები, თავიანთი კრიტიკის საფუძველს სწორედ მის ქართულ წარმომავლობაში პოულობდნენ ხოლმე! 

       პოეტის დამოკიდებულების შესახებ  საქართველოსთან, შეიძლება ითქვას შემდეგი: ოკუჯავამ ხეირიანად არ იცოდა ქართული, რადგან სომეხი დედის გაზრდილი იყო, რომელიც, როგორც კი მისი თანდასწრებით დაიწყებდა ვინმე ქართულ ლაპარაკს, მყისვე აწყვეტინებდა ხოლმე: „მოდით ვილაპარაკოთ ლენინის ენაზე“!

       სხვათა შორის, ოკუჯავას აქვს დაწერილი „ქართული სიმღერა“, სადაც თავისი ვერშემდგარი ქართველობისთვის ის ერთდროულად ზენაარისგან სასჯელსაც გამოელის და თვისტომთაგან პატიებასაც ითხოვს.

   

 

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ფერბუთა ქალწული
4 (17) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე ფერბუთა ქალწულის (+341-343) ხსენების დღეს.
ღირსი იოსებ მგალობელი
4 (17) აპრილის მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი იოსებ მგალობელის (+883) ხსენებს დღეს.
gaq