გთავაზობთ ჩვენი მკითხველის, ქ-ნ ნანა ჯინჭარძის წერილს, რომელიც მივიღეთ ელ-ფოსტით. ჩვენ დაინტერესებული ვართ, გამოვაქვეყნოთ მკითხველთა მოსაზრებები საქართველოს კონსტიტუციურ სახალხო მონარქიის იდეასთან დაკავშირებით, რატომ მოსწონთ, რა აქვს კარგი, როგორი უნდა იყოს და ა. შ. ქალბატონ ნანას წერილს უცვლელად გთავაზობთ, ყოველგვარი კომენტარის გარეშე. მზად ვართ კვლავ გამოვაქვეყნოთ წერილები, საქმიანი და აკადემიური. მოგვწერეთ: contact@georoyal.ge ნანა ჯინჭარაძე მოგესალმებით
მმართველობის ნებისმიერი ფორმა, რომელსაც ირჩევს სახელმწიფო და საზოგადოება, კონკრეტული სამართლებრივ - პოლიტიკური და ორგანიზაციული თვალსაზრისით, შეიცავს როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებს.მოგეხსენებათ, რომ არსებობს მმართველობის კლასიკური მოდელების სხვადასხვა ვარიაციები. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში, რომლებშიც საშუალო მესაკუთრეთა უზარმაზარი მასის არსებობის გამო მაღალია ეკონომიკური განვითერბის დონე და საზოგადოების კონსოლიდაციის ხარისხი და არის დემოკრატიული ცხოვრების მყარი ტენდენცია, საპრეზიდენტო მმართველობის რეჟიმი ძალზე ეფექტურია. იმ ქვეყნებში სადაც სახელმწიფო აღმშენებლობის საწყის ეტაპზე, საშუალო მესაკუთრეთა ფართო სოციალური ფენის ისეთი ძირითადი ეკონომიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, როგორიცააა მშპ - ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით და ადამიანური განვითერბის ინდექსი, საქართველო ჯერ-ჯერობით სახრბიელო პოზიციას ვერ იკავებს. 2010 წლის სტატისიტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით მშპ-ს საერთო დონით, საქართველო 109- ე ადგილზეა. მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით კი - 112 -ე ადგილზე. ადმიანური (ჰუმანური) განვითარების ინდექსით ჩვენი ქვეყნის პოზიცია მსოფლიოს 89-ე ადგილზე. (შეგახსენებთ ჰუმანური განვითარების ინდექსი სამ ძირითად კრიტერიუმს ეყრდნობა: ეკონომიკური (მშპ ერთ სულ მოსახლეზე), სოციალურს (განათლებისა და წერა - კითხვის ცოდნის დონე) _ და დემოგრაფიულს (სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლით).
ამჟამად მიმდინარე კონსტიტუციური პროცესის უმთავრესი ამოცანააა სახელმწიფო ხელისუფლების მოწყობის ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნულ კონსოლიდაციას, ეკონომიკურ განვითარებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ლიბერალურ დემოკრატიულ პრინციპეპზე თანდათან მოყვანას. ეროვნული კონსოლიდაცია შეუძლებელია პოლიტიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ძალთა ჩართვის გარეშე, ხოლო ეკონომიკური განვითარება- სტაბილური საკანონმდებლო ბაზისა და ამ ბაზის შექმნილი პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სტაბილური მთავრობის გარეშე. მმართველობის კლასიკური მოდელების სხვადასხვა ვარიაციები. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში, რომლებშიც საშუალო მესაკუთრეთა უზარმაზარი მასის არსებობის გამო მაღალია ეკონომიკური განვითარების დონე და დემოკრატიული ცხოვრების მყარი ტრადიცია, საპრეზიდენტო მმართველობის რეჟიმი ძალზე ეფექტურია. იმ ქვეყნებში სადაც სახელმწიფო აღმშენებლობის საწყის ეტაპზე, საშუალო მესაკუთრეთა ფართო სოციალურ - ლიბრალურ - დემოკრატიულ პრინციპებზე თანდათან გადაყვანას. ეროვნული კონსოლიდაცია შეუძლებელიაპოლიტიკურ ცხოვერბაში ქვეყნის ძირითად პოლიტიკურ და სოციალური ძალთა ჩართვის გარეშე, ხოლო ეკონომიკური განვითარება- სტაბილური საკანონმდებლო ბაზისა და ამ ბაზის შექმნილი პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სტაბულური მთავრობის გარეშე.
ისტორიული გამოცდილებისა და საქართველოში დღვანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ამოცანის შესრულება სხვა სისტემებზე მეტად ძალუძს საპარლამენტო სისტემას, მხოლოდ მის ისეთ ვარიაციას რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და ქვეყნის მოქალაქის ღირსების შეგრძნების გაზრდას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიმჩნია, რომ მმართველობის ნებისმიერი ფორმა, რომელიც ირჩევს სახელმწიფო და საზოგადოება, კონკრეტული სამართლებრივ- პოლიტიკურ და ორგანიზაციული თვალსაზრისით შეიცავს როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებს.
აბსოლუტური მონარქია ჩვენს ქვეყანში მიუღებელია და უფრო მეტად ვემხრობი კონსტიტუციურ მონარქიას. |