საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ლიტერატურა და ხელოვნება > მეფეები სახვით ხელოვნებაში

კახეთის მეფეთა პორტრეტები ლევან ჭოღოშვილის შემოქმედებაში
სამსონ ლეჟავა
პატარა კახი

ქართული სახვითი ხელოვნება, შეიძლება ითქვას, ვალშია ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი ისტორიის წინაშე, ვინაიდან ჯერხნობით მასში მხატვრობის ენით ფრიად არაადექვატურად არის ასახული საქართველოს, როგორც ერთობ თვითმყოფადი კულტურის მქონე ერის უმძიმესი თავგადასავალი. თქმა იმისა, რომ ამ თვალსაზრისით არაფერი გაკეთებულა, უსამართლობა იქნებოდა, მაგრამ აქ საუბარია მხოლოდ შეუსაბამობაზე, აშკარად საჩინოზე არაერთ სხვა ქვეყანასთან შედარებისას, რომელთაც ხშირად ჩვენზე გაცილებით მეტი პატივი მიაგეს საკუთარ ისტორიას – (კერძოდ სახვითი ხელოვნების საშუალებებით მისი თავისებური ,,გარდასახვის'' გზით). ამის მიზეზთა კვლევას ახლა არ შევუდგებით. ამჯერად სხვა, სასიკეთო ტენდენციაზე ვისაუბრებთ – ტენდენციაზე, რომელიც ცხადყოფს საკუთარი ფესვების ძიების გაცხოველებას მხატვრობაში, რამაც თავი მკაფიოდ იჩინა 80-იანი და 90-იანი წწ. ქართველ ფერმწერთა შემოქმედებაში, იმ ფერმწერთა, რომელთაც უთუოდ შეძლეს საკუთარი პროფესიული თუ მსოფლმხედველობითი თვალსაწიერის არსებითი გაფართოვება და საერთაშორისო ასპარეზზეც ღირსეულად გაიტანეს ქართული მხატვრობის, საზოგადოდ ჩვენი კულტურის სახელი.

ამ თაობის მხატვართა ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ლევან ჭოღოშვილიც გახლავთ. მას რამდენსამე სხვა, ამავე თაობის ფერმწერთან ერთად, საკუთარი და თვალსაჩინო წვლილი აქვს შეტანილი ჩვენში ისტორიული ჟანრის არა მხოლოდ აღორძინებაში, არამედ ქართული კულტურის თავისთავადობის კარგად წარმომჩენ დონეზე ხორცშესხმაშიც.

ლევან ჭოღოშვილის შემოქმედებაში ცოცხლობს გარდასული ეპოქების სული დიდი ინტენსივობითა და დამაჯერებლობით. მისი ძირითადი ინტერესის საგანია გვიან-ფეოდალური ხანა და ასევე, ქრონოლოგიურად არც თუ შორეული, მაგრამ სამწუხაროდ, აწ სულიერად დიდ დისტანციაზე მყოფი ეპოქა XIX ს. მიწურულისა და XX ს-ის დასაწყისისა – ხოლო ,,გმირებია'' ქართველი ხელისუფალნი, ფეოდალნი, ქართველი არისტოკრატია.

ლ. ჭოღოშვილთან წამყვანი ჟანრი პორტრეტია. პერსონაჟთა დახასიათებისას იგი მიმართავს ძლიერ გამომხატველ, ზოგან უაღრესად, თამამად ექსპრესიულ ხერხებს, რომელთა მეშვეობითაც იძერწება ცოცხალი, კონკრეტულად ხელშესახები, პირობითად რომ ვთქვათ, ,,ეროვნული'' ხასიათები. აქტიურ, ხშირად წარმმართველ როლს იძენს ხოლმე მის ჯგუფურ პორტრეტებში კომპოზიციების მხატვრული დატვირთვის თვალსაზრისით ფართო ,,არსენალის'' შემცველი და რიტმულად მაორგანიზებელი ხაზობრივი საწყისი. იგი უაღრესად მრავალფუნქციურია – იერთებს რა მეტად დაშორებულ ,,პოლუსებს'' – მხედველობაში გვაქვს უკიდურესი, ზღვრული, დაუფარავი პირობითობის შეხამება ძალზე ცოცხალ, კონკრეტულ, ხელშესახებ დამახასიათებლობასთან. ჯგუფურ პორტრეტთა სერიაში თანაარსებობს არტისტიზმი და მკაცრი გააზრებულობა, ემოციურობა და მყარი სტრუქტურულობა, ცინცხალი ,,თამაში'' ფორმებისა და მათი შინაგანი მიზანდასახულობა.

მიუხედავად ლ. ჭოღოშვილის ჯგუფურ პორტრეტთა გამორჩეული ღირსებებისა, ჩვენ მისი შემოქმედების მწვერვალად ამ ეტაპზე მიგვაჩნია ,,პირველი ხუთი პატრიარქი'' (1984 წ.). ამ ეტაპურ სურათში მხატვარმა შეძლო მოძებნილ ხერხთა გადახალისებაც, გამთლიანებაც და თვისობრივი სახეცვლაც. საფუძვლიანი, აბსტრაგირების ზღვარზე მყოფი განზოგადების დონეზე მან არათუ შეინარჩუნა ან თუნდაც გაამდიდრა, არამედ მძლავრად, ,,ნახტომისებურად'' განავითარა თავისი მიგნებანი. ყოველი ხერხი აქ გაცილებით ზუსტი, კონცენტრირებული და დატვირთული გახდა. პერსონაჟთა მნიშვნელოვანების გადმოსაცემად მოძებნილ იქნა ძუნძი, თითქოსდა მინიშნებითი, სურათის წყობისათვის ორგანული ხერხები. მონუმენტურობის განცდას ხელს უწყობს ფართო, ერთიანი, და თანაც საკმაოდ მრავალგვარად მოაზრებული ლაქები, რომელნიც დინჯი სისავსით ეუფლება სიბრტყეს. ჩვენს თვალწინ თითქოსდა კვლავ ცოცხლდება, ხორცს ისხამს შუა საუკუნეთა კედლის მხატვრობის სამყაროს სიდიადე, ოღონდაც სწორედ ჩვენი საუკუნის ხელოვნების ენაზე, უფრო სწორად კი, ესაა თავისებური, ფრიად ინტიმური, ,,დიალოგი'' თანამედროვე მხატვრისა საკუთარი კულტურის მაღალ გამოვლინებებთან.

ლევან ჭოღოშვილის ხერხთა შედარებით თავისუფალი, ზოგჯერ კონკრეტულ კონტექსტში უეცარი შეხამებების მქონე ჯგუფური პორტრეტების საკმარისად ერთიანი სერიისაგან მკაფიოდ განსხვავდება კახთა მეფეების პორტრეტები (ისინი აგრეთვე თვისობრივად გამოკვეთილი სერიის სახეს ატარებს). პორტრეტთა ეს სერია, გრემის მუზეუმის დაკვეთით, შესრულდა 1980-85 წწ-ში.

აღნიშნულ სერიაში ჯგუფურ პორტრეტთაგან განსხვავებით, ბევრად უფრო თვალსაჩინო კავშირი ჩანს XIX ს-ის ქართულ რეპრეზენტატიულ

თეიმურაზII
პორტრეტებთან, და ასევე, პორტრეტული ჟანრის ანალოგიურ ფორმებთან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ცხადია, აქ მთავარია არა იმდენად სახვითი ხერხები, რამდენადაც ზოგადი კონცეფცია პორტრეტისა. სერიაში კარგად ჩანს კონკრეტულ მასალაზე მუშაობის კვალი, რაც ვლინდება აქსესუართა თითქოსდა ძუნწი, მაგრამ, არსებითად, ამომწურავი წარმოჩენით, კოსტუმების ელემენტთა თითქმის ზედმიწევნითი დამუშავებით. სამეფო სამოსელთა ფერადოვნების მხრივ ზომიერი სიბრტყეები ცოცხალი ფაქტურული სისავსით გამოირჩევა. ყოველივე ეს გარკვეულ ისტორიულ დამაჯერებლობასთან ერთად მხატვრული გარდასახვისას თავისებურ ხიბლს, ,,სურნელს'' სძენს სერიას, სწორედ მონუმენტური წყობის შენარჩუნებისას (რაც ერთობ სპეციფიკურია მხატვრის სახვითი სისტემისათვის) ანიჭებს მას ინტიმურ ინტონაციას და ერთგვარი ,,დოკუმენტურობის'' ელფერსაც კი.

კახთა მეფეების სერიაში (მართალია, ჯგუფურ პორტრეტებზე ნაკლებად მკვეთრი ხერხებით) ცოცხლადაა გადმოცემული ჩვენს ხელისუფალთა ხასიათები. საინტერესოა, რომ მაგ. თეიმურაზ პირველის სახეში აშკარაა დონ ქრისტოფორო დე კოსტელის ნახატის კვალი, მაგრამ სწორედ ხასიათი იმდენად გამძაფრებულია, მხატვრული ხერხებით იმდენად დატვირთული, რომ უეჭველი ხდება სრული თვისობრივი სხვაობა პირველწყაროსთან შედარებისას.

ინტერპრეტაციის მთელი სადავო ხასიათის მიუხედავად, გამორჩეულ ინტერესს აღძრავს ქეთევანის სახე. ზოგი ნიშნით (შინაგანი ცხოვრების სისავსის განცდა, ერთგვარი თვითჭვრეტა, და ასევე, ქალურობასთან შეხამებული საკვირველი სულიერი სიმტკიცისა და ღირსებით ,,აღჭურვილობის'' შთაბეჭდილება), იგი, მიუხედავად ოდნავი მანერულობის ელფერისა, ბევრწილად შეესაბამება მის შესახებ ალბათ ყოველი ქართველი (და არა მხოლოდ ქართველი) ადამიანის ცნობიერებაში არსებულ ამაღლებულ წარმოდგენას.

პატარა კახის სახეში, რომელიც უთუოდ ერთი საუკეთესოთაგანია სერიაში, იკითხება არაბავშვური, თითქოსდა ბედისწერისეული ტრაგიკულობა და იმავდროულად, დამარწმუნებელი შინაგანი ძალა. სამეფო ტანსაცმლის მისსავე დეკორატიულ ელემენტებთან შეპირისპირებული, ასკეტურად მკაცრი ლაქა აქ ერთგვარად ,,შეკრულია'' და ენერგიულად ფოკუსირდება სამოსელის ნაოჭთა ზამბარისებრ დაძაბულ სვლაში. ყოველსავე ამას იქნებ ოდნავ ზედმეტადაც კი არბილებს ძაღლის გამოსახულება თავისი მიმზიდველობითა და ინტიმით. მართალია, ამ ნაწარმოებსაც აქვს თავისი პირველწყარო, მაგრამ ამჯერადაც მისი ინტერპრეტაცია სავსებით განსხვავებულ, ვფიქრობთ, მხატვრულად უფრო მნიშვნელოვან შედეგს გვაძლევს. თუმცა, აქ ცნება ,,ინტერპრეტაცია'' იქნებ მთლად მართებული არაა. უფრო სწორი ჩანს პირველწყაროსაგან მიღებული იმპულსის რადიკალურ ტრანსფორმაციაზე, მის არსობრივ გარდაქმნა-გარდასახვაზე საუბარი.

მთლიანად, მთელი ეს სერია, რომელიც ჩვენი სახვითი ხელოვნების სერიოზულ მონაპოვრად უნდა მივიჩნიოთ, კორექტულობითა და სიმკაცრით გამოირჩევა. მასში დამაჯერებლობის ამა თუ იმ ხარისხით გამოიხატება არა მარტო ქართველ მეფეთა საერთო ,,ნიშნები'' (არისტოკრატიზმი, სიდარბაისლე, დიდებულება, ზოგან თვით ამაღლებულობაც), არამედ ხანდახან საკმაოდ მკვეთრადაც კი – განუმეორებელი პერსონალური თვისებები. ამასთანავე გამოხატულია გვიანფეოდალური ხანის ტრაგიკული განწყობილებანი – ცხადია, არა ილუსტრაციულად, არამედ მინიშნებით, შეფარულად. თვით პიროვნებათა განსხვავებული ხასიათების გახსნისას ყველა მათგანის მხატვრულ სახეს საქართველოს ტრაგიკულ ბედთან უღრმესი წილნაყარობის განცდა ახლავს, რაც ამ პერსონაჟებს განსაკუთრებულ, სევდისმომგვრელ განწყობას ანიჭებს, თუმცა მათ არც ვაჟკაცურობა აკლიათ და ზოგან არც შინაგანი შემართება.

ლევან ჭოღოშვილის ხელოვნებაში თვითდამკვიდრებულად გრძელდება ჩვენი ისტორიის რომანტიზაციის ის ტრადიცია, რაც ძველ ოსტატთაგან დამახასიათებელი იყო მაგ. ვ. სიდამონ-ერისთავისათვის, შესანიშნავი მხატვრისათვის, რომელიც მიჩნეულია ჩვენში ისტორიული ჟანრის დამფუძნებლად. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ყველაზე პირველად ამ ჟანრს ნ. ფიროსმანიშვილმა მიმართა. ლევან ჭოღოშვილმა ამ მხრივ ქართულ მხატვრობაში მოიტანა ახალი პრობლემატიკა, ახალი კონცეფცია ისტორიული ჟანრის გააზრებისა. XX ს-ის ხელოვნების ხერხთა ფრიად შემოქმედებითი გამოყენებით ჯგუფურ პორტრეტებში, ხოლო ,,კახთა მეფეებში'' შედარებით მეტი თავშეკავება ცხადყო ტრადიციულ ფორმებთან მიმართებათა ძიების გზაზე. მან არსებითად გაამდიდრა შედარებით მწირი ტრადიცია. ვფიქრობთ, არაა აუცილებელი დიდი დროითი დისტანცია, რათა მისი ეს ღვაწლი სათანადოდ იქნეს შეფასებული.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-06-29
მოწამისა ქაიხოსრო ქართველისა (1558); წმ. ტიხონისა, ამათუნტელი ეპისკოპოსისა (425); მღვდელმოწამისა ტიგროს ხუცისა და მოწამისა ევტროპიოს წიგნისმკითხველისა (დაახ. 404).
მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი
მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი (+404) (ხსენება 29 ივნისს) წმიდა მწყემსმთავრის, იოანე ოქროპირის თანამედროვეები და ღვთისმსახურთა მისი დასის წევრები იყვნენ. ტიგროსი, თავმდაბალი და გულმოწყალე მამა, ერთგულად განაგებდა სამწყსოს, ევტროპი კი - სიწმიდითა და კეთილგონიერებით გამორჩეული ქრისტიანი - კეთილმსახური ცხოვრების მაგალითს აძლევდა მრევლს.
გლახაკთა დამპურებელი საკვირველთმოქმედი – წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონი - ამათუნტელი ეპისკოპოსი
წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონი - ამათუნტელი ეპისკოპოსი (+425), რომლის ხსენებაც არის 29 ივნისს, კვიპროსის ქალაქ ამათუნტში დაიბადა. უფალმა წმიდანს სიყმაწვილეშივე მიმადლა სასწაულთქმედების ნიჭი. ტიხონის მამას პურის საცხობი ჰქონდა და შვილს პურის გასაყიდად აგზავნიდა ხოლმე, ის კი გლახაკებს უფასოდ აპურებდა. როცა ეს შეიტყო, მამა განრისხდა, ყრმამ კი მიუგო: „ნუთუ არ ამოგიკითხავს წმიდა წიგნებში, რომ ვინც ღმერთს ავასხებს, ასწილად მიიღებს საზღაურს? მე პურს ღმერთს ვაძლევ სესხად“. შემდეგ შესთავაზა, ბეღელში წასულიყვნენ და გაოცებულმა მამამ დაინახა, რომ ცარიელი ბერელი ხორბლით პირთამდე ავსებულიყო.
gaq