საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ნიდერლანდელი ხალხის შეხვედრა ახალ მონარქთან
georoyal.ge

ნიდერლანდელი ხალხი დიდი სიხარულით შეხვდა ახალგაზრდა, ახალი მონარქის, ვილემ ალექსანდერის ასვლას სამეფო ტახტზე. ქვეყნის დედაქალაქ ამსტერდამში სამეფოს სხვადასხვა კუთხებიდან ჩამოსულმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ საზეიმო დახვედრა მოუწყო ქვეყნის ახალ მეთაურს

 მილიონობით მცხოვრები შეიკრიბა ამსტერდამში მომავალი მონარქის მისალოცად. მოქალაქეები მორთულნი იყვნენ ორანელ-ნასაუთა დინასტიის ფერებში. ამსტერდამის ქუჩებში გამოსული იყო დაახლოებით მილიონი ადამიანი, რომელთა უსაფრთხოებასაც იცავდა 10 ათასი პოლიციელი. ქალაქის თავზე საჰაერო სივრცე იყო დახურული. ეს ადამიანები არც პიარის, არც რეკლამის შედეგად არ გამოსულან ქუჩებში... არც ვინმესთვის პროტესტის გამოსახატავად. ისინი საკუთარი სამშობლოსა და ტრადიციების სიყვარულმა გამოიყვანა გარეთ...

ახალი მეფე ცოლ-შვილტან ერთად გამოვიდა ხალხში და მიესალმა მათ. შემდეგ სამეფო ოჯახის წევრები ჩასხდნენ კატარღაში და მდინარის პირას შეკრებილ მოსახლეობასთან გამოცურეს მტელი ქალაქის მანძილზე. 

ნიდერლანდელები და ამსტერდამში ახალი მეფის კურთხევის ცერემონიალის სანახავად ჩასული ათი ათასობით ტურისტი შეძახილებით ესალმებოდნენ ქვეყნის ახალ მეთაურს, მის მშვენიერ დედოფალ მაქსიმას და სამ პატარა პრინცესას. ბევრმა მისალოცი წერილიც გადასცა მეფესა და დედოფალს.

იმ დღეს ყველას ღიმილი ჰქონდა სახეზე მთელს ნიდრლანდში.

შემდგომ მეფე-დედოფალს, სამეფო ოჯახის წევრე

ბს, მათ საპატიო სტუმრებს საზეიმო ვახშამი გაუმართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუთთემ.

ნიდერლანდელებმა და სტუმრებმა კი კაფეებს, ბარებსა და რესტორნებს მიაკითხეს.


მეფე-დედოფალს, სამეფო ოჯახის წევრებს, მათ საპატიო სტუმრებს საზეიმო ვახშამი გაუმართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუთთემ

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq