საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ვალერია ნოვოდვორსკაია ოცნებობს კონსტიტუციურ მონარქიაზე!

ქვემოთ გთავაზობთ ფრაგმენტს ვალერია ნოვოდვორსკაიას წერილიდან, რომელიც გამოქვეყნდა საიტ „grani.ru“-ზე:

„მე ვიჯექი გრძელ რიგში აშშ-ის ვიზის მისაღებად და გონებაში ვწყევლიდი ბოლშევიკებს, რკპ(ბ)-ს, სკკპ-ს, რფკპ-ს, ”მემარცხენე ფრონტს” და საერთოდ წითელთან მიახლოებულ ყველა  შეფერილობას და ნეტარებით წარმოვიდგენდი, რა მძლავრი, მდიდარი და განათლებული შეიძლება გამხდარიყო რუსეთი, რომ არა 1917 წელი (1941-იც ხომ არ იქნებოდა მაშინ). და ყველა სხვა ქვეყნები როგორ იქნებოდნენ ჩამომსხდარნი და როგორ იდგებოდნენ რიგში ჩვენთან ვიზის მისაღებად - ჩვენს წინწასულ ბრიტანულის მაგვარ კონსტიტუციურ მონარქიაში! და ყველა  შემოგარენელები როგორ შეგვეხვეწებოდნენ ჩვენს შემადგენლობაში შემოსასვლელად (ტეხასის მსგავსად,  აშშ-ის შტატობას რომ მცდელობდა).

მე მერიდებოდა მორცხვი კაკუნისა თავისუფალი ქვეყნის ბრწყინვალე ლიდერის კარზე, ჩემი საცოდავი ”წითელყდიანი პასპორტის” პატრონს. მაგრამ  ამერიკულ ფორმაში გამოწყობილმა კეთილმა რუსმა გოგონებმა გამიშვეს  ურიგოდ - შიგნით თბილოდა, გვერდზე გამიარა სათნო გამომეტყველების ამერიკელმა კონსულმა, რომელიც გამომიტყდა, რომ რუსულს სწავლობდა ჩემი სტატიების მეშვეობით და,  ენის ათვისების თანადროულად,  პოლიტიკურ მომზადებასაც გადიოდა. ასე რომ, როდესაც მე ვურჩიე, პუტინის აშშ-ში  შემდეგი ვიზიტის დროს დელეგაციის ჯიბეები შეემოწმებინათ პოლონიუმის გამოსავლენად, მან ირონიულად ჩიიქირქილა: ”შარფებიც ჩამოვართვათ?” გამოდის, რომ კეთილ კანონმორჩილ ამერიკელებამდეც მისულა ბერეზოვსკის თვითმკვლელობის ამბავი.

შესაძლოა, მალე დასავლეთის თავისუფალ ტერიტორიაზე დაარსდეს ჩვენი  ”ГПУ”-ელთა და   ”КГБ”-ელთა  ”ВДНХ”-ას მაგვარი მუზეუმი: ყინულმჭრელი; პოლონიუმი; შარფი; მოწამლული კამფეტები უკრაინელი პატრიოტებისათვის; მოწამლული ქოლგა, რომელსაც ურჭობდნენ მწერალ მარკოვს; დისფლეი ტრაექტორიით, რომელსაც კატასტროფისკენ მიჰყავდა განწირული პოლონური თვითმფრინავი; იარაღი, რომლითაც მოკლეს გალინა სტაროვოიტოვა, სერგეი იუშენკოვი და ანა პოლიტკოვსკაია...”

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე წინასწარმხედველი
27 მარტს (9 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა იოანე წინასწარმხედველის (+395) ხსენების დღეს.
მღვდელმოწამე ირინეოს სირმელი
27 მარტს (9 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე ირინეოს სირმელის (+304) ხსენების დღეს.
gaq