საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ბრიტანელი პრინცი ჰარი - ექსტრემისტთა სამიზნე

22 მაისს ისლამისტი ექსტრემისტების მიერ ჯარისკაც ლი რიგბის მკვლელობის შემდეგ დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა გააძლიერეს პრინც ჰარის დაცვა. საფრთხის კიდევ ერთი  მიზეზია იმ ადამიანის დაპატიმრება, რომელიც პრინცს სიკვდილით ემუქრებოდა. ეს ბრალდება ეხება აშრაფ ისლამის სახელით ცნობილ ბრიტანული სამეფოს ქვეშევრდომს. სკოტლანდ-იარდის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ სხვა რელიგიაში გადასვლამდე ამ კაცს ერქვა მარკ თაუნლი. ის დაპატიმრებულია 23 მაისს, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

” ИТАР-ТАСС”-ის ცნობით, უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ჰარის მთელი დღე-ღამის განმავლობაში დაჰყვებიან მცველები, რომლებიც შეკრებილნი არიან სპეციალური საავიაციო სამსახურის თანამშრომელთაგან. მათთვის ცნობილი გახდა, რომ ”ალ-ქაიდას” მომხრეები აწყობენ ჰარის გატაცების გეგმებს.

ჰარი მას შემდეგ გახდა ექსტრემისტთა სამიზნე, რაც უკვე ორჯერ - 2008 და 2012 წლებში იმყოფებოდა საბრძოლო მივლინებებში ავღანეთში - სამხედრო ვერტმფრენის პილოტის რანგში, ხოლო დაბრუნებისას არ დაუმალავს, რომ მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში და ანადგურებდა თალიბებს.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq