საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ბრილიანტის იუბილე

ივნისის თვეში დიდ ბრიტანეთში აღინიშნა მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ მეორის გამეფების მე-60 წელი. დედოფალი ელისაბედი  გაერთიანებული სამეფოს მეორე მონარქია, რომელმაც აღნიშნა ბრილიანტის იუბილე. ბრიტანეთის მონარქიის ისტორიაში ეს თარიღი აღნიშნა მხოლოდ დედოფალმა ვიქტორია ჰენოვერმა - 1897 წელს.

დღეს მომქმედ მონარქთა შორის მეფობის სტაჟით დედოფალი ელისაბედ მეორე ჩამორჩება მხოლოდ ტაილანდის მეფეს რამა IX-ს, რომელმაც ბრილიანტის იუბილე აღნიშნა 2006 წელს.

საიუბილეო კალენდრის მოვლენათა შორის უმნიშვნელოვანესი იყო მისი უდიდებულესობის სტუმრობა ბრიტანეთის პარლამენტში, სადაც იგი საიუბილეო სიტყვით გამოვიდა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე. აპრილის ბოლოს, დედოფალი მასპინძლობდა სრულიად მსოფლიო მონარქიულ სამეფოს. დედოფალმა ქვეყნის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, უინძორის ციხე-სიმაგრეში ლანჩზე მიიწვია მსოფლიოს გვირგვინოსან სახელმწიფოთა პირველი პირები.

3 ივნისს მდინარე ტემზაზე გემების გრანდიოზული პარადი მოეწყო. ათასი გემისგან შემდგარ ფლოტილიას 12 კმ. სიგრძის მარშრუტის გავლა ბეთერსის ხიდიდან თაუერის ხიდამდე თითქმის ექვსი საათი დასჭირდა. ცერემონიალს აღნიშნულ მარშრუტზე 1,2 მლ-ნი კაცი ადევნებდა თვალყურს. 4 ივნისს, საღამოთი ბაკინგემის სასახლის წინა მოედანზე გრანდიოზული კონცერტი მოეწყო, რომელსაც ერთ მილიონზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, ვიკტორიას მონუმენტთან სპეციალურად მოწყობილ ტრიბუნებსა და მოლზე. 9 საათზე კონცერტს შემოუერთდა თავად დედოფალი. კონცერტი, რომელიც გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა, მონაწილეობდნენ მსოფლიო ესტრადის ისეთი სუპერვარსკვლავები, როგორებიც არიან: რობი უილიამსი, ენი ლენოქსი, თომ ჯონსი, ელთონ ჯონსი, სთივ უანდერი, პოლ მაკარტნი. გუნდმა თანამეგობრობის ქვეყნებიდან შეასრულა იუბილისადმი მიძღვნილი სიმღერა, რომლის ავტორებიც არიან ჰერი ბაროუ და ლორდი ლოიდ უები. კონცერტის ბოლოს დედოფალმა სასახლის წინ აანთო საიუბილეო ჩირაღდანი.

საიუბილეო კვირის კულმინაციას წარმოადგენდა 5 ივნისი. მარშრუტზე ბაკინგემის სასახლე - წმინდა პავლეს ტაძარი - უესთმინსთერის სასახლე - ბაკინგემის სასახლე მონარქს და მის ოჯახის წევრებს მილიონზე მეტი ადამიანი მიესალმა. სპეციალურ სამადლობელო წირვაზე, რომელზეც დედოფალი ბენთლით მივიდა, მონარქს 60-წლიანი განსაკუთრებული სამსახურისათვის, ერის სახელით მადლობა გადაუხადა კენტერბერიის არქიეპისკოპოსმა როუენ უილიამსმა.

„ბიგ ბენს“ დედოფალ ელისაბედის სახელი მიეკუთვნება ლონდონის მთავარ სიმბოლოს, „ბიგ ბენს“ დედოფალ ელისაბედის სახელი მიეკუთვნება. ეს  არის „ბრილიანტის იუბილესადმი“ მიძღვნილი საჩუქარი.

ამ იდეას მხარი დაუჭირა თემთა პალატის წევრთა უმრავლესობამ. ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის, დევიდ კემერონის სიტყვებით, ახალი  სახელწოდება ღირსეული ჯილდოა ხალხისათის გაწეული დედოფლის ერთგული სამსახურისთვის.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq