|
ელისაბედ მეორემ ქვეყნის მმართვის ხანგრძლივობით თავის წინაპარს, დედოფალ ვიქტორიას გადაუსწრო georoyal.ge
 | | დედოფალი ესლისაბედ II | დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის მეგობარი, საქართველოს სამეფო კლუბის დამსახურებული წევრი, წმინდა ამბროსი მარტვილის სახელობის კეთილშობილთა აკადემიის (იტალია) წევრი - გია ჭანტურია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გვამცნობს შემდეგ ინფორმაციას: "ჩემო ძვირფასებო ! დღეს მთელი მსოფლიო, გაერთიანებული სამეფო და თანამეგობრობა აღნიშნავს მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს. დღეს, 2015 წლის 9 სექტემბერს მისმა უდიდებულესობამ, გაერთიანებული სამეფოს მონარქმა, დედოფალმა ელისაბედ II-მ მოხსნა მისი წინაპრის დედოფალ ვიქტორიას ტახტზე ყოფნის რეკორდი. დედოფალი ვიქტორია როგორც მოგეხსენებათ მეფობდა 63 წელი. ეს რეკორდი მიღწეული იქნება დღეს ლონდონის დროით 17:30. ამ თარიღს დედოფალი ხვდება შოტლანდიაში ბოლმოროლის ციხესიმაგრეში, სადაც დედოფალი ტრადიციულად ატარებს საზაფხულო არდადეგებს. GOD SAVE THE QUEEN!"
საქართველოს სამეფო კლუბი ულოცავს დედოფალ ელისაბედს და დიდი ბრიტანეთს ამ შესანიშნავ მოვლენას! |
 | | დედოფალი ვიქტორია |
|
|
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 27 დეკემბერს, ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას.
როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან - წამებით დაეხოცათ. | წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე, რომელთა ხსეენბაც აღესრულება 27 დეკემბერს, დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში.
როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება. |
| | | |
|