საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ეძებს მოახლეს

როგორც ინტერნეტის ელექტრონული ქსელის მეოხებით გაირკვა, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ეძებს მოახლეს. ვაკანსიის ყურადღებით შესწავლის შემდეგ შესაძლებელი გახდა პრიორიტეტების დადგენაც. აი,  რა მოეთხოვება მას:  

1.      ორგანიზატორული ნიჭი,

2.      საიმედოობა,

3.      პუნქტუალობა,

4.      ყურადღებიანობა, განსაკუთრებით წვრილმანების მიმართ,

5.      ენაზე კბილის დაჭერის უნარი (მდუმარებისა და კონფიდენციალურობის),

6.       ჩემოდნების ჩალაგება და ამოლაგება,    უთოობა  და ავეჯის იდეალურ მდგომარეობაში შენარჩუნება, ხელოვნების ნიმუშების, ფოტოების და ფუფუნებისა თუ  სამახსოვრო სხვა ნივთების მოვლა-პატრონობა,

7.       ოთახების დალაგება: დაწყებული საძინებლიდან - მისაღებ ოთახამდე და სახელმწიფო შეხვედრების აპარტამენტებამდე.

ყველა ამ თვისების მატარებელ  შრომისმოყვარე მოახლეს ოჯახი სთავაზობს კვებასა და საცხოვრებელ ფართს, ხოლო ხელფასის სახით - 14,2 ფუნტ სტერლინგს (დაახლ. 22,7 ათას დოლარს) წელიწადში, სამუშაო კვირა 40-საათიანი იქნება.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq