საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

იოანე ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილის სამადლობელი წერილი ქართული საზოგადოებისადმი
georoyal.ge

 

ძვირფასო ქართველებო,

 

მოგეხსენებათ, რომ 2017 წლის 20 მარტს ესპანეთში, ქალაქმარბეიაში,გარდაიცვალა მამაჩემი, მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილი ბაგრატ ბაგრატიონ დე ბავიერა.

 

მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილი ბაგრატ ბაგრატიონ დე ბავიერა და მისი და, ბატონიშვილი მარიამ ბაგრატიონ დე ბავიერა არიან მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელისა და მისი სამეფო უმაღლესობა, მარია დე ლას მერსედეს დე ბავიერა ი დე ბორბონ, ესპანეთის ინფანტას, საქართველოსა და ბავარიის პრინცესას შვილები. დედის მხრიდან ისინი ახლო ნათესაურ კავშირში არიან ესპანეთისა და სხვა ევროპის სამეფო სახლებთან.

 

მამაჩემის მეუღლის, ბატონიშვილი ფრანსუაზ დე ბაგრატიონის,ჩემი დის ბატონიშვილი ინეს ქეთევან დე ბაგრატიონის, ჩვენი ოჯახისა და ჩემი სახელით, დიდ მადლობას მოვახსენებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პარტრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს და ქართველ ხალხს თანადგომისთვის, რომელიც გამოიჩინეს ჩვენი ოჯახის მიმართ ამ მძიმე წუთებში.

 

კიდევ ერთხელ გიხდითდიდ მადლობას თანადგომისთვის.

 

პატივისცემით,

 

ბატონიშვილი იოანე ბაგრატიონ - მუხრანელი

24 მარტი, 2017

მარბეია, ესპანეთ

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-06-25
ღირსისა იოანე (თორნიკე) მთაწმიდელისა (X); ღირსისა ისიდორე სამთავნელისა (VI); ღირსისა ონოფრე დიდისა (IV); ღირსისა პეტრე ათონელისა (734); ღირსთა: იოანესი, ანდრიასი, ირაკლემონისა და თეოფილესი (IV).
ღირსი პეტრე ათონელი (+734) 12 (25)
25 ივნისი ღირსი პეტრე ათონელის (+734) ხსენების დღეა. ბიზანტიის იმპერატორის ლაშქარში მხედართმთავრად მსახურობდა. 667 წელს, სირიელებთან ომის დროს იგი ტყვედ ჩაიგდეს და სამარის ციხეში გამოამწყვდიეს. პატიმრობამ კარგა ხანს გასტანა. ღვთისმოშიში მეომარი გულმოდგინედ იკვლევდა საკუთარ სინდისს და ცდილობდა, მიმხვდარიყო, რა ცოდვისთვის დაატყდა თავს ეს საშინელი სასჯელი. ბოლოს, ღვთაებრივმა მადლმა გონება გაუნათა და მოაგონდა, რომ ოდესღაც უფალს მონაზვნობა აღუთქვა, შემდეგ კი ეს აღთქმა დავიწყებას მისცა.
ღირსი ონოფრე დიდი
ღირსი ონოფრე დიდის (IV) ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს 12 (25) ივნისს. ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
gaq