საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

14 ივლისის ორივე აქცია, ქართველთა მარში და ოკუპაციის გაპროტესტება, მთავრობის გამოფხიზლების დასაწყისად უნდა იქცეს
გაიოზ (გია) მამალაძე
14 ივლისს თბილისში აღმაშენებლის გამზირზე გამოცხადებულია აქცია, სახელწოდებით "ქართველთა მარში", იმავე დღეს, საოკუპაციო ზოლთან იგეგმება ოკუპაციისადმი საპროტესტო აქცია.

ჩვენს ხალხს ახლა ძალიან სჭირდება ჭკვიანი და ქმედითუნარიანი მთავრობა და საზოგადოების ერთსულოვნება. უამრავი გამოწვევა დგას ჩვენი სამშობლოს წინაშე, ისევე,როგორც მთელი დასავლეთის, ცივილიზებული სამყაროს წინაშე... 
ორი ურთულესი პრობლემა დგას ცივილიზებული კაცობრიობის წინაშე: 

1. ცივილიზებული ქვეყნების გადარჩენა დემოგრაფიულად და ანტიცივილიზებული მდგომარეობის დამყარებისგან, ქაოსისაგან;

2. რუსეთის აგრესიის აღკვეთა და მშვიდობიანი გარემოს შექმნა ევროპაში.

ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევაა ცივილიზებულ ქვეყნებში დემოგრაფიული, და შესაბამისად, სამწუხაროდ, ცივილიზაციური ცვლილებების შესაძლებლობა, რაც კაცობრიობისათვის შეიძლება დამღუპველი გახდეს. ამ გამოწვევას ჩვენმა მთავრობამ (და ასევე ევროპის ქვეყნების მთავრობებმა) უნდა უპასუხოს ადეკვატურად, ცივილიზებულად და დემოკრატიულად. უნდა გართულდეს შესაძლებლობა დემოგრაფიული და ცივილიზაციური ცვლილებებისა, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროში. 

ასევე, გარდა დასავლეთის ქვეყნებისა, სხვა ქვეყნებიც უნდა გახდეს განვითარებული და წარმატებული, რომ სხვადასხვა რეგიონებიდან კი არ აწყდებოდნენ ევროპას (და საქართველოს), არამედ საკუთარი ქვეყნების განვითარება ადამიანებს რეალურად და შესაძლებლად მიაჩნდეთ...

ყველფერი უნდა დარეგულირდეეს კანონით, ქვეყნის (და ცივილიზებული ევროპის) ინტერესების შესასბამისად. თუ ევროპის დემოგრაფიული და ცივილიზებული სახე შეიცვლება, არც ერთ ქვეყანას მომავალი არ ექნება, და მსოფლიო ჩაიძირება ქაოსში..

ჩვენ შეგვიაძლია ჩვენს მთავრობას მივაწვდინოთ ხმა და მოვთხოვოთ არალეგალების საკითხის მოგვარება საქართველოში, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრება და კანონების შესაბამისობაში მოყვანა ქვეყნის ინტერესებთან - ჩემი აზრით, ეს უნდა მოითხოვოს ანონსირებულმა ქართულმა მარშმა 14 ივლის თბილისში, მთავრობის სახლთან.

იმავე დღეს, საოკუპაციო ზოლთან გამართულ აქციაზე, კიდევ ერთხელ უნდა მოვთხოვოთ ჩვენს მთავრობას მეტი ყურადღება მიაქციოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას და მეტი ინტენსივობით გაახსენოს მსოფლიოს საქართველოს ისტორიული ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ და მოსთხოვოს დასავლეთის ქვეყნებს გაამკაცრონ სანქციები რუსეთის იაგრესიის წინააღმდეგ.

რუსეთის აგრესიული ქნედებები ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს არა მარტო საქართველოსვის და უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისათვის და კაციობრიობისთვისაც...

ამ საკითხში დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მთავრობის ქმედთუნარიანობას, რაც დღეისათვის ძალიან დაბალია, სამწუხაროდ.

ამიტომ, ორივე აქცია,  14 ივლისს, როგორც ქართველთა მარში, ისე ოკუპაციის გაპროტესტება საქართველოს მთავრობის გამოფხიზლების დასაწყისად უნდა იქცეს.. 


თუმცა, ვთხოვთ, ორივე აქციის ორგანიზატორებს, დიდი ყურადღება გამოიჩინონ და ფრთხილად იყვნენ, რადგან, დარწმუნებული ვართ, შესაძლებელია დაგეგმილი იყოს პროვკაციები ჩვენდამი მტრეულად განწყობილი ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ, რომელთაც სურთ, საქართველო თავის ნამდვილ ინტერესებს (ოკუპაციის დასრულებას და მშვიდობიან განვითარებას) ჩამოაშორონ.

მოვუწოდებთ მთავრობას, ყველა ღონე იხმაროს 14 ივლის დაგეგმილი ორივე აქციის ნშვიდობიანად ჩატარებისათვის და გაითვალისწინოს ორივა აქციის მოთხოვნები!

სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე
12 ივლისი

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-09-26
დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (1624); ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335); მღვდელმოწამისა კორნილიოს ასისთავისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახ. 237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (III); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (IV); მღვდელმოწამისა იულიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV); ღირსისა პეტრე ატროელისა (IX).
საქართველოს მნათობი დედოფალი (+1624)
26 სექტემბერს არის წმიდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენება
ენკენია
13 (26) სექტემბერს არის ენკენია - ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335). ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას.
gaq