საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

სამეფო კლუბის სპიკერი: ბაგრატიონების კამათი ისე წარმოაჩინეს, თითქოს ამით ქვეყანა იღუპება... ასეთი კამათი ევროპის სამეფო ოჯახებშიც არსებობს
გადმობეჭდილია https://presa.ge/?m=politics&AID=73460(შევასწორეთ რამდენიმე შეცდომა. - გ. მ.)

ბაგრატიონების ირგვლივ ატეხილი სკანდალის შესახებ "პრესა.ჯის" სამეფო კლუბის სპიკერი, გაიოზ მამალაძე დეტალურად ესაუბრა.

- რა გახდა ბაგრატიონებს შორის ამ კამათის საფუძველი? საიდან დაიწყო ყველაფერი?

- ეს კამათი დიდი ხანია არსებობს. ამის საფუძველი ის არის, რომ ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრე არის ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა.

1940-იან წლებში, ევროპაში ქართველმა ემიგრანტებმა ტახტის მემკვიდრე აირჩიეს და ფიქრობდნენ, რომ საქართველოს ეყოლებოდა მეფე და იქნებოდა დამოუკიდებელი ქვეყანა. ტახტის მემკვიდრედ, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი აირჩიეს, რომელიც ერეკლე მეფის ქალიშვილის შთამომავალი იყო. 

ირაკლი ბაგრატონ-მუხრანელმა ცოლად ესპანეთის მეფის დის ქალიშვილი მოიყვანა, რომელიც ასევე ბავარიის მეფეთა შთამომავალი იყო, მისი და კი, რუსეთის ტახტის მემკვიდრეზე გათხოვდა. ამგვარად მოხდა მისი აღიარება ევროპაში. რუსეთის ტახტის მემკვიდრემ ის აღიარა საქართველოს ტახტის მემკვიდრედ და ბოდიში მოიხადა საქართველოს ანექსიისათვის.

მუხრანელები ესპანეთში ცხოვრობდნენ, გრუზინსკები კი - თბილისში. როდესაც  საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოში ჩამოვიდნენ მუხრანელები და კამათიც გაგრძელდა.

- ვისი იდეა იყო ბაგრატინთა ამ ოჯახების დაქორწინება?

- იყო ერთი ადამიანი ლერი სიხარულიძე, რომელიც ჩვენი სამეფო კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 

ეს იყო მონარქის კინო რეჟისორი, მას ჰქონდა იდეა ამ ორი შტოს გაერთიანებისა და მათი დაქორწინების. მას სურდა, რომ ეს კამათი ამით დასრულებულიყო და უფრო ძლიერი კანდიდატი დაბადებულიყო ტახტის მემკვიდრეობისათვის. 

როდესაც, დავით ბაგრატიონს ლერი სიხარულიძის იდეა გავაცანით, მას მოეწონა და დათანხმდა.

ამ შემთხვევაში ანა ბაგრატიონი ქმარს გაშორდა და გამოაცხადა თანხმობა, რომ გაყვებოდა ბაგრატიონს ცოლად. ეს იქნებოდა ჩვეულებრივი პოლიტიკური ქორწინება. 

ამ იდეის შესახებ, ჩვენ პატრიარქსაც ვაცნობეთ, მას ძალიან გაუხარდა ეს ამბავი. ხელში აიღო ამის ორგანიზება და წყვილი  დააქორწინა. ცოტა ხანში ეს წყვილი გაშორდა, შემდეგ ისევ შერიგდნენ და გაჩნდა ბავშვი, თუმცა, ამის შემდეგ ისევ დაშორდნენ, რამაც ამ კამათის გაგრძელება გამოიწვია.

- დავით ბაგრატიონ-მუხრანელს გრუზინსკები ორდენების უკანონოდ გაცემაში ადანაშაულებენ...

- 40-იან წლებში ირაკლი ბაგრატიონმა, ევროპაში დააარსა ორდენები, რომელიც სხვადასხვა სამეფო ოჯახის წარმომადგენელს გადასცა. ეს ორდენები ევროპაში ოფიციალურად იყო მიღებული.

შემდეგ, მსგავსი ორდენები ანა ბაგრატიონის მამამაც დააარსა და ისიც გადასცემდა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის, მსოფლიო პატრიარქს ორდენებს.

საბოლოოდ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახის წევრებმა, ბატონმა ნუგზარმა და ქალბატონმა ანამ და შეიტანეს სარჩელი სასამართლოში, რომ დავით ბაგრატიონმა აღარ გამოიყენოს საქართველოს სამეფო სახლის სახელი, ამ სახელით არ გასცეს ეს ორდენები და არ წარმოაჩინოს თავი, როგორც ტახტის მემკვიდრემ.

იქედან გამოდინარე, რომ ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრე არის ნუგზარ ბაგრატიონი, ამ საფუძველზე შეიტანეს სარჩელი, მაგრამ დავით ბაგრატიონი ევროპაში ცხოვრების დროს, ფიქრობდა რომ ის იყო საქართველოს ტახტის მემკვიდრე და ის ევროპაშიც ასეა აღიარებული. ეს დავა დაიწყო ამ საკითხის გადასაწყვეტად.

- რა პოზიცია უკავია საქართველოს სამეფო კლუბს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით? რომელი მხარის პოზიციას იზიარებთ?

- ჩვენ, სამეფო კლუბი, საკმაოდ დისტანციურად ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით, ნეიტრალური პოზიცია გვიჭირავს. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორ გადაწყდება ეს საკითხი, გვინდოდა რომ ეს კამათი არ ყოფილიყო, მაგრამ ეს მაინც არსებობს.

მინდა აღვნიშნო ერთი რამ - ეს კამათი ისე წარმოაჩინეს, თითქოს ამით ქვეყანა იღუპება, რაც კატასტროფაა. ჯერ ე

რთი, როდესაც მათ მეფესა და დედოფალს უწოდებენ, არასწორია. არც ერთია მეფე და არც მეორე დედოფალი.  ჩვენ რესპუბლიკის ხანაში ვცხოვრობთ. შესაძლოა მონარქია აღდგეს, მაგრამ დღეს რესპუბლიკის ხანაა. 

მეორე, ასეთი კამათი საფრანგეთშიც არსებობს, მაგალითად, საფრანგეთის სამი ოჯახი ერთმანეთს ეკამათება საფრანგეთის ტახტის მემკვიდრეობაზე ეკამათება. ესპანეთში მოხდა ასეთი რამ, როდესაც ხუან კარლოსი 1975 წელს მეფედ გამოაცხადეს, 4 წელი მამამისი ბარსელონას გრაფი, არ ცნობდა საკუთარი შვილის მეფობას, იმიტომ კი არა, რომ შვილი არ უყვარდა, არამედ იმიტომ, რომ ის თვლიდა თავს ლეგიტიმურ მეფედ და ცდილობდა არ დარღვეულიყო ამ მხრივ ლეგიტიმიზმი. 

ეს მოდის ძველი ლეგიტიმური საკითხებიდან, როდესაც ესპანეთში ამ საკითხების გამო, მე-19 საუკუნეში კაროლისტური ომების სახელით სამოქალაქო ომები მიმდინარეობდა, იქ მოხდა რაღაც დარღვევა. ასეთი კამათი არსებობს ასევე, სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, იტალიაში ორი ოჯახი ერთმანეთს ეკამათება და ა.შ. ეს ბუნებრივი მოვლენაა. 

მარტო ამბიციაზე არ არის ეს კამათი დაფუძნებული, არამედ დაფუძნებულია პასუხისმგებლობაზე.

ერთი ოჯახიც და მეორეც თვლის და ამბობს, რომ პასუხიმგებელი მე ვარ ტახტის მემკვიდრეობაზეო, რადგან, ტახტის მემკვიდრეობა და სამეფო ოჯახის მეთაურობა ნიშნავს პასუხიმსგებლობას ქვეყნის წინაშე. როდესაც არსებობს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ტახტის მემკვიდრე უნდა იყოს ამ მოძრაობის თავში, ის ქვეყნის სამსახურში უნდა იყოს, ანუ, ეს პატივი კი არა, ვალდებულებაა. რამდენად სრულდება ეს სხვა საკითხია, მაგრამ ასეთი მიდგომა უნდა არსებობდეს. 

მეფობა ადრე განიხილებოდა სახელმწიფოს მეთაურობად. ისინი სამშობლოს უნდა ემსახურებოდნენ.

სასამართლოს ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი რამ აქვს შესასწავლი, საკითხები ძალიან ბევრია. მაგალითად, რა მოხდა ერეკლეს შემდგომ, მაგრამ დგება საკითხი ასევე, რა მოხდა მაშინ, როდესაც ერთიანი საქართველო დაიშალა, ერეკლე ხომ არ გახლდათ ერთიანი საქართველოს მეფე, არც გიორგი მე-12. დაშლის დროს რაღაც დაირღვა, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. 

მაგალითად, დაირღვა ის, რომ ალექსანდრე პირველს  რამდენიმე ვაჟი ჰყავდა. პირველი ვაჟი უძეოდ გარდაიცვალა, მეორეს ჰყავდა ძე, მესამე ვაჟი კი ერთიანი საქართველოს ტახტზე ავიდა. ჩვენს მოსამართლეებს გასარკვევი აქვთ, რა მოხდა იქ. რა იყო ლეგიტიმური და რა არა.

ისტორიკოსების  ერთი ნაწილი თვლის, რომ ალექსანდრე პირველი დიდის მეორე ვაჟის შთამომავალია დავითი და იმიტომ, მას უფრო ეკუთვნის, თუმცა, მეორე ნაწილი თვლის, რომ უკანასკნელი მერე ერთიანი საქართველოსი იყო გიორგი მეორე. მისი შთამომავალი არის ნუგზარ ბაგრატიონი. 

ეს არის შესასწავლი და ამაზე უნდა გასცეს პასუხი საქართველოს სასამართლომ, მაგრამ რამდენად ეყოფა მას ამაში კომპეტენცია არ ვიცი, რადგან სასამართლოს დღეს, ძალიან დიდი კრიზისის ჟამი უდგას. გარკვეული მოვლენების გამო, იმის გამო, რასაც ხელისუფლება აკეთებს,  საქართველოს სასამართლომ პოპულარობა დაკარგა.

ლამის ხელისუფლებაც კი დაიშალოს. ამ სასამართლოს უზარმაზარი საქმეების შესწავლა მოუწევს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ეს პროცესები საკმაოდ გაიწელება და შესაძლოა, მათ გადაწყვეტილების მიღებაც კი გაუჭირდეთ, რადგან ეს ლეგიტიმიზმის პრინციპებსა და ისტორიულ საკითხებს  ეხება. 

ამ ორ ოჯახს თავიანთი მიმდევრები ჰყავთ, მაგრამ, გარდა ამისა, არიან სხვა ისტორიკოსები, რომელიც სხვადასხვანაირად უყურებენ და აფასებენ ამ საკითხებს. 

ამასთან, მთავარია, რომ ორივე ოჯახის წინააღმდეგ შავი პიარი აგორდა, ირონულად განწყობილი ჟურალისტებისა და იმ ძალების გამო, რომელი ძალებიც ირონიულად უყურებენ მონარქისტულ იდეოლოგიას და ზოგადად, კონსერვატიულ პრინციპებს. შავი პიარი აგორდა და ეს ორივეს ძალიან დააზიანებს.

და ბოლოს, გამოსავალი არის ის, რომ ადამიანებმა ამას შეხედონ, როგორც ჩვეულებრივ კამათს და არა ქვეყნის დაქცევას.


მამული, ენა, სარწმუნოება

gaq