საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

დედოფალმა ქეით უინსლეთი დააჯილდოვა
georoyal.ge

ცნობილი ბრიტანელი თეატრისა და კინოს მსახიობი ქეით უინსლეთი გახდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა ბუკინგემის სასახლეში. თეატრისა და კინოს ვარსკვლავს დრამატული ხელოვნების სამსახურისათვის ორდენი თავად დედოფალმა ელისაბედ მეორემ გადასცა.

 

- „დედოფალმა მკითხა, - უამბო ჟურნალისტებს ქეით უინსლეტმა, - მომწონს თუ არა მსახიობობა?“. - დიახ, ვუპასუხე მე, - ოღონდ დედობაზე მეტად არა!“

 

- „დიახ, დედობა ყველაზე საუკეთესო სამსახურია“ - უპასუხა მისმა უდიდებულესობამ.

 

ქეითს დაჯილდოების ცერემონიალზე თან ახლდნენ შვილები, 12 წლის გოგონა მია და 8 წლის ვაჟი - ჯო.

 

მსახიობმა აღნიშნა, რომ „პრემია BAFTA და „ოსკარი“ ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის, მაგრამ დღევანდელი ჯილდო განსაკუთრებულია - ეს ხომ ძალიან, ძალიან ბრიტანულია“

 

ჯილდოს მისაღებად ქეითი მივიდა Alexander McQueen-ის შავი კოსტიუმით და Natalie Ellner for Elsewhere-ის   ექსტრავაგანტური თავსაბურავით.

 

ქეით უინსლეტი დაიბადა 1975 წლის 5 ოქტომბერს რედინგში.

სამსახიობო კარიერა დაიწყო 1991 წელს ბრიტანეთის ტელევიზიაში.

მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი გახლავთ როზა  ბიუქეითერის როლი ფილმში „ტიტანიკი“, რისთვისაც

ნომინირებული იყო „ოსკარზე“.

ქეითს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია. მიღებული აქვს „გრემი“ საუკეთესო საბავშვო სამეტყველო ალბომისათვის. წარმატებები ჰქონდა როგორც მომღერალს, მისი სინგლი  „What If“ ჰიტად იქცა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში. როგორც ვოკალისტი მონაწილეობდა ზოგიერთი ფილმის საუნდტრეკის შექმნაში.

 

ქეითი, როგორც ვთქვით, არის არაერთი ჯილდოს ლაურეატი, მათ შორის „ოსკარის“ ექვსგზის ნომინანტია, პრემია BAFTA კი ორჯერ მიაკუთვნეს, 1996 და 2009 წლებში, სამჯერ დაჯილდოვდა „ოქროს გლობუსით“ და „სეზარის საპატიო პრემიით“ .

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq