საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ოფიციანტ ჰაიდი ეგენს სურს მთელი ცხოვრება ქეით მიდლტონის ცხოვრების სტილის კოპირებას მოახმაროს.
News.ge

ოფიციანტმა ჰაიდი ეგენმა, რომელიც ორი წვეთი წყალივით ჰგავს ჰერცოგინიას,  თავი ანება სამსახურს და ამიერიდან სურს მთელი ცხოვრება ქეითის  სტილის კოპირებას მოახმაროს. ამისათვის მან უკვე მოიმარაგა სხვადასხვა ზომის ყალბი „ფეხმძიმობის მუცლები“.

 „ქეითს გაეზრდება მუცელი და მეც გავიზრდი. მე ზუსტად უნდა შევინარჩუნო მასთან გარეგნული მსგავსება. ჯერ ქეითს არცთუ დიდი მუცელი აქვს და ძნელად გამოსათვლელია, კიდევ რამდენად გაეზრდება. ამიტომ მე სხვადასხვა ზომის „მუცლები“ დავაგროვე“ - გულახდილობს  ორი შვილის დედა, 32 წლის ჰაიდი ეგენი.

ჰაიდის, ჰერცოგინიასთან უჩვეულო მსგავსების შესახებ, თავიდან მისი რესტორნის სტუმრები ეუბნებოდნენ ხოლმე. მას შემდეგ ქეითის ორეული ეძებს გზებსა და საშუალებებს, რათა ამ მსგავსებამ ქათინაურებთან ერთად  მატერიალური პირობების გაუმჯობესებაშიც შეუწყოს ხელი.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq