საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > ევროპის სამეფო დინასტიები

მომგებიანია თუ არა ბრიტანეთისთვის მონარქია
გაიოზ მამალაძე

წერილი პირველი

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსათვის მონარქიის ინსტიტუტს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ამაზე ბევრი დაწერილა. ამ ქვეყნის მოქალაქეთა (სხვადასხვა გამოთვლით) 74-81% მონარიის მომხრეა... ხანდახამ მონარქიის მოწინააღმდეგეების განწყობა, თითქოს და,  ძლიერდება, მაგრამ ამ დროს ხდება ხოლმე ისეთი რამ, რაც მათ ხმას ახშობს და ანეიტრალებს, და თვითონ ისინიც აღარ აქტიურობენ...

მაგალითად,  ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის დაქორწინებამ კვლავ განამტკიცა სახალხო მონარქიის მომხრეთა პოზიციები... ქეით მიდლტონი აღმოჩნდა ძალიან კარგი პიროვნება და მისმა ხალისმა და სათნოებამ, ქველმოქმედებამ იგი აქცია ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადამიანად და სამეფო ოჯახის პოპულარობაც გაიზარდა, მას ადარებენ პრინცესა დაიანას, რომელიც უდიდესი სიყვარულით სარგებლობდა ბრიტანელთა შორის...

დედოფლის ტახტზე ასვლის 60 წლის იუბილემ, ასევე, დიდი სიხარული გამოივია, პატრიოტიზმიც გააღვივივა ბრიტანელებში და კონკრეტულად მონარქიის პოპულარობასაც წაადგა, ბრიტანელები, მათ შორის არამონარქისტების, პატივს სცემენ ელისამედ მეორეს პიროვნებას.

ბრიტანეთის მონარქია, სხვა სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელს უწყობს, მაგალითად, ინგლისისა და შოტლანდიის ერთიან სახელმწიფოში არსებობას... სხვათა შორის, შოტლანდიის პარლამენტის გახსნაზე დედოფალმა არ დაიხურა საიმპერატორო გვირგვინი, ის გვერდით ედო... ეს ჟეს

ტი დელიკატურობაში და პატივისცემაში ჩამოარჩვეს დედოფალს და ძალიან დაუფასეს შოტლანდიელებმა...

თანამეგობრობის 53 ქვეყანაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.

ახლა შევეცადოთ პასუხი გავცეთ კითხვას, რატომ იტანენ ბრიტანელები "ძვირადღირებული"  მონარქიის "რჩენას'.

საუკუნეების განმავლობაში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქონება იზრდებოდა, ეს ქონება ახლა ხალხის სამსახურშია და შემოსავალი შესდის ხაზინას და არ ემსახურება სამეფო ოჯახის კიდევ უფრო გამდიდრებას.... 

 ორიოდე წლის წინ კონსალტინგურმა კომპანიამ  Brand Finance გამოიკვლია უინძორების ქონების ღირებულება. ფირმის დასკვნით, ეს ოჯახი რომ იყოს კორპორაცია, მისი ღირებულება იქნებოდა 44,5 მილიარდი ფუნტი სტერლინგი, რაც 70 მილიარდი დოლარის ტოლია. ეს ციფრი შედგება 28 მილიარდი დოლარის აქტივებიდან - ხელოვნების ნიმუშების, ძვირფასეულობის, სასახლეებისა და მამულების სახით რომ აქვს სამეფო ოჯახს. ეს მათი საკუთრებაა.

აღნიშნული ოჯახი რომ ქვეყნის სათავეში არ იყოს და თავის ქონებას თავად გამოიყენებდეს, გაცილებით მდიდრულად და გაცილებით ფუფუნებაში შეეძლოთ ცხოვრება, ამ ქონების შემოსავლიდან მხოლოდ მცირე ნაწილი გამოიყენება ოჯახის წევრების საჭიროებისათვის, ასევე, სახელმწოფოსათვის აუცილებელი ცერემონიალური მიზნებისათვის, როგორიც არის სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან ისეთი ფუნქციების განხორციელება, სხვაგან, საპარლამენტო და საპრეზიდენტო მმართველო

ბის ქვეყნებში პრეზიდენტები რომ ასრულებენ (კანონების ხელმოწერა, ელჩების მიღება, დანიშვნა, დამსახურებული მოქალაქეების დაჯილდოვება, სახელმწოფოს წარმოდგენა შინ თუ გარეთ და სხვა). ამ ყველაფერში პრეზიდენტები ხელფასს იღებენ და იხარჯება ბიუჯეტის ფული. დიდი ბრიტანეთის დედოფალი კი ყოველივე ამაში თავის ფულს დებს... 

გარდა ამისა, დედოფლისა და მისი ოჯახის გამო მილიონონით სტუმარი ჩადის ბრიტანეთში და ფულს ხარჯავს იქ, მილიონობით ადამიანი ათვალიერებს სასახლეებს და ფულს იხდის, ეს ფული ოჯახს კი არა, მისდის სახელმწიფო ბიუჯეტს... აღარაფერს ვამბობთ მოქალაქეთა იმ ფენაზე, რომლებიც ამით სარგებელს ნახულობენ, ეს ხომ ათეული ათასობით ადამიანისთვის სამსახურია, ზოგისთვის კი ბიზნესი (სასტუმროებისთვის, სატრანსპორტო კომპანიებისთვის, რესტორნების მეპატრონეებისთვის, ავიაკომპანიებისთვის, სუვენირების საწარმოებისთვის ... და აღნიშნულ ბიზნესში დასაქმებულთათვის). მილიონობით სუვენირი იყიდება დედოფლისა და სამეფო ოჯახის წევრების გამოსახულებით, ახლა პატარა პრინცია ყურადღების ცენტრში... ამბობენ, მარტო მისი დაბადების დღეს, სხვადასხვა გამოთვლით, 150-170 მილიონი ფუნტის სასმელი გაიყიდა ბრიტანეთშიო...

ეს არის მთელი ინდუსტრია, რომლის მეშვეობით მილიონობით ადამიანი არჩენს ოჯახს.

დედოფლის "ბრილიანტის" იუბილის წინ ჩატარდა გამოკვლევა, რომლის მიხედვით მარტო ბრიტანელები 800 მილიონი ფუნტი სტერლინგის დახარჯვას აპირ

ებდნენ ამ ისტორიული თარიღის სამახსოვროდ შესაძენ სუვენირებში, ამას ემატება უცხოელებიც...

აუდიტორების დასკვნით, წელიწადში სამეფო ოჯახი ბრიტანეთს აძლევს 53 მილიარდ დოლარამდე მოგებას...  ფაქტია, ფინანსურ-ეკონომიკური თვალსაზრისით სამეფო ოჯახი უზარმაარ მოგებას აძლევს ქვეყანას, რასაც ყველა აღიარებს.

2013 წელი 


მამული, ენა, სარწმუნოება

შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე)
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
gaq