საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > ევროპის სამეფო დინასტიები

აფონსუ I - ლისაბონის გამათავისუფლებელი

აფონსუ I (პორ. Afonso I; დ. 25 ივლისი, 1109, გიმარაინში, პორტუგალია - 6 დეკემბერი, 1185, კოიმბრა, პორტუგალია) – პორტუგალიის მეფე ბურგუნდიელთა დინასტიიდან 1139 - 1185 წლებში. იქორწინა მატილდაზე, სავოის გრაფის ამადეუსის ასულზე.

აფონსო იყო პორტუგალიის მარკგრაფის - ენრიკესა და კასტილიის მეფის ალფონსო VI-ს ასულის, ტერეზიას ვაჟი. მამა დაიღუპა 1112 წელს და სანამ აფონსო პატარა იყო, ქვეყანას დედამისი მმართავდა. როდესაც აფონსო გაიზარდა, იგი შეებრძოლა თავის დედას და მის საყვარელს (შესაძლოა ქმარს) გალისიის გრაფს ფერნანდო პერესა ტრასტამარას და განდევნა ისინი 1128 წელს.

გამეფების შემდეგ აფონსომ დაიწყო კასტილიისგან პორტუგალიის გასანთავისუფლებლად ბრძოლა. 1136 წელს კასტილიის მეფემ უარი თქვა პორტუგალიაზე თავის უფლებებზე. კასტილიასთან დაზავების შემდეგ, აფონსომ არაბების წინააღმდეგ გაილაშქრა. ურიკასთან ბრძოლაში, 1139 წელს, მან დაამარცხა არაბთა ლაშქარი, რომელიც 5 საემიროს გაერთიანებული ძალებისგან შედგებოდა. ბრძოლის შემდეგ, ბრძოლის ველზევე, აფონსო მეფედ გამოაცხადეს. აფონსოს ბრწყინვალე გამარჯვების შესახებ ამბავი მთელს ქრისტიანულ სამყაროს მოედო. ლამეგოში შეკრებილმა კორტესებმა დაამტკიცეს აფონსოს მეფის ტიტული. 1143 წელს კი ბრაგის არქიეპისკოპოსმა იგი მეფედ აკურთხა.

დაახლოებით ამ პერიოდში პორტუგალიის ნაპირებს მოადგნენ მთელი ევროპიდან შეკრებული ჯვარისნები, რომლებიც აქედან პალესტინა
ში უნდა წასულიყვნენ. აფონსომ ელჩები გაუგზავნა მათ იმაში დასარწმნებლად, რომ ისინი თავის ფიცს იმ შემთხვევაშიც შეასრულებდნენ, თუ კი მას დაეხმარებოდნენ არაბებისგან ქალაქ ლისაბონის დახსნაში. ქრისტიანებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს, როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან. მუსულმანები თავს იცავდნენ და ძლიერ წინააღმდეგობას უწევდნენ. ალყა 4 თვე გაგრძელდა. ლისაბონში შიმშილი დაიწყო და ქალაქის მცველები იძულებულნი გახდნენ მოლპარაკებები დაეწყოთ. აფონსომ მათ საშუალება მისცა ქალაქი დაეტოვებინათ, მაგრამ იარაღი და ქონება არ უნდა წაეღოთ. ჯვაროსნებმა მიიღეს ნადავლით თავისი წილი და გასცურეს სირიისკენ, აფონსო კი 1147 წელს შევიდა ქალაქში.

აქამდე დედაქალაქი კოიმბრა იყო, ახლა ალფონსომ იგი ლისაბონში გადმოიტანა, ვინაიდან ეს ზღვისპირა ქალაქი იყო მშვენიერ ადგილას. ამის შემდეგ მეფემ აიღო ალკასერ-დუ-სოლი, ბეჟა და ბოლოს 1166 წელს ევორა, ალენტეჟუს ოლქის მთავარი ქალაქი. შემდეგ აიღო მურა, სერპა, ელვასი და სახელმწიფოს საზღვრები გვადიანამდე გაზარდა. 1171 წელს აფონსო წარმატებით შეებრძოლა არაბებს სანტარემესთან და 1184 წელს იქვე დაამარცხა ალმაგადი იუსუფი.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq