საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

1965 წელი, ელისაბედ II-ს გენიალური გადაწყვეტილება - „The Beatles“-ის დაჯილდოვება
ნონა მამალაძე

1965 წელს ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ II-მ გადაწყვიტა ჯგუფ „ბითლზის“ წევრებისათვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენი  მიენიჭებინა. ამ დროისათვის „ბითლზი“ ახლად გაპოპულარულებული იყო. ახალ ამბავთან დაკავშირებული ცნობა პრესაში 1965 წლის 12 ივნისს გამოქვეყნდა. „ბითლზის“ პროდიუსერს, ბრაიან ეპსტაინს ძალიან ესიამოვნა ასეთი პატივი, თუმცა ჯგუფის წევრები, ჯონ ლენონი, პოლ მაკკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი ამ ამბავს დიდი გაოცებითა და ახალგაზრდული არასერიოზულობით შეხვდნენ, მათ შორის განსაკუთრებით დიდ უარზე იყო ჯონ ლენონი, ის ამბობდა: 

- „მე მაგალითად, არ ვფიქობ, რომ ჯგუფ „ბითლზის“ ერთ-ერთი წევრი, ჯონ ლენონი, რამით გამოირჩევა ნაბისმიერი სხვა, მისივე ასაკის ბიჭისაგან... ვიცი - სრუილად ჩვეულებრივი ვინმე ვარ“ და იქვე აღნიშნა“ – „ოღონდ არც იმაში მეპარება ეჭვი, დედოფალი ნამდვილად უნდა ფიქრობდეს, რომ ის სრულიად განსაკუთრებული ვინმეა“. 

„ბითლზის“ წევრების დაჯილდოების გამო პროტესტი გამოთქვეს მეორე მსოფლიო ომის ორდენოსანმა ვეტერანებმა და ლორდთა პალატის წევრებმაც. ისინი ფიქრობდნენ, რომ ბრიტანეთის იმპერიის ორდენი ფასს დაკარგავდა, თუ იგი მიენიჭებოდა ამ „მანჭია“ და „ცანცარა ლაწირაკებს“. ზოგი ვეტერანი დედოფლისათვის ორდენის დაუბრუნებით იმუქრებოდა კიდეც. 

საბოლოოდ, „ბითლზის“ წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იმპერიის ორდენის აღებას დათანხმებოდნენ,

რადგან ამით არც არაფერს კარგავდნენ და თან სასაცილოდ წარმოედგინათ  მკაცრად დაყენებული სახის მქონე ხანშიშესული კავალრებისა და ლორდების რეაქცია ამ ამბავთან დაკავშირებით.

როგორც ჩანს, ყველაზე კარგად ზუსტად რომ ბრიტანეთის დედოფალმა შეძლო ამ ახალგაზრდა ბიჭების და საერთოდ, ჯგუფი „ბითლზის“ მომავლის დანახვა და მათი შეფასება.

ბრიტანეთის მაშინდელი მონარქია სახალხო იყო, მაგრამ ელისაბედ II-ს ამ ნაბიჯმა იგი უფრო მეტად დემოკრატიული, უფრო მეტად თანამედროვე და უფრო მეტად სახალხო გახადა. ამ დაჯილდოებით დედოფალმა ხალხს უჩვენა, რომ განურჩევლად ასაკისა და საქმიანობისა, ყველა ადამიანის ღვაწლი შეიძლებოდა დაფასებულიყო სახელმწიფოში. ადრე თუ მხოლოდ ომის მონაწილეები, მწერლები და პროფესორები იღებდნენ ორდენს, ახლა, ასე 22-24 წლის, სულ უბრალო წარმოშობის ბიჭებსაც შეეძლოთ სერის წოდება ეტარებინათ. თან გამოჩნდა, რომ ელისაბედ II-ს კარგი მუსიკალური გემოვნება ჰქონია.

მართლაც, იმდროინდელი ბიტლომანია შემთხვევითი არ ყოფილა. გავიდა წლები და აღმოჩნდა, რომ „ბითლზმა“ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ბრიტანეთის კულტურაში და უდიდესი მოგება მოუტანა ეკონომიკას (ახლაც მოაქვს). მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროში მათ დღემდე უმაღლესი საფეხური უკავიათ, ისინი იყვნენ ინიციატორები იმდროინდელი თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობის, როკის, პოპისა და ა.შ. ჩამოყალიბება-განვითარებისა. დღესდღეობით როდე

საც ინგლისსა თუ მუსიკაზე ჩამოვარდება საუბარი, შეუძლებელია არ გაგახსენდეთ ეს ლეგენდარული ჯგუფი, რომელსაც ახლაც კი მილიონობით ფანი ჰყავს. სწორედ ამიტომ, მათ ღირსეულად დაიმსახურეს ეს „ნაძალადევად აღებული“ ბრიტანეთის იმპერიის  ორდენი, რომელიც, ჩემი აზრით, ცოტაც კი არის დაუვიწყარი ჯგუფი - „ბითლზისათვის“.

https://www.youtube.com/watch?v=UYZ5GwOQp1Y 

http://video.mail.ru/mail/pappulya56/76/2333.html

 

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq