საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ლუი VI სქელი - საფრანგეთის გამაერთიანებელი
გაიოზ მამალაძე

საფრანგეთის დიდი ხელმწიფე, კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელი, ლუი VI სქელი   დაიბადა 1081 წლის 1 დეკემბერს 

იგი იყო ფილიპ I-ის (1052-1108) და ბერტა ჰოლანდიელის (1055-1094) შვილი. მამამ 1108 წელს თანამმართველად გამოაცხადა. ტახტზე ავიდა 1108 წელს.

მეფე ლუის ბიოგრაფია ცოტათი ჰგავს დავით აღმაშენებლის ცხოვრებას.

დოფინი იზრდებოდა მონასტერში, სადაც ჩამოყალიბდა ბრძენ ადამიანად, გააცნობიერა სარწმუნოებისა და პატრიოტიზმის მნიშვნელობა ქვეყნისათვის.

მონასტერში გაიცნო და დაუმეგობრდა თავის თანატოლს, სენ-დენის მომავალ აბატ სიუჟერს (Suger), რომელიც გახდა მისი საუკეთესო მეგობარი და მრჩეველი.  

მეფე იყო საფრანგეთის პოლიტიკური გაერთიანების ფუძემდებელი. მკაცრად უსწორდებოდა ურჩ ფეოდალებს. არავის პატიობდა ეკლესიის ძარცვას, სამღვდელოთა თუ უბრალო ადამიანების ჩაგვრას. პრივილეგიებს ანიჭებდა ქალაქებს და ეხმარებოდა მათ სენიორთა წინააღმდეგ ბრძოლაში. იცავდა სამართლიანობას და წესრიგს. 

უბრალო გლეხებს და ქალაქების მოსახლეობას ძალიან უყვარდათ თავისი მეფე და ეხმარებოდნენ ფეოდალების წინააღმდეგ ბრძოლაში.

როგორც ვთქვით, მისი მთავარი მრჩეველი იყო სენ-დენის აბატი სიუჟერი, რომელსაც ეკუთვნის ლათინურად დაწერილი „ლუი VI-ის ცხოვრება“. გლეხური წარმოშობის ეს აბატი დიდ როლს ასრულებდა საფრანგეთის ცხ

ლუი VI კურთხევა
ოვრებაში. იგი იყო კარგი დიპლომატი და იდეოლოგი. კარგად ხვდებოდა მეფის ინსტიტუტის მნიშვნელობას ქვეყნის ერთიანობსათვის, და შეიმუშავა ერთგვარი მესიანისტური იდეოლოგია. მისი ინიციატივით, გერმანიის იმპერატორის შემოსევისას ბრძოლის ველზე პირველად გამოიყენეს წმინდა შტანდარტი ორიფლამი (oriflamme), რაც მერე ტრადიციად იქცა.

აბატი ასრულებდა სახელმწოფოს მმართველის ფუნქციას, როდესაც მეფე ლუი წმინდა მიწაზე იყო საბრძოლველად წასული და აღკვეთა კიდეც სახელმწიფო გადატრიალება.  სხვათა შორის აბატი გახლდათ ფუძემდებელი გოტიკური (გოთური, გოთების (გუთების) ტომის სახელიდან) სტილისა არქიტექტურაში.

მეფე ლიუ, როგორც აღვნიშნეთ იბრძოდა წმინდა მიწაზეც. მან  1124 წელს შეძლო განედევნა საფრანგეთიდან გერმანიის იმპერატორის ჰენრიხ V, რომელსაც ინგლისის მეფეც ეხმარებოდა.

მეფეს ჰყავდა ცხრა შვილი. ზოგიერთი ჩვილობის ასაკში გარდაეცვალა. 1129 წელს, თავისი უფროსი ვაჟი ფილიპე, რომელიც იმ დროს 11 წლის იყო, თანამეფედ გამოაცხადა, თუმცა ფილიპე ორ წელიწადში ტრაგიკულად დაიღუპა, ცხენიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა. 

  მეფე  ლუი  VI  გარდაიცვალა 1137 წლის 1 აგვისტოს.

მეფე ლიუს მერე ტახტზე ავიდა მისი მეორე ვაჟი ლუი VII. 

მეფე ლუი  VI-ს შვილიშვილი პიერი 1217-1219 წწ. და შვილთაშვილები, რობერტი 1221-1228 წწ. და ბოლდუინ  II 1237-1261 წწ.

ლუი VI კურთხევა
მართავდნენ კონსტანტინოპოლის ლათინთა იმპერიას.

მეფე ლიუს ეთი შვილი რეიმსის მთავარეპისკოპოსი, მეორე კი პარიზის ეპისკოპოსი გახდა...

ასეთი მეფეები საქართველოსაც ჰყავდა, მაგალითად დავით აღმაშენებელი, რომელმაც აღგავა ფეოდალების უმსგავსობენი და გიორგი ბრწყინვალე, რომელმაც ამოხოცა მოღალატე ფეოდალები, თუმცა მეტი რომ გვყოლოდა, უკეთესი იქნებოდა.




.
მეფის საფლავი სენ-დენის სააბატოში
აბატი სიუჟერი

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq