საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

გერმანიის საღვთო რომის იმპერატორი არნულფი

899 წლის 8 დეკემბერს გარდაიცვალა იმპერატორი არნულფ კერნტენელი (სლოვ. Arnulf Koroški, გერმ. Arnulf von Kärnten). იგი იყო კაროლინგების გვარიდან. გერმანიის მეფე იყო 887 - 899 წლებში, იტალიის მეფე 896 - 899 წლებში, საღვთო რომის იმპერატორი 887 - 899 წლებში.

მომავალი იმპერატორი გახლდათ ბავარიისა და იტალიის მეფის, შარლომანის (კარლომანის) ვაჟი დაურეგისტრირებელი ქორწინებიდან.


880 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ არნულფმა მიიღო საჰერცოგო კარინტია. 887 წელს, როდესაც ცხადი იყო, რომ ბიძამისი, კარლ III სქელი ვერ ართმევს მმართვას თავს, ბევრი გერმანელი დიდებული იმ აზრამდე მივიდა, რომ სახელმწიფოს სათავეში მისი ძმისშვილი დაეყენებინათ. არნულფი განთქმული იყო როგორც მამაცი მეომარი, იგი წარმატებით ებრძოდა მორავიელ სლავებს. 887 წლის შემოდგომაზე მან შეკრიბა ბავარიელები და სლავები და დასავლეთისკენ დაიძრა. ფრანკონებმა და საქსონებმა მას დაუჭირეს მხარი. შემდეგ მას ტიურინგებიც შეუერთდნენ. კარლის მხარდასაჭერად იარაღი ხელში ალემანებმაც კი არ აიღეს. დეკემბერში გერმანელი დიდებულები შეიკრიბნენ ფორხგეიმში და ერთხმად მეფედ აირჩიეს არნულფი. ამის შემდეგ კარლმა უარი თქვა ხელისუფლებაზე და მეტოქეს თავისი ვაჟი გაუგზავნა, იმედით რომ ის მასზე იზრუნებდა.


მიუხედავად ამ წარმატებებისა, არნულფი რთულ მდგომარეობაში იყო. იმპერატორის ხელისუფლება წლიდან წლამდე სუსტდებოდა. ვასალი მეფეები ყველა ხელსაყრელ მომენტს იყენებდნენ თავისი საზღვრების გასაზრდელად. აღმოსავლეთ საზღვარზე სლავური ტომები თარეშობდნენ. განსაკუთრებით საშიში იყო გერმანელთა ძველი მტერი, მორავიელი დიდებული სვიატოპლუკი. ნინდერლანდებში ნორმანები თარეშობდნენ. ალემანიაში დამკვიდრდა ბერნგარდი, კარლ სქელის უკანონო შვილი. იტალია ფაქტიურად ჩამოშორდა იმპერიას და რამდენიმე ადგილობრივი მეფე იბრძოდა ძალაუფლებისთვის.

ამ მძიმე მდგომარეობაში, არნულფმა თავი გამოაჩინა, როგორც ლუდვიგ გერმანელის ღირსეულმა შთამომავალმა. იგი მორავიის საზღვარზე იდგა, სვიატოპულკთან საომრად ემზადებოდა, როდესაც შეიტყო, რომ ნინდერლანდებში გაგზავნილ ჯარს ნორმანებმა ალყა შემოარტყეს და სასტიკად დაამარცხეს. არნულფმა დატოვა ბავარიული რაზმი აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად და გაემართა ქვემო რეინისკენ. ნორმანები მას გამაგრებულ ადგილას ელოდებოდნენ, მდინარე დეილასთან, ლუვენის მახლობლად. არნულფი ჩამოქვეითდა და მოუწოდა რაინდებს ქვეითად ებრძოლათ. 891 წლის 1 ნოემბერს ცხარე ბრძოლის შემდეგ ნორმანთა ბანაკი აიღეს, ხოლო ნორმანები გაანადგურეს.


893 წელს არნულფმა დაიწყო სვიატოპოლკის წინააღმდეგ ლაშქრობისთვის მზადება. ივლისში იგი მორავიაში შევიდა, ბავარიული, ფრანკონული და ალემანური რაზმებით. მიუხედავად დიდი ძალებისა, ლაშქრობა უშედეგოდ დამთავრდა, არნულფმა ვერ აიღო სვიატოპოლკის სიმაგრეები და უკან დაბრუნდა დიდი დანაკარგებით. შემდეგ წელს სვიატოპუკლი გარდაიცვალა, მისი სამეფო დაიშალა და მემკვიდრეები უნგრეთთან ომში გაებნენ. ვინაიდან ამ მხრიდან საშიშროება აღარ იყო, არნულფმა ყურადღება იტალიაზე გადაიტანა. ალპებზე წარმატებით გადასვლის შემდეგ, მან აიღო ბერგამო და ბრძანა გარნიზონის უფროსის ჩამოხჩობა. ამით შეშინებულმა მილანმა და პავიამ იმპერატორს კარიბჭე გაუღეს. ბევრმა დიდებულმა თავი მის ვასალად სცნო. არნულფს რომზეც სურდა გალაშქრება, მაგრამ გერმანელებმა უარი თქვეს, რადგან მობილიზაციის კანონიერი ვადა გავიდა. არნულფი გერმანიაში უნდა დაბრუნებულიყო.


895 წელს იმპერატორმა მეორედ დაიკავა ჩრდილო იტალია. როდესაც იგი ლუკაში შობას აღნიშნავდა, მან მიიღო ცნობა, რომ, ჰერცოგმა სპოლეტო ლამბერტიმ რომი აიღო და პაპი წმ. ანგელოზის ციხეშია გამოკეტილი. არნულფი რომისკენ გაეშურა, რომლის კარიბჭეც დაკეტილი დახვდა. მეტოქეებმა დაცინვით უარი უთხრეს დანებებაზე. მაშინ არნულფმა შტურმით აიღო ქალაქი. ლამბერტის ბევრ მომხრეს მეფემ თავი მოკვეთა, ხოლო ხალხს მისთვის ერთგულება დააფიცებინა. პაპი მას წმინდა პეტრეს ტაძრის კიბეებზე შეეგება და 896 წლის აპრილში თავზე იმპერატორის გვირგვინი დაადგა. არნულფმა რომში ორი კვირა დაჰყო, შემდეგ კი სპოლეტოზე გაილაშქრა. ფერმოზში მან ალყა შემოარტყა ციხეს, სადაც ლამბერტის დედა ანგილტრუდა იყო გამაგრებული. წერენ, რომ ანგილტრუდამ მოისყიდა იმპერატორთან მიახლოვებული პირი, რომელმაც იმპერატორს ნელა მოქმედი საწამლავი მისცა. არნულფი ავად გახდა და მოუწია ალყის მოხსნა. გერმანელების იტალიიდან დახევა გაქცევის მაგვარი იყო. ლამბერტი მათ ფეხდაფეხ მოყვებოდა და ხსნიდა იმპერატორის მიერ დანიშნულ ხალხს. არნულფი მას ხელს ვეღარ უშლიდა, რადგან უფრო და უფრო ავად ხდებოდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან ცოლს ღალატში დასდო ბრალი, მაგრამ რეგენსბურგის თათბირმა 899 წელს იგი გაამართლა. ცოტა ხანში არნულფი გარდაიცვალა.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ზოსიმე მხედარი
19 ივნისი (2 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე ზოსიმე მხედრის (II) ხსენების დღეს.
წმიდა მოციქული იუდა, ხორციელად ძმა უფლისა
19 ივნისი (2 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა იუდა მოციქულის, ხორციელად ძმისა უფლისა (+დაახლ. 80) ხსენების დღეს.
gaq