საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

აღმოსავლეთ რომის იმპერატორი მარკიანე და გუბაზ მეფე
მარკიანე (ფლავიუს მარკიანე) (დ. 392 — გ. 27 იანვარი, 457) — აღმოსავლეთ რომის იმპერატორი 450-457 წლებში. ცხოვრების დიდი ნაწილი ლაშქრობებში გაატარა. სპარსეთის ომის დროს (420-422 წწ.) იყო გუთების ლეგიონში.
443 წელს აფრიკაში ვანდალებმა დაატყვევეს. გაათავისუფლა თავად ვანდალთა მეფემ გაიზერიხმა, რომელმაც იმპერატორობა უწინასწარმეტყველა და პირობაც ჩამოართვა, რომ იმპერატორობის შემთხვევაში ვანდალების წინააღმდეგ არ იომებდა. თეოდოსიუს II-ის გარდაცვალების შემდგომ მისი კანდიდატურა სენატს შესთავაზეს, ხოლო, თავისი ძმის, თეოდოსი უმცროსის (408-450) თანამმართველი და მრჩეველი - პულხერია მას ცოლად უნდა გაჰყოლოდა იმ პირობით, რომ ის დარჩებოდა ქალწულად. რაზეც მარკიანე დათანხმდა.
 წმიდა პულქერიას სურდა, კვლავ განმარტოებას დაბრუნებოდა, მაგრამ მეფემ და დიდებულებმა თხოვეს, ხელი არ აეღო მმართველობაზე და მარკიანეს გაჰყოლოდა ცოლად. საერთო სარგებლისთვის იგი დათანხმდა ამ წინადადებას, მაგრამ იმ პირობით, რომ ქორწინებაში მისი ქალწულება დაცული იქნებოდა. ამგვარად, დედოფალი მონაზვნური სიწმიდით ცხოვრობდა. 

ეგრისის მეფე გუბაზ  აუჯანყდა ბიზანტიის იმპერატორ მარკიანეს  და დახმარება სთხოვა ირანს. მაგრამ ირანელებმა უარი შეუთვალეს გუბაზს. ბიზანტიელებმა ჯარი გამოგზავნეს ეგრისში და გუბაზი აიძულეს ტახტიდან გადამდგარიყო და მეფობა თავისი შვილისათვის, წათესთვის დაეთმო. იმპერატორმა მარკიანემ მოსთხოვა გუბაზს კონსტანტინოპოლში ხლებოდა. ეგრისელთა მეფემ იმპერატორს ხელშეუხებლობის გარანტია მოსთხოვა და მისი მიღების შემდეგ ეწვია კონსტანტინოპოლს 465 წელს, როდესაც უკვე ბიზანტიის იმპერატორი ლეონ I იყო.


მარკიანე იყო ჭკვიანი პოლიტიკოსი, მაგრამ დიდი განათლებულობით არ გამოირჩეოდა. მისი მმართველობისას შედგა 451 წელს მე-4 მსოფლიო საეკლესიო კრება ქალკედონში, რომელმაც დაგმო დიოსკორესა და ევტიქის ერესები. . მან ბოლო მოუღო ჰუნების თარეშს, თუმცა ამას ხელი, ასევე, შეუწყო ატილას სიკვდილმა 453 წელს.

მამული, ენა, სარწმუნოება

10 ივნისი - ხსენება წმიდა მოწამე ელიკონიდასი (244)
წმიდა მოწამე ელიკონიდა ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმიდა აღმსარებელი სასტიკად ცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა.
10 ივნისი - ხსენება წმიდა ნიკიტასი, ქალკედონის ეპისკოპოსისა (IX)
წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული.
gaq