საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი
გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი საქართველოს ელჩი გერმანიაში 2010-2013 წლებში
გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი (Gabriela von Habsburg) გახლავთ ავსტრიის უკანასკნელი იმპერატორის კარლოს (კარლ) I-ის მემკვიდრე ვაჟის, უფლისწულ ოტოს ქალიშვილი. იგი მრავალჯერაა ჩვენს ქვეყანაში ნამყოფი. იყო საქართველოს ელჩი გერმანიაში. მამამისს და მას დიდი დამსახურება მიუძღვით ჩენი სამშიბლოს წინაშე.

georoyal.ge

გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი - (დ. 14 ოქტომბერი, 1956, ლუქსემბურგი) - მოქანდაკე, ცხოვრობს შტარნბერგის ტბაზე. იგი მოღვაწეობს მსოფლიო მასშტაბით, ძირითადად ქმნის მაღალხარისხოვანი ფოლადის აბსტრაქტულ სკულპტურებს, აგრეთვე აქვს გრაფიკული და ლითოგრაფიული ნამუშევრები.

განათლება და კარიერა

სკოლის დამთავრების შემდეგ (1976 წ., ტუტცინგი, ბავარია) გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი ფილოსოფიას სწავლობდა მიუნჰენის უნივერსტეტში (1976-1978). 1978-1982 წლებში გააგრძელა სწავლა მიუნჰენის სახვით ხელოვნების აკადემიაში რობერტ იაკობსონთან და ედუარდო პაოლოცისტან. 2001 წლიდან ქ. თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორია. 2001-2005 წლებში ასწავლიდა ქ. ნოიშტადტის (მდ. დუნაიზე) საზაფხულო აკადემიაში. 2005 წლიდან ბად რაიჰენჰალის აკადემიაში, ხოლო 2004 წლიდან შეიერნის პროფესიულ უმაღლეს სასწავლებელში ასწავლის ხელოვნებას. 2009 წლის ნოემბერში გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი დაინიშნა საქართველოს სრულუფლებიან ელჩად [1] გერმანიაში.[2] 2010 წლის მარტიდან გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი საქართველოს წარმოადგენს ავსტრიის საგარ
გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის მამა, უფლისწული ოტო ფონ ჰაბსბურგი
ეო სამსახურის საერთაშორისო საბჭოზე.

ოჯახი

გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი არის ოტო ფონ ჰაბსბურგისა და რეგინა ფონ ჰაბსბურგის მეოთხე შვილი. იგი დაქორწინებული იყო 1978-1998 წლამდე გერმანელ ადვოკატ ქრისტიან მაისტერზე და ჰყავს სამი შვილი სევერინი, ლიობა და ალენა.

მუდმივი გამოფენები

გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი ყოველწლიურად აწყობს გამოფენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2005 წლიდან იგი განსაკუთრებით აქტიურად მოღვაწეობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში .

1989 წ. - საავტრო გალერეა, მიუნჰენი
1989 წ. - სუზენ ქონვეი ქეროლის გალერეა, ვაშინგტონი.აშშ
2000 წ. - გალერეა ლოიპი, ციპინგენი, შვეიცარია

საჯარო შეკვეთები2007 წ.- ვარდების რევოლუციის მონუმენტი, თბილისი საქართველო

2007 წ.- შადრევანი ნალი და ბორბალი, ასტანა, ყაზახეთი
2004 წ.- ფონდი ’’ქანდაკება შვეიცარია’’, ლუცერნი, შვეიცარია [3]
2000 წ.- ქ. თბილისი, საქართველო
1999 წ.- ქ. ბეთლემი, პალესტინა
1998 წ.- ქანდაკების პარკი საროსპატაკი, უნგრეთი
1998 წ.- გალერეა მურსკა სობოტა, სლოვენია
1998 წ.-სკოპიეს ქალაქის მუზეუმი, მაკედონია
1997 წ.- ქალაქის გალერეა, ბუდაპეშტი, უნგრეთი
1997 წ. - საზოგადოება ჰესპერინგენი, ლუქსემბურგი
1997 წ.- ქ. ლეტენიე, უნგრეთი
1996 წ.- მუზეუმი ვიურტი, კიუნცელზაუ, გერმანია
1995 წ.- ზალცბურგის უნივერსიტეტი, ავსტრია
1995წ.- უცხოურ
გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის პაპა იმპერატორი კარლოს I, ბებია, დედოფალი ციტა, და მამა, უფლისწული ოტო
ი ხელოვნების მუზეუმი, რიგა, ლატვია
1994წ.- ერნსტ მუზეუმი, ბუდაპეშტი, უნგრეთი
1994 წ.- ახმატოვას მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი
1994 წ.- ბოცენის მუზეუმი, ბოცენი, იტალია
1994 წ.- Voest Alpine, ლინცი, ავსტრია
1992 წ.- ქ. ვესპრემი, უნგრეთი
1992 წ.- ლანკო დეზსცოს მუზეუმი, ვესპრემი, უნგრეთი
1990 წ.- მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ვაშინგტონი
1985 წ.- ფერდინანდეუმ მუზეუმი, ინსბრუკი, ავსტრია

ჯილდოები1991 წ.- Förderpreis für bildende Kunst und Architektur der Sudetendeutschen Landsmannschaft (არქიტექტურისა და ხელოვნების წლიური ჯილდო)

1995 წ.- მასარიკის ხელოვნების აკადემიის პრემია, პრაღა, ჩეხეთი
1996 წ.- სოპრონის საზღვრის გახსნის აღსანიშნავი მონუმენტი
2000 წ.- ეროპული ხელოვნების კავშირი, პaრიზი
1994 წლიდან- კინოს პრემიის "MediaNet-Award" პრიზის გაფორმება, მიუნჰენის ფილმის ფესტივალი
1996 წლიდან- კინოს პრემიის "VFF TV-Movie Award" პრიზის გაფორმება, მიუნჰენის ფილმის ფესტივალი
1997 წლიდან - კინოს პრემიის "High Hopes Award" პრიზის გაფორმება, მიუნჰენის ფილმის ფესტივალი
1997 წლიდან - კინოს პრემიის "CineMerit Award" პრიზის გაფორმება, მიუნჰენის ფილმის ფესტივალი
1998 წლიდან - კინო პრემიის "Deutscher Filmschulpreis" პრიზის გაფორმება, მიუნჰენის ფილმის ფესტივალი

მამული, ენა, სარწმუნოება

თომა მოციქული (მისი თავის ქალა საქართველოშია დაცული)
6 (ახალი სტილით 19) ოქტომბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმინდა თომა მოციქულის ხსენების დღეს.
წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ I კათოლიკოსი (+1642)
4 (17) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ I კათოლიკოსის (+1642) ხსენების დღე.
gaq