საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

კონსტიტუციური მონარქია
გელა გურასპაშვილი
 პატრიარქმა 2008 წლის დასაწყისში საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრების საჭიროობას გაუსვა ხაზი. ახალგაზრდა ირაკლი შიოლაშვილს ცნობიერების ჩამოყალიბებისთანავე, რადგან მან შეგნებულად ცხოვრების გზად ღვთის სამსახური აირჩია, არ შეიძლებოდა მონარქიასთან დაკავშირებით ჰქონოდა დღევანდელისაგან განსხვავებული პოზიცია, მაგრამ სწორედ ახლა, თავისი დიდების ზენიტში თვლის საჭიროდ უწმინდესი და უნეტარესი იქადაგოს სახელმწიფოებრიობის ამ ფორმის მნიშვნელობაზე.პატრიარქის მასშტაბის კაცები არც დროში და არც შინაარსით შემთხვევით არაფერს ამბობენ, თუმც საზოგადოებამ (არაპირველად) სათანადოდ ვერ შეაფასა ეს ისტორიული ეფისტოლე და თუ რამენაირად გამოეხმაურა ამ თემას, სადისკუსიოდ მხოლოდ ტახტის მემკვიდრის საკითხი გახადა.

ჩვენი საზოგადოების ნაწილი ერთობ უცნაურად მიუდგა მემკვიდრის ტახტზე ასვლის საკითხს, თუ ადრე მას თავადაზნაურობის სავარაუდო პრეტენზიები აღიზიანებდა და ტახტის მემკვიდრეთა შორის მოსალოდნელი დაპირისპირება აფრთხობდა, დღეს ურწმუნოდ უყურებს მომავალი მონარქის ჯერ არ ჩადენილ საქციელს.

ითხოვეს: ტახტის მემკვიდრე ბაგრატიონთა სხვადასხვა შტოს შთამომავალი იყოს და ის პატრიარქმა აღზარდოს.
საზოგადოება უფლებამოსილია თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ის კარგად უნდა აცნობიერებდეს, რომ მისი ზეგავლენა სახელმწიფოს ინტერესებისათვის უნდა იქნეს გამოყენებული. ყოვლად დაუშვებელია მონარქის ტახტზე ასვლა, თუ ის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გარდა: ხელისუფლების, კერძო პირების ან პოლიტიკური ჯგუფების ვალდებულებებით იქნება დატვირთული, რადგან მეფე არბიტრია, რომლის ობიექტურობაზეა დამოკიდებული ქვეყნის სტაბილურობა და განვითარება.მიუთითებდე მეფეს ზნეობისკენ და სამშობლოს სიყვარულისკენ იგივეა, მრევლი მოუწოდებდეს პატრიარქს ათი მცნების დაცვისკენ.ალბათ უსამართლოა, წინასწარ ვისაუბროთ ტახტის მემკვიდრეზე თუნდაც იმიტომ, რომ სამეფო გვირგვინოსნები სხვადასხვა დროს სრულიად განსხვავებული პიროვნებები იქნებიან, რასაც ადასტურებს საქართველოს ისტორია.

კონსტიტუციური მონარქიის სრულფასოვნების ატრიბუტი მონარქიასთან ის გახლავთ, რომ თუ მონარქი თითქმის განუსაზღვრელი უფლებებით არის აღჭურვილი, კონსტიტუციური მონარქიის შემთხვევაში მეფემ ,, კარგი ქცევით ” უნდა უზრუნველყოს თავისი მომავალი.კონსტიტუციური მონარქიის უპირატესი ხიბლი იმაშია, რომ მის საფუძვლიანობას განსაზღვრავს ინსტიტუტი, მონარქის პიროვნული თვისებები კი მხოლოდ ამყარებს მას. კონსტიტუციური მონარქიის ინსტიტუტი დემოკრატიის საფუძვლების გამყარების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.მსოფლიოს გამოცდილება გვიჩვენებს ხელისუფლებების მიერ გაძევებული დინასტიები ბრუნდებიან ტახტზე, ხალხისმიერ დევნილები ვერა. ამას მოწმობს იტალიისა და საფრანგეთის სამეფო დინასტიების მაგალითები.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე საბერძნეთში, დემოკრატიის სამშობლოშივე დაიწყო მისი კრიტიკა. ანტიკური ხანის ინტელექტუალები მიუთითებდნენ დემოკრატიის არასრულფასოვნებაზე და მიაჩნდათ, რომ ხალხის ბედი მხოლოდ ღირებულებების მატარებელ რაინდებს უნდა ემართათ. ისტორიამ დაადასტურა, რომ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებანიც კი ხშირად აჭარბებენ თავიანთ უფლებებს და ხალხებისათვის სარგებლის ნაცვლად უდიდესი ზიანი მოაქვთ.

კონსტიტუციური მონარქია ყველაზე მძლავრი იარაღია ხალხის ხელში გათავხედებული ხელისუფლების მოსათოკად. საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენამდე კონსტიტუციური მონარქია რომ დამყარებულიყო ალბათ არ იქნებოდა დამოუკიდებლობის აქტზე მანანა არჩვაძის ხელმოწერა არ მოხდებოდა სისხლიანი გადატრიალება 1991 წელს, არ შეჭამდა კორუფცია ქვეყანას შევარდნაძის ეპოქაში ვერ გატარდებოდა ანტიქართული პოლიტიკა სააკაშვილის მმართველობისას, მრავალჯერ ვერ გაყალბდებოდა არჩევნები. არ იქნებოდა ქვეყანა ასეთი უსუსური ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.ტახტის მემკვიდრეობითობა განმსაზღვრელი ფაქტორია იმისა, რომ მეფე ხალხის ინტერესის წინააღმდეგ ვერ წავა, სახელმწწიფოს ინტერესების დაცვა მის პირად ინტერესებშია. არცთუ ნაკლებად მნიშვნელოვანია ისტორიული ვალდებულება, მონარქს არაღირსეული საქციელის უფლებას არ აძლევს: დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალის და სხვა დიდ წინაპართა მემკვიდრეობა.იმ სახელმწიფოებმაც კი, სადაც დემოკრატიის ღირებულებები უკვე კარგა ხანია საფრთხის ქვეშ აღარ დგას უარი თქვეს კონსტიტუციური მონარქიის შეცვლაზე საპარლამენტო ან საპრეზიდენტო მოდელით, პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ კარგად ესმით სტაბილურობის ფასი და პატისვ სცემენ ტრადიციებს.

ყველამ მაპატიოს თუ მტკივნეულ რამეს ვამბობ, მაგრამ: ჩვენს საზოგადოებაში სადაც ძალის კულტია, სადაც მდაბიური გრძნობებით „უყვართ“ ძლიერნი და არა ღირსეულნი, სადაც გათითოკაცების მაღალი ხარისხია, სადაც სათნოების შიმშილია და საზოგადოება მთლიანობაში უუნაროა პროცესები მართოს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლების მონარქიით კონტროლის ბერკეტის არ ამოქმედება დანაშაულის ტოლფასია, მე ასე გავიგე პატრიარქის ეპისტოლე.
მონარქიის დამკვიდრება ნიშნავს, რომ მეფე სახელმწიფოს პირველი პირია, ხოლო ხელისუფლება რომელიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში მართავს ქვეყანას კონტროლდება, როგორც ქვემოდან ხალხის მიერ, ისე მონარქისაგან.მონარქი გარანტია ქვეყანაში მცხოვრები ყველა ხალხების ერთობისა, მათი უფლებების სრული დაცვისა და აქედან გამომდინარე მათი ერთგულების უზრუნველყოფისა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. მონარქი გარანტია: კონსტიტუციის ხელყოფისაგან დაცვის, ხალხისათვის კონსტიტუციით და კანონებით მინიჭებული უფლებების დაცვის, სამართლის მაღალი ხარისხისა და დემოკრატიის ძირითადი ღირებულებათა დაცვის.

არსებობს კონსტიტუციური მონარქიის ეფექტურობის მსოფლიო გამოცდილება. საქართველოს ამ ტიპის პრაქტიკა არ გააჩნია, მაგრამ მსოფლიოს გამოცდილება და ბაგრატიონთა უძველესი დინასტიის როლი საქართველოს ისტორიაში მოტივირებულს ხდის ვარაუდს, რომ კონსტიტუციური მონარქიის დამყარება დადებითი მოვლენა იქნება ჩვენი ქვეყნისათვის.
საერთაშორისო კავშირების გარდა, რომელიც სამეფო ოჯახებს შორის ურთიერთობას გულისხმობს არც თუ უმნიშვნელოა ის ფაქტიც, რომ იქმნება ელიტარული ოჯახი, რომელიც ახალ ხარისხში აიყვანს კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების მფარველობას საქართველოში.

მონარქიის დამკვიდრება უნაყოფო შეიძლება აღმოჩნდეს, მანამ საზოგადოება არ გაითვითცნობიერებს მის მნიშვნელობას. კრიზისის დაძლევა მეფეს მხოლოდ მაშინ შეეძლება, როდესაც იგი საზოგადოების მხარდაჭერის მაღალი ხარისხით იქნება აღჭურვილი.

საჩოთიროა, მაგრამ სათქმელი, საუბარი იმ ხარჯების შესახებ, რომელიც საჭიროა მონარქიის და სასახლის კარის შესანახად, რადგან გაურკვევლობაში მყოფი საზოგადოების ნაწილი პრობლემას ამაშიც ხედავს. იმის თქმა, ზუსტად რამდენი იქნება დანახარჯი ძნელია, მაგრამ ეს თანხები რომ არ იქნება იმაზე მეტი, რასაც პარლამენტი იმატებს ყოველწლიურად საკუთარი კეთილდღეობის ასამაღლებლად, ნათელია.

კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრება საქართველოს არაკეთილმოსურნეებს საკმაოდ არაკომფორტულ გარემოს შეუქმნის და ისინი აქამდეც ყველაფერს აკეთებდნენ და მომავალშიც გააკეთებენ, რათა საზოგადოება იყოს შეცდომაში შეყვანილი და გამრუდდეს იმ დადებითი მხარეების წარმოდგენა, რისი მოტანაც შეუძლია სახელმწიფოებრივი წყობის ამ ფორმას.

მონარქიის გაუქმება ქართული სახელმწიფოებრიობის მოშლის მიზნით განხორციელდა ქართველი ერის ნების საწინააღმდეგოდ. დადგა დრო, ქართულმა საზოგადებამ იფიქროს ეროვნულ ყრილობაზე, რომელიც კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრების ყველა ასპექტს განიხილავს. 

გელა გურასპაშვილი
რეზონანსი – მთელი კვირა – ორშაბათი 20 ოქტომბერი,2008
   http://qartulisaxelmcifoebrioba.ge/KonstMonarx.htm შაბათი, 19 სექტემბერი 2009 წ
 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-10-18
ღირსისა მამისა ჩვენისა გრიგოლ ხანძთელისა (861); კლარჯეთის უდაბნოს ღირსთა მამათა და დედათა, რომელთა შორის უნდა ვიგულისხმოთ: კათალიკოსნი - ნერსე, იშხნის პირველად აღმაშენებელი და ნეტარისა ილარიონი. მღვდელმთავარნი - ზაქარია, მაკარი და ეზრა ანჩელნი, საბა იშხნელი, სტეფანე მტბევარი; ღირსისა მამისა იოანე, ბაღდათს სარკინოზთაგან მოკლული; ღირსნი მამანი - თეოდორე (ნეძვის მაშენებელი), ქრისტეფორე (კვირიკეთის მაშენებელი), ამონა, პეტრე, სამოელი, ანდრია, ამბა გიორგი, მაკარი (ოპიზელნი), შიო საკვირველთმოქმედი; გიორგი, მიქაელი, პავლე, ბასილი (ზარზმელნი); ხვედიოსი, ეპიფანე, მატოი, ზენონი, არსენი, იოვანე, ბასილი, დიმიტრიოსი, არსენი, მაკარი; თეოდორე, გაბრიელი, გიორგი მერჩულე (ხანძთელნი), მიქელ პარეხელი და მოწაფენი მისნი - ბასილი და მარკელაოსი; დავითი, იაკობი (მიძნაძორელნი), გრიგოლი, სოფრონი (შატბერდელნი); ზაქარია (ბარეთელთის მაშენებელნი), ილარიონ პარეხელი, ილარიონი (უბის მამასახლისი); ღირსნი დედანი - თებრონია, თემესტია, ანასტასია; ღირსი ანატოლე (ანტინიოს) დაყუდებული (IX). მოწამისა ხარიტინასი (304); მღვდელმოწამისა დიონისესი, ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა (264-265); მოწამისა მამელხვა სპარსელისა (დაახ. 344); წმ. პეტრესი, ალექსისა, იონასი, ფილიპესი და ერმოგენისა - მოსკოველ საკვირველთმოქმედთა. უბისობა.
gaq