|
ბრიტანეთის მაშინდელი მონარქია სახალხო იყო, მაგრამ ელისაბედ II-ს ამ ნაბიჯმა იგი უფრო მეტად დემოკრატიული, უფრო მეტად თანამედროვე და უფრო მეტად სახალხო გახადა. ამ დაჯილდოებით დედოფალმა ხალხს უჩვენა, რომ განურჩევლად ასაკისა და საქმიანობისა, ყველა ადამიანის ღვაწლი შეიძლებოდა დაფასებულიყო სახელმწიფოში. ადრე თუ მხოლოდ ომის მონაწილეები, მწერლები და პროფესორები იღებდნენ ორდენს, ახლა, ასე 22-24 წლის, სულ უბრალო წარმოშობის ბიჭებსაც შეეძლოთ სერის წოდება ეტარებინათ. თან გამოჩნდა, რომ ელისაბედ II-ს კარგი მუსიკალური გემოვნება ჰქონია.
|
|
ბიზანტიელმა არისტოკრატიამ და სამღვდელოებამ მხარი ბოტანეატესს დაუჭირა, რომელმაც ტახტზე ასვლისთანავე ცოლად შეირთო მიხაელ VII-ეს მეუღლე მარიამ ბაგრატიონი, საქართველოს მეფის გიორგი II-ის და.
|
|
მეფემ გაატარა მთელი რიგი რეფორმები მეფის ხელისუფლების გასამტკიცებლად.1439 წელს დააარსა მუდმივი არმია, დააწესა პირდაპირი გადასახადი - ტალია.
|
|
1349 წელს გამოსცა ე. წ. „სტეფან დუშანის კანონები“ — სერბეთის კანონთა კრებული.
|
|
ალფონსო 14 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და დიდებულებმა იგი მეფედ გამოაცხადეს. გრაფ ფრუელას სურდა ახალგაზრდა მეფისთვის ტახტის წართმევა, მაგრამ დიდებულები ალფონსოს ერთგულები დარჩნენ. ფრუელა მოკლეს, ხოლო ალფონსო მეფედ აკურთხეს.
|