საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > ინტერვიუ

სამეფო ორდენები და სახელმწიფო ჯილდოები საქართველოში
ლალი პაპასკირი
სიმონ კოპაძე

ინტერვიუ „უფლის ხელთუქმნელი კვართისა და საქართველოს არწივის“ ბაგრატოვანთა დინასტიური ორდენის, საქართველოს რექტორთან - სიმონ კოპაძესთან (ჟურნალი „ისტორიანი“)

ორდენი მედალი არ არის, ხოლო რაინდი - ტიტული!

ორდენებისა და რაინდობის თემა ბოლო დროს ბევრისთვის იუმორით ან სულაც ირონიით განხილვის საგანი გახდა. უფლის ხელთუქმნელი კვართისა და საქართველოს არწივის ორდენის საქართველოს რექტორის, სიმონ კოპაძის აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ ფალერისტიკის (ჯილდოთმცოდნეობა), ისევე როგორც ჰერალდიკის შესახებ, საბჭოთა პერიოდში და მის შემდგომ წლებშიც, ძალან ცოტა იწერებოდა. საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს ლიტერატურა ამ დისციპლინების შესახებ, რომელიც წარმოდგენას მაინც შეუქმნიდა დაინტერესებულ საზოგადოებას. მისი განმარტებით, ორდენი არ არის მხოლოდ ჯილდო ან ლითონის ფირფიტა, ან ჯვარი... ხოლო რაინდი არ არის ტიტული.

 

ორდენი, პირველ ყოვლისა, არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს წესდება-სტატუტი, მმართველობითი ვერტიკალი - კაპიტული, აქვს საკუთარი სიმბოლოები (ანუ ის, რასაც დღეს ორდენს უწოდებენ) და ხშირ შემთხვევაში, საკუთარი სამოსიც.

ორდენის წევრები არიან რაინდები, იგივე კავალერები, რაც სხვადასხვა ენაზე სხვადასხვაგვარად ჟღერს: chevalier (ფრანგ.), caballero (ესპ.), cavallo (იტალ.); ritter (გერმ.), knight (ინგლ.). რაინდები სხვადასხვა იერარქიულ საფეხურს იკავებენ. თითქმის ყველა ორდენს ხუთი ხარისხი აქვს. პირვე

ლი ხარისხი რაინდია, იგივე შევალიე, კავალერი, და სხვ.; მეორე ხარისხია რაინდი კომანდორი; მესამე - რაინდი გრანდ კომანდორი; შემდგომ მოდის რაინდი გრანდ კროსი, ანუ დიდი ჯვრის რაინდი და ბოლოს უმაღლესი - გრანდ კოლიე, ანუ დიდი ყელსაბამის რაინდი.

თუმცა ჯობს, უფრო შორიდან დავიწყოთ თხრობა, როგორ დაედო სათავე ორდენებს, რა ფორმით განაგრძო არსებობა და როგორ მოაღწია ამ ინსტიტუტმა დღემდე.

სიმონ კოპაძე: - რაინდთა სასულიერო-მხედრულ ორდენებს ჯვაროსნული ომების ეპოქაში ეკლესიამ ჩაუყარა საფუძველი. პირველები იყვნენ ჰოსპიტალიერთა, ანუ ,,წმ. იოანე იერუსალიმელის ორდენი’’ (1099 წ.) და ტამპლიერთა ანუ ,,სოლომონის ტაძრისა და ქრისტეს ღატაკ რაინდთა ორდენი’’ (1118 წ.), რომელთა სტატუტები თვით რომის პაპმა დაამტკიცა.

XIV საუკუნიდან ევროპაში იწყება საერო-რაინდული ორდენების ჩამოყალიბება. ასეთ ორდენებს მონარქები აარსებდნენ და სასულიერო რაინდთა ზენაციონალური ორდენებისგან განსხვავებით, მათ უფრო ნაციონალური ხასიათი ჰქონდათ.

ყველა ორდენს ჰყავდა თავისი მფარველი წმინდანი და გააჩნდა სტატუტი, რომელიც არეგულირებდა რაინდთა მოწვევისა და სხვა წესებს. სახელმწიფო და ორდენის ადმინისტრაცია ერთიანად იყო ორგანიზებული და მონარქი ან მთავარი იმავდროულად იყო ორდენის გროსმაისტერი - დიდი მაგისტრი. ორდენის მიმდინარე საქმეთა ხელმძღვანელობა ევალებოდა კანცლერს, რომელიც გამორჩეულ რაინდთაგან კაპიტულს აყალიბებდა. ორდენს ჰყავდა ხაზინადარი, რომელიც განაგებდა ორდენის სიმბოლიკისა და სიგელ-გუჯართა და

ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონი
მზადებას, ჰეროლდი, რომელიც კურირებდა საზეიმო ცერემონიალებს.

ისტორიულად, ორდენის სტრუქტურა ითვალისწინებს ორდენის დაყოფას კლასებად და ხარისხებად. გამოსარჩევია სამი ძირითადი კლასი: დიდი ჯვრის, კომანდორისა და რაინდის. ხარისხი უმეტესწილად ხუთია: რაინდი, კომანდორი, გრანდ კომანდორი (დიდი კომანდორი), გრანდ კროსი (დიდი ჯვარი) და გრანდ კოლიე (დიდი ყელსაბამი); ხარისხებისთვის განსხვავებულია ორდენის ნიშნების ფორმები და ზომები. ესენია ორდენის ვარსკვლავი, ორდენის ლენტი და ორდენის სიმბოლო. მნიშვნელობა აქვს ორდენის ტარების წესსაც და სამოსზე მისი განლაგების რიგითობას (თანამიმდევრობა, უმცროს-უფროსობის მიხედვით).

ორდენის ამ სტრუქტურამ დღემდე მოაღწია, იგი შენარჩუნებულია ევროპის როგორც მონარქისტულ, ისე რესპუბლიკურ ქვეყნებში.

XVIII-XIX საუკუნეებიდან ორდენების ორი კატეგორია ჩამოყალიბდა: სამეფო-საიმპერატორო, ანუ დინასტიური და სახელმწიფო. დინასტიურ ორდენში რაინდთა მოწვევას წყვეტდნენ მხოლოდ თავად სუვერენები, ხოლო სახელმწიფო ორდენებით დაჯილდოებას ამზადებდნენ ორდენის კაპიტულები და წარუდგენდნენ სუვერენს, რომელიც წარდგინებას ადასტურებდა.

XX საუკუნის ორმა მსოფლიო ომმა და სხვადასხვა რევოლუციამ არაერთ ქვეყანაში შეცვალა მმართველობის ფორმა. ბევრმა სამეფო თუ საიმპერატორო დინასტიამ მოქმედება დევნილობაში განაგრძო. შესაბამისად, მათმა დინასტიურმა ორდენებმა მეტი დატვირთვა შეიძინეს. ისინი გახდნენ კომუნიკაციის ძირითადი საშუალებები მოქმედ დინასტიებსა და სხვა სახელმწიფოთა მეთაურე

უფლის კვართის ორდენი
ბთან ურთიერთობისას.

ტრადიციებისადმი ბოლშევიკების ანტაგონისტური დამოკიდებულების მიუხედავად, საორდენო სისტემას გვერდი მათაც ვერ აუარეს. ბოლშევიკებმა შექმნეს საკუთარი მახინჯი ფორმა, რომელმაც ძირითადი აქცენტი გადაიტანა ორდენის ნიშანზე და არა სტრუქტურასა და პრინციპზე. სამწუხაროდ, საქართველო გახდა სწორედ ამ მახინჯი ფორმის პირდაპირი მემკვიდრე, რამაც განაპირობა ირონიული და გაუგებარი დამოკიდებულება დინასტიური საორდენო სისტემისადმი. საბჭოთა კავშირში დაჯილდოებას კურირებდა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომელიც კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისა და სამინისტროთა წარდგინებით აჯილდოებდა მოქალაქეებს. სახელმწიფო ჯილდოთა გაცემის სისტემაში ეს ფორმა მემკვიდრეობით საქართველომაც მიიღო.

- რა დროიდან მოდის ბაგრატიონთა დინასტიური ორდენები და როგორ დაედო სათავე საქართველოს სახელმწიფო ორდენებს?

- ამჟამინდელი ტიპის სახელმწიფო ორდენების ისტორია XX საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება. თუმცა შინაარსობრივად თუ განვიხილავთ, როგორც მხედრულ საძმოს, მაშინ თამამად შეგვიძლია ორდენებად მივიჩნიოთ იმერეთის მეფე სოლომონ I-ის მიერ შექმნილი ,,ფიცის კაცების’’ მხედრობაც და 300 არაგველიც. ცალკე თემაა ფუსტთა მხედრობა (ქართული სამხედრო-საეკლესიო რაინდთა ორდენი). ტიპოლოგიურად ის სრულად შეესაბამება სასულიერო რაინდთა ორდენს. მისი მიზანი იყო საეკლესიო საგანძურისა და სიწმინდეების დაცვა, რაც პირუთვნელად შეასრულეს 1819-1821 წელს ე.წ. ,,საეკლესიო ამბოხების’’ დროსაც, როცა რუსეთის ეგზარქოსებმა დაიწყე

ს სიწმინდეების გატანა ქართული ეკლესიებიდან. ამ მოვლენას შეეწირა 2000 ფუსტი რაინდი, სწორედ მათი თავდადების შედეგია იმ უნიკალური საგანძურის არსებობა, რომელიც ჩვენს ოქროს ფონდშია დაცული.

პირველი პროექტი, რომელიც სახელმწიფო დინასტიური ორდენების დაარსებას ითვალისწინებდა, იოანე ბატონიშვილს ეკუთვნის. თუმცა ეს ვერ მოხერხდა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის გამო. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, როცა 1915 წელს გერმანიაში დაარსებულმა ,,საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა’’, გერმანიის სარდლობასთან ერთად ჩამოაყალიბა ,,ქართული ლეგიონი’’, რომელიც დაკომპლექტდა ქართველი ტყვეებისაგან და იმჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მუსლიმანი ქართველებისგან. სამხედრო შენაერთი იმავე წელს ჩაერთო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, გერმანიის მხარეს მებრძოლი თურქეთის პოზიციებიდან. ბრძოლებში გამოჩენილი მხედრული მამაცობის წახალისებისთვის, ,,დამოუკდებლობის კომიტეტმა’’ დააფუძნა ,,თამარ მეფის ორდენი’’, რომელმაც 1918 წელს უკვე სახელმწიფო ჯილდოს სტატუსი მიიღო. სწორედ ეს ორდენი უნდა მივიჩნიოთ პირველ ქართულ მხედრულ ჯილდოდ, და რაოდენ სამწუხაროა, რომ მავანთა უვიცობის გამო ეს ორდენი ბოლო წლებში შემოღებულია, როგორც ქალთა ორდენი, რაც სრულიად სხვა რამეს ნიშნავს... ამასთან, აღსანიშნავია, რომ წმინდა თამარ მეფის ორდენი აღდგა 1942 წელს, ირაკლი ბატონიშვილის პატრონაჟით.

ბაგრატიონთა დინასტიური სამეფო ორდენის შემოღება დაკავშირებულია ბატონიშვილ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანთბატონის სახელთან. მან 1939 წელს, პირველმა

თამარ მეფის ორდენი
დიდმა მაგისტრმა, ევროპის სამეფო სახლების ტრადიციათა შესაბამისად, გამოსცა ორდენის კონსტიტუცია-სტატუტი. ორდენის ხუთივე ხარისხი განისაზღვრა საქართველოსა და სამეფო ოჯახისადმი გაწეული სამსახურისთვის, მადლიერებისა და კეთილგანწყობის გამოხატვის ნიშნად. ამით უნდა დაფასებულიყო იმ პირთა დამსახურება და ღვაწლი, რომლებმაც დახმარების ხელი გაუწიეს ემიგრაციაში მყოფ საქართველოს სამეფო ოჯახს.

,,უფლის ხელთუქმნელი კვართის’’, ბაგრატიონთა სამეფო ორდენის შემოღებით, ირაკლი ბატონიშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ საქართველო და მისი სამეფო სახლი პატრონია ქრისტიანობის ერთ-ერთი უპირველესი სიწმინდისა - ,,კვართისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი’’.

სწორედ ამ ორდენის დაარსების შემდგომ შეიტყვეს ევროპის სამეფო დინასტიებმა და არისტოკრატიამ საქართველოსა და მისი სამეფო დინასტიის ისტორიის შესახებ. ამ ორდენში მოწვეულნი იყვნენ იმჟამინდელი  მონარქები და სამეფო და საიმპერატორო სახლების მეთაურები, უმაღლესი მხედრობისა და ევროპის არისტოკრატიული სახლების წარმომადგენლები. მათ შორის არიან დღემდე არსებულ მონარქისტულ სახელმწიფოთა დინასტიების წარმომადგენლები. ჩამოყალიბდა ორდენის წარმომადგენლობები სხვადასხვა ქვეყანაში; დღეს ორდენს აქვს საკუთარი რექტორატი 70-მდე ქვეყანაში.

ორდენის დიდი ყელსაბამის რაინდები არიან: იტალიის მეფე უმბერტო II;  ალბანეთის მეფე ლუკა I; ბულგარეთის მეფე ბორის III; რუანდის მეფე კიგელი V; პორტუგალიის ინფანტი მიგელ დე ბრაგანცა; მონტენეგროს კრონ-პრინცი

საქართველოს გვირგვინის ორდენი
ნიკოლას ნეგოში; სერბეთის კრონ-პრინცი ალექსანდრე კარაგეორგევიჩი; რუმინეთის პრინცი ნიკოლასი; ანჟუსა და სეგოიას ჰერცოგი ჰაიმე დე ბურბონი; ტოსკანის პრინცი ანდრეს სალვადორ დე ჰაბსბურგ-ლორენა და მრავალი სხვა.

უმნიშვნელოვანესია და შთამბეჭდავი სასულიერო პირთა შემადგენლობა: მსოფლიო პატრიარქი ბართლომეუს I, სერბეთის პატრიარქი ირენიოსი, იერუსალიმის პატრიარქი თეუფილუს III და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

- რა პრინციპებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომელიც ორდენს იღებს?

- დინასტიური ორდებით დაჯილდოება არ ხდება. მისი სწორი ფორმაა მოწვევა, შესაბამისი რეკომენდაციების გაწევის შემდეგ ორდენში იწვევენ პირს, ვინც ერთგულია მონარქიის იდეისა და მზად არის, ერთგულად ემსახუროს საქართველოს სახელმწიფოსა და ბაგრატიონთა დინასტიის კანონიერ ინტერესებს.

- ბატონო სიმონ, რაინდობაზეც გკითხავთ. ეს ტიტულია?

- რაც შეეხება რაინდობასა და პოლემიკას თემაზე, იყვნენ თუ არა საქართველოში რაინდები, მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი ორდენის წევრი, უფრო გავრცელებული ფორმით რომ ვთქვა, ორდენის კავალერი - პირდაპირი თარგმანით არის ორდენის რაინდი. რაინდი, ანუ მხედარი იგივეა, რაც აზნაური;

ქართველი საზოგადოება მარტივად იყო მოწყობილი, - იყვნენ ადამიანები, რონლებიც ღვრიდნენ სისხლს - აზნაურები და იყვნენ ისინი, რომლებიც ღვრიდნენ ოფლს - გლეხები. ერთნი იცავდნენ იმათ, ვინც ღვრიდა ოფლს და ეს უკანასკნელნი მათ გამოკვებაზე ზრუნავდნენ... თავადების ვალდებუ

ლება იყო, ეზრუნათ მათ მმართველობაში მყოფი მამულებიდან ლაშქრის გამოყვანაზე. ყველაფერი სისხლის ფასად იყო დადგენილი. მობილიზაციის ორი ტიპი არსებობდა: კომლზე კაცი - სავალდებულო სამხედრო სამსახური და ქუდზე კაცი - საყოველთაო მობილიზაცია, ანუ საჭირო იყო კომლიდან რამდენიმე კაცის გამოყვანა, ვისაც კი ხელში იარაღის დაჭერა შეეძლო... თანამედროვე ფორმულირებით, აზნაური არის ოფიცერი, მათი უმთავრესი ვალდებულება იყო მამულისთვის სისხლის გაღება, პრივილეგია კი - ხმლისა და დეზების ტარება.

- საეკლესიო აზნაური რას ნიშნავდა?

- ისინი ეკლესიის კუთვნილ მიწებზე ცხოვრობდნენ და მათი მობილიზება ეკლესიის წინამძღოლს, ანუ შესაბამისი ეპარქიის ეპისკოპოსს ევალებოდა. საეკლესიო აზნაურები დეზს მხოლოდ ცალ ფეხზე ატარებდნენ.

- წმინდა თამარ მეფის ორდენის შესახებ რას დაამატებდით?

- 1942 წელს ბერლინში ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი დააარსეს. იგი მიზნად ისახავდა საქართველოს განთავისუფლებას კომუნისტური რეჟიმისგან და მმართველობის ფორმად კონსტიტუციურ მონარქიას ირჩევდნენ. ტრადიციონალისტთა შორის იყვნენ ის პირები, ვინც სათავეში ედგნენ დამოუკიდებლობის კომიტეტს, თამარ მეფის ორდენის დამფუძნებლები და პირველი რაინდები. მათ შორის გრაფი ვერნერ ფონ შულენბურგი. სწორედ მათი თხოვნით აღდგა წმინდა თამარ მეფის ორდენი ირაკლი ბატონიშვილის პატრონაჟის ქვეშ.

 

ლალი პაპასკირი

ჟურნალი

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-12-13
წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა (62); წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა (502); წმ. პეტრე I კათალიკოსისა, წმიდისა დიდისა მეფის ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწისა (V); წმ. სამუელ I კათალიკოსისა (V-VI); ფრუმენტისა, ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 380).
ღირსი აკაკი სინელი (VI)
29 ნოემბერს (12 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი აკაკი სინელის (VI) ხსენების დღე.
gaq