საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მამა ზურაბ მჭედლიშვილი: "მეფობა თავის თავში მოიცავს მზრუნველობას, პასუხისმგებლობას, თავდადებას "
ქართველი მეფენი სწორედ ასე ცხოვრობდნენ. ჩვენს ისტორიაში ხშირად იყო უფლისწულთა მძევლად მიცემა საკუთარი ქვეყნის სანაცვლოდ. ქართველი მეფეები უმძიმეს ადამიანურ დაბრკოლებებს ლახავდნენ, რათა ერის საკეთილდღეოდ გადაედგათ ნაბიჯი; აღარაფერს ვამბობთ საკუთარი სიცოცხლის გაწირვაზე. ასეთ დიდ სულიერ საფეხურზე ასვლას დიდი სიყვარული სჭირდება ღმრთისა და საკუთარი ქვეყნისა. მას უდიდესი სულიერი მუხტი მოაქვს როგორც ქვეყნისთვის, ასევე ზოგადად, მთელი კაცობრიობისა და მისი ისტორიისთვის
საქართველოს ისტორია ხელახლა უნდა დაიწეროს
საპატრიარქოში შექმნილია საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისია, რომლის თავმჯდომარედაც კათოლიკოს–პატრიარქმა ილია ||–მ მანგლის–წალკის ეპარქიის მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე დანიშნა. კომისიას აქვს შესაბამისი გეგმა და შესაბამისად პრეტენზიაც, რომ გადაიხედოს და ხელახლა დაიწეროს საქართველოს ისტორია
რატომ მოკლეს რუსეთში მხეცურად ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანბატონი
ალექსანდრე ბაგრატიონი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ მისთვის წართმეული ოქროს საათი დაებრუნებინათ. ის ვერც სიკვდილის შიშმა გატეხა. თავის მტრებს დასცინოდა კიდეც, სამხედრო ხელოვნებას უწუნებდა, ჩეხვაც არ იცითო. მათაც, როგორც იცოდნენ, ისე მხეცურად აჩეხეს.
ქართველ ბაგრატიონთა მშვენება - მარიამ ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი
2010 წლის 26 ოქტომბერს შესრულდა 100 წელი მარიამ ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილის (1910-1992) დაბადებიდან. ამ დიდებული პიროვნების შესახებ მოგვითხრობს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი მანანა ხომერიკი. - ქალბატონო მანანა, თქვენ გქონდათ პატივი ბაგრატიონთა გვარის კიდევ ერთ შესანიშნავ წარმომადგენელთან - მარიამ (მანია) ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილთან ახლო ურთიერთობისა. მან მძიმე, მაგრამ საინტერესო, ღრმა შინაარსით აღსავსე ცხოვრების გზა განვლო. გთხოვთ, გვიამბოთ მის შესახებ…
თურქი პრინცესები
გთავაზობთ ინტერვიუს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, ქალბატონ მანანა ხომერიკთან, რომელსაც ჰქონდა ბედნიერება და პატივი თურქეთის პრინცესებთან უშუალო ურთიერთობისა. მან საგულისხმო ცნობები მოაგროვა მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ: მათ საიმპერატორო უმაღლესობებთან პრინცესა ირინასა და მის ქალიშვილ პრინცესა ნილუფერთან შეხვედრისთანავე, დედა-პრინცესამ განმიცხადა, რომ მისი დიდი ბებია იყო ეკატერინე გურამიშვილი, ილია ჭავჭავაძის ცოლისდა. "თქვენ სტაროსელსკაია ხომ არ ბრძანდებით?" - ვკითხე მე, რაც პრინცესა ირინამ დამიდასტურა.
დაფარნა
შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების განყოფილებაში დაცულ საეკლესიო დანიშნულების მხატვრული ქარგვის ნიმუშებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაფარნათა მდიდარ კოლექციას უჭირავს. ამ კოლექციის მრავალი ნიმუში ყურადღებას იპყრობს მწყობრად აგებული კომპოზიციით, დინამიური და ნატიფი ნახატით, საინტერესო ცნობების შემცველი წარწერებით, გემოვნებით შერჩეულ ფერთა შეხამებითა და დახვეწილი ტექნიკით, მაგრამ საეკლესიო დანიშნულების ნაქარგობაში წამყვანი ადგილი მანც ქართველი ოსტატების თეოლოგიურ აზროვნებას უჭირავს.
1 2

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე და მოწაფენი მისნი (+304) - ხსენება 17 მაისს
წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე ასიის მხარის ქალაქ ანეის ეპისკოპოსი იყო - ქრისტესთვის აღესრულა დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას 304 წელს.
17 მაისი - ხსენება წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელისა (+დაახლ. 290)
წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი წარმართი დიდებულების შვილი იყო. როცა მოისმინა ქადაგება იესო ქრისტეზე, მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალწულების აღთქმა დადო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მემკვიდრემ - შვილობილმა ნახა ქალწული, მოიხიბლა მისი სილამაზით და გადაწყვიტა, შეერთო იგი. წმიდა ქალწულმა ჭაბუკს უთხრა, რომ ის დაწინდულია უკვდავ სასიძოზე - ძე ღვთისაზე და უარს ამბობს მიწიერ ქორწინებაზე.
gaq