საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

„ლეკვი ლომისა სწორია“... ოღონდ არა მგლის ლეკვთან
გაიოზ მამალაძე

  „საერთო გაზეთის“ 2011 წლის 41-ე და 42-ე ნომრებში გამოქვეყნებული იყო ცილისმწამებლური, ვრცელი წერილები, სადაც არაკომპეტენტური და რაც მთავარია, მორალური კრიტერიუმების დარღვევით „გაკრიტიკებული“ ვიყავით თქვენი მონა მორჩილი და ქალმატონი ია ბაგრატიონ-მუხრანელი (ასევე სამეფო კლუბი და თავადაზნაურთა საკრებულო), ბაია ამაშუკელის მიერ.

  მაშინ „საერთო გაზეთმა“ არ მომცა საშუალება პასუხი გამეცა ცილისწამებებისა და არაკომპეტენტურობისათვის (თუმც მპირდებოდა), ამიტომ, ჩემი პასუხი, რომელიც მაშინვე დაიწერა, იბეჭდება აქ და ახლა.

   ყველაფერზე პასუხის გაცემა უაზრობა იქნება, პატივცემულო მკითხველო. უაზრობებსა და ბუნდოვან, ჩამოუყალიბებელ, გაუმართავ ფრაზებს შეუძლებელია ვუპასუხო. მაგრამ, მთლად უპასუხოდ დატოვება ცილისწამებისა, ალბათ არ შეიძლება.

   1 საკითხი. ქ-ნ ამაშუკელს ისე გამოჰყავს, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებული გადაცემა ბაგრატიონებს შორის დაპირისპირებაზე ჩვენი, ჩემი და ქ-ნი ია ბაგრატიონ-მუხრანელის ბრალი იყოს.

   საქმე სულ სხვაგვარად იყო. დავით და ანა ბაგრატიონებს შეეძინათ შვილი, მემკვიდრე გიორგი. ყველას გაგვიხარდა. უცებ გამოჩნდა ახალდაბადებული ბავშვის პაპის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის კანცელარიის „განცხადება“ თუ „დანართი“, სადაც ნათქვამი იყო, რომ თუ პატარა გიორგის მამა, დავით ბაგრატიონი არ აღიარებს ნუგზარ ბაგრატიონს საქართველოს ტახტის მემკვიდრედ, პატარა გიორგი დარჩება უბრალო თავადად. ხოლო თუ აღიარებს ბავშვის მამა, ბავშვის დედის მამის უპირატესობას, მაშინ შეიძლება ახალშობილი გამოცხადდეს საქართველოს ტახტის მემკვიდრედო.

   ეს, დღესაც ვამბობს, მეც და საზოგადოების დიდ ნაწილს არ მოგვეწონა, „იმედის“ ჟურნალისტებმა კი „განცხადება“ მიიღეს საბაბად და გააკეთეს გადაცემა, სადაც წარმოაჩენდნენ „ბაგრატიონებს შორის დაპირისპირებას“. გადაცემა, რა თქმა უნდა მეც არ მომეწონა. მაგრამ, მისი მომზადება, და საერთოდ შექმნა, მთლიანად გამოწვეული და დაფუძნებული იყო ნუგზარ ბაგრატიონის „კანცელარიის“ განცხადებაზე.

   იმ „განცხადებაში“ იყო რამდენიმე ტყუილიც: 1. რომ საქართველოს დე იურე მეფე არის ნუგზარ ბაგრატიონიო; 2. რომ საქართველოს ტახტის მემკვიდრეობა გადადის ქალის ხაზით და 3. რომ ნუგზარ ბაგრატიონს შეუძლია სურვილისამებრ გამოაცხადოს თავისი ნებისმიერი შვილიშვილი ტახტის მემკვიდრედ. და სხვა კიდევ წვრილ-წვრილი უზუსტობები.

   ჩემი ინფორმაციით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ახლობელთა წრეში ბევრს არ მოეწონა მისი კანცელარიის განცხადება. დღესაც ვფიქრობ, რომ ბატონი ნუგზარი შეცდომაში იქნა შეყვანილი...

   არ იქნებოდა ნუგზარ ბაგრატიონის კანცელარიის ავადსახსენებელი განცხადება, არ იქნებოდა „იმედის“ ავადსახსენებელი გადაცემა... ქ-მა ბაიამ უნდა გაიგოს, რომ სხვაზე, ამ შემთხვევაზე ჩემზე და ქალბატონ იაზე, გადაბრალება დანაშაულისა არ შეჰფერის ადამიანს.

   2-ე საკითხი. ქ-ნი ბაია ამაშუკელი საკმაოდ ცუდად მოიხსენიებს ქალბატონ ია ბაგრატიონ-მუხრანელს და ამბობს, რომ... ბაგრატიონი კი არა გვარად გლუშკოაო (მაპატიოს ქალბატონმა იამ და მკითხველმაც).

  ვფიქრობ, ასეთ რამეზე საუბარი კულტურულ და ცივილიზებულ ადამიანებს არ შეჰფერით. საერთოდ, ჭორების გავცელება ცუდი რამაა (მართლმადიდებლურად ცილისწამებაა, ცოდვაა), და თუ სასამართლო არ არსებობს, სინდისი ხომ უნდა არსებობდეს? ია ბაგრატიონს ჰყავს ოჯახი, შვილი, შვილიშვილები... ის შვილმკვდარი დედაა. არის საზოგადოების წევრი. ასე ხელაღებით უფროს ქალბატონზე შეტევის მიტანა, ასეთი მეთოდებით?

   3-ე საკითხი. ტყუის, ქ-ნი  ბაია ამაშუკელი, როცა ამბობს: „ე. წ. „სამეფო კლუბის“ სპიკერი გაიოზ მამალაძე, პერიოდულად ბაგრატიონთა ხან ერთ და ხან მეორე შტოს უჭერს მხარსო“.  სხვაგან კი ამბობს, თითქოს მე ბატონი ნუგზარის ოჯახის წინააღმდეგ ვმოქმედებდე. ტყუილით იწყებს ჩემზე ლაპარაკს და თუ მიაღწევს ისეთ მკითხველებზე გავლენას, რომლებიც მე არ მიცნობენ, მერე შეიძლება ყველაფერი დააჯეროს.

     ასეთი მეთოდები დიდი ხანია ცნობილია საქართველოში, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მოღალატე შევარდნაძე დაბრუნდა. მან არა მარტო საშინელი პლეადა გამოზარდა, არამედ საშინელი მეთოდებიც დაამკვიდრა. სწორედ ამის გამოძახილი არის ქ-ნი ბაია ამაშუკელის მიერ მოგონილი ტყუილი ჩემზე.

   სინამდვილეში, მე მხარს ვუჭერდი ბაგრატიონებს შორის შეთანხმებას, რომელთაგან ერთ-ერთი (უფრო სწორად ორი) ოჯახის მომხრე „ისტორიკოსები“ ცდილობდნენ შეურაცხოფა მიეყენებინათ, უკანონოდ, „ბუშად“ გამოეცხადებინათ ერთი ნამდვილი ბაგრატიონების ოჯახი (დოკუმენტები მაქვს).

   სწორედ მაშინ ვწერდი, რომ უკანონოდ, ჯვრისწერის გარეშე შობილი ბატონიშვილი, მეფის ან მეფის ვაჟის ძე, თუ მას მამა გვარს მისცემდა და შვილად ცნობდა, ისეთივე ბაგრატიონია და კანონიერად აგრძელებს ბაგრატიონთა გვარს, როგორც ლაშა-გიორგის ვაჟი, ასევე ვახუშტი ბატონიშვილი და სხვა.

   და მართლაც, ქორწინების გარეშე შობილმა დავით ულუმ გააგრძელა ბაგრატოვანთა გვარი, და  დღევანდელი ბაგრატიონები ყველანი არიან დავით ულუს შთამომავლები. ეს ჩემი ნააზრევი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, სრულიად უკუღმა გადააბა ქ-ნმა ამაშუკელმა, და დასკვნა სრულიად სხვა გამოიყენა... ესეც არ მიკვირს, ვინაიდან ასეთი რამ საქართველოში შევარდნაძის ჩამოსვლის მერე ხშირად ხდება და ქ-ნი ბაია ამაშუკელი, რატომღაც შევადნაძის ამ სკოლის გავლენის ქვეშ მოხვედრილა და იქნებ ამიტომ იგონებს ტყუილს ჩემთან დაკავშირებით.

   მე ვცდილობდი „ბაგრატიონთა სახლის“ იდეოლოგებს და მეთაურებს კარგად გაეგოთ, რომ იმერელი ირაკლი ბაგრატიონის ოჯახი, ისეთივე ბაგრატიონია, როგორც სხვა ნამდვილი ბაგრატიონები. ამის გაგება კი ჯიუტად არ უნდოდათ...

   ასევე ვცდილობდი, მუხრანბატონების შესახებ საზოგადოებას სცოდნოდა, რომ ისინიც ნამდვილი ბაგრატიონები არიან და მათი უფროსი ოჯახი აღიარებულია ევროპის სამეფო ოჯახების მიერ საქართველოს სამეფო ოჯახად. რამდენად სამართლიანია ეს, სხვა საქმეა. თუმცა ამ ოჯახს ქართლის სამართალმემკვიდერობაზე პრეტენზია ნამდვილად აქვს და საკმაოდ სამართლიანად.

   ვდილობდი, ბაგრატიონ-გრუზინსკების ოჯახის უფროსის ინტერესებიც გაეთვალისწინებინათ, იმავე მუხრანბატონთა ოჯახის დღევანდელ უფროსს, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილს. ამას მოჰყვა საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯი, ბაგრატიონთა დაპირისპირებული ოჯახებს შორის ურთიერთგაგება და დაქორწინება. მე მგონი ბატონი ნუგზარის ოჯახი და მისი უფროსი ქალიშვილი, ნამდვილად გრძნობენ ჩემს მიერ გადადგმული რამდენიმე ნაბიჯის მნიშვნელობას...

   და კიდევ, ჰკითხეთ ბატონი ნუგზარის კანცელარიის უფროსს, ბატონ კახა ქორიძეს, მქონდა თუ არა გეგმა, ბაგრატიონთა დაპირისპირების განეიტრალებისა. მქონდა თუ არა გეგმა, შეგვექმნა ერისმთავართა საბჭო, ნუგზარ ბაგრატიონის, დავით ბაგრატიონისა და ირაკლი ბაგრატიონის შემადგენლობით, ანუ სამი შტოს გაერთიანებით, ბატონი ნუგზარის ოდნავი პრიორიტეტით, რომლებიც შემდგომში გაზრდიდნენ ტახტის მომავალ მემკვიდრეს, პატრიარქთან ერთად. ამ საქმეში ბატონი ნუგზარი ყველაზე მთავარ პერსონად მოიაზრებოდა, როგორც ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრე (ეს პროექტი ამავე საიტზე შეუძლია იხილის მკითხველმა).

  მოკლედ, მე მხარს ვუჭერდი, როგორც ბაგრატიონ-გრუზინსკებს, ასევე ბაგრატიონ-მუხრანბატონებსა და იმერელ ბაგრატიონებს, რათა მათ ჰქონოდათ შეთანხმება და არა დაპირისპირება. ეს კარგად იცის ყველამ, მათ შორის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სამეფო კლუბის წევრებმა და სხვა... ამაზე არა ერთი პუბლიკაცია გამომიქვეყნებია სხვადასხვა გაზეთებში...

   ბევრი არგუმენტით შემიძლია გავაუფასურო ქ-ნი ბაია ამაშუკელის ტყუილი ამ საკითში, მაგრამ ვფიქრობ საკმარისია. დაინტერესებული მკითხველი ამ საკითხზე ვრცელ პასუხს იპოვის ჩემს წიგნში „კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის“, 2007, თბილისი. წიგნი არის საჯარო ბიბლიოთეკაში.

      სხვათა შორის, ჩემი წიგნი რომ წაეკითხა ქ-ნ ამაშუკელს, ამ ტყუილების დაწერას აღარ შეეცდებოდა, მიხვდებოდა, რომ უცბად და ადვილად იმხილებოდა. მარტო ჩემი რედაქტორობით გამოცემული გაზეთის ერთი ნომრის წაკითხვა, როგორც ჩანს, არ ეყო ლეგიტიმიზმის წესების გასაცნობად. არც ის ეყო, რომ სხვები ეხმარებოდნენ, როგორც შევატყვე, ჩემს წინააღმდეგ უაზრო „ზეწრის“ დაწერაში. მაგრამ, ლეგიტიმიზმის საკითხებზე წერა ქ-ნი ბაია ამაშუკელის საქმე არ არის...

  ქ-ნი ბაია ამაშუკელი, როგორც გავიგე, აბდაუბდა წინადადებებიდან, რუსული ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას მაბრალებს, ბაგრატიონთა ქორწილს რუსეთში დაგეგმილად აცხადებს და ა. შ.

   ვერ ხვდება ქალბატონი ბაია, ან ხვდება და გამიზნულად აკეთებს, რომ ამგვარი „ვარაუდებით“ საქართველოს პატრიარქი რუსული ინტერესების გამტარებლად გამოჰყავს, ვინაიდან ბაგრატიონთა დაქორწინების ერთ-ერთი უმთავრესი ორგანიზატორი, მერე კი მათი შერიგების მოსურნე, სწორედ ჩვენი კათალიკოსი იყო. მე თუ არ მინდობს და ცილს მწამებს, პატრიარქს მაინც დაანებოს თავი.   

   რუსული პროექტი და რუსული იმპერიის სასარგებლოდ მოქმედება იყო საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება, ე. შევარდნაძისა და მისი ბანდის მეთაურობით. რუსული პროექტი იყო მისი ჩამოსვლა საქართველოში... გაიხსენოს, რომ ამასთან მე არაფერი საერთო არ მქონია...

   ქ-ნ ბაია ამაშუკელს მე გამოვყავარ არაკეთილსინდისიერ ისტორიკოსად. სინამდვილეში არაკეთილსინდისიერი ისტორიკოსის მიერ მოწოდებული მასალებით თავადაა „გაისტორიკოსებული“. ჩემზე წერს, რომ პოლიტიკური ინტერესი მქონდა და იმიტომ ვუჭერდი დავით ბაგრატიონს მხარს და ა. შ.

   ძვირფასო მკითხველო, არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ მქონია, ადრეც ვამბობდი და ახლაც ვამბობ, მონარქია ნაადრევია ქვეყანაში, ეს არა ერთხელ მითქვამს და რაც მთავარია, დავით ბაგრატიონი პირადად გამიკრიტიკებია სხვადასხვა საკითხისთვის, თანაც არა ზურგს უკან. ჩემი აზრი გამომითქვამს პატრიარქთანაც, ქორწილამდე, და მერე პრესაშიც.

  ასე რომ, გაქნილი ადამიანი არ ვარ. თორემ გაქნილი რომ ვიყო შევარდნაძეს დავხვდებოდი აეროპორტში, როგორც არა ერთი გაქნილი (თუმცა იქ ზოგიერთი დაბნეულიც იყო) და მის შემოთავაზებაზე, შევსულიყავი სახელმწიფო საბჭოში, უარს არ ვიტყოდი, ან სააკშვილის „მატარებელს მოვახტებოდი“. მე კი პირიქით არ მივესალმე „ვარდების რევოლუციას“. ახლაც, მლიქვნელურად არ მიმიმართავს პრესით ბიძინა ივანიშვილისათვის...

   ასე რომ, ამაშიც ცდება, უფრო სწორად სცოდავს ბაია ამაშუკელი...

    საკითხი 3. ქ-ნი ამაშუკელის არა კომპეტენტური და არეული ციტატების მოტანას არ ვეცდები, მხოლოდ ერთს ვიტყვი:

    ქ-ნო ამაშუკელო, როდესაც ბახუტა მუხრანმატონზე საუბრობთ, როგორც ქართლის ტახტის უზურპატორზე და ფაქტიურად „ბაგრატიონთა გვარის უზურპატორად“ აცხადებთ. ბახუტა მუხტანბატონი, იგივე ვახტანგ მეხუთე (შაჰ ნავაზი), გვარად ბაგრატიონი რომ იყო არ გახსოვთ? ან როსტომ ხანიც, ბაგრატიონი რომ იყო - არ გისწავლიათ, ან თეიმურაზის პირველის შვილიშვილმაც, ერეკლე მეორის წინაპარმაც რომ მიიღო მაჰმადიანობა, დაგავიწყდათ?

ან ეს რა შუაშია? როსტომი იყო დავით მეთერთმეტის ვაჟი და ქართლის ტახტი ეკუთვნოდა, ქართლელებმა კი ის „მეფედ“ მიიღეს, როგორც კახელებმა ერეკლე პირველი (ნაზარალი ხანი) და დავით მეორე (იმამყული-ხანი). ცუდია მაჰმადიანობა რომ მიიღეს, მაგრამ რა ვქნათ, ამით გვარი კი არ შეეცვალათ, არც იმით შეცვლია გვარი არავის, მამა რომ მოკლა...

 ასეთი რაღაცეებით აპელირება, ისიც საკმაოდ დაბურდულად, არაკომპეტენტურად და სოფისტიკური მეთოდებით, რა საჭიროა, მაინც ვერავის ვარაფერს დაუმტკიცებთ, ხომ გიპასუხებთ?

    როსტომმა იშვილა თავისი ნათესავი - ქართლის ბაგრატიონმა ქართლის ბაგრატიონი, ბახუტა მუხრანბატონი და იგი როსტომის მერე ავიდა ქართლის ტახტზე.

    თეიმურაზ პირველი კი იყო კახეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი და ქართლი და კახეთი ამ დროს სხვადასხვა სამეფო იყო, სამწუხაროდ.

      ეს  ყველაფერი კარგად იხსნება, დავით გამგებლის ნაშრომებს თუ წაიკითხავთ. გნებავთ, ისევ ჩემი წიგნი (ზემოთდასახელებული) წაიკითხეთ და ნახავთ, ტახტის მემკვიდრეობის პრინციპებს, რომელიც თქვენ ან არ იცით, ან არ გინდათ გამოამჟღავნოთ, რომ იცით...

     ქ-ნი ამაშუკელი წერს: „რუსეთის მაგალითზე, ქალის გამეფების პრინციპის უარყოფაშიც გეთანხმებით (მადლობა ღმერთს - გ. მ.), მაგრამ სწორედ რუსეთის საიმპერატორო კარის მეთაურად აღიარებულ მარია რომანოვას პროექტია (ხაზი ჩემია - გ. მ). ბაგრატიონ-მუხრანელების ქართლის მეფეებად გამოცხადება. დავით ბაგრატიონ-მუხრანელსაც თავის „არსებობის მანძილზე იმიტომ ესმოდა სამეფო სახლის მეთაური რომ იყო“ (მოჰყავს ჩემი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯით - გ. მ.), რომ რომანოვებს, თქვენისათანა ისტორიკოსებსა და „სათავადაზნაურო საკრებულოს“ წარმომადგენლებს გაწყობდათ ასე. პირადი პულიტიკური მოსაზრებით. შეცდომაში შეგყავდათ და უმყარებდით დავითს ამ პოზიციას. უკვე პარტიად ჩამოყალიბებული „სამეფო გვირგვინიც“,  ჩანს პოლიტიკური ქულებისათვის და ხელისუფლებაში ამ ფორმით მოსასვლელად გინდათ“.

    ჯერ ერთი, მარია რომანოვა ქართლის კი არა, სრულიად საქართველოს ტახტის მემკვიდრეებად მიიჩნევს მუხრანბატონებს. მეორე, ამგვარი თვალსაზრისი ჰქონდათ პროფესორ მუსხელიშვილს და ქართული ემიგრაციის ბევრ წარმომადგენელს. რამდენად სამართლიანია სხვა საქმეა, მაგრამ, ქართლის ტახტის მემკვიდრეები, ვახტანგ მეექვსის შთამომავლები რომ არ ცნობდნენ ერეკლე მეორის უფლებებს ქართლის ტახტზე, ეს ფაქტია. მათი შტო შეწყდა 1919 წელს და ლეგიტიმური წესით, მემკვიდრეობა გადადის უახლოეს შტოზე, ასეთი კი ქართლის მეფეთა შტოსთვის არის მუხრანბატონთა შტო. ეს უნდა იცოდეთ (იხილეთ ჩემი აღნიშნული წიგნი).

     გარდა ამისა, ჩვენი მცდელობა ბაგრატიონ-მუხრანბატონთა ღირსების შესახებ საუბრისა, გამოწვეული იყო იმით, რომ მიმდინარეობდა სხვადასხვა შტოების წინააღმდეგ გამწარებული კამპანია, მათ შორის მუხრანბატონების წინააღმდეგ. მუხრანმატონები კი ქართლის მეფის კონსტანტინე მეორის შთამომავლები არიან, რომელიც ტახტის მემკვიდრე იყო, კანონიერად, სრულიად საქართველოსი. ეს დიდი თემაა და თქვენ არ გეცოდინებათ (მივმართავ ოპონენტს, ვისაც ვპასუხობ).

    გარდა ამისა, გაიხსენეთ, რომ ბაგრატიონ-გრუზინსკების ქართლის შტო შეწყდა. ბატონ ნუგზარს და ბატონ ევგენის, კახეთის შტოს გრუზინკებს კი მამრობითი მემკვიდრე არ ჰყავთ, სამწუხაროდ. გინდა თუ არ გინდა, ქართული კანონებით, ასეთ შემთხვევაში მემკვიდრეობა გადადის გვედით, უახლოეს, მამრობით მემკვიდრეზე. ისევ იხილეთ ჩემი წიგნი. იქ ყველაფერი დაწვრილებით მაქვს განხილურლი, ჩვენო მკითხველო...

     ქართული ლეგიტიმიზმი განსხვავდება ევროპულისგან. ქართული ლეგიტიმიზმი ბიბლიური, სახარებისეული სამართალმემკვიდრეობის მიმდევარია, განსახვავებით რუსულისა და ევროპულისაგან, სადაც კი ადის ტახტზე ქალი, თუ ოჯახს არ ჰყავს სხვა მემკვიდრე, გვარი იცვლება (იხილეთ აღნიშნულ წიგნში წერილი: „სამეფო გვართა ცვლილებანი ევროპულ დინასტიებში ანუ ქართული დინასტიის განსხვავება ევროპულისგან“.

    ქ-ნი ამაშუკელი წერს, რომ „თქვენისათანა ისტორიკოსებსა და „სათავადაზნაურო საკრებულოს“ წარმომადგენლებს გაწყობდათ ასე. პირადი პულიტიკური მოსაზრებით. შეცდომაში შეგყავდათ და უმყარებდით დავითს ამ პოზიციას. უკვე პარტიად ჩამოყალიბებული „სამეფო გვირგვინიც“,  ჩანს პოლიტიკური ქულებისათვის და ხელისუფლებაში ამ ფორმით მოსასვლელად გინდათ“.

    „სამეფო გვირგვინთან“ მე არაფერი საერთო არ მაქვს, რაც შეეხება ფრაზას „თქვენისთანა ისტორიკოსსებს“, მუსხელიშვილი ვახსენე და აღარ გავაგრძელებ. აქ ქალბატონს ჩემთვის შეურაცხყოფის მოყენება უნდა, მაგრამ არა, არ გამოვა. ისტორია რომ მასზე კარგად ვიცი, ეს ფაქტია...

    საკითხი 4. ქ-ნი ამაშუკელი წერს: „დავით მუხრანელი თავის თავის სამეფო სახლის მეთაურად მიჩნევით და შვილისათვის სამეფო გვარის არმიცემით, დინასტიურ სამართალზე დაუქვემდებარებლობით თავის ბაგრატიონულ წარმომავლობასაც ჩირქს რომ სცხებს, არც ეს ესმის გაიოზ მამალაძეს და ქალბატონ“... (ისევ ჭორს იყენებს ქალბატონ იასთან დაკავშირებით, მის გვარს სხვანაირად მოიხსენიებს).

    გამოდის, რომ დავით ბაგრატიონი არ აძლევს თავის ვაჟს სამეფო გვარს? შვილს ბაგრატიონ-ბაგრატიონი მისცეს გვარად დავითმა და ანამ... ბაგრატიონი, არ არის სამეფო გვარი? თქვენ ხომ ატყუებთ მკითხველს. გავიმეორებ, დავითი პრესაშიც კი გამიკრიტიკებია, მაგრამ ეს ასე არ არის.

      ქართველო მკითხველო, აქ იგულისხმება, რომ ნუგზარ ბაგრატიონის კანცელარიის განცხადებით, დავით ბაგრატიონი არ წერს აღიარებას, რომ ნუგზარ ბაგრატიონი არის ჩემზე მეტი, საქართველოს ტახტის მემკვიდრეო. და რადგან დავითი ამას არ წერს, ნუგზარ ბაგრატიონის კანცელარიის განცხადებით, მისი ვაჟი ვერ მიიღებს ბატონი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკისგან ბაგრატიონ-გრუზინსკის გვარსო. და პატარა ბავშვი დარჩება მამის გვარზე, ბაგრატიონ-მუხრანელადო.

    აქ გამოდის, რომ დავითი კი არა, ბატონი ნუგზარი არ აძლევს გვარს თავის შვილიშვილს. ზუსტად ასე გაიგო საზოგადოებამ და მეც ასე მესმის და ეს არ მომწონს და თქვენ, და როგორც ჩანს, თქვენ და თქვენმა კანცელარიამ, დახვეწილი, ინტილიგენტი ადამიანი, ნუგზარ ბაგრატიონი შეცდომაში შეიყვანეთ, ამიტომ არ აძლევს თავის გვარს თავის შვილიშვილს.

    ისე, კაცმა თავის ვაჟს თავის გვარი უნდა მისცეს და არა ცოლის. მეორეც, დავითი და ახლა უკვე, ბატონი ნუგზარის უფროსი ქალიშვილი ანა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, თქვენთვიოს და ბატონი ნუგზარის სამეფო კანცელარიისათვის ტახტის მემკვიდრედ ითვლებოდა, თვლიან, რომ გიორგი დავითისა და ანას ძეს არ სჭირდება ბაგრატიონ-გრუზინსკობა, ის უკვე მეტია გრუზინსკიზე და მუხრანსკიზე, ის არის ბარატიონ-ბაგრატიონი. ასე უწოდეს მას დავით გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილმა და ანა ნუგზარის ასულმა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ.

    თუ ატყობს მკითხველი, მე სპეციალურად ჩვილს - გიორგის დავითისა და ანას ძედ მივიჩნევ და ასეც ვაცხადებს, იმ კომპეტენციის ფარგლებში, რასაც მე მაძლევს საქართველოს ერთი უბრალო მოქალაქის უფლებები და სამეფო კლუბის სპიკერობა, ასევე ჩემი კვლევები ლეგიტიმიზმის საკითხებში.

     დიახ, ის არის არა მხოლოდ დავითის, არამედ ანას ძეც და არის ორივე შტოს მემკვიდრე. ასე იყო დაგეგმილი ქორწინების წინ. ასე იყო საჭირო ორი შტოს გაერთიანება, კამათის დასრულება. ასეა საჭირო, იმიტომ. რომ გიორგი დავითისა და ანას ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონი წინ დგას, ვიდრე მისი მამა და დედა, ვიდრე მისი პაპა, ნუგზარ ბაგრატიონი, წარმოამვლობითაც - ორი შტოს მემკვიდრეა. და გვარითაც, დედითა და მამით ბაგრატიონია, სამეფო გვარის შვილია. მორჩა და გათავდა.

     მის შობას დიდი სიხარულითა და სიყვარულით შეხვდა მთელი საქართველო, და მხოლოდ ბატონი ნუგზარის კანცელარიის განცხადებამ შეიტანა დისონანსი ამ სიხარულში. კიდევ ვამბობ, დარწმუნებული ვარ ბატონ ნუგზარს გაუხარდა შვილიშვილის შეძენა, მაგრამ იგი შეცდომაშია შეყვანილი.

     იმ განცხადებამ ბატონი ნუგზარის კანცელარიისა, სადაც კანცელარია ამბობს, რომ სანამ დავითი არ აღიარებს ბატონი ნუგზარის უპირატესობას, მანამ ის ბავშვი არ იქნება სამეფო შტოს წარმომადგენელი, არამედ უბრალო თავადი იქნებაო, გამოიწვია სწორედ ის ავადსახსენებელი გადაცემა „იმედის“ ეთრეში, რომელსაც აძაგებს ქ-ნი ამაშუკელი.

     რა ვქნათ, კანცელარიამ დაიწყო, თქვენ აჰყევით, ტყუილებს ავრცელებთ და ჩვენ, ამ საკითხით დაინტერესებულებს, ამ საკითხზე მომუშავეებს, არ გვაქვს უფლება გიპასუხოთ?

     თქვენ, და ბატონი ნუგზარის კანცელარია, ახლა უკვე, გამოდიხართ არა მარტო პატარა ბავშვის, გიორგი დავითისა და ანას ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონის წინააღმდეგ, არამედ მისი დედის წინააღმდეგაც. რომელიც იმ ჩვილი ვაჟის დედაა. რომელმაც არა ერთი არასასიამოვნო შეტევა გადაიტანა სხვადასხვა ადამიანების მხრიდან... მასზე არ ფიქრობთ?

    კანცელარია წერდა, ბატონი ნუგზარი საქართველოს დე იურე მეფეაო. ამაზე არ მეპასუხა? ეს ხომ აბსოლუტური და აგრესიული ტყუილია. დე იურე მეფის ცნება საქართველოში არასდროს ყოფილა. რად ტყუით. დე იურე მეფე ჰყავდათ რუსებს ემიგრაციაში, რაც ერთგვარი ნონსენსი მგონია. დე იურე მეფე ჰყავდათ ბულგარელებს, სიმეონ მესამე, რომელიც მეფე იყო, მეფედ ნაკურთხი, ნამდვილი მეფის, მონაქისტული სახელმწიფოს მეთაური და მერე მტრების, რუსების მიერ თავისი ქვეყნის ოკუპაციის გამო იძულებული იყო ემიგრაციაში წასულიყო. მეფე კი იყო იურიდიულად, მაგრამ იძულებით ემიგრაციაში იყო, რეალურ მეფობას ვერ ფლობდა და ამიტომ იყო დე იურე მეფე.

    ბატონი ნუგზარის დე იურედ გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ აქვს. გარდა ამისა, ქართული კანონებით, მეფე ეწოდება მხოლოდ მას, ვინც სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულია მეფედ, ლეგიტიმურად და მისი კურთხევა მომხდარია ეკლესიის მეთაურის, კათალიკოსის მიერ. არც სახელმწიფოს გამოუცხადფებია ბატონი ნუგზარი მეფედ და არც კათალიკოს უკურთხებია...

     ამგვარ ტყუილებს ვეპასუხეთ... ეს იყო და ეს. და ვთქვი, რომ ბავშვს უნდა აცადონ ბავშვობა...

      ქ-ნი ამაშუკელი წერს: „თუ ქორწინების მიზანი ორი დაპირისპირებული დინასტიის გაერთიანება იყო, მაშინ „სხვათა შორის“ განხეთქილების ვაშლს, გაიოზ მამალაძე რატომღა აგდებს? მლიქვნელობაა, ჩვილ გიორგიზე საზოგადოებისთვის „გულის ამაჩუყებელი“ ტექსტებით საუბარი. იქნებ ისიც თქვათ. რომ ნუგზარ ბატონიშვილზე მეტად თქვენ გსურთ ახალშობილის სამეფო მემკვიდრედ აღიარება?“

      ვინც შემოაგდო განხეთქილების ვაშლი, ორიოდე აბზაცით წინ გითხარით, ქართველო მკითხველო. ამაზე აღარ გავაგრძელებ. რაც შეეხება ჩემი მისამართით მლიქვნელის წოდებას, ვინაიდან ბავშვზე „გულის ამაჩუყებლად“ ვსაუბრობ, ეს ხომ სისულელეა.

    ვის ვემლიქვნელები, ჩვილს? თუ სადმე მეფეს ხედავთ ქვეყანაში? გავიმეორებ, მე რომ მლიქვნელი ვყოფილიყავი, შევარდნაძეს დავხვდებოდი აეროპორტში...

    მლიქვნელები კარგად ცხოვრობენ, უზრუნველყოფილნი არიან ფინანსურად, მთელი ცხოვრება. მაგარი სახლები აქვთ, მაგარი რემონტი, აგარაკები, თანამდებობები... აი აქ კი ისევ მაგრად შეეშალა ქალბატონ ამაშუკელს...

     მე მგონი საკმარისია...

     იმედია, ამიერიდან აღარავინ შეცდება ქართველი მკითხველი შეცდომაში შეიყვანოს ლეგიტიმიზმისა თუ საერთოდ, მონარქიის საკითხებთან დაკავშირებით.

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ზოსიმე მხედარი
19 ივნისი (2 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე ზოსიმე მხედრის (II) ხსენების დღეს.
წმიდა მოციქული იუდა, ხორციელად ძმა უფლისა
19 ივნისი (2 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა იუდა მოციქულის, ხორციელად ძმისა უფლისა (+დაახლ. 80) ხსენების დღეს.
gaq