საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

საქართველოს ბედი დღეს უკრაინაში წყდება!
georoyal.ge

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ”ევრომაიდანის” მოვლენებამდე კარგა ხნით ადრე წერდა:

”რუსეთთან მიმართებაზე თუ ვიმსჯელებთ, პირადი მსოფლმხედველობრივი წინააღმდეგობანი არ უნდა მოქმედებდეს უკრაინულ-რუსულ ურთიერთობებზე. პირველ პლანზე უნდა გამოდიოდეს უკრაინის ინტერესი! ”რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის დროს საფრთხის წინაშე იდგა არამარტო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა - პინაზე იდო პოსტსაბჭოური ქვეყნების კურსის დემოკრატიზაცია. როდესაც რუსული ჯარები შევიდნენ საქართველოში, ცხადი გახდა, რომ, ეს არის კონფლიქტი,  რომელიც მყის უნდა აღმოიფხვრას, რადგან შემდეგი იქნება უკრაინა! საქართველოს სამხედრო კონფლიქტი რომ სხვაგვარად გადაჭრილიყო, ახლა სულ სხვა სიტუაცია გვექნებოდა მრავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემით: მათ შორის  - გაზით... ახლა კი ყოველი ქვეყანა დგას შანტაჟის წინაშე - იქნება ეს ენერგეტიკისა თუ შეიარაღების საკითხი”.

უკანასკნელ ხანს დატრიალებული მოვლენების შესახებ კი იუშჩენკო ამბობს:

”ეს არის ბელორუსული სცენარი - მილიციის მოქმედება 29 ნოემბრის ღამით ვერ გამართლდება დემოკრატიულ ცივილიზებულ ქვეყანაში. უნდა დადგეს შინაგან საქმეთა ორგანოების პასუხისმგებლობის საკითხი... აქტივისტების მიერ მიხეილის ტაძარში თავშეფარება მეტყველებს, თუ რა შორს დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო დემოკრატიული ნორმებისაგან. უკრაინელები ტაძრებში თავს აფარებდნენ მონღოლ-თათართა შემოსევების დროს ათასი წლის წინ”.

რა ჰქონდა მხედველობაში უკრაინის ექს-პრეზიდენტს? საქმე ის გახლდათ, რომ  თავისუფლების მოედნიდან გარეკილი უკრაინის ევროინტეგრაციის მომხრეთა აქციის მონაწილეებმა თავი შეაფარეს მიხეილის მართლმადიდებლურ ტაძარს.

უკრაინის საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი მონასტრის ბერებმა შეიფარეს ოპოზიციონერები, ოღონდ სთხოვეს, ტაძრის ეზოში არ მოეწყოთ მიტინგები: ”ჩვენი მონასტრის ტერიტორია არავისთვის დახშული არ არის, მაგრამ ეს მაინც გახლავთ მონასტრის ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე ”ბერკუტი” (სპეცდანიშნულების რაზმი) არ იმყოფება”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარ აზრს გამოთქვამენ გარეშე დამკვირვებლებიც: პროფესორი იანუშ ბუგაისკი მიიჩნევს, რომ  ”მოსკოვს სრულიად აშკარად აფრთხობს მორიგი ”ნარინჯისფერი რევოლუცია”, რომელიც აღგვის პრეზიდენტ იანუკოვიჩს და მოიტანს ვადამდელ არჩევნებს, რომელშიც გამარჯვებას მოიპოვებენ დასავლეთზე ორიენტირებული პარტიები, რომლებიც მიილტვიან ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობისაკენ”, რაც ხელს შეუშლის კრემლს ევრაზიული კავშირის განხორციელებაში”. მაგრამ, ბუგაისკის აზრით, ის რაც კრემლის საშინელ ჟრჟოლასა და ცახცახს იწვევს, ”არის ”უკრაინული ეპიდემიის” რუსეთისკენ გადანაცვლების საშიშროება, რაც წყალს შეუყენებს პრეზიდენტ პუტინის ავტორიტარულ პოლიტიკას”.

ნიუ-იორკის  საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის პროფესორის, მარკ გალეოტის შეფასებით: ”უკრაინის შესვლა ევროკავშირში მოსკოვისთვის ნიშნავს კიევზე კონტროლის მთლიანად დაკარგვას და ეს ემუქრება რუსეთის დიად პლანეტარულ მისიას, რაც თავისთავად წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს - და არა მარტო უკრაინისთვის... ეკონომიკური სისტემების ტრანსპარანტულობის და პასუხისმგებლობის მოთხოვნები საფრთხეს შეუქმნის  რუსული ბიზნეს-ელიტის ინტერესებს, რომლის დაბანდების ხარისხზეც  უკრაინაში ჩვენ ჯერ კიდევ არა გვაქვს სრული წარმოდგენა”.

”ევროკავშირსა და უკრაინას შორის შეჯიბრი თავიდანვე ასიმეტრიული იყო, - ამბობს გალეოტი - ევროკავშირი არაფერს სთავაზობს უკრაინას საგანგებოდ თავისკენ მისაზიდად - არც ფულს და არც იაფ ენერგიას. ევროპა არავითარ ზეწოლას არ ახდენს კიევზე. ევროპა დარწმუნებული იყო, რომ უკრაინის მოქალაქენი უპირატესობას მიანიჭებდნენ მის წევრობას, ვიდრე რაღაც საბაჟო კავშირში შესვლას, სადაც რუსეთი დომინირებს. მაგრამ გადაწყვეტილებას იღებდა არა უკრაინელი ხალხი, არამედ - ერთი მუჭა ელიტა, შეპყრობილი თვითგადარჩენის ინსტინქტით და საკუთარი ბიზნეს-ინტერესების დაკარგვის შიშით”.

თუ გავითვალისწინებთ პუტინის ორი დღის წინანდელ განცხადებას ერევანში, იმის თაობაზე, რომ ”რუსეთი არსადაც არ წავა ამიერკავკასიიდან და პირიქით, გაამაგრებენ აქ თავიანთ პოზიციებს”, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფინალი განსაზღვრავს რუსული ექსპანსიის მოქმედების ვექტორს და, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ბედი დღეს უკრაინაში წყდება! 

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ფერბუთა ქალწული
4 (17) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე ფერბუთა ქალწულის (+341-343) ხსენების დღეს.
ღირსი იოსებ მგალობელი
4 (17) აპრილის მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი იოსებ მგალობელის (+883) ხსენებს დღეს.
gaq