საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

იანუკოვიჩის თანამოსაგრე: ”ქართველები მოაწყობენ პროვოკაციას გვამებით!”

რუსული საინფორმაციო პორტალი ”regnum.ru” იუწყება, რომ უკრაინაში მზადდება სასტიკი პროვოკაციები, რათა შეძრას და აატორტმანოს მთელი ქვეყანა. ეს განაცხადა რეგიონების პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელმა ვლადიმერ ოლეინიკმა.

”მაიდანზე მოახდენენ მკვლელობას ან დააგდებენ გვამს”, - ამბობს ოლეინიკი და, პორტალის ცნობით,  მსგავსი პროვოკაციების შესაძლო მომწყობთა შორის ის ასახელებს ქართულ გვარებს: ”ისინი ყოველმხრივ დაძაბავენ ვითარებას და გაამწვავებენ სიტუაციებს”- დასძენს პარლამენტარი.

შემდეგ პორტალი  აღნიშნავს, რომ კიევში იმყოფებიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, რომლებიც ჩავიდნენ კიევში უკრაინული ოპოზიციის მხარდასაჭერად და ”მაიდანზე” დგანან მომიტინგეების გვერდით და რომ   ისინი მართავენ შეხვედრებს პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან.

”ნიშანდობლივია, რომ კიევში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ქართველი პოლიტიკოსები თბილისში საპარლამენტო ასამბლეაზე მასპინძლობდნენ მოულოდნელად რეანიმირებულ ”სუამ”-ის ორგანიზაციას და მაღალი თანამდებობის პირებს პოლონეთიდან, რომლებთან ერთადაც განიხილავდნენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს”, - აღნიშნავს საგანგებოდ ”regnum.ru”.

მამული, ენა, სარწმუნოება

10 ივნისი - ხსენება წმიდა მოწამე ელიკონიდასი (244)
წმიდა მოწამე ელიკონიდა ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმიდა აღმსარებელი სასტიკად ცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა.
10 ივნისი - ხსენება წმიდა ნიკიტასი, ქალკედონის ეპისკოპოსისა (IX)
წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული.
gaq