საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

დავით-სოსლანის გენეალოგიის საკითხი XVIII-XIX საუკუნეების ქართულ საისტორიო წყაროებში
ივანე ოსაძე

დავით-სოსლანის წარმომავლობის შესახებ საყურადღებო ცნობებია დაცული XVIII-XIX ს.ს. ქართულ საისტორიო წყაროებში. პირველ რიგში აღსანიშნავია ვახტანგ VI-ის  მიერ შეკრებილ ,,სწავლულ კაცთა'' კომისიის ნაშრომი. როგორც ცნობილია, ,,სწავლულ კაცთა'' კომისიამ გააერთიანა თამარის ორივე ისტორიკოსისა და ე.წ. ,,სამი მეფის მატიანის'' ტექსტები, შეავსო ისინი სხვა წყაროებიდან ამოღებული ცნობებითაც და ამ გზით ჩამოყალიბდა ,,თამარის ცხოვრების'' შევსებული რედაქცია. ამ რედაქციაში დავით სოსლანის ვინაობისა და გენეალოგიის შესახებ გამეორებულია ყველაფერი ის, რაც თამარის ორივე ისტორიკოსისა და ,,სამი მეფის მატიანეში'' წერია. მაგრამ, მთავარი მაინც ისაა, რომ აქვე მოტანილია დამატებითი ცნობაც, რომელიც ზემოთ დასახელებულ წყაროებში არ გვხვდება. მოვიტანთ სათანადო ნაწყვეტს ,,თამარის ცხოვრების'' შევსებული რედაქციის ტექსტიდან: ,,იყო სახლსა შინა დედოფლისა რუსუდანისასა მოყმე ეფრემის ძეთაგანი, რომელ არიან ოვსნი, კაცნი მძლენი და ძლიერნი ბრძოლასა შინა. ესე დედოფალსა რუსუდანს ვინათგან თჳს ეყვოდა მამის დისა მისისა დავითის ასულისა ოვსეთს გათხოვილობის მიზეზითა და გუარადცა ბაგრატოანი, რამეთუ დიმიტრი, ძე გიორგი მეფისა, რომელი დაშთა ოვსთა მეფისა ქალისაგან, მის დიმიტრის მეექუსე ნათესავი იყო, ძეთაგან მისთა და რუსუდან უშვილო იყო, მოეყვანა საზრდელად სახლსა შინა მისსა''. ხაზგასმული სტრიქონები ,,სწავლულ კაცთა'' კომისიის მიერაა დამატებული. აღნიშნული ცნობის მიხედვით, დავით-სოსლანი გიორგი I-ის და ოვსთა მეფის ასულის, ალდეს შვილის, დემეტრეს შთამომავალი იყო. ეს ცნობა დაცულია ახალი ,,ქართლის ცხოვრების'' ყველა ნუსხაში, გარდა თეიმურაზისეულისა, მათ შორის ყველაზე ადრინდელია ე.წ. რუმიანცევისეული ნუსხა, რომელიც გადაწერილია არა უგვიანეს 1703 წლისა.

დავით-სოსლანის გენეალოგიის შესახებ რამდენიმე მინაწერია დაცული რუმიანცევისეული ნუსხის არშიებზე ,,მატიანე ქართლისას'' შემდეგი წინადადების: ,,გიორგი I-ს ესხნეს შვილნი ოთხნი: ძენი ბაგრატ და დემეტრე და ასულნი გურანდუხტ და კატა''. გასწვრივ არშიაზე გაკეთებულია მინაწერი, რომელიც ასე იკითხება: ,,ამის გიორგის ძე და ძმა ბა(გრატ) მეფისა ესე დიმ-(იტრი), რომელი აქ დაუწ(ერია)თ, ამის ნათესავ(ისაგ)ან იყო ქმარი (თამა)რ მეფისა''. სხვა ადგილას, სადაც ნათქვამია, რომ ,,მომკუდარ იყო ძმა ბაგრატისი დემეტრე'', არშიაზე სწერია: ,,მიკვირს მეფის თამარის ქმარი ხომ ამ დემეტრეს თესლისაგან იყო და რატომ არ დაწერეს ან რა ხნისა მოკუდა და ან ვის ქალ

თან დარჩა შვილი''. ,,თამარის ცხოვრების'' ტექსტის იმ სტრიქონებს, სადაც თამარისა და დავით-სოსლანის შეუღლებაზეა საუბარი, ახლავს შემდეგი მინაწერი: ,,აქა სცან ბაგრატოვნობა დავითისა, თუ იყო თუ არა, დიმიტრის მეექუსე ნათესავი იყოო''. (იხ. ქართლის ცხოვრება. I, გვ. 291, სქ. 2).

რუმიანცევისეული ნუსხის მოტანილი სამივე მინაწერი, როგორც ს. ყაუხჩიშვილი აღნიშნავს, შესრულებულია ერთი და იგივე ხელით, ე.ი. ერთი პიროვნების მიერ. აღსანიშნავია ისიც, რომ მინაწერები, ტექსტისაგან განსხვავებული, მოგვიანებითაა დაწერილი.

აღნიშნული მინაწერების ავტორისათვის, ამოსავალია რუმიანცევისეულ ნუსხაშივე წარმოდგენილი ,,თამარის ცხოვრების'' შევსებული რედაქციის ზემომოტანილი ცნობა დავით-სოსლანის დემეტრესაგან წარმომავლობის შესახებ. გაკვირვება, რომელსაც მინაწერის ავტორი გამოთქვამს, გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: ,,თამარის ცხოვრების'' ვახტანგისეულ რედაქციაში, როგორც ვნახეთ, აღნიშნულია, რომ დავით-სოსლანი იყო გიორგი I-ის ძის დემეტრეს მეექუსე ,,ნათესავი'' (მოდგმა). ხოლო იქ, სადაც გადმოცემულია დემეტრეს ამბები (,,მატიანე ქართლისაში''), არაფერია ნათქვამი მის მემკვიდრეზე. ამ საკითხისადმი უყურადღებობა აკვირვებს მინაწერის ავტორს. რამდენად საფუძვლიანია მინაწერის ავტორის პრეტენზია, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ის ,,თამარის ცხოვრების'' შევსებულ რედაქციაში დაცული ცნობის საფუძველზე რომ მსჯელობს, ეს აშკარაა. ამას მოწმობს მესამე მინაწერი, რომლითაც ის ცდილობს, დაასაბუთოს პირველ და მეორე მინაწერებში გამოთქმული შენიშვნების სამართლიანობა.

,,თამარის ცხოვრების'' შევსებულ რედაქციაში დაცული ცნობა დავით-სოსლანის გენეალოგიის შესახებ და რუმიანცევისეული ნუსხის ზემომოტანილი მინაწერები, გ. თოგოშვილის აზრით, ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომის გავლენის შედეგია. მკვლევარი აღნიშნავს იმასაც, რომ ,,ამ მინაწერების ხასიათი ეჭვს არ ტოვებს იმაში, რომ დავით-სოსლანის მამის ხაზით ბაგრატიონობის საკითხი იმ სახით, როგორც იგი აისახა გვიანდელ ქართულ საისტორიო წყაროებში, ჯერჯერობით ახალი საკითხი იყო. მინაწერებში გამოთქმული გაკვირვებანი, მათი პოლემიკური ტონი ჩვენი მოსაზრების ილუსტრაციას წარმოადგენს. (გ. თოგოშვილი, ვახუშტი ბაგრატიონი ოსეთისა და ოსების შესახებ, გვ. 79). მკვლევარის მოტანილი მსჯელობა, ვფიქრობთ, სადავოა. ყველაზე ადრინდელი ნუსხა, სადაც დაცულია ცნობა დავით-სოსლანის დემეტრე ბაგრატიონისაგან წარმომავლობის შესახებ, როგორც ზემოთ ითქვა, გადაწერილია 1703 წლამდე (რუმიანცევისეული ნუ

სხა), ვახუშტი ბაგრატიონმა თავისი ნაშრომი დაასრულა 1745 წელს მოსკოვში, ხოლო საქართველოში მისი გავრცელება ხდება XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან. ამიტომ, გამორიცხულია აღნიშნული ცნობის გაჩენა ვახუშტის ნაშრომის გავლენით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 1703 წლისათვის (ესაა რუმიანცევისეული ნუსხის გადაწერის უკიდურესი ზედა ქრონოლოგიური ზღვარი), ვახუშტი 9 წლისა იქნებოდა. ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, რომ ცხრა წლის ვახუშტის გავლენით შეეტანათ რაიმე ცნობა ,,ქართლის ცხოვრებაში''.

ახლა შევეხოთ მინაწერებს. როგორც ვნახეთ, რუმიანცევისეული ნუსხის განსახილველი მინაწერები მომდინარეობენ იმავე ნუსხაში არსებული ,,თამარის ცხოვრების'' შევსებული რედაქციის ზემოთ ციტირებული ცნობიდან და არავითარი ნაკვალევი ვახუშტის ნაშრომის გავლენისა მინაწერებში არა ჩანს. რაც შეეხება მინაწერების ხასიათს, მათს ტონს, რაც, გ. თოგოშვილის აზრით, პოლემიკურია (ჩვენ გვეჩვენება, რომ ეს ტონი უფრო გაკვირვებითია, ვიდრე პოლემიკური), ეს სრულებით არ მოწმობს იმას, რომ დავით-სოსლანის დემეტრე ბაგრატიონისაგან წარმომავლობის საკითხი მინაწერების გაკეთების დროისათვის ახალი საკითხი იყო. საერთოდ, ის ფაქტი, რომ აღნიშნული ცნობა ,,ქართლის ცხოვრებაში'' პირველად ვახტანგისეულ რედაქციაში შეიტანეს, მოწმობს მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული საკითხი ახალი იყო ,,ქართლის ცხოვრებისათვის''. მაგრამ აქედან ავტომატურად არ გამომდინარეობს, რომ ეს საკითხი (დავით-სოსლანის დემეტრე ბაგრატიონისაგან წარმომავლობა) ქართველი საზოგადოებისათვის საერთოდ ახალი საკითხი იყო.

დღეისათვის ვიცით ის, თუ როდის შეიტანეს ,,ქართლის ცხოვრებაში'' ცნობა დავით-სოსლანის დემეტრე ბაგრატიონისაგან წარმომავლობის შესახებ, მაგრამ აქედან სრულებით ვერ გავიგებთ, რა დროს გაშუქდა ეს საკითხი პირველად ქართულ საისტორიო მწერლობაში.

ამრიგად, დღეისათვის მოღწეული ყველაზე ადრინდელი ქართული წყარო, სადაც დაცულია ცნობა დავით-სოსლანის დემეტრე ბაგრატიონისაგან (XI ს.) წარმომავლობის შესახებ, არის XVII-XVIII ს.ს. მიჯნაზე ვახტანგ VI-ის ,,სწავლულ კაცთა'' კომისიის მიერ რედაქტირებულ ,,ქართლის ცხოვრებაში'' წარმოდგენილი შევსებული რედაქცია ,,თამარის ცხოვრებისა''.

ჩანართები, რომლებიც ,,სწავლულ კაცთა'' კომისიამ ძველი ,,ქართლის ცხოვრების'' თხზულებებში შეიტანა, ამოღებულია წერილობითი წყაროებიდან, რომელთა უმეტესმა ნაწილმა დღემდისაც მოაღწია. რაც შეეხება ჩვენთვის საინტერესო ჩანართს, მისი წყარო დღეისათვის უცნობია. თუ გავითვალისწინებთ მეთოდ

ს, რითაც ხელმძღვანელობდნენ აღნიშნული კომისიის წევრები, ძველი ,,ქართლის ცხოვრების'' თხზულებათა ტექსტების შევსებისას, სრული უფლება გვაქვს დავუშვათ, რომ განსახილველი ჩანართიც წერილობითი წყაროდან იყოს ამოღებული. ყოველ შემთხვევაში, ცნობის მიჩნევა არასანდო ინფორმაციად იმის გამო, რომ მან მოვლენიდან დიდი ხნით დაშორებული ხელნაწერებით მოაღწია ჩვენამდე, ყოვლად გაუმართლებელია.

მართალია, დღეისათვის უცნობია ის წყარო, საიდანაც ამოიღო ეს ცნობა ,,სწავლულ კაცთა'' კომისიამ, მაგრამ ასეთი წყაროს ჩვენამდე მოუღწევლობა არ ნიშნავს იმას, რომ ის თავის დროზე არ არსებობდა.

,,სწავლულ კაცთა'' კომისიის აღნიშნული ცნობის შესახებ ჯერჯერობით აქ ვწყვეტთ საუბარს და გადავდივართ შემდეგი პერიოდის ავტორის, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობების განხილვაზე.

ვსხუშტი ბაგრატიონი თამარის მეფობის დროინდელი ამბების შესახებ თხრობისას აღნიშნავს შემდეგს: ,,პოვეს ყრმა ეფრემის ძისაგან  ოვსთა მეფისა რომელი აღეზარდა რუსუდანს, მამიდასა თამარისასა. არამედ, ესე დავით იყო მეფის გიორგის ძის დიმიტრისაგან, რომელი წინრევე ვაჴსენეთ; რამეთუ დიმიტრის ანაკოფიას აფხაზეთს დაშთა ძე და ივლტოდა ბებიით ოვსეთს. მუნ შვილებულმან იქორწინა ოვსთა მეფის ასულსა ზედა და ძე იგი მისი ოვსეთს მყოფი მამულით იწოდა მეფედ  ოვსთა და ძის ძი ს-ძე დიმიტრისა და  ამ დავითის მამა შერთეს რუსუდანს, რომელმან შეიყუარა ქალწულება ოთხმოცისა წლისა დღეთა, ხოლო ესე ნუ გიკჳრნ, რამეთუ ორნი ესე რუსუდან დანი იყვნენ: თამარის გამზრდელი ხვარასნის სულტნის ცოლი იყო. ორნივე დანი იმყოფებოდნენ სახლსა თჳსსა. ხოლო ქმარსა ამისსა სხუას ცოლთან ესუა ძე დავით, რომელი წარმოიყვანა ამან რუსუდან და აღზარდა ძედ თჳსად, არამედ ეყოდა თამარს დედით, რამეთუ დედა თამარისა ოვსთა მეფის ქალი იყო. რამეთუ დედით მესამე ნათესავი იყო, ხოლო დიმიტრით მეხუთე'' (ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 176).

ვახუშტი ბაგრატიონის მოტანილ მსჯელობას პუნქტობრივ განვიხილავთ თამარის ისტორიკოსებთან და ვახტანგ VI-ის ,,სწავლულ კაცთა'' კომისიის მიერ შევსებულ ,,თამარის ცხოვრებასთან'' მიმართებაში:

1) ვახუშტის სიტყვები – ,,პოვეს ყრმა ეფრემის ძისაგან ოვსთა მეფისა, რომელი აღეზარდა რუსუდან მამიდასა თამარისასა'' – არის პერიფრაზი ,,თამარის ცხოვრების'' შევსებული რედაქციის ,,ისტორიანი და აზმანის'' ტექსტიდან მომდინარე შემდეგი ცნობისა: ,,იყო სახლსა შინა დედოფლისა რუსუდანისასა მოყმე ეფრემის ძეთაგანი, რომელ ა

რიან ოვსნი... ესე დედოფალსა რუსუდანს... მოეყვანა საზრდელათ სახლსა შინა მისსა''. წყაროს ფრაზა ,,მოყმე ეფრემის ძეთაგანი, რომელ არიან ოვსნი'' ვახუშტის არასწორად გაუგია. ეფრემის ძებად წყაროში იწოდებიან ,,ოვსნი'', ვახუშტის შეცდომით ეფრემის ძედ მხოლოდ ოსთა მეფე მიაჩნია.

2) ვახუშტის სიტყვები – ,,ესე დავით იყო მეფის გიორგის ძის დიმიტრისაგან'' არის გამეორება ,,თამარის ცხოვრების'' შევსებული რედაქციის შემდეგი ადგილისა: ,,რამეთუ დიმიტრი, ძე გიორგი მეფისა, რომელიც დაშთა ოვსთა მეფის ქალისაგან, მის დიმიტრის მეექუსე ნათესავი იყო''.

3) ვახუშტის მიხედვით თამარს ჰყავდა ორი მამიდა, ორთავ სახელით რუსუდანი. ერთი მათგანი იყო ის, ,,რომელმან შეიყუარა ქალწულება ოთხმოცისა წლისა'', მეორე კი – ხვარასნის სულტნის ცოლყოფილი. ორი რუსუდანის შესახებ ვახუშტის მსჯელობის წყარო, როგორც დადგენილია, სპეციალურ ლიტერატურაში, იყო ,,ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი'', სადაც ნათქვამია, რომ გიორგი III-ის და რუსუდანი ,,იყო რძალ-ყოფილი დიდთა სულტანთა შამირამეთი და დედოფალი ყოვლისა ხუარასნელთა უფლებისა, რომელი სიქურივისათჳს თჳსადვე მამულად მოყვანებული დედოფლად დაჯდა ქართველთად, უფროსღა დიდებად სახლისა თჳსისადა ყოვლისა ამის სამეფოსა. ამას წინაშე იყო თამარ მაშინ, ვითარცა თჳსსა მამიდასა თანა, დითურთ თჳსით, რომელსა რუსუდანვე მოაქუნდა სახელად. რომლისათჳს აწ დამაკლებს წინამდებარე ესე მითხრობად, თუ რაოდენ შუენიერება და თავდგმულობა ექმნა ყოველთა პირველ მისსა ყოფილთა დედოფალთა. ვიკადროთ რამე, რამეთუ ოთხმოცსა წელიწდისა დღეთაგან შეიყუარა მტკიცედ ქალწულება, სიწმინდე და სიკეთე დიდათ სრული''. წყაროში, რომლითაც ვახუშტი სარგებლობდა, მართალია, საუბარია, ორ რუსუდანზე, მაგრამ მათგან ერთი თამარის მამიდაა, მეორე – თამარის და. თამარის მამიდა იყო ხვარასნის სულტნის რძალყოფილი, რომელიც დაქვრივების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, მან ,,ოთხმოცისა წელიწადისა დღეთაგან შეიყუარა ქალწულება''.

ვახუშტის კი, – აღნიშნავს ვ. დონდუა – რაღაც მიზეზით, შეცდომა მოსვლია. მას ორივე რუსუდანი დებად და ისიც სეხნია დებად უცვნია, თამარის მამიდებად მიუჩნევია. სახელოვან მეისტორიეს, ჰგავს, გული ეუბნებოდა, რომ ორი სეხნია დის საკითხი არ იყო მთლად მარტივი ან უმნიშვნელო. კიდეც, ამიტომ რიტორიკულის კილოთი მიმართავდა მკითხველებს: ,,ესე ნუ გიკჳრნ, რამეთუ ორნი ესე რუსუდან დანი იყვნენ''.

ვახუშტის მიერ ორივე რუსუდანის თამარის მამიდებად მიჩნევის მიზეზი იყო წყაროს შემდეგი ფრაზა: ,,ამას (რ

უსუდანის – ი.ო.) წინაშე იყო თამარ მაშინ ვითარცა თჳსსა მამიდასა თანა, დითურთ თჳსით, რომელსა რუსუდანვე მოაქუნდა სახელად''. ამ წინადადების აზრი ვახუშტის ისე გაუგია, თითქოს ,,დითურთ თჳსით'' ეხებოდა რუსუდანის დას. შეცდომაც აქედან წარმოსდგა – თამარის და, სახელით რუსუდანი, მიიჩნია თამარის მამიდის რუსუდანის მეორე თანამოსახელე დად. ამ შეცდომამ გამოიწვია სხვა შეცდომაც! კერძოდ, ის, რომ აღნიშნული ფრაზის ქვემოთ გადმოცემული თამარის მამიდის ბიოგრაფიული დეტალი ვახუშტიმ მიაწერა თამარის მეორე, ფიქტიურ მამიდას, რომელმაც ვითომ ,,შეიყვარა ქალწულება ოთხმოცის წლისა დღეთა''.

თამარის მამიდის, რუსუდანის, ოსთა მეფეზე გათხოვების შესახებ აზრი ვახუშტის შეუმუშავდა ,,ისტორია და აზმანის'' შემდეგი ცნობის არასწორი გაგების შედეგად; დავით-სოსლანი ,,დედოფალსა რუსუდანს... თჳს ეყვოდა მამის დისა მისისა დავითის ასულისა ოვსეთს გათხოვილობისა მიზეზითა''. წყაროს მიხედვით, ოსეთში გათხოვილი იყო რუსუდანის მამიდა, ვახუშტის კი ცნობა ისე გაუგია, თითქოს ოსეთში გათხოვილი ყოფილიყოს თამარის მამიდა. რაკი, ვახუშტის აზრით, თამარს ორი მამიდა ჰყავდა, ერთი მათგანი მიიჩნია იმად, რომელიც მისი შთაბეჭდილებით ოსეთში იყო გათხოვილი.

რის საფუძველზე თვლიდა ვახუშტი დავით-სოსლანს თამარის მამიდის გერად? ამის გასარკვევად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: თამარის ისტორიკოსებისა და ,,თამარის ცხოვრების'' შევსებული რედაქციის მონაცემებიდან ვახუშტისათვის ცნობილია, რომ დავით-სოსლანი იყო ოსთა მეფის შვილი, ამავე დროს, მისი აზრით, თამარის მამიდა ოსთა მეფის ცოლი იყო. ამით ვახუშტი აღმოჩნდა დავით-სოსლანისა და თამარის მამიდაშვილ-ბიძაშვილობის შესახებ შესაძლო დასკვნის წინაშე. ითვალისწინებდა რა იმას, რომ ეკლესია ასეთ ახლო ნათესავთა ქორწინებას არ დაუშვებდა, ვახუშტიმ აღნიშნული შესაძლო დასკვნა გამორიცხა, მაგრამ ახსნას მოითხოვდა ოსთა მეფის ცოლის, თამარის მამიდისა და ოსთა მეფის შვილის დავით სოსლანის მიმართების ფაქტი. რაკი ეკლესიამ დავით-სოსლანისა და თამარის ქორწინება აკურთხა, აქედან გამომდინარე, ასკვნიდა ვახუშტი, დავით-სოსლანი თამარის მამიდის ღვიძლი შვილი არ ყოფილა. ვახუშტისათვის რჩებოდა ერთადერთი დასკვნა, ოსთა მეფის ძე დავით-სოსლანი ოსთა მეფის ცოლის, თამარის მამიდის, გერი ყოფილა.

ამრიგად, ვახუშტის თვალსაზრისი, რომლის თანახმად, თამარის ერთ-ერთი მამიდა, სახელით რუსუდან, იყო ოსთა მეფის ცოლი, დავით-სოსლანი კი მისი გერი, შემუშავებულია ,,ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარის'', ,,ისტორ

იანი და აზმანი'' და ,,თამარის ცხოვრების'' შევსებული რედაქციის ტექსტებში დაცული ცნობების მცდარი გაგებისა და ამის საფუძველზე მიღებული მცდარი დასკვნების შედეგად.

4) ვახუშტის თანახმად, დავით-სოსლანი ნათესავად ,,ეყოდა თამარს დედით, რამეთუ, დედა თამარისა ოვსთა მეფის ქალი იყო, რამეთუ დედით მესამე ნათესავი იყო''. ვახუშტის აღნიშნული მოსაზრების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა იმან, რომ მან თამარის ისტორიკოსებისა და ვახტანგისეული რედაქციის ,,თამარის ცხოვრების'' მიხედვით უწყოდა, რომ თამარის დედა ოსთა მეფის ასული იყო. რადგანაც ვახუშტის წარმოდგენით, ამ დროისათვის არსებობს ერთი ოსთა სამეფო, შესაბამისად, ერთი სამეფო დინასტია, ამიტომ, მის წინაშე დაისვა თამარის დედისა და დავით-სოსლანის მიმართების საკითხი. ვახუშტისათვის იმთავითვე გადაწყვეტილი საკითხი იყო მათი ერთი და იგივე სახლისადმი კუთვნილება. მას გასარკვევი რჩებოდა მხოლოდ ის, თამარის დედის სახლის მერამდენე თაობის წარმომადგენელი იყო დავით-სოსლანი. თამარის თანამედროვე დავით-სოსლანი ვახუშტიმ თამარის დედის მესამე ,,ნათესავათ'' (მოდგმად) მიიჩნია. თამარის და დავით-სოსლანის დედის ხაზით, ნათესაობის შესახებ ვახუშტის მოსაზრება ფაქტების მცდარი გააზრების შედეგია და ამდენად არარეალური.

ვახუშტი ბაგრატიონის აზრით, დავით-სოსლანის ბაგრატიონობის ,,მოწამე არს მცირე ეკლესია კარსნის ხევსა შინა, სადაცა, დახატულ არიან და დაწერილნი ზედ დიმიტრი და ძე მისი დავით, ძე დავითისა ათონ, ძე ათონისა ჯადარონ, ძე ჯადარონისა სოსლან დავით, რომელი იყო ქმარი თამარისა''.

ფრესკები და წარწერები, რომლებსაც ვახუშტი იმოწმებს, დიდი ხანია, რაც მკვლევართა ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ,,მცირე ეკლესია'', რომელიც, ვახუშტის მითითებით ,,კარსნის ხევსა შინა'' მდებარეობს, არის იგივე არდონის ხეობაში მდებარე ნუზალის ეკლესია, სადაც დაცულია ვახუშტის მიერ დასახელებულ პირთა ფრესკები და წარწერები.

შევეხებით იმ ფაქტორებს, რამაც ვახუშტის ,,უბიძგა'' ეკლესიაში დახატული პირებისა და დავით-სოსლანის გენეალოგიის საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებისაკენ. ეს ფაქტორები ჩვენი აზრით, შემდეგია: ა) ეკლესიის ერთ-ერთ ფრესკას აწერია ,,სოსლან'', რაც ემთხვევა თამარის ქმრის ოსურ სახელს; ბ) ეკლესია მდებარეობს ოსეთში, თამარის ქმარი კი ოსთა მეფის შვილია. აი, ყველაფერი ის, რამაც დავით-სოსლანის გენეალოგიის ძიებაში ვახუშტი ნუზალის ეკლესიის წარწერებამდე მიიყვანა.

,,სოსლანი'' ოსურ მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებულ

ი სახელია. ვინ მოთვლის, რამდენ კაცს ერქვა სოსლანი, ოსების სხვადასხვა გვარისა თუ სოციალური ფენების წარმომადგენელთა შორის. რასაკვირველია, არ შეიძლება ყოველი მათგანის თამარის ქმართან გაიგივება. ცხადია, ნუზალის ეკლესიის წარწერებზე დაყრდნობა დავით-სოსლანის გენეალოგიის გარკვევის საქმეში იმ საფუძველით, რა საფუძველიც საამისოდ ვახუშტის გააჩნია, გაუმართლებელია.

ყურადღებას იქცევს სხვა გარემოებაც. ნუზალის ეკლესიაში ფრესკებისა და წარწერების თანმიმდევრობა ასეთია: 1) დავით, 2) ათონ, 3) სოსლანი, 4) ფიდაროს, 5) ...ის, 6) ელია, 7) ..., 8) სო..., 9) ..., 10) ბასილი, 11) რომანოზ (ი. ლოლაშვილი, დავით-სოსლანის აკლდამის საიდუმლოება, გვ. 33). ვახუშტის მიერ შედგენილ სქემაში თანმიმდევრობა ასეთია: 1) დემეტრე, 2) დავით, 3) ათონ, 4) ჯადარონ, 5) დავით-სოსლანი. დემეტრეს ფრესკა ნუზალის ეკლესიაში ამჟამად არსად ჩანს და არც არასდროს ყოფილა. ვახუშტიმ იცის, რომ დავით-სოსლანის გენეალოგია, დემეტრეთი იწყება, ამიტომ, მან ივარაუდა, რომ ეკლესიაში, სადაც დახატულია დავით-სოსლანის წინაპრები, პირველ რიგში, დახატული იქნებოდა დემეტრე. მაგრამ ვახუშტის ვარაუდი მცდარია.

ფრესკებსა და ვახუშტის სქემას შორის თანმიმდევრობაში ერთმანეთს ემთხვევა მხოლოდ დავით და ათონ. შემდგომ კი თანმიმდევრობაში სრული უთანხმოებაა. ფრესკების მიხედვთ ათონს მოსდევს სოსლან, ვახუშტის მიხედვით, ათონის შემდეგ დასახელებულია ჯადარონ. ნუზალის ეკლესიაში სოსლანის პორტრეტი რიგით მესამეა. ვახუშტის სქემაში დავით-სოსლანს რიგით მეხუთე ადგილი უკავია, რამ გამოიწვია ასეთი შეუთანხმებლობა? თუ ვახუშტის წარწერათა თანმიმდევრობა იმ სახით მიაწოდეს, როგორც ეს მის სქემაშია, მაშინ თანმიმდევრობა აურევია ვახუშტის ინფორმატორს. გამორიცხული არც ისაა, რომ ეკლესიაში დახატული პირების თანმიმდევრობის შესახებ ვახუშტის ზუსტი ცნობა მიაწოდეს, მაგრამ საკუთარი მოსაზრებით ეს თანმიმდევრობა შეცვალა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ სოსლანის ადგილი, რომელიც მას უკავია, ნუზალის ეკლესიის ფრესკათა რიგში, არ ემთხვევა დავით-სოსლანის ადგილს, დაკავებულს ვახუშტისეულ სქემაში.

ზემოთ ვისაუბრეთ დავით-სოსლანის გენეალოგიის შესახებ ვახუშტის კონცეფციის მცდარ მხარეებზე, შეცდომების გამომწვევ კონკრეტულ მიზეზებზე, რის შემდეგ, ჩვენ ვერ გავიზიარებთ გ. თოგოშვილის შენიშვნას, რომ ,,ვახუშტის მიერ დავით-სოსლანის მამის ხაზით ბაგრატიონად გამოცხადება ადვილად აიხსნება მისი დინასტიურ-პატრიოტული ინტერესებით''. უნდა ითქვას, რომ დავით-სოსლანის მამ

ის ხაზით ბაგრატიონობის შესახებ, პირველი ცნობები დაცულია თამარისა და დავით-სოსლანის თანამედროვე ქართველ ავტორებთან. დავით-სოსლანის დემეტრე ბაგრატიონისაგან წარმომავლობის შესახებ ცნობა ,,ქართლის ცხოვრებაში'' პირველად ვახტანგ VI-ის ,,სწავლულ კაცთა'' კომისიამ შეიტანა. ასე რომ, დავით-სოსლანის ბაგრატიონად ,,გამოცხადების'' პრიორიტეტი ვახუშტის არ ეკუთვნის, და, აქედან გამომდინარე, ცხადია, რაც მას არ ეკუთვნის, ის არც შეიძლება აიხსნას მისი ინტერესებით, თუნდაც, დინასტიურ-პატრიოტულით.

ჩვენი აზრით, ერთადერთი ანგარიშგასაწევი სიახლე, რასაც ვახუშტი იძლევა, წინამორბედი მემატიანეებისაგან განსხვავებით, ესაა ცნობა XI საუკუნეში დემეტრე ბაგრატიონის ვაჟისა და დედის ანაკოფიიდან ოსეთში გადასვლის შესახებ. ამ ცნობაში, ვფიქრობთ, არალოგიკური არაფერია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ა) დემეტრეს დედა, ალდე, ოსთა მეფის ასული იყო, ბ) დემეტრე და ალდე ბაგრატ IV-ს განუდგნენ და დაიკავეს ანაკოფია, გ) ბაგრატ IV-სთან უშედეგო ბრძოლების შემდეგ დემეტრე ბიზანტიაში მოულოდნელად გარდაიცვალა, რის შემდეგ ალდეს, ანაკოფიაში დარჩენა უაზრო იყო, სავსებით დასაშვებია, ალდე შვილიშვილთან ერთად სამშობლოში დაბრუნებულიყო, მისი შვილიშვილი, დემეტრეს ვაჟი კი ოსეთის მეფე გამხდარიყო. აღსანიშნავია, რომ XIX ს. დასაწყისში არსებობდა გიორგი ოლთისელის თხზულება, სადაც ეს ამბავი იყო აღწერილი (ამის შესახებ ვისაუბრებთ ქვემოთ). ვფიქრობთ, როგორც ვახტანგ VI-ის ,,სწავლულ კაცთა'' კომისიისათვის, ისე ვახუშტისათვის დემეტრე ბაგრატიონის ვაჟის ოსეთში გამეფების შესახებ ინფორმაციის წყარო გიორგი ოლთისელის თხზულება უნდა ყოფილიყო.

დავით-სოსლანის გენეალოგიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ანტონ ბაგრატიონიც (1720-1788 წ.წ.). უნდა აღინიშნოს, რომ ანტონს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს XI საუკუნის საქართველოში სამეფო ტახტის ირგვლივ ატეხილ ბრძოლაში მონაწილე პირების და დემეტრეს ვაჟის ოსეთში დამკვიდრების შესახებ. ჩვენთვის საინტერესო საკითხზე მის მიერ მოტანილი ცნობა ძლიერ დაშორებულია ისტორიულ სინამდვილეს და, წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით, არავითარი ღირებულება არ გააჩნია, ამიტომ აქ მის განხილვას არ შევუდგებით.

დავით-სოსლანის გენეალოგიის საკითხს შეეხო, აგრეთვე, იოანე ბაგრატიონი (1768-1830) ,,ისტორია ქართლისაში'', სადაც ნათქვამია, რომ თამარის ქმრის შერჩევის დროს ,,მოესმათ დიდებულთა ანბავი ესე, რომელ არს ოსთა მეფისა ეფრემ ბაგრატიონისასა შვილობილად აყვანილი ძე გიორგი მეფის მის დიმიტრისა შთამომავლობისაგ

ან, ვითარცა სწერია ეკლესიასა კასრის ხევისასა და არსცა დახატულ, და აგრეთვე აღწერასა შინა გუართა მეფეთასა, ესრეთ: მეფე დიმიტრი და დიმიტრის ძე დავით, ძე დავითისა ათონ და ძე ათონისა ჯადარონ, და ძე ჯადარონისა სოსლან დავით. რამეთუ, დიმიტრის დაშთა ძე დავით ანაკოფიას და გარემოების გამო განივლტო ბებიითურთ თჳსით და მივიდა ოვსთა მეფისა ეფრემისად. და ამას ჰყვა ქალი შუენიერი და მიათხოვა ამა დავითსა. იხილე ოლთისელის გიორგი ხუცის აღწერილსა შინა. და შემდგომად ორისა წლისა შვა ძე ათონ და მოკუდა დედა ყრმისა მის და იგი ყრმა თვით ეფრემმან აღიყუანა შვილად თჳსად, ხოლო დავით მოვიდა ქართლსავე: და ამის ათონის შვილისშვილი იყო სოსლან დავით და ამისათვის უწოდენ ეფრემის ძეთაგანს, ვინაიდან პაპა ამისი მან ეფრემმან აღზარდა'' (კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, H-2134, ფ. 631). იოანე ბაგრატიონის მოტანილი მსჯელობა ძირითადად, როგორც კ. კეკელიძე შენიშნავს, გამეორებაა ვახუშტის თვალსაზრისისა. იოანე ბაგრატიონის მიხედვით ისე გამოდის, თითქოს ოსეთის ბაგრატიონებს დასაწყისი მიუღიათ არა დემეტრეს ძე დავითისაგან, არამედ გაცილებით უფრო ადრე, ბაგრატიონია თვითონ ეფრემი, სიმამრი დავითისა. ამით იოანე ბაგრატიონმა ,,ეფრემის ძის'' გაგებაში ვახუშტის მიერ დაშვებული შეცდომა კიდევ უფრო გააღრმავა. რაც შეეხება დავითის ქართლში დაბრუნებას, ეს უკვე საკუთრივ იოანეს ფანტაზიის ნაყოფია ან სარგებლობს საეჭვო ღირებულების წყაროთი.

საყურადღებო სიახლე, რასაც იოანე ბაგრატიონი ვახუშტისაგან განსხვავებით იძლევა, არის ცნობა იმ წყაროს შესახებ, სადაც ხუცის, გიორგი ოლთისელის, მიერ აღწერილი ყოფილა დემეტრე ბაგრატიონის დედისა და ვაჟის ოსეთში გადასვლა და იქ დამკვიდრება. იოანე ბაგრატიონი თავის ,,ისტორია ქართლისა''-ს შედგენისას, მართალია, ძირითადად ვახუშტის ემყარება, მაგრამ მას, ამავე დროს, ცნობები მოაქვს სხვა წყაროებიდან. ერთ-ერთი ასეთი წყარო ყოფილა ხუცის, გიორგი ოლთისელის, თხზულება, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია. კ. კეკელიძე ვარაუდობს, რომ იოანეს მიერ მოხსენიებული ,,ეს ოლთისელი ხუცესი გიორგი ხომ არ არის, ოსთა ბაგრატიონების წარმოშობის თანამედროვე გიორგი ოლთისარი, რომელიც, გიორგი მთაწმინდელის გარდაცვალების შემდეგ, ათონის ქართველთა მონასტრის წინამძღვრად ჩანს (დაახლოებით 1065-1075 წლებში) და რომელსაც ქართული კულტურისა და მწერლობისათვის დიდი ამაგი გაუწევია? ეს ვარაუდი გაიზიარა ი. ლოლაშვილმა და თავის მხრივ, დაუმატა ისიც, რომ ათონის ქართული მონასტრის წინამძღვარს, გიორგი ოლთისარს დემეტრე

ბაგრატიონის ცხოვრება კარგად ეცოდინებოდა დემეტრეს მოკავშირის, ლიპარიტ ბაღვაშის მეშვეობით, რომელიც იმხანად ათონის ქართულ მონასტერში იყო დაყუდებული ბერად ანტონის სახელით.

აღნიშნულ ჰიპოთეზას – იოანეს თხზულებაში დასახელებული ხუცი გიორგი ოლთისელისა და XI საუკუნეში მოღვაწე ათონის წინამძღვრის, ბერი გიორგი ოლთისარის იდენტურობის შესახებ, – საკითხის საბოლოოდ გარკვევისათვის აუცილებელი სხვა მასალების გამოვლენამდე, არსებობის სრული უფლება აქვს, თუმცა, ჩვენ ამ ჰიპოთეზას დაბეჯითებით არ ვიცავთ, მაგრამ არც უარყოფისათვის გაგვაჩნია ანგარიშგასაწევი საფუძველი. ამჯერად, ჩვენს ყურადღებას უფრო ის გარემოება იქცევს, იოანე ბაგრატიონი, დემეტრე ბაგრატიონის მემკვიდრის, ოსეთში დამკვიდრებისა და იქ გამეფების ფაქტს რომ აღნიშნავს, გიორგი ოლთისელის ,,აღწერილს'' უთითებს, თუმცა, იგივე ფაქტი იოანეს მიერ წყაროდ გამოყენებულ ვახუშტის ნაშრომშიც არის აღნიშნული. აშკარაა, რომ იოანე ბაგრატიონს ეს ცნობა გიორგი ოლთისელის კუთვნილებად მიაჩნია და პრიორიტეტს ანიჭებს მას და არა ვახუშტის. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მხოლოდ იმით, რომ დემეტრე ბაგრატიონის მემკვიდრის ოსეთში დამკვიდრებისა და გამეფების ფაქტის შესახებ საგანგებოდ იყო საუბარი გიორგი ოლთისელის თხზულებაში და ამ საკითხში ის უფრო მეტ ავტორიტეტად იყო აღიარებული, ვიდრე ვახუშტი. ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ მსჯელობის წყარო არა მარტო იოანე ბაგრატიონისათვის, არამედ XVIII-XIX ს.ს. სხვა ავტორებისათვისაც (კერძოდ, მხედველობაში გვყავს ვახტანგ VI-ის ,,სწავლულ კაცთა'' კომისია და ვახუშტი ბაგრატიონი) იყო გიორგი ოლთისელის თხზულება.

დავით სოსლანის გენეალოგიის თაობაზე XVIII-XIX ს.ს. ქართულ წყაროებში დაცული ცნობების შესახებ, ყოველივე ზემოთქმულს თუ შევაჯამებთ, შეიძლება დავასკვნათ: ვახტანგ VI ,,სწავლულ კაცთა'' კომისიის მიერ XVIII ს. დასაწყისში რედაქტირებული ,,ქართლის ცხოვრების'' ტექსტში, თამარ მეფის დროინდელი ამბების თხრობისას, შეტანილი, აგრეთვე, ვახუშტი ბაგრატიონისა და იოანე ბაგრატიონის თხზულებებში დაცული ცნობა, რომლის თანახმად, დავით-სოსლანი იყო დემეტრე ბაგრატიონის (XI ს.) ოსეთში გამეფებული მემკვიდრის შთამომავალი, ყველა ნიშნით ემყარება წერილობით წყაროს, ხოლო მისი ლოგიკური ანალიზი მოწმობს იმას, რომ ეს ცნობა რეალურ სინამდვილეს ასახავს.

 (პირველი პუბლიკაცია - „FEMEN“-ის ფემინისტს  „სახალხო განათლება“ 30.08.1990 წ.)

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსმოწამე ანდრია კრეტელი (+767)
17 (30) ოქტომბერს აღინიშნება ღირსმოწამე ანდრია კრეტელის (+767) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი ოსე (+820 ქრისტეს შობამდე)
17 (30) ოქტომბერს აღინიშნება წინასწარმეტყველი ოსეს (+820 ქრისტეს შობამდე) ხსენების დღე.
gaq