საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს სულიერი მისია

პარტიზანები
გაიოზ მამალაძე
ბევრი ჩვენი თანამედროვე ახალ ეპოქას ბოლო ჟამს უწოდებს, როდესაც უნდა დასრულდეს კაცობრიობის ცხოვრება დედამიწაზე, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, კაცობრიობამ უნდა დაიწყოს ახალი ფაზა თავისი არსებობისა. ითვლება, რომ ბოლო ჟამს დედამიწაზე ბოროტი ძალები გაბატონდებიან, რომლებიც ადამიანებისათვის ყოველივე ფასეულს, ეროვნულს, რელიგიურს, ჰუმანურს, დემოკრატიულს ან შეებრძოლებიან, ანდა მათ გაუფასურებას შეეცდებიან. მორწმუნეთა წარმოდგენით, ამგვარი ძალები ცდილობენ ახალი „ფასეულობები“ დაამკვიდრონ ცხოვრებაში, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო სიყვარულთან, სიკეთესთან, ჭეშმარიტ რწმენასთან. ეს „ფასეულობები“ იქნება ინსტიქტების პირმატი, გულგრილობა, ადამიანთა შორის გაუტანლობა, გარყვნილება... ეს უკავშირდება რელიგიურ წარმოდგენას ანტიქრისტეს დროებით, თუმცა მაინც გაბატონების შესახებ...

ტრადიციონალიზმის იდეოლოგიის მიხედვით ახლა არის ტრადიციონალისტური, კონსერვატიული სამყაროსათვის ყველაზე მძიმე ხანა, რაც კი ისტორიაში ყოფილა. ხანა, რომელიც ანტიტრადიციული, ანტიკონსერვატიული, ანტინაციონალისტური და ანტიდემოკრატიულია თავისი არსით, ვინაიდან ღირებულებათა დევალვაცია ხდება. სულიერ ღირებულებათა მიმართ ამ ხანაში ნიჰილიზმია გაბატონებული. ესაა ხანა დაცემისა, დეგრადაციისა, რღვევისა, ხრწნისა. უფრო მეტიც, ანტიტრადიციული სამყარო აგრესიაზეა გადასული. იგი სულ უფრო და უფრო იპყრობს ახალ-ახალ ტერიტორიებს, კაცობრიობის წარმომადგენელთა გულებს. ტერიტორია, სადაც ჯერ კიდევ არ შეუღწევია ანტიტრადიციას ან ფსევდოტრადიციას, სულ უფრო და უფრო მცირდება. 

ეს ტერიტორიები, ეს გულები შეიძლება შევადაროთ ციხე-მონასტრებს, ისეთებს, როგორიცაა, ვთქვათ ანანური, სადაც შერწყმულია არა მარტო ციხის, როგორც სიმაგრის ფუნქცია, არამედ ტაძრისაც, როგორც ჭეშმარიტებისაკენ გზამკვლევის მისიაც. იქვეა ცივილიზაციის გზატკეცილიც. ამგვარ ციხე-მონასტრებში უკანასკნელი ტრადიციონალისტები, „მეციხ
ოვნე-ბერები“ გამაგრებულან. ბერები, რომელთაც დაბებკილ ანაფორაზე თორები გადაუცვამთ, მეომრები, რომელთაც თავი ღვთისათვის მიუძღვნიათ. ამგვარი ციხე-მონასტრების, ციხე-ტაძრების ბინადარნი (ამგვარი გულები, ადამიანები, ნაციები, ეკლესიები (რელიგია), ტერიტორიები, მთელი წყება სიმბოლური სახეებისა), არიან ერთ-ერთი არგუმენტი ღვთისათვის, რათა არ გაანადგუროს კაცობრიობა.

ეს ბერ-მეომრები არიან ერთი დიდი „საძმოს”, „ორდენის” წევრები. ისინი „ჯვაროსნები” არიან, ამ ტერმინის ნამდვილი მნიშვნელობით. ამ საძმოს ნაციონალისტები, ტრადიციონალისტები, კონსერვატორები, ნამდვილი დემოკრატები, გნებავთ უბრალოდ, მორწმუნეები ჰქვია. რასაკვირველია ამ სიტყვათა შინაარსის ყველაზე სიღრმისეული გაგებით.

გარშემო ყველა ბრძოლა წაგებულია, დარჩენილია მხოლოდ ერთი მიზანი: არ დაეცეს ციხე-ტაძარი. სიმაგრიდან კი ხანდახან შეტევაზე გადასვლაც შეიძლება. შეტევა საჭიროა, რათა კაცობრიობის პოტენციურად ტრადიციულ, შეგნებულ ნაწილს მოეცეს მაგალითი და მეორეც, ბრძოლა აუცილებელია, დანებება არ შეიძლება.

ციხე-ტაძრის, ციხე-მონასტრის სიმბოლოკა მხოლოდ წარმოსახვითია ერისკაცთათვის. მონასტერში განდეგილ ბერთაგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთი წმინდა ლოცვით კაცობრიობას შანსს აძლევენ და მაგალითს, ერისკაც ტრადიციონალისტ-ნაციონალისტებს, ტრადიციონალისტ-დემოკრატებს, „ბერ-მეომრებს”, რომელნიც განდეგილნი არ არიან, აქვთ თავიანთი წარმოსახვითი (რეალურად წარმოსახვითი თუ წარმოსახვითად რეალური) ციხე-ტაძრები (საკუთარი შინაგანი ბუნება, ცხოვრების წესი, ოჯახი, გული...), საიდანაც გადადიან ხოლმე შეტევაზე იდეოლოგიურად, მორალურად თუ ფიზიკურ პლანში.

ტრადიციონალისტურ იდეოლოგიაში ასეთებს პარტიზანებს უწოდებენ, ნაციონალისტ-ტრადიციონალისტ პარტიზანებს. ისინი თავად აგებენ „დროებით” თავშესაფარს ტყეში, ღრეში, გონებაში. ცხოვრებაში მათ არ სძინავთ (ფხიზლობენ მუდამ), ისინი არ თმობენ მტრისაგა
ნ ოკუპირებულ ტერიტორიას, არ ტოვებენ სამშობლოს; არ ასვენებენ მტერს; სიცოცხლეს უმწარებენ დამპყრობელს და, რაც მთავარია, ამზადებენ შესაძლებლობას, რომ ახალი თაობისაგან შეიქმნას ავანგარდი. თუმცა თუ გადარჩნენ ახლა, თავადაც გახდებიან ავანგარდისტთა წინამძღოლნი. 

 დიახ, დღევანდელ სამყაროში ტრადიციის მომდევარი ადამიანი პარტიზანადაა წოდებული, რომელიც არ იძინებს (მხოლოდ ფხიზლად თვლემს ხანდახან) და ტრადიციული სამყაროს ტერიტორიას - სამშობლოს არ თმობს.

გარდა ამისა, გარდა ირეალური რეალობისა თუ რეალური ირეალურობისა, პარტიზანი ომში, ფიზიკურ, მატერიალურ ომშიც, ასე ვთქვათ, ნამდვილი ომის პარტიზანი, შეუცვლელი პიროვნებაა. ეს არის მეომარი, რომლის შენახვა ძალზე იოლია და რომელიც ყველაზე თავდადებულია. ყოველ ომში, ყოველ ქვეყანაში, ყოველ საუკუნეში პარტიზანები უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებდნენ. მაგალითად, ქართლში რომაელთა შემოსევისას ისეთი დიდი ზიანი მიაყენეს პარტიზანებმა პომპეუსის ჯარს, რომ ლათინები იძულებული გახდნენ ტყეები ალყაში მოექციათ, გაეჩეხათ, გადაეწვათ - გაენადგურებინათ პარტიზანები, რათა შეძლებოდათ ადგილიდან დაძვრა, წინსვლა ტერიტორიების დასაპყრობად. ცხრა ათასი ქართველი პარტიზანი გაანადგურეს მაშინ რომაელებმა, რომელთაგან საკმაო ნაწილი ქალი იყო. 

თითქმის არც ერთ ათეულ წელს არ გაუვლია ჩვენს ისტორიაში პარტიზანებისა და პარტიზანული ომის გარეშე. ხშირად ჩვენი მეფეები და მღვდელმთავრები თავად იყვნენ პარტზანები. მხოლოდ საქართველოს სიძლიერის ჟამს, დავით აღმაშენებლის დროიდან თამარის მეფობის ჩათვლით, მერე გიორგი ბრწყინვალის გამეფებიდან თემურ ლენგის შემოსევამდე არ დაგვჭირვებია პარტიზანები. იმ დროს ქართველები ავანგარდში ვიყავით მხოლოდ. თვით რუსეთის ბატონობის დროს ტყეში გაჭრილთა დიდი ნაწილი, შემდეგ ანტისაბჭოთა ორგანიზაციის წევრები პარტიზანები იყვნენ, ნამდვილად. მათ შორის „ტერორისტად” მონათლული, უმსხვ
ერპლო აფეთქებების მომწყობი, ვლადიმერ ჟვანია, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, აკაკი ბაქრაძე....

მეომრები, რომელნიც იცავენ არამიწიერი, ზეციური წარმოშობის ტრადიციას, რომელნიც ათავისუფლებენ ძვირფასი მიწის თითოეულ გოჯს, “ბერ-მეომრები”, როგორც ვთქვით, არიან ჯვაროსნები, პარტიზანები....

რეალურ ომში (ყველანაირი ომი - ფიზიკური, სულიერი, ფსიქოლოგიური თუ სხვა რეალურია), ახლაც, ოცდამეერთე საუკუნეში, ნებისმიერი ქვეყნის მთავრობა, ხალხი, რომელსაც დასაბრუნებელი აქვს საკუთარი ისტორიულ-სამართლებრივი ტერიტორია, ყველანაირად ხელს შეუწყობს პარტიზანებს. მართალია, ახლა ჩრდილო ქართლისა და სოხუმის რეგიონის ტერიტორიები ისეა ოკუპირებული, ისეა გადაკეტილი ვერაგი მტრის მიერ, რომ იქ შეუძლებელია პარტიზანების მოქმედება... მაგრამ, ყოველი ისტორიის გაკვეთილი, ყოველი ცრემლიანი გახსენება უფროსი თაობის მიერ აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის მიწა-წყლისა, მომავალი პარტიზანების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილია, მარტო პარტიზანების კი არა, ავანგარდისტებისა, რომლებიც გაათავისუფლებენ ქართულ მიწებს და მტერს ჩრდილოეთში გადარეკავენ. რომლებიც კაცობრიობას ახალ მაგალითს მისცემენ - ქართულს, ნამდვილად ჰუმანურსა და ჭეშმარიტად დემოკრატიულს - ტრადიციონალისტურს.

გავიხსენოთ ჩვენი უახლესი დროის პარტიზანები. რომ არა ომი და ტერიტორიის ანექსია მტრების მიერ და აქედან გამომდინარე მოვლენები: პატრიოტული გრძნობის შელახვა, მტრების მიერ ახლობლების დახოცვის გამო შურისძიების წყურვილი, სახლ-კარისა და მიწა-წყლის დაბრუნებისათვის თავდადება, კაცობა, ისინი უბრალოდ კარგი გლეხები, მუშები, მასწავლებლები, ტრაქტორისტები და ა.შ. იქნებოდნენ.

ჩვენ, ქართველები, უნდა დავრჩეთ პარტიზანებად კაცობრიობის დაცემული და აგრესიული ნაწილის წინააღმდეგ. მომავალი თაობები ავანგარდში ჩადგებიან, ჩვენ თუ დავრჩით მანამდე ცოცხალი, წარვუძღვებით მათ, ან გავყვებით მაინც ბრძოლაში. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
13 (26) ნოემბერი
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
gaq