საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს სულიერი მისია

რატომ გვაჩუქა რუსეთის პატრიარქმა ალექსანდრე ნეველის წმ. ნაწილი
გაიოზ მამალაძე
შარშან მთელი საქართველო დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს, საქართველოს პატრიარქის ვიზიტს რუსეთში და მის შეხვედრებს რუსეთის პრეზიდენტთან და პატრიარქთან.

ძალიან საინტერესოა ამ ვიზიტის დროს მომხდარი ერთი რამ, რასაც არ მიაქცია ყურადღება საზოგადოებამ, უფრო სწორად, ამ ქმედების მნიშვნელობა არ არის მთლად გასაგები სიმბოლურ ენაზე, რასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ რუსები.

რუსების სახელმწიფო ადრეც იბრძოდა და ახლაც „იბრძვის“ სიმბოლოების მეშვეობითაც და ცდილობს სიმბოლიკა, განსაკუთრებით საკრალური სიმბოლიკა, გამოიყენოს დიპლომატიურ თუ სხვა ომებში, თავისი მიზნის, რა თქმა უნდა, იმპერიალისტურის, მისაღწევად.

მაგალითად, 2008 წლის გაზაფხულზე, დუგინი თავის მოწაფეებთან ერთად ეწვია ჩრდილო ქართლს (ცხინვალის რეგიონს) და შეხვდა იქაურ სეპარატისტ-ტერორისტებს... მთავარი კი ის არის, რომ მოწაფეებთან ერთად გავიდა მთებში და ჩაატარა გარკვეული „საკრალური“ რიტუალი, შემდეგ ისროდა ტანკსაწინააღმდეგო და სხვა იარაღიდან თბილისის მიმართულებით...

ასეთი რამ, ჯერ კიდევ ჰიტლერის დროიდან არის ცნობილი (მანამდეც რა თქმა უნდა). ჰიტლერი თვლიდა, რომ ცხინვალის მთებში არის ვალჰალა, ნორდიულ გმირთა, ნორდიელი, გერმანიკული ხალხების წინაპართა სამყოფელი, სადაც წარმართული ღმერთი ოდინი განისვენებს გმირებთან ერთად. ამის გამო, შეაწყვიტა მან კავკასიის მთების დაუფლებას „ედელვაისის“ დივიზია და სხვა. ამ მიზნით, აიტანეს ნაცისტური დროშა იალბუზზე 1942 წლის 21 აგვისტოს... ამით უნდოდათ, სიმბოლურად და საკრალურად დაუფლებოდნენ კავკასიას.

დუგინი და მისი მეგობრები ხშირად ადიან რაიმე მაღლობზე და „მოუწოდებენ ევრაზიის სულებს დახმარებისათვის“, ევრაზიის ტერიტორიათა დაპყრობისათვის. არაერთხელ აღუნიშნავთ, ამგვარად თემურ ლენგის თუ სხვათა საიუბილეო თარიღები...

დუგინის ჩამოსვლა 2008 წლის გაზაფხულზე ცხინვალში და მისი „მისტერია“, ემსახურებოდა უკვე დაგეგმილი ცხინვალის ომში რუსეთის იმპერიის წარმატების გარანტირებას, რის შესახებაც, მან, რა თქმა უნდა, იცოდა. იმავე პერიოდში, იალბუზზე ავიდა ექსპედიცია. არის ცნობები, რომ ამ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა, პირადად, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი პატრუშევი... პატრუშევმა, იალბუზზე აიტანა რუსეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დროშა, ასევე აფხაზეთის სეპარატისტთა დროშაც.

მანამდე, ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტების დროშები, მისივე დავალებით ჩაიტანეს არქტიკის (ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის) ფსკერზე, რუსეთის დროშასთან ერთად, რათა „უფსკრულის ძალების“ დახმარება გამოეწვიათ... ექსპედიციაში პატრუშევი თავად მონაწილეობდა.

ამგვარი მოვლენების კონტექსტში, თითქოს ძნელი მოსაქცევია ჩვენი და რუსეთის პატრიარქების შეხვედრა, მაგრამ რუსი იმპერიალისტებისაგან რას არ უნდა ელოდო... ჩვენი პატრიარქის ზემოთაღნიშნული ვიზიტისას, რუსეთის პატრიარქმა, ჩვენს უწმინდეს აჩუქა წმ. ალექსანდრე ნეველის ნაწილი.

ალექსანდრე ნეველი მართლმადიდებელი წმინდანია (ეწოდება კეთილმსახური მთავარი), ასეა მიღებული, და რა შეიძლება იყოს გასაკვირი. მაგრამ ვისაც უნახავს კადრები, როდესაც ამ საჩუქრის შესახებ გამოაცხადა რუსეთის პატრიარქმა კირილემ, შეამჩნევდა რომ ჩვენს უწმინდესს შეეტყო სახეზე - არ ესიამოვნა ეს ამბავი.

ალექსანდრე ნეველი ითვლება „რუსების მიწების შემკრებად“. სრულად ასე უწოდებენ: „დამცველი, მშენებელი და შემკრები რუსული მიწებისა“ („защитник, строитель и собиратель русских земель“). კირილემ განაცხადა კიდეც ეს და ხაზი გაუსვა, თბილისში არის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია და ეს წმინდა ნაწილები იქ დაივანებსო.

მაშასადამე, რუსული მიწების შემკრების ნაწილი უნდა იყოს თბილისში... ეს მათ ენაზე ნიშნავს, რომ რუსულ მიწებს კვლავ უნდა შეუერთდეს (“შეეკრიბოს“) ქართული მიწებიც, თბილისი და სრულიად საქართველო...

მანამდე, შეხვედრაზე კირილემ განაცხადა, რომ ძველი რუსული მიწების ადგილზე, ახლა სუვერენული სახელმწიფოები წარმოიქმნა, მაგრამ უნდა გავუგოთ, არ შევეწინააღმდეგოთ, ოღონდ ჩვენი რუსული ცივილიზაციის საზღვრებში უნდა დავტოვოთო. კირილესათვის ბალტიისპირეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო-კავკასია, შუა აზია, თურმე რუსული ისტორიული ტერიტორიები ყოფილა და არა დაპყრობილი მიწები... თუმცა, მგლის თავზე სახარების კითხვას რა აზრი აქვს...

ამავე მიზნით დაინიშნა ქართველების კონცერტი კრემლში... რუსეთში ისედაც ტარდებოდა კონცერტები, ამას რუსული იდეოლოგია დიდად არაფრად თვლიდა, მთავარი იყო კრემლი... კრემლი ხომ იმპერატორთა სასახლეა... ადრე ხომ დამპყრობლებს ზეიმით მიართმევდნენ ხოლმე ალაფს და სანახაობას უმართავდნენ, ამიტომ უნდოდათ ეს კონცერტი, სწორედ კრემლში.

... მაგრამ რუსებს უნებლიედ შეეშალათ, თან მაგრად.. ქართული ცეკვაც რიტუალია და ქართული სიმღერაც... ქართველები, ომის წინ რიტუალურ ცეკვებს მიმართავდნენ და საგალობლებლებს გალობდნენ... ასე იმარჯვებდნენ ჩვენი წინაპრები... და ახლაც, ნებით თუ უნებლიედ, ქართული ცეკვა და სიმღერა კრემლის კედლების იდეოლოგიას დაანგრევს... რაც შეეხება წმინდა ალექსანდრე ნეველის ნაწილების სიმბოლიკას, ესეც არამართლმადიდებლურად გამოუვიდათ, წარმართულად...

რა უნდა დააკლოს კირილესა და ვოვას, პატრუშევისა დუგინის ჯადოქრობებმა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას?! რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ საქმისათვის მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოყენება არ შეიძლება.

პირიქით, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის დაბომბვისა და ქართული მიწების, აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის (ცხინვალის რეგიონის) მიტაცების გამო, დიდი დარტყმა მიუვა რუსეთს. ისევე, როგორც რომანოვებმა მიიღეს დიდი დარტყმა, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართული ეკლესიის გაუქმების გამო:

ქართლ-კახეთის სამეფოს გამაუქმებელი რუსეთის იმპერატორი პავლე I მოაკვლევინა შვილმა, ალექსანდრე I-მა. ალექსანდრე I-მა გააგრძელა მამის საქმე, საქართველოს დაპყრობა და... გადაეგო უძეოდ. პავლე I-ის მკვლელობაში მონაწილეობას იღებდა ქართველი კაცი, გვარად იაშვილი. ალექსანდე I-ის ძმის შვილი (პავლეს შვილიშვილი), ალექსანდრე II მოკლეს.

მართალია, ალექსანდრე III გადაურჩა ტერორისტულ აქტსა და მატარებლის კატასტროფას (რომელმაც მალე იმსხვერპლა), მაგრამ გავიდა დრო და ამოწყვიტეს მისი ვაჟის, ნიკოლოზ II-ის ოჯახი მთლიანად. შემდეგ შეწყდა რომანოვთა მამრობითი სამეფო შტო.

რუსეთი „განიძარცვა დაპყრობილი რეგიონებისაგან“: ფინეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ბელორუსი, პოლონეთი, უკრაინა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და შუა აზიის ქვეყნები.

უარესიც მოუვათ...........

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-09-26
დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (1624); ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335); მღვდელმოწამისა კორნილიოს ასისთავისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახ. 237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (III); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (IV); მღვდელმოწამისა იულიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV); ღირსისა პეტრე ატროელისა (IX).
საქართველოს მნათობი დედოფალი (+1624)
26 სექტემბერს არის წმიდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენება
ენკენია
13 (26) სექტემბერს არის ენკენია - ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335). ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას.
gaq