საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

საქართველოს დავიწყებული ისტორია
გეგა ხვედელიძე

ერისთვის ისტორია არის ცნობიერების ერთ-ერთი მთავარი ბურჯი, საყრდენი, რაზეც მან უნდა ააგოს თავის მომავალი და სწორად განსაზღვროს ის პრიორიტეტები, რის გარეშეც ჯანსაღი სახელმწიფოს და ქვეყნის შენება შეუძლებელია. ისტორიული მეხსერება არის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საუნჯე, რასაც წმინდად უნდა უფრთხილდებოდეს ყოველი ხალხი, ყოველი საზოგადოება. დაუშვებელია წარსულის დავიწყება ან არასწორად აღქმა რადგან როგორც თქმულა: “აწმყო შობილი წარსულისაგან მშობელი არის მომავალისა”.

 დღეს ბევრს საუბრობენ საქართველოს გაყალბებულ ისტორიაზე და ქართველთა დამახინჯებულ  წარსულზე. მისი უწმინდესობა ილია მეორის ინიციატივით შექმნილია საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისია, რომლის თავმჯდომარეც არის მანლის-წალკის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. კომისია შესაბამისი გეგმის მიხედვით მუშაობს და ეწევა ძალიან კარგ და მნიშვნელოვან სამუშაოს ქართველი ერისთვის.

 

საქართველოს ისტორიის შესახებ იმპერიული მანქანა და მის სამსახურში მდგარი ქართველი ისტორიკოსები ( დღემდე რომ ინარჩუნებენ სამეცნიერო ავტორიტეტს ) დიდი ძალისხმევით ამახინჯებდნენ და აყალბებდნენ საქართველოს იმ წარსულს, იმ ნამდვილ ფესვებს, რისი გახსნა და გამომზეურებაც უდიდესი მნიშვნელობის საქმეს წარმოადგენს შემდგომი საქართველოსთვის!

 კავკასია არის რეგიონი, სადაც ფაქტობრივად დაირწა დედამიწის ცივილიზაციის აკვანი! დღემდე ევროპულ მეცნიერებაში თეთრი რასის აღმნიშვნელი ტერმინია “კავკასიური რასა”, რადგან კავკასია წარმოადგენდა იმ რეგიონს, სადაც მცირე აზიასა და ევროპაში განეფინა თეთრი რასა და შექმნა მსოფლიოში პირველი კულტურისა და ცივილიზაციის კერები.

 1920 წელს ნიკო მარი ნაშრომში "იაფეტური კავკასია და მესამე ეთნიკური ელემენტი ხმელთაშუა ზღვის კულტურის შექმნაში" წერს: "იაფეტურის ადგილი ხმელთაშუა ზღვის კულტურის შექმნაში გაირკვა უფრო გვიან სემიტურისა და ინდო-ევროპულის შემდეგ. გამოვლენის დროის მიხედვით იაფეტური მესამე ადგილზეა. ისტორიული თანმიმდევრობის თვალსაზრისით კი იაფეტური უსწრებს ორ სხვას სემიტურსა და ინდოევროპულს. "მესამე ეთნიკური ელემენტი" იაფეტური ელემენტი ნამდვილად პირველი, ყველაზე ძველი, ეთნიკური ელემენტია ხმელთაშუაზღვის კულტურის შექმნაში"

იაფეტური, ანუ იბერიული რასა იყო პირველადი დომინანტი რასა მედიტერანულ სივრცეში, ხმელთა შუა ზღვის რეგიონის პირველი ცივილიზაციის კერები: შუმერული, ქალდეული, ურარტული, პელასგური და სხვა... შემდგომ მოხდა ამ რასის დაკნინება და ლოკალიზება კავკასიის მასშტაბით იბერიულ ნაშთებზე კი მოსული არაიბერიული რასების დამკვიდრება და იბერიულ საფუძველზე, იბერიულ კერებზე საკუთარი ცივილიზაციების აგება.

 ჰეგელი "გონის ფილოსოფიაში" წერს:

"მხოლოდ კავკასიელ ხალხში აღწევს სული თავის აბსოლუტურ მთლიანობას, ერთიანობას საკუთარ თავთან, აბსოლუტურ დამოუკიდებლობას...აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას და ამით წინ მიჰყავს მსოფლიო ისტორია...

მსოფლიო ისტორიაში პროგრესი მხოლოდ კავკასიური რასის წყალობით ხდება".

 სწორედ პირველად ჩვენში ჩაეყარა საფუძველი მიწათმოქმედებას, აქ შეიქმნა სოფლები, დიდი და პატარა ქალაქები. აქ გაჩნდა დამწერლობა, ჩაეყარა საფუძველი ასტრონომიას, ასტროლოგიას, მეტალურგიას და სხვა და სხვა მეცნიერების დარგებს. ამ ყოველივეს შემოქმედნი ჩვენი პირდაპირი წინაპრები იბერიულ-კავკასიური მოდგმაა და მათი ენა, კულტურა, ცივილიზაცია ერთ ფუძეზეა აღმოცენებული.

 კავკასიიდან განეფინა ეს ცივილიზაცია მცირე აზიაში, აღმოსავლეთ ინდოეთსა და ჩინეთში, ასევე დასავლეთში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.  ფრიდრიხ ენგელსი ამბობს,  რომ "ნეოლითის ევროპაში გაბატონებულ რასას იბერიული წარმოადგენდა".

კავკასია თეო-მისტიური რეგიონი იყო და უძველესი მისტერიალური ცოდნის საცავი. კავკასია წარმოადგენა სულიერი სიბრძნისა და ცოდნის საცავს. საუკუნეების განმავლობაში ქართულ მითებსა და ზღაპრებში დაშიფრულია ეს ცოდნა და ასე გადაეცემოდა თაობიდან თაობებს.

აღნიშნულს უკავშირდება კავკასიიდან “ოქროს საწმისის” გატაცების გადმოცემა და პრომეთე/ამირანის მითი, რომელიც დღეს კავკასიონსაა მიჯაჭვული. კავკასიური მისტერიის გასაგებად საჭიროა ჩავიხედოთ ქართულ კულტურაში, ანბანში, ენასასა და ისტორიაში. საჭირო და აუცილებელია ერის ცნობიერების მომზადება, რათა აღიქვას ქართველმა ადამიანმა სამყაროში მისი რეალური ადგილი და ფუნქცია.

 იმისთვის, რომ საქართველოს წარსული სწორად გავიაზროთ საჭიროა ორას წლოვანი მონური ფსიქოლოგიისგან განთავისუფლება.

ეროვნული ნიჰილიზმით შებყრობილი ქართველებისთვის დღეს ძალიან ბევრი რამ გაუგებარია.

იბერიელებმა უნდა შეიცნონ საკუთარი თავი, საკუთარი ადგილი კაცობრიობის ისტორიაში.

 თითოეულ ქართველს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს საერთო ეროვნულ იდეაში, ყველას საკუთარი წილი საქართველო აქვს საზრუნავად ჩაბარებული.

 

მომავლის გზა ღირსეულად უნდა გაიაროს ქართველმა ერმა... ეს გზა იბერიის გარდაუვალი გაბრწყინებით დასრულდება!

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ქრისტესა და ქრისტეს მოწამის ერთგული მსახური წმიდა მოწამე ლუპე
წმიდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე
წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (+დაახლ. 306) ხსენება აღესრულება 8 ნოემბერს. მისი მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს - რომის პროკონსულს თესალონიკში - სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინეს (306-337) დროს უფლის სათნომყოფლის საფლავზე ტაძარი ააგეს. ასი წლის შემდეგ ძველი საყდრის ადგილას ახალი, დიდებული ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა დიდმოწამის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება. VII საუკუნეში წმიდანის ლუსკუმიდან მირონმა იწყო დენა.
gaq