საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

”მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო!” (ქართველთა მამაცობის შეფასება)

საკუთარი ქვეყნის მატიანეებსა და  ისტორიაში ყოველი ერის ცდილობს თავისი თავის მომეტებულად წარმოჩენას. სხვა არის, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი იგებს შენს ფასს...

 

უნდა მოგახსენოთ, რომ იქ, პაკისტანში, გავრცელებულია ურდუ ენაზე ერთი ანდაზა: ,,მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო''. რას ნიშნავს ახლა  ეს: როდესაც კაცი ტრაბახობს და თავის თავზე არნახულ საგმირო ამბებს ყვება, მას შეუძახბენ ხოლმე ამ ანდაზას – მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო! ე.ი. ნუ ტრაბახობ, შენ გურჯი არა ხარ, შენ გმირი არა ხარო, ე.ი. ნუ ტყუიხარო. რაც შეეხება სიტყვა ,,გურჯს'', მისი მნიშვნელობა არც კი იციან.

                                                                                    შალვა მაღლაკელიძის მოგონებებიდან

 

 ერთი სიმართლით განთქმული რუსი მეუბნებოდა: ქართველები ბრძოლაში უნდა ნახო, მაშინ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ არიან, არამედ ტიტანები, რომელთაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ!

                                                                                                                   ალ. დიუმა

 

ქართველები, ჩვეულებისამებრ, მხნედ და საკუთარ ძალებში დარწმუნებულები მიდიოდნენ საომრად.

თავად ჩინებული მეომარი სეხნია ჩხეიძე არაერთგან აღნიშ

ნავს ქართველთა თვისებას, მძიმე გასაჭირის ჟამს გამხიარულება რომ უყვარდათ. აი, რას წერს ის გიორგი მეფის შესახებ: „იყო წესი მისი, როიცა სამწუხარო საქმე იყვის, მაშინ უფრო გამხიარულდის”. ქართველთა ერთ-ერთი სარდალი, ლევან ბატონიშვილი კი, მტრის წინააღმდეგ წასული, რუსთაველის ლექსით აგულიანებდა მეომრებს: „უგანგებოდ ვერას მიზმენ შეცამებან ხმელთა სპანი”.

...მეთაურთა ვაჯაკაცური მაგალითით გამხნევებული რიგითი მეომრები ომში: „მზემან ღუთისამან, ასე მივდიოდით, ვითარცა ქორწილსა შინა წვეულნი ვყოფილიყავით”. ქართველთა საარაკო გმირობის ამბავი მალე მთელს ავღანეთს მოედო.

ავღანელთა მიერ დაბეჩავებული ქირმანის მოსახლეობა ამგვარად გამოხატავდა მადლიერებას ქართველთა მიმართ: „ კურთხეულ არს ღმერთი, თქვენ მაგისთანა კაცნი დაუბადებიხართ და ჩვენთვის გამოგარჩივათო”.

სეხნია ჩხეიძე საოცარი ირონიით აღწერს ბრძოლის წინა ღამეს, მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან ქართველთა ღამის ყარაულების გადაძახილს: „მოვიდა რისხვა ღუთისა თქვენზედაო, მობრძანდა საქართველოს ვალი ლევან, ახლავს ქართველნი ჯარი კაცის მჭამელნიო. შექნეს თურე ჭმუნვა დიდი, ეს კი არ იცოდნენ, არც ოცი ქართველნი გვახლდა, თითოს ქათმის შეჭმაც არ შეგვეძლო”.

ავღანელებთან შეტაკებებში ქართველთა მხარდამხარ მებრძოლი სპარსელები ხშირად იჩენდნენ სულმოკლეობას და უკან მოუხედავად გარბოდნენ ბრძოლის ველიდან. ამის გამო ბრძოლის მთელი სიმძიმე ქართველების მხრებზე გადადიოდა და ისინიც ვაჟკაცობის და გმირობის საარაკო მაგალითებს უჩვენებდნენ მტერს: „ოთხნი ბელუჭნი წასულ იყო და თხუთმეტი თათარი ცხენ-კეთილი უკან მისდევდა, ეს ოთხი გამოუბრუნდებოდნენ ამ თხუთმეტს გამოიქცევდნენ, ის ქვეითნი მისდევდნენ და ვერა ავნეს რა.

...ავღანელ მეომართა შორის კი ერთმა გამოთქმამ მოიკიდა ფეხი,- „ავღანელები სპარსელებთან შედარებით, ლომები ვართ, სპარსელები კი ჩვენთან შედარებით – ცხვრები, ხოლო ქართველებთან ცხვრები ვართ, ქართველები კი ლომები არიან ჩვენთან შედარებითო!”

                                                            სეხნია ჩხეიძის ”ცხოვრება მეფეთას” მიხედვით 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-05-26
ღირსისა ექვთიმე ათონელისა (1028); მოწამეთა: გლიკერია ქალწულისა და მისთანა ლაოდიკე დილეგის მცველისა (დაახ. 177); მოწამისა ალექსანდრე რომაელისა (284-305); წმ. პავსიკაკოსი, სინადის ეპისკოპოსისა (606); წმიდათა: გიორგი აღმსარებელისა, მეუღლისა მისისა ირინესი და შვილთა მათთა (IX).
წმიდა მოწამე გლიკერია ქალწული და მის თანა ლაოდიკე დილეგის მცველი
13 (26) მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე გლიკერია ქალწულისა და მის თანა ლაოდიკე დილეგის მცველის (+177) ხსენების დღეს.
gaq