|
ნიკა გოგიტაური - სულის ძახილი (მკითხველს წერილი)
ხშირად სუფრაზე ჯდომის დროს ქართველები ძირითადად სპორტზე პოლიტიკაზე ან ისტორიაზე საუბრობენ ხოლმე. ისტორიაზე საუბრისას ქართველი მეფეების მოღვაწეობასა და მათ ღვაწლზე, აგრეთვე რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სამეფო სამთავროების ბოროტად მიერთებისა და მონარქიის გაუქმებაზეც. საქართველოს რუსეთთან მიერთებიდან ხომ ორას წელზე მეტი გავიდა. ჩვენმა ერმა ამ დროის განმავლობაში ათასგვარ დამცირებასა და სირთულეებს გაუძლო. ამდენი უბედურების მიუხედავად მაინც შევძელით ჯერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, შემდეგ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაც. მიუხედავად ასეთი დიდი წარმატებებისა საქართველოს ტერიტორიების დაკარგვისა და ოკუპირებისა, თითქოს მაინც რაღაც გვაკლია გვჭირდება და ვერ გაგვიგია. ვფიქრობ, ეს რაღაც სწორედ მონარქიაა, მაგრამ სამწუხაროდ ამას ხალხი არ აღიარებს მათი დიდი ნაწილი დღეს-დღეისობით ძალიან აგრესიულია მონარქიის მიმართ, ნაცვლად იმისა რომ მოიწონონ ჩევენი კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ეს შემოთავაზება. განა ჩვენ იმ ქართველების შთამომავლები ვართ, რომლებთაც ჩვევად ქონდათ ქცეული ყოველი ბრძოლის დროს წინ ბაგრატიონის გვარის წარმომადგენელი წაძღოლოდათ და ქართული ჯარის გვერდით ეომათ. მონარქიის გაუქმების შემდეგ ქართველი გლეხობა ჩიოდა მონარქია აღგვიდგინეთ რუსეთის ხელმწიფემ ჩვენს მეფეს უბრძანოს მან კი ჩვენ და პირობას ვიძლევით დაგემორჩილებით. საუბედუროდ სომეხი წარმოშობის გენერალმა რუსეთის იმპერატორი დაარწმუნა სანამ საქართველოდან უკანასკნელ ბაგრატიონს არ გაიყვანთ ქართველების დამორჩილება შეუძლებელი იქნებაო.
ამ ამბებიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ იმერეთში დაბრუნდა ალექსანდრე V-ის უკანონო ძის ბაგრატის შთამომავალი. ერთ-ერთი იმერეთის აჯანყების დროს მას, როგორც ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელს იმერლებმა სთხოვეს წინ წაძღოლოდათ და მათ გვერდით ებრძოლა. რა იყო იმერლების საქციელი თუ არა ტრადიცია.
დღეს-დღეისობით ამ მთავრობისგან დაპირებების არ შეუსრულებლობისაგან გადაღლილი ხალხისთვის ყველაზე ღირსეული და წინამძღოლი ჩვენი კათალიკოს პატრიარქი ილია მეორეა და თუ ის დღეს ჩვენთვის სამაგალითოა და ზნეობის მომცემი, ხვალ შეიძლება მისი მძიმე ჯვარი მირონცხებულმა მეფემ იკისროს (წმინდა მამა გაბრიელი ამბობდა და ახლა პატრიარქის ჯვარი დამძიმდა და დროა ახლა ეს სიმძიმე მეფემ ზიდოსო). მართლაც ასეა, ქართველი მეფეებისთვის საქართველოს მეფობა ყოველთვის მძიმე უღელი იყო.
დარწმუნებული ვარ თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მეფე რომ ჰყოლოდა საქართველოს, ის აუცილებლად მათთან ერთად იბრძოლებდა როგორც ადრე იყო და ჰალსტუხის ჭამაში პირი არ ექნებოდა გაკაფული.
ვფიქრობ ჩვენს უფლისწულს სიმამაცე და თავმდაბლომა რომ არ აკლდეს, ის ფშავში უნდა აღიზარდოს, როგორც მისი დიდი წინაპარი მეფე ერეკლე II-ე. ის, მიუხედავად იმისა, რომ ქართლ-კახეთის მეფედ იწოდებოდა ყველაზე მეტად მას მთიელები უყვარდა, როგორც მამას შვილი და ენდობოდა მათ. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ როგორც მაშინ ერთგულად ემსახურებოდნენ ერეკლე II-ეს მთიელები ისე დაიცავენ მომავალ მეფესაც |
|