საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

სხირტლაძეები ანუ არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა
ლევან ფრუიძე

სხირტლაძეები ერთ-ერთი მძლავრი და მრავალრიცხოვანი გვარია. 1997 წლის მონაცემებით მათი რაოდენობა 2573-ია. ამათგან 1220 თბილისში ცხოვრობს, 284 საჩხერეში, ხოლო 170 ჭიათურაში. ნიშანდობლივია, რომ სხირტლაძეების მშობლიური მხარე რაჭაა და ამჟამად იქ იმდენად მცირერიცხოვანნი არიან, მოცემულ აღრიცხვაშიც არ მოხვდნენ. ამ ისტორიული გვარის ადგილის დედა, ფუძე, ბუდესოფელი მრავალძალია, რომელსაც ბოლშევიკებმა მთისკალთა უწოდეს. აგრესიული ათეიზმით შეპყრობილი საბჭოთა ხელისუფლება სოფლების ქრისტიანულ სახელებს ვერ ეგუებოდა და კომუნისტური მყვირალა სახელებით ცვლიდა. მრავალძალელებს აშკარად გაუმართლათ, მთისკალთა კარგად შერჩეული სახელი გამოდგა, მრავალძლის აღსანიშნავად დღესაც იხსენიება და ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ამ დასახელებითაა შეტანილი.

მრავალძალი მაღალმთიანი სოფელია, თითქმის სუბალპურ ზოლში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1840 მეტრზე. ღრმაააზროვანი, ქრისტიანული სახელი მრავალძალი სოფელს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან ეწოდა, რომელიც XI საუკუნეშია აშენებული. საქართველოს მასშტაბით თვალსაჩინო და მრავალძალიანი ტაძარია, იმდენად მრავალძალიანი, რომ გადმოცემით დასავლეთ საქართველოში მოლაშქრე ჯალალედინი და შაჰ-აბასი დაუმარცხებია, რის დამადასტურებელ ნიშნად ეკლესიაში ჯალალ-ედინის მუზარადი და შაჰ-აბასის ხმალი ინახებოდა. მრავალძლის წმინდა გიორგის ტაძარს სხვა მრავალ სასწაულს მიაწერენ. ქართველთა საშველად თურმე წმინდა გიორგი ზეციდან მრავალძალში ჩამოდიოდა და მტრის შესამუსრად ფიცისკაცთა ლაშქარს აქედან მიუძღოდა. ამ დიდებულ ტაძარს ახლაც ბევრი მავედრებელი ჰყავს და უამრავ მორწმუნეს ანიჭებს შვებას. ხალხში შემონახული ლეგენდით აქ მონასტერი ღვთისკაცებს – სხირტლაძეებს დაუფუძნებიათ, ჯერ მახლობლად ჭოლევში, მერე უფლის ნებით და კურთხევით, სოფლის თავზე მდებარე კონცხზე. სხირტლაძეები დღემდე რჩებიან მრავალძლის წმინდა გიორგის ეკლესიის ღვთისკაცებად და მსახურებად, რაც დიდად ემაყებათ. 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, ყოველი ჭეშმარიტი სხირტლაძე, სადაც არ უნდა იყოს, მშობლიურ სოფელში უსათუოდ ჩადის, სალოცავზე სანთელ-განატეხს გაიტანს, საქვეყნო და საგვარეულო სიწმინდეებს ეთაყვანება, წინაპართა საფლავებს მოილოცავს და მოუვლის, რითაც ორთავ სოფელს ანუ მარადისობას შორის ქარიზმატულ კავშირს ინარჩუნებს.

მრავალძალი ოდითგანვე ხალხმრავალი და სვებედნიერი სოფელი გახლდათ, ვეებერთელა გასატევარით და ადგილ-მამულით თავმოწონებული. სახნავ-სათესი, სათიბ-საძოვარი შემოგარენში არ აკლდათ, ხოლო მევენახეობას, ვინაიდან მაღალმთიანობის გამო ადგილზე ვაზი არ ხარობდა, მოშორებით, რიონისპირა სოფელ ხიმშში ეწეოდნენ, ყურძენს იქვე მარნებში – ,,ბარისახლებში'' წურავდნენ, ტკბილი კოლოტებით და ცალებით მრავალძალში აჰქონდათ და იქ კეთილმოწყობილ მარნებში დიდებულ ღვინოს აყენებდნენ, რომელსაც ,,ხიმშურს'' უწოდებდნენ და ,,ხვანჭკარას'' აჯიბრებდნენ. საქართველოსათვის უხსოვარი დროიდან დამახასიათებელი მთიელთა მევენახეობა-მეღვინეობის ეს სახე მრავალძალმა დღემდე შეინარჩუნა. სხირტლაძეები ხიმშში მამაპაპურ ვენახებს ვერ ელევიან და ცდილობენ შთამომავლობას შეუნარჩუნონ, მიუხედავად იმისა, რომ ,,მოზამთრეები'', ანუ მუდმივი მცხოვრებლები მრავალძალში ოთხი თუ ხუთი კომლიღა დარჩა. აქ დასაბამიდან ოდენ ორი გვარი ცხოვრობდა – სხირტლაძეები და იობაშვილები, სხირტლაძეთა რიცხობრივი უპირატესობით. სხვა გვარი იქ ვერ ხეირობდა და ხარობდა. თვით სხირტლაძეების ქალიშვილები სხვა გვარს მრავალძალში ზედსიძედაც არ უშვებდნენ, თხოვდებოდნენ და მშობლიურ სოფელს გულისტკივილით ტოვებდნენ, მაგრამ მამაპაპურ ფუძესთან სისხლხორცეულ კავშირს არ წყვეტდნენ, ყოველ ზაფხულს მრავალძალში ატარებდნენ და შვილებსაც იქ აფრთიანებდნენ – ჯანსაღ ჰაერზე, მთის რომანტიკით აღსავსე სამყაროში. ამის ცოცხალი მოწმე ამ სტრიქონების ავტორია...

მრავალძალს მრავალი ღირსეული მამულიშვილი გაუზრდია. მარტო სიმონ სხირტლაძე რად ღირს – განთქმული თამადა, მეცნიერი, მწერალი, უბადლო პედაგოგი, ოქროპირი და მთელი საქართველოს მოძღვართ-მოძღვარი...

ახლახანს (2010 წლის 9 ნოემბერს) მივაბარეთ მიწას სიმონის ძმა შოთა სხირტლაძე, ღვინისა და გამაგრილებელი სასმელების ცნობილი სპეციალისტი, ფანატიკურად შეყვარებული საქართველოზე, ქართულ ლიტერატურასა და საკუთარ ძმაზე, მან ჩვეული ქველმოქმედებით, დღედაღამ შრომით, XX ს-ის 90-იან კრიზისულ წლებში შეუძლებელი შეძლო და მშობლიურ მრავალძალში მამაპაპური ისტორიული სახლი, სადაც იმერეთის ეპისკოპოსი, სულმნათი გაბრიელი ხშირად სტუმრობდა, სახლ-მუზეუმად აქცია. ექსპოზიცია არა მარტო სიმონს და მის შთამომავლობას ეძღვნება, არამედ სხირტლაძეთა მთელ გვარს და ძველთა-ძველ სამონასტრო სოფელს – მრავალძალს. ეს მუზეუმი წმინდა გიორგის ტაძრის შემდეგ, მრავალძლელთა წმინდა ადგილია და ამ კულტურულ-საგანმანათლებლო ახალმა კერამ, რასაკვირველია, ტაძართან ერთად, მრავალძალი უნდა გადაარჩინოს, კვლავ ხალხმრავალი და სვებედნიერი გახადოს. ვიმედოვნებ, ეს კულტურული მონაპოვარი მრავალძლის აღორძინების ნიშანსვეტი გახდება. სოფლის მოედანზე შოთამ უბელო ცხენის ნატურალური ზომის ქანდაკება დადგა, თავისი ხარჯით და ესკიზით შექმნილი. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს მრავალძლიდან ფრონტზე გაწვეული და უკან აღარ დაბრუნებული ერთ-ერთი იორღა ცხენის განსახიერებაა. ცხენი ხომ მრავალძალელთა და შქმერელთათვის წმინდა ცხოველია, მზისკენ ლტოლვის და მარადიული სიცოცხლის სიმბოლი.

ქართველ მოჭიდავეთა შორის გოგი სხირტლაძე განსაკუთრებული მოვლენა იყო. რომელი ერთი ჩამოვთვალო, საქართველოს ღირსეული მამულიშვილები – სხირტლაძეები მიწყივ თვალსაჩინონი იყვენენ და არიან, ბუნებრივია, თითოეული მათგანის დასახელება შორს წაგვიყვანს...

მიუხედავად შთამომავლობითი ერთგულებისა, საკუთარი მართლაც მშვენიერი სოფლის განსაცვიფრებელი სიყვარულისა, XXI საუკუნის კვირაძალზე მრავალძალი ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას.

კრიზისი საბჭოთა ხელისუფლების წლებში დაიწყო. ღვთის გმობამ და კერძო საკუთრების უარყოფამ მწარე ნაყოფი გამოიღო, საქართველოს მთიანეთი  მოერღვა. მიგრაციის შეუქცევადი პროცესი საბჭოთა ხელისუფლების დამხობის შემდეგაც გაგრძელდა. ოცწლიანმა დამოუკიდებლობამ ბოლშევიკური მმართველობის დროს წარმოშობილი სიძნელეები არათუ დაძლია, არამედ უფრო გააღრმავა. ქართველი ერის მრავალათასწლოვანი ტრადიციული სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობის, საკუთრებისა და დაცვის მამაპაპური სისტემის გაუთვალისწინებლობამ, მკვიდრი მოსახლეობისათვის საშიში ვითარება შექმნა. მოქმედი აგრარული რეფორმით მიწათმოქმედი მიწას წყდება. მიწის გაუცხოება საგანგაშო, შეუქცევად სახეს იღებს. მიმდინარე პროცესების მეცნიერული ანალიზის ნაცვლად, სამამულო მეცნიერების სრული უარყოფითი დილეტანტიზმის ზეობაა. საქართველოს მიწა-წყალი, აუქციონის წესით იყიდება. და აი, მრავალძლის ჯერიც დადგა. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის რაჭა-ლეჩუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველომ, ონის მუნიციპალიტეტის შესაბამისმა კომისიამ, 2009 წლის 27 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის შენობაში სოფელ მრავალძლის მიწა-წყალი

საჯარო ვაჭრობისათვის გასაყიდ დახლზე დადო...

საქართველოს სოფელს დღეს არავითარი თვითმმართველობა არ გააჩნია, ის გეოგრაფიულ ცნებად აქციეს და პატრონი, გულშემატკივარი აღარ ჰყავს.

მიწის აუქციონის წესით გაყიდვის მოქმედ კანონში არის ასეთი მუხლი: აუქციონის გამოცხადების დროს მამაპაპური მიწების პირველშესყიდვის უფლება სოფლის მკვიდრ მოსახლეობას აქვს. საქართველოს მთიანეთის სოფლების უმეტესობა იმდენად მცირერიცხოვანია, კომლები იმდენად ღატაკები არიან, შთამომავლობით გადმოცემული მიწის საყიდლად არავითარი სახსარი არ მოეპოვებათ. თან სოფელი გათითოკაცებულია, სრულ ანარქიაშია და ჯერჯერობით რაიმე ორგანიზებული სახე ვერ მიიღო. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთიანეთი აგონიაშია და სიკვდილ-სოცოცხლის ზღვარზეა მისული. ამ ეროვნულ საფრთხეს თუ დღეს არ გავაცნობიერებთ, ხვალ გვიან იქნება!

როცა მრავალძლის გაყიდვის ჯერი დადგა, ერთადერთი სხირტლაძეთა საგვარეულო კავშირი აღმოჩნდა, რომელსაც ეს მოვლენა ეტკინა და თბილისში მცხოვრები სხირტლაძეები ფეხზე დადგნენ, ძირითადად ახალგაზრდობა. სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირს – ,,გვარი და გვარიშვილობას'' მიაკითხეს, სამების ტაძარში რამდენჯერმე შეიკრიბნენ და მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ მშობლიური სოფლის მიწის არცერთი მტკაველი სხვისთვის არ დაეთმოთ...

მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, ყველას გასაკვირად, რომ არავინ ელოდა, ონის მუნიციპალიტეტის შენობაში, მრავალძლის გაყიდვის აუქციონზე გამოცხადნენ: ხათუნა ჯიმის ასული სხირტლაძე – სხირტლაძეთა საგვარეულო კავშირის წინამძღოლი, გამგეობის წევრები: თემურ, დათუნა, ლაშა და შალვა სხირტლაძეები. ვაჭრობა დიდხანს არ გაგრძელებულა, სხირტლაძეების საგვარეულო კავშირმა 3200 ლარად იყიდა შთამომავლობით საკუთარი, მამაპაპური მიწები, რატომღაც სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული. ,,სოსევას'' და ,,ხიხამთის'' სანახებს ამიერიდან გადამთიელები, შეიხები, ჩინელები, ბეგები და ბეგთა ბეგები ვეღარ დაეპატრონებიან. სულ 425 ჰექტარი შეიძინეს. საჭირო თანხა თბილისში მცხოვრებმა სხირტლაძეების 80 ოჯახმა შეაგროვა. ლუკმა გაყვეს, ჩასაცმელ-დასახურავი მოიკლეს, დასვენებასა და მკურნალობაზე უარი თქვეს და წინაპართა სისხლით და ოფლით გაჟღენთილი, ძვლებით მოკირწყლული მშობლიური წმინდა მიწა ვიღაც ვიგინდარებს არ დაუთმეს.

ბედის ირონიაა, რომ მიწების შესყიდვას 3200 ლარი დასჭირდა, ხოლო ამბროლაურში – სამხარეო ცენტრში მოქმედმა კერძო ფირმამ აზომვითი სამუშაოებისათვის სხირტლაძეებს 4800 ლარი გადაახდევინა... ვერ გეტყვით სადაური სამართალია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება...

სხირტლაძეებმა ცხრა პირი ტყავი გაიძვრეს და სულზე უტკბესი სოფელი არავის დაუთმეს. წელს მიწისძვრით განადგურებული ტაძრის აღდგენა-რესტავრაციაც დამთავრდა, სასაფლაოც მოაწესრიგეს და მარიამობაც შესაფერისად იზეიმეს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისადან ონში ჩასვლა ერთ კაცს 20 ლარი უჯდება. ხოლო ონიდან მრავალძალში ასვლა სამჯერ ამდენი...

მიუხედავად ამისა, სხირტლაძეებმა ყველა დაბრკოლება გადალახეს და მომავალი თაობების წინაშე ვალი პირნათლად მოიხადეს, რის შედეგადაც, მრავალძალში მათი მოდგმა მიწყივ იქნება.

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, სხირტლაძეებო!

ბარაქალა თქვენს შემართებას და თავდადებას!

სწორედ სხირტლაძეებზეა ნათქვამი სულმნათი პოეტის რაფიელ ერისთავის უკვდავი სტრიქონები:

არ გავცვლი სალსა კლდეებსა

უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს,

სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.

ვისაც სამშობლო უყვარს, ადგილის დედის მადლი აცხია, საკუთარ ფუძეს უნდა მიხედოს. წმინდა, მშობლიური მიწის ის მონაკვეთი არავის დაუთმოს, სადაც მისი წინაპრების და შთამომავლობის ჯერ კიდევ ცოცხალი ფესვები ფეთქავს და აღმოცენების იმედი არ ჩაქრობია. სწორედ ამ მ იზნით გაერთიანდნენ რაჭის მეორე მაღალმთიანი სოფლის უშოლთის (სოფელი შქმერი სამი სოფლისგან შედგება უშოლთა, შუა შქმერი და ხარისთვალი) გვარები დაუშვილები, გვიმრაძეები და ჭარელები. მათ სათემო კავშირი ჩამოაყალიბეს. უშოლთაში ეკლესია ააგეს და ქრისტიანულ-მართმადიდებლურ რწმენაში დაბრუნებულნი ჩამქრალი კერების ამგზნებარებას ცდილობენ. ყველა შქმერელი შქმერს რომ დაუბრუნდეს, მათ მამაპაპათა ნაამაგარში ფეხის დასადგამი მიწა არ ეყოფათ, ამიტომ ყველას გასაგონად ვამბობ – შქმერს და რაჭის არცერთ სოფელს გასაყიდი მიწა არა აქვს. ეს კარგად იცის უშოლთელების ახლადშექმნილმა სათემო კავშირმა. ღების სადროშოც, იაგო გოგრიჭიანის წინამძღოლობით, არ დაუშვებს ღებელების საარსებო მამულის გაბნევა-გაყიდვას.

გაიღვიძეთ რაჭველებო! ნიკორწმინდელებო, ხონჭიორელებო, ზედა შავრელებო, ყველა მაღალმთიანი სოფლის მცხოვრებლებო! გაიკითხეთ და გაარკვიეთ – ბარად ვენახები რომ გქონდათ, მათ ვინ მოეპატრონა. არცერთი გოჯი მიწა არ უნდა დათმოთ, თორემ მონაგარი, შთამომავლობა შეგაჩვენებთ, ღმერთი არ გაპატიებთ!

საუკუნეთა მანძილზე ყოველ ტრადიციულ ქართულ სოფელს მტკიცედ განსაზღვრული საარსებო გარემო ჰქონდა, მეზობელ დასახლებებიდან გამიჯნულ-დასამანებული. სოფელთა შორის საზვრების ურყეობას თვით მეფე იცავდა. XX ს-ის 50-იან წლებში ეს ყოველივე აირია კოლმეურნეობათა ხელაღებით დამსხვილება-შეერთებით. აქედან გამომდინარე, დამოუკიდებლობის პირველ წლებშივე აუცილებელი იყო სოფლის სტატუსი განსაზღვრულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ გაკეთდა. გაუცნობიერებელი დრო შეუბრალებელია, მდგომარეობა თანდათან უფრო რთულდება. სოფლები თავიანთ ეროვნულ სახეს კარგავენ და შეთხელებული მოსახლეობა იმ ბუნებრივ-ეკოლოგიურ გარემოს წყდება, საიდანაც უხსოვარი დროიდან საზრდოობდა და სულდგმულობდა. ერთხელ კიდევ უაღრესი გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ მარჩენალი მიწა ფუნქციას კარგავს და მიწის გაუცხოება საშიშ ხასიათს იღებს. ვიდრე აგრარული რეფორმა ქართველი ერის სასარგებლოდ მოწესრიგდებოდეს, ვიდრე თაობათა შორის კავშირი არ გაწყვეტილა, ვიდრე ფუძის, ადგილის დედის მადლი არ წაშლილა, წინაპართა საფლავების ხსოვნა, სახლ-კარობის, ეზო-მიდამოს სიყვარული არ წარხოცილა, შველა ჯერ კიდევ შეიძლება, ამიტომ მშობლიური სოფლის გადარჩენისათვის ზრუნვა საუფლო და საერო ღვაწლია. ვიმედოვნებ, ჩვენი ხელისუფლება ამ ინიციატივას არა მარტო მხარს დაუჭერს, არამედ წამყვან როლს შეასრულებს... მით უმეტეს, ამ საშვილიშვილო საქმის პრაქტიკულად გადაწყვეტისათვის საკუთარ ძალისხმევას არ იშურებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

ყველა მიმართულების კოორდინაციისათვის სასურველია შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო სამსახური, რომელიც თითოეულ სოფელში არსებულ ვითარებას, მიმდინარე პროცესებს შეისწავლის და სამოქმედო სტრატეგიას ჩამოაყალიბებს: ილია ჭავჭავაძის და ივანე ჯავახიშვილის მოძღვრებათა ამომწურავი გათვალისწინებით, ქართველ მეცნიერ-სპეციალისტებზე დაყრდნობით ახალ, ქმედით აგრარულ კანონმდებლობას შეიმუშავებს.

სარწმუნოების, სახელმწიფოს და მოსახლეობის ერთობლივი მოქმედება არსებულ კრიზისს წარმატებით დაძლევს და საქართველო მსოფლიოს ხალხთა შრომის დანაწილებაში კუთვნილ, ღირსეულ ადგილს დაიჭერს.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი და ღმერთშემოსილი მამა ანტონი დიდი (+356)
მოციქულთასწორი იმპერატორი კონსტანტინე დიდი (+337, ხს. 21 მაისს) და მისი ძეები ანტონი დიდის მხურვალე თაყვანისმცემლები იყვნენ. მათ დედაქალაქში მოიწვიეს წმიდა მამა, მაგრამ მან არ ისურვა მეუდაბნოე ძმების დატოვება, იმპერატორები კი საპასუხო ეპისტოლით გააფრთხილა, არ გაამაყებულიყვნენ თავიანთი მაღალი მდგომარეობით და მარად ხსომებოდათ მომავალი სამსჯავრო: „უწყოდეთ, რამეთუ ქრისტე მეუფე არს”.
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი
16 (29) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს თაყვანისცემას პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი, რომელთაგან განთავისუფლებულ იქნა საპყრობილეში ანგელოზისა მიერ.
gaq