საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

პაატა თემურიშვილი
მოამზადა კახა კენკიშვილმა

პაატა თემურიშვილის ამბავი, ზაქარია ჭიჭინაძისთვის მოუყოლია მოხუცებულ ზაალ ბარათაშვილს (გოსტამ გორდალად წოდებულს) 1876 წელს. 
ეს ის დროა (თუმცა როდის არ იყო ასეთი დრო!), როცა თათრები საქართველოში დანავარდობენ, საბარათიანოს, საციციანოს, საორბელიანოს აოხრებენ, ძარცვავენ, ხალხს ატყვევებენ, ხოცავენ და კაცი-პატრონი მათი განმკითხავი არ არის. შეწუხდა მეფე ერეკლე, მისი წუხილი ქართლ-კახეთსაც გადაედო. 
ამ ხანებში მეფე ერეკლეს ეახლა ერთი მოხუცი თონეთიდან და მოახსენა: 
- დიდებულო მეფევ და ბატონო, გავბედე და გეახელი, რათა შეგკადროთ ერთი სათხოვარი, თუ ამის ნებას მომცემთო. 
-ბრძანეო, - მიუგო მეფემ. 
მოხუცმა დაიწყო:
- ჩვენსა და მეზობელ სოფლებში ბევრს ესმის თქვენი მწუხარება და მდევარი ჯარის უყოლობა. ერთმა გამოჩენილმა ვაჟკაცმა, პაატა თემურიშვილმა ისურვა თქვენი სამსახური და თავის დადება. მას ბევრი ფალავანი ჰყავს ამხანაგად, ყველას თქვენთვის თავის დადება ენატრება... თუ წყალობას იქმთ, გეახლებიან და თქვენს სამსახურს გასწევენო. 
- კეთილი, კეთილი, ბერო კაცო! წადი და უთხარი, მოვიდნენ და ყველაფერს მივანიჭებო, _ გაიხარა მეფემ, მოხუცს წყალობა უყო და ისიც საჩქაროდ წავიდა თონეთში, ყველაფერი აუწყა პაატა თემურიშვილს. პაატამ ტოლ-ამხანაგები შეკრიბა, შეიმოსეს თორ-აბჯარი, შემოირტყეს იარაღი, შესხდნენ ცხენებზე და ტფილისში, მეფე ერეკლესთან გამოცხადდნენ. მეფემ შორიდან თვალი მოჰკრა, დიდად ეამა და შესძახა: - გადღეგრძელოთ ღმერთმა, შვილებო!
- დღეგრძელი ბრძანდებოდეთ, ბატონო მეფეო! _ შეჰყვირეს გმირებმა.
 მიუახლოვდნენ მეფეს, დაიჩოქეს და მუხლზე ემთხვივნენ. მეფემ ყველას ქოჩორი დაუკოცნა, აკურთხა მათი დედ-მამა და ყველას საჩუქარი უბოძა. მეფეს, მის მხლებლებს თუ მოქალაქეებს უკვირდათ - პაატამ ამდენი მეომარი როგორ შეკრიბაო. თვით პაატა იყო მეტად ტანმაღალი, მხარბეჭიანი და საკვირველი ღონის პატრონი, საყვარელი და მოსაწონი ყველასთვის. მეფესაც დანახვისთანავე შეჰყვარებია.
ამაზე ლექსიც კი გამოუთქვამს ხალხს:
პაატა თემურიშვილმა მთელი ქართლი შეჰყარაო, ერეკლეს წიგნი მოსწერა: - ნეტა შენთან გვატარაო,საბარათიანო შევძარ, დიდიდამ და პატარაო!თუ მტრის ნასალი არ დავდოთ, მომკალ შენი პაატაო!..საბარათიოს გაზრდილ ბიჭებსქება ვასმიე თქვენიო!თქვეს:-მასა ვენაცვალეით,მისთვის დაზრდილი ძენიო!....და სხვა.
პაატა თემურაშვილი რომ მოსულა მეფე ერეკლესთან, მას შემდეგ არ გასულა დიდი ხანი, რომ მეფე მტერთაგან იავარქმნილი სოფელ პატარძეულის სანახავად და  გასაახლებლად წასულა, თან პაატა და მისი მეომრები უახლებია, რომლებიც კარგად ყოფილან შეიარაღებულნი. 
პატარძეულის მახლობლად შებმულ ხარ-ურმებს და რამდენიმე ლეკს გადაჰყრიან. მეფეს და მის მხლებლებს გაუჩქარებიათ სოფლისკენ. უნახავთ: ლეკები შემორტყმიან ციხესა და შიგ დამწყვდეულ ხალხს რაღაცასა სთხოვენ თურმე.  მეფე და პაატა თემურიშვილი დაეცნენ ლეკებს და შველებივით დაიფრინეს. ზოგი დაუხოცავთ, ზოგიც ტყვედ წაუსხამთ. ხალხს მეფისთვის უამბია, თუ როგორ ააოხრეს ლეკებმა ივრის ხეობის სოფლები. არც ჩვენ დაგვადგებოდა კარგი დღე, რომ არ მობრძანებულიყავითო. 
მეფემ ხალხის ნათქვამი, რომ მოისმინა ამის შემდეგ დაიწყეს მისი ბრძანებით პატარძეულის ციხის შენება.ამ შენების დროს გამოუთქვამთ პატარძეულელებს ლექსი: 
პატარძეულის ციხესა ლეკნი გარსაარტყიანო,სამი დღე-ღამ გარეშემო რკინით ძირსა უთხრიანო,ობლებს გამოიყვანებენ, ცრემლით დაბანენ პირსაო...მარტო პაატამ იფრინა სამოცი ლეკი მტრისაო!..პაატა თემურიშვილმა სისხლი დაღვარა მტრისაო!მეფემაც შუბლზე აკოცა, - გმირობა ჰქენ ქვეყნისაო!..
ამ პირველი მაგალითით პაატას დაუმტკიცებია მეფისთვის თავისი მხნეობა და ერთგულება. როდესაც ციხე აუშენებია (1758 წ.) მეფე დაბრუნებულა ქალაქში თავისი ამალით და პაატა თემურიშვილისთვის  უპირატესი ადგილი მიუნიჭებია.  ამ დროს ტფილისში გავარდნილა ხმა, ვაშლოვნელი თამრო თათრებს დაუჭერიათ და წაუყვანიათო. თამრო განთქმული ყოფილა მთელს საქართველოში; კაცურ ტანისამოსს იცვამდა თურმე და ხშირად ომში მონაწილეობას იღებდა, ამ ქალზედ გამოუთქვამთ შემდეგი ლექსი, რომელსაც თემურიშვილი ძალიან აუღელვებია:
ვაშლოვანო, შემკობილო, ბოლნისო მეფის სოფელო,მანდ რომ გმირი დაგეკარგე, თათრებს შეკრული ვყევარო! თუ ბიჭები ხართ, მიშველით, დამიხსნით, თქვენი ტყვე ვარო!სამი დღეა მშიერი ვარ, ხელ-ფეხ შეკრული ვგდივარო!
თამროს დაჭერის ამბავს მეფემდინაც მიუღწევია, მეფეს ორივე ხელები მუხლზე შემოუკრავს და უთქვამს. 
- ვაიმე, შვილო თამროო... 
პაატა წარდგომია და მოუხსენებია: 
- ნება მიბოძე, ბატონო მეფევ, წავიდე და გამოვიხსნა ის ქალი. თუ ერთ კვირაში არ გაახლო, თავზე ლეჩაქი დამხურე და ვირზე უკუღმა შემსვით შესარცხვენათ ჩემი ვაჟკაცობისაო. ერეკლეს უბრძანებია: - არა, შვილო, მაგას როგორ გაკადრებ! შენ თუ უშველი თამროს და დაიხსნი, ეგ შენი მეტი ბიჭობა იქნება! სამაგიერო მე თუ ვერ შევძელი, ღმერთი გადაგიხდისო. 
ამ სიტყვების შემდეგ თემურიშვილი ამხანაგებით მომზადებულა მეფის ბრძანებით და მღვდელმთავრის კურთხევით წასულა ყარაბაღისკენ. კითხვა-კითხვით შეუტყვია ადგილი, სადაც ქალი ყოფილა დატყვევებული. პაატას ერთ მეომარს თათრულად გადაუცვამს, შესულა ყარაბაღში, ცხენით ვაჭრობა დაუწყია და ხალხშიც მალე გათამამებულა. ეს ქართველი გმირი მეტად მოხერხებული და ლომგული ყოფილა. დანარჩენი ქართველები ყარაბაღის მახლობლად ტყეში დაბანაკებულან. ბევრი ოსტატობის შემდეგ პაატას თამრო ვაშლოვნელის კვალისთვის მიუგნია. ერთ სომეხს უთქვამს: 
- ესა და ეს ლამაზი ქართველი ქალი ამა და ამ თათრის სახლშია დატყვევებული. ამბობენ, ის ქალი მეტად ლამაზი და მათან ხელღონიერიც არისო. თუ მალე არ უშველით, დღეს თუ ხვალ სპარსეთში წაიყვანენო.
გმირი ქართველი მაშინვე დაბრუნებულა ამხანაგებთან და ყოველივე უცნობებია. უთათბირიათ და გადაუწყვეტიათ, ღამით დასცემოდნენ იმ სახლს. მართლაც, ისე ჩუმად აუღიათ სახლი და ამოუხოცავთ მისი მცველები, რომ მოამბეც არ დარჩენილა. 
თათრებს ვერაფერი გაუგიათ. გმირებს საჩქაროდ წამოუყვანიათ თამრო. თფილისში მეორ, თუ მესამე დღეს ჩამოსულან. მეფე ერეკლეს მეტისმეტად გახარებია მათი დანახვა. პაატასა და მისი გმირებისთვის შუბლზე უკოცნია,  თავისი ხელით დაუსხამს ღვინო, თავისი აზარფეშებით ულევინებია  და თავისივე  ხელითვე უბოძებია მათთვის ხორაგი.
ერთხელ დავით სარდალი და ეშიქღაბასი მეფის ბრძანებით მოემზადნენ სპარსეთში შაჰთან წასასვლელად. პაატაც თან გაჰყვა, მაგრამ გზაში დაიკარგა. სპარსეთიდან დაბრუნებულებმა მეფეს მოახსენეს: პაატა გზაში დაგვეკარგა. მგონი, არ უნდოდა ჩვენთან წამოსვლა და უთუოდ შინ იქნებაო. ერეკლეს ეწყინა და თვალთ ცრემლი მოედინა. ხალხიც კი გაგზავნა პაატას მოსაძებნად. ამასობაში თემურიშვილი თვით წარუდგა მეფეს. სად იყავი, შვილო, სარდალსა და ეშიქღაბასს რად ასცდი გზაშიო, - ჰკითხა მეფემ. ბატონო მეფეო! ავად გავხდი, ერთ სოფელში შევედი და ვწამლობდი თავს. გამოვკეთდი და გეახელითო, - მიუგო პაატამ. მეფემ წყალობა მისცა, კარგი ტანსაცმელი და საომარი იარაღიც უბოძა, რადგან თავისი ავადმყოფობის დროს გაეყიდა. პაატა მალე ისევ ისეთი გმირთაგმირი შეიქმნა, როგორიც წინათ იყო. 
განვლო რამდენიმე ხანმა და ტფილისში გამოცხადდა: სპარსეთის შაჰი საომრად მოდისო. პაატამაც შეკრიბა რაზმი და საომრად მოამზადა. მეფეს მათი დიდი იმედი ჰქონდა. პაატამ მეფეს სთხოვა:
- ბატონო მეფეო, ჩემის ჯარით ივანე სარდლის უკან დავდგები. წინ ის წავიდეს, უკან მე მივყვებიო. 
ეს რომ ივანე სარდალმა გაიგო, ერთი ამბავი ატეხა, - ღალატი აქვს განზრახული, კმარა ამის თავგასულობაო. მაშინ თემურიშვილმა შეჰკადრა: თუ ივანე სარდალს პირველად ჩემი მისვლა უნდა, მაშინ თავისი ჯარი მე ჩამაბაროს, ჩემი მან ჩაიბაროს და მერე წავალ წინ, მაგან კი სეირს უყუროსო და მეფეს მოახსენა: - წინწინ სარდლის წასვლა იმიტომ გთხოვეთ, რომ მაგის ღალატის ფიქრი მაქვს, ეგ მტერს გამოექცევა. თუ ასე არ იქმს, მაშინ თავისი სუსტი ჯარით მტერს მცირეთი შეასუსტებს და როცა ჯარი ჩემს მხნე მხედრობაზე მოვა, მაშინ ჩვენ ვიცით! მტერს ისე შევუტევთ, მისი ხსენება არ დარჩესო. ამაზე მთლად გადაირია ივანე სარდალი - წინ არ დავდგებიო. მეფემ პაატას სთხოვა, საქმეს შესდგომოდა. მანაც იკისრა მტერთან პირველი შებმა. 
ფიცხლად ომობდა პაატა, გმირულად. მან და მისმა ჯარმა მტრის ძალი გააპეს, თითქმის შემუსრეს, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს. პაატას გმირობას სარდალი შორიდან უცქერდა. დაღამდა. ბინდი დაეცა და ომი შეჩერდა, განთიადისას კი კვლავ გაჩაღდა. განსაცვიფრებელი სანახავი იყო ქართველთა მხნეობა და ომი. მეორე დღესაც დამარცხდნენ. მესამე დღეს სასიკვდილოდ დაჭრეს პაატა თემურიშვილი. დაფრთხნენ ქართველები _ პაატა მოკლეს, პაატა მოკლეს! დავიღუპეთ... დავეცით... ხმალი, ბიჭებო, ხმალიო...
ვიდრე სული ედგა, პაატა მხედრებს ამხნევებდა: - გმირებო, გმირთაგმირებო! იბრძოლეთ. ჩემს სისხლს ნუ შეარჩენთ ამ უღვთოებსო... 
პაატას სიკვდილს დიდად შეუწუხებია ქართველობა. ზაალ ბარათაშვილის პაპას, მაშინ 17 წლის ყმაწვილს, გაუტაცებია მისი ცხედარი ბრძოლის ველიდან.
გათენდა ქართველთათვის საუბედურო დილა. ნახევარ ქართველებზე მეტი მთიულეთში გაიხიზნა, რადგან აქ სიკვდილის მეტს ვერაფერს იპოვიდა კაცი. სპარსელებმა დრო იხელთეს... მეფე მისმა მახლობლებმა თითქმის ძალით გაარიდეს ბრძოლის ველს. პაატას ჯართან ერთად სხვა სარდლების მოლაშქრენიც დარჩნენ ბრძოლის ველზე. სპარსელებმა დასვენებული ჯარი მიუსიეს ქართველებს და უმოწყალოდ ამოჟლიტეს. პაატა რომ ცოცხალი ყოფილიყო, იქნებ შეგვეჩერებინა სპარსელები და ტფილისი ვერ აეღოთო, - წუხდა ზაალ ბარათაშვილი. 
ხალხს უთქვამს: 
ხოჯას პაატამ უჩვენა გმირობა ვაჟკაცისაო,ჰკაფა და ჰკაფა თათრები, აყრიდა ქვა და კირსაო,პაატა მოკვდა ცხენზედა, სისხლი სდიოდა პირსაო,მოკვდა და თან გაიყოლა ცხონება მეუფისაო. 
პაატა ცხენზე მომკვდარა... ვიდრე სული არ დაულევია, მანამდის ცხენიდან ფეხი არ გადმოუდგამს და თან უყვირია:- ბიჭებო, ხმალი თათრებს! ხმალი ჭალის ღორებს! ხმალი ჩვენს მტრებსო

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პეტრე გალატიელი (IX)
9 (22) ოქტომბერი
წმიდა მოციქული იაკობ ალფესი (I)
9 (22) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოციქულის იაკობ ალფესის (I) ხსენების დღე.
gaq