საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

იური სიხარულიძე – ხახუტა ვაშაყმაძე
იური სიხარულიძე

 

ვინც რომ კაცია,

ჩოხაც - ჯაჭვია,

ქუდი ნაბდისა - ჩაბალახია.

ხალხური

 

ავტორისაგან

,,გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც ქართველ მეფე-მთავრებს ყოველი მხრიდან მოძალებულ მტერთა გამკლავების ძალა აღარ შესწევდათ, ხალხი იძულებული იყო თვით აეღო ხელში თავისი თავისა და ქვეყნის დაცვა.

ამ მძიმე და უთანასწორო ბრძოლებში მრავალმა ვაჟკაცმა თუ მანდილოსანმა გაითქვა სახელი. მათი რიცხვი დიდია. ამჯერად ჩვენ მხოლოდ რამდენიმე სახალხო გმირზე ვამახვილებთ ყურადღებას. ისინი ძირითადად აღმოსავლეთ გურიასა და მისი მიმდგამი ფერსათის მხარის (რაიონის მარცხენა სანაპირო) მკვიდრები იყვნენ.

ამ გმირებზე სხვადასხვა დროს ვბეჭდავდით წერილებს რესპუბლიკურ თუ რეგიონალურ პრესაში და ხალხის დიდ ინტერესსაც იწვევდა. ვფიქრობთ, ჩვენი საზოგადოება არც ამ პატარა კრებულს შეხვდება გულგრილად.“

იური სიხარულიძე

 

ხახუტა ვაშაყმაძის სახელი ოსმალეთის სანაპირო რაიონებში კარგად არის ცნობილი. მტრები ყველანაირად ცდილობდნენ გმირის გზიდან ჩამოცილებას, მაგრამ ვერ იქნა და მიზანს ვერ მიაღწიეს. ერთ-ერთ თავდასხმისას, როცა მომხვდურებმა ხახუტა ვერ მოიხელთეს, მისი ცოლ-შვილი წაასხეს ტყვედ.

ხახუტას ელდა ეცა, მაგრამ გული მაინც არ გაიტეხა. აიყოლია ერთი ბობოთელი (ვანის რ-ნი) ხანში შესული კაცი და ორივენი უმალ ახალციხის გზას დაადგნენ. შუაღამისას მდევრები იმ ბეგის საცხოვრებელს მიადგნენ, ვინც ხახუტას ცოლ-შვილის გატაცების ორგანიზატორი იყო.

ხახუტამ ფრთხილად ახადა ერდო დარბაზს და თავისი მხლებელი ჩაუშვა შიგ. მან მოხერხებულად გაიარა დარბაზი და ჩუმად გაუღო კარი ხახუტას. ხახუტამ, წინასწარ კარგად მოფიქრებული გეგმით, წარმატებით გამოიყვანა სახლიდან არა მარტო თავისი, არამედ ბეგის ცოლ-შვილიც და იმერეთისაკენ წამოუძღვა.

,,ტიროდა და პირისახეს იხოკავდა ბეგის ცოლი“, რომლისთვისაც ხახუტას მხოლოდ ეს უთქვამს: ,,ჩემი ცოლიც ხომ ასეთ დღეში აღმოჩნდა შენი ქმრის მოხერხებით, მაშინ რატომ არაფერი თქვიო“. ქალმა ვერაფერი უპასუხა თურმე.

ჩამოვიდა თუ არა ხახუტა ბაბოთს, მეორე დღესვე ბეგის მოციქულები მოადგნენ და ტყვეთა განთავისუფლება თხოვეს. ხახუტამ შორს დაიჭირა ეს და მოციქულებიც ხელცარიელნი დაბრუნდნენ შინ.

ბეგი ძალიან შეწუხდა, აღარ იცოდა, რა ეღონა. ბოლოს ისევ მოციქულთა გაგზავნა გადაწყვიტა ახალი პირობით: ბლომად პირუტყვსაც აღუთქვამდა კიდევ ხახუტას, თუკი ცოლ-შვილს დაუბრუნებდა.

- ხარ-ძროხა არ მინდა, - შეუთვალა ბეგს, - ცოლ-შვილს იმ პირობით დაგიბრუნებ, თუ აღთქმას მომცემ, რომ სამუდამოდ აიღებ ხელს იმერეთში პარპაშსა და ტყვეთა ტაცებაზე.

ბეგი დათანხმდა, აბრაგობაზე ხელის აღების ფიციც მისცა ხახუტას და აღთქმული საჩუქარიც გამოუგზავნა. თითქოს მოყვრობაც სურდა მასთან, მაგრამ ხახუტამ არ ქნა, - იმდენი ცუდი მახსოვს მისგან, რომ მოყვრული სათნოების გამოჩენას ვერ შევძლებო, - ასე გვიამბობს გადმოცემა, რაც ბარე ორი საუკუნის ხნისა მაინც არის, თუ მეტის არა.

ხახუტა მე-18 - მე-19 საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა. სოფელ ბობოთის მკვიდრს ახალგაზრდობიდანვე გაუთქვამს სახელი ვაჟკაცობით. ეს სახელი დღესაც იმგვარივე პატივისცემითაა გარემოცული ბაბოთსა და მის შემოგარენში, როგორც ბუკარია ადეიშვილისა - ყუმურის ხეობაში, ივანე ფარეშისა - სუფსის შუა წელში, ბუღარა მამალაძისა - გუბაზეულის ხეობაში და ა.შ.

 

წიგნიდან ,,სახალხო გმირები“

1995  წელი

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq