საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

დიმიტრი ამილახვარი საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი

დიმიტრი ამილახვარი იყო საფრანგეთის არმიის სწორუპოვარი მხედართმთავარი, დაბადების ადგილის მიხედვით ,,ბაზორკად“ იწოდებოდა. დაიბადა  ბაზორკინოში (ახლანდ. ჩერმენი)1906 წელს, თერგის ოლქში ― გარდაიცვალა  ელ-ალამეინში (ჩრდ. ეგვიპტე) 1942 წელს. მე-19 საუკუნის გამოჩენილი სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, გენერალ ივანე ამილახვრის (1829-1905) შვილიშვილი. მისი მამა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ასევე სამხედრო მოღვაწე, შემდეგ პოლკოვნიკი გიორგი ამილახვარი ოჯახით ემიგრაციაში წავიდა 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისთანავე.


   1921 წლამდე დიმიტრი ამილახვარი სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. ნიშანდობლივია, რომ 1921 წლის შემდეგ საქართველოში გაბატონებულმა საბჭოთა რეჟიმმა განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინა ამილახვართა  საგვარეულოს მიმართ: ეს გვარი პრაქტიკულად  დედაწულიანად განადგურებულ იქნა.


 1922 წლიდან  ოჯახი დასახლდა პარიზში, სადაც 1926 წელს დიმიტრი ამილახვარმა წარჩინებით დაამთავრა სან-სირის ცნობილი სამხედრო სასწავლებელი, რომელიც ითვლება საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სამხედრო სკოლად. იმავე წელს დაიწყო მისი არც თუ ხანგრძლივი (16-წლიანი), მაგრამ სახელოვანი სამხედრო კარიერა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში.


      სენ-სირის სამხედრო სასწავლებლის დასრულებისთანავე ლეიტენანტი დიმიტრი ამილახვარი განამწესეს უცხოური ლეგიონის იმ ბრიგადაში, რომელიც განლაგებული იყო ჩრდილოეთ აფრიკაში. აქ მან მოიხვეჭა უცხოური ლეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო ოფიცრის სახელი. მონაწილეობდა არაერთ მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციაში. სიდი–ელ–აბასში გამოჩენილი გმირობისათვის 20 წლისას რიგგარეშედ მიანიჭეს კაპიტნის წოდება. ამ დროისათვის იგი საფრანგეთში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი იყო. „საარაკო სიმამაცის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური იყოო“– წერდა მის შესახებ თავის მემუარებში საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი. „ჩვენი მებრძოლი თავადი საუკეთესო მაგალითია ჩვენთვის  და მას ჯოჯოხეთშიაც გავყვებით“ –ამბობდნენ მასზე თანამებრძოლი ლეგიონერები.


    ამილახვარი იბრძოდა სირიაში, დამასკოში, ლიბიაში, სამხრეთ აფრიკაში – სთავაზობდნენ საფრანგეთის მოქალაქეობას, მაგრამ იგი რჩებოდა  საქართველოს 1918–21 წლების რესპუბლიკის მოქალაქეობის ერთგული.


      1934 წელს ლეიტენანტი ამილახვარი დაინიშნა აგადირის ზემდეგთა პროფესიული მომზადების სკოლის უფროსად. 1940 წლის მაის-ივნისში ამილახვარი იყო ნარვიკის ცნობილი ბრძოლის აქტიური მონაწილე, რისთვისაც სარდლობამ საბრძოლო ჯვრით დააჯილდოვა.


       გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე უცხოური ლეგიონის მაიორი დიმიტრი ამილახვარი ლონდონში ჩავიდა და შეუერთდა გენერალ შარლ დე გოლის ,,თავისუფალი საფრანგეთის“არმიას. ,,თავისუფალი საფრანგეთის“ არმიის ჩამოყალიბებისთანავე ამილახვარი განამწესეს ერიტრეაში. აქ მან თავი ისახელა ქ. მასაუს აღებისას (1941 წლის 7 აპრილი).  მან და მისმა შენაერთმა ხელთ იგდეს იტალიის რამდენიმე საესკადრო ნაღმოსანი და რამდენიმე ათეული ტყვე. ამისთვის მან კიდევ ერთხელ დაიმსახურა მაღალი სამხედრო ჯილდო.


    ამის შემდეგ ამილახვარმა აქტიური მონაწილეობა მიიღო სირიის კამპანიაში და ხელმძღვანელობდა ქ. დამასკოს აღებას. ამისათვის ფაშისტებმა და საფრანგეთის პროფაშისტურმა ვიშის მთავრობამ დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილი; პარიზში დარჩენილ მის ცოლ-შვილს (ცოლად ჰყავდა იოსებ იულონის ძე დადიანის ასული ირინე) სდევნიდა გესტაპო და პოლიცია.


1941 წლის მაისის დამლევს ქართველ ოფიცერს მიენიჭა უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკის (კოლონელის) სამხედრო წოდება. იმავდროულად იგი დაინიშნა ნახევარბრიგადის მეთაურად.


      ამილახვრის ნახევარბრიგადამ გადამწყვეტი როლი შეასრულა გერმანელი გენერლის ე. რომელის არმიის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში. კერძოდ, მან უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია რომელის არმიას ბირ-ჰაკეიმის 15-დღიან ბრძოლაში, რომელიც სამხედრო ხელოვნების ისტორიაში ,,უდაბნოს ვერდენად“ არის სახელდებული (1942 წლის 26 მაისი - 10 ივნისი). იქ გამოჩენილი მამაცობისთვის დაჯილდოვდა "განთავისუფლების ჯვრით", რომელიც თვით გენერალმა დე-გოლმა დააბნია მკერდზე და საფრანგეთის ეროვნულ გმირად გამოაცხადა.


 „ნეტავი, ვიდრე მოვკვდები, შიშის გრძნობა განმაცდევინა“ – უთქვამს უშიშს, ვითარცა უხორცოს ბირ–ჰაკეიმის ბრძოლის წინ.  ქართველი მეომრის პიროვნულ ღირსებებს შემდეგ დახასიათებას აძლევდა გენერალი კიტრუ: „იგი იყო მაღალი, ათლეტური აგებულების; ჰქონდა დიდრონი ცისფერი თვალები, არისტოკრატული მანერები ახასიათებდა; ელეგანტურად, მოხდენილად ატარებდა მოსასხამს, გარეგნობასთან ერთად მას ბუნებამ ჭკუა, გამჭრიახობა და რაინდული სული მოჰმადლა“.


ამილახვარი გმირულად დაიღუპა 1942 წლის 24 სექტემბერს, ელ-ალამეინის ბრძოლის დროს. იგი დიდი პატივით იქნა დაკრძალული ლიბიის უდაბნოში.


სიკვდილის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის, გენერალ დე გოლის ბრძანებით კოლონელი დიმიტრი ამილახვარი დაჯილდოვდა ,,საპატიო ლეგიონის“ უმაღლესი ორდენით. გარდა ამისა, მისი სახელი მიენიჭა სან-სირის სამხედრო აკადემიის 1954-1956 წლების გამოშვებას. ,,საფრანგეთის მთავრობამ ცნობილი სამხედრო სასწავლებლის,- სან-სირის 1954-56 წლის გამოშვებას დაარქვა დ. (ბაზორკა) ამილახვრის სახელობის გამოშვება. ცნობილია, რომ ასეთი პატივი ენიჭებათ მხოლოდ უაღრესად დამსახურებულ და სახელმოხვეჭილ მხედრებს.


 2005 წელს საფრანგეთში ფართოდ აღინიშნა დიმიტრი ამილახვრის დაბადებიდან მე-100 წლისთავი: პარიზის ერთ-ერთ ქუჩას და სან-სირის სამხედრო აკადემიის აღნიშნული წლის გამოშვებას ეწოდა ჩვენი სახელოვანი თანამემამულის სახელი.


საფრანგეთში არის სამხედრო მუზეუმი, სადაც ერთი კუთხე არის დიმიტრი ამილახვრის, მეორე კუთხე – შარლ დე გოლის და მესამე – ნაპოლეონის. სულ სამი კუთხეა,  მეტი არა. სენ–სირის სკოლის მიერ დიმიტრი ამილახვრის საპატივსაცემოდ გამოსულ სპეციალურ ბუკლეტში ვკითხულობთ: „ ეს იყო იშვიათი პიროვნება, ამაღლებული გრძნობებითა და გულოვნებით, ვისშიაც გარეგნული სილამაზე შერწყმული იყო სულიერთან –  მის თვისებათა უმაღლეს მახასიათებელს წარმოადგენდა  ერთგულება, რაც მისი არსებობის საზრისს შეადგენდა. ამილახვარი იყო ღირსეული შვილი თავისი სამშობლოსი – საქართველოსი და ერთგული საფრანგეთისა“!


     დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ მისმა თანამებრძოლებმა დაღუპულ მეთაურს ქელეხი ქართული წესის მიხედვით გადაუხადეს და მისი ოჯახის წევრებიც მიიპატიჟეს. გაემგზავრნენ დიმიტრის ქვრივი ირინე დადიანი, ცოლისდა და შვილები თამრიკო და ოთარი. გზაზე მანქანა მოცურდა, ხეს შეეჯახა და ირინე და მისი და ადგილზე გარდაიცვალნენ, ბავშვები გადარჩნენ. როდესაც დადიანის ასულთა ცხედრები სახლში მიასვენეს, დიმიტრის დამ - დოდომ, რომელსაც ძმისწულებიც დაღუპული ეგონა, მდ. სენაში დაიხრჩო თავი.


      დე-გოლმა დიმიტრი ამილახვრის შვილები საფრანგეთის შვილებად გამოაცხადა და დიდად იზრუნა მათი აღზრდა-განათლებისთვის.


       კიდევ ერთი ტრაგიკული შტრიხი ამილახვრების ოჯახური ბიოგრაფიისათვის: დიმიტრი ამილახვარი იყო ძმა ქართველთა კიდევ ერთი გმირის –  ოთარ ამილახვრისა, რომელიც 1924 წლის სექტემბერში, აჯანყების დამარცხების შემდეგ მასობრივი რეპრესიების დროს დახვრიტეს ბოლშევიკებმა.


       ეს ოპერაცია ღამით ჩატარდა, გორის სიახლოვეს. ოთარი მარცხენა მხარში დაჭრილა და გული წასვლია. მკვდარი ჰგონებიათ და სხვებთან ერთად ჩაუფლავთ. ასეთი მასობრივი ჟლეტების დროს ორმოები გვამებით პირამდე ისე ივსებოდა, რომ წაყრილი მიწა ძლივს ფარავდა. გამთენიისას გონს მოსულა, საძმო საფლავიდან წამომდგარა, გორის გარეუბანში თავისი სკოლის ამხანაგის სახლში მისულა და შველა უთხოვია. კარგად მიუღიათ: ჭრილობა შეუხვევიათ, დაუპურებიათ კიდეც... ამასობაში კი ამხანაგს "სადაც ჯერ არს" იქ უცნობებია და პურობის დროს, როცა ოთარი მასპინძლებს თავს გადახდენილს უამბობდა, ჩეკისტები წამოსდგომიან. სიკვდილს ერთხელ სასწაულებრივად გადარჩენილი ოთარ ამილახვარი იქვე, ეზოში დაუხვრეტიათ.


.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-10-17
მოწამისა ევდემოზ კათოლიკოსისა (1642); მღვდელმოწამისა იეროთეოსისა, ათენელი ეპისკოპოსისა (I); მოწამეთა: გაიოზისა, ფავსტოსისა, ევსევისა და ქერიმონისა (III); მღვდელმოწამისა პეტრე კაპეტოლიელისა (III-IV); მოწამეთა: დომნინასი, ასულთა მისთა ვირინეასი (ვერონიკასი) და პროსკუდიასი (პროსდოკიასი) (305-306); ღირსისა ამონისა (დაახ. 350); ღირსისა პავლესი (IV); მოწამეთა დავიკტისა (ადავკტისა) და ასულისა მისისა კალისთენიასი (IV).
წმიდა მოწამენი: გაიოზი, ფავსტო, ევსები და ქერიმონი (III)
4 (17) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოწამეთა: გაიოზის, ფავსტოს, ევსებისა და ქერიმონის (III) ხსენების დღე.
მღვდელმოწამე იეროთეოს ათენელი ეპისკოპოსი (I)
4 (17) ოქტომბერს აღინიშნება მღვდელმოწამე იეროთეოს ათენელი ეპისკოპოსის (I) ხსენების დღე.
gaq