საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

მამალაძეთა გვარის წარმოშობის ორი ვერსია, ცნობა სოფელ ხევის ძველ სახელწოდებაზე, რამდენიმე გადმოცემა ბუღარა მამალაძეზე და სხვა მამალაძეებზე
გაიოზ (გია) მამალაძე
ხევი

            

(ამ საკითხებზე მუშაობის გაგრძელებას კვლავ ვაპირებ, ნებისმიერს შეუძლია რაიმე გადმოცემა მომაწოდოს მამალაძეების წარმოშობის თაობაზე, ასევე, ცნობები დამსახურებული მამალაძეების შესახებ და მის მიერ მოწოდებულს დავამატებ წინამდებარე წერილს, მომწოდებლის ვინაობის მითითებით. გამოქვეყნების შემდეგ გამიჩნდა იდეა, ბოლოში დავამატოთ ოჯახების ისტორიები. თუ ამ საიტზე ვერ მოხერდება ყველას დამატება, როგორც ქვემოთ მიწერია, შესაძლოა, სპეციალური საიტი გავაკეთოთ ამისთვის, მერე წიგნად გამოვცეთ)

 

დღეისათვის, მამალაძეების ფუძე სოფლად ითვლება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხევი, რომელიც მდებარეობს მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ჩოხატაურიდან 15 კილომეტრში, ნაბეღლავისა და ბახმაროს გზაზე.

არის ცნობა, რომ აღნიშნულ სოფელს, ძველად მამალაძე რქმევია. ასეთი პრეცედენტები ხშირია დასავლეთ საქართველოში, როცა გვარის სახელი ეწოდება სოფელს. ხევი ეტიმოლოგიურად უკავშირდება ხეობას, ხევს.  

ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე, 1874 წელს, აჭარაში და გურიაში თავისი მოგზაურობის ჩანაწერებში, ახსენებს სოფელ ხევს (ასევე მის ძველ სახელს - მამალაძე), სახალხო გმირს, ბუღარა მამალაძეს და მღვდელმონაზონ მაკარიოზ მამალაძეს, რომელსაც „ღარიბობით“ შეუსყიდია სახარება და დაუდვია წმიდა გიორგის საყდარში, ხევში. დიმიტრი ბაქრაძე წერს:

„14 სექტემბარს გუბაზეულის ხეობაში დავეშვი და გავწიე სოფელ ხევისაკენ, რომელიც ჩვენს რუკებზე უმართებულოდ არის აღნიშნული იქ მცხოვრები ერთი გვარის მამალაძის სახელით. ამ გვარის ერთ წარმომადგენელზე, ბუღარაზე, აქ შესანიშნავ საგმირო ამბებს ჰყვებიან. ბუღარა უკანასკნელი გურიელების დროს ცხოვრობდა, როცა ხევში სულ 6 კომლი იყო. ახლა კი 100 კომლამდე ცხოვრობს, და როცა მას გამუდმებით ესხმოდნენ  თავს, იტაცებდნენ გოგო-ბიჭებს და თურქეთში ყიდნე

ნ, ამბობენ, მაშინ გოგო 100 მარჩილამდე ფასობდა, ბიჭი კი - 200-300 მარჩილამდეო. ბუღარამ თავის სიცოცხლეში ბევრი მეკობრე გაჟლიტა, ხოლო დიდი ბრბოს ერთი ასეთი თავდასხმისას ახმედ-ბეგ ხიმშიაშვილის წინამძოლობით, გურია ბუღარას სიმარჯვესა და მამაცობას უნდა უმადლოდეს ამ უკანასკნელის მოსპობას. შეიძლება, ეს სწორედ ის ამბავი იყოს, ზემოთ რომ ვახსენე“ (დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ 1987. გვ. 189.).

შემდეგ დიმიტრი ბაქრაძეს აღწერილი აქვს ხევში ნანახი ორი წიგნი და მათი მინაწერები.1

ცოტა ზემოთ, იმავე წიგნში დ. ბაქრაძეს მოთხრობილი აქვს გურიაში ახმებ-ბეგ ხიმშიაშვილისა და მისი რაზმის შემოსევის შესახებ. დიმიტრი ბაქრაძის ინფორმაციით, ახმედ-ბეგი ახალციხის ფაშას, სელიმის შვილი ყოფილა. შემდეგში თვითონაც ფაშა გამხდარა.2

ისტორიკოსი წერს: ასკანის ციხე „აღჭურვილი იყო ქვემეხებით, რომლებიც 30-იანი წლების შემდგომ ოზურგეთში წაიღეს, და საიმედო სახიზნავად ითვლებოდა გარეშე თუ შინაური მტრის წინააღმდეგ. მის ძირში გადის გურიიდან ზემო აჭარაში მიმავალი ყველაზე მარჯვე გზა. იგი ბახვისწყლის ხეობით გადადის სომლიაზე და ნაცადი მგზავრისთვის ზამთარშიც უსაშიშოა, თუ ქარბუქმა არ მოუსწრო მოტიტვლებულ ზეგანზე. რომელიც დიდვაკედ ან კამეჩის სარჩობადაა ცნობილი. წინათ ამ გზიდან ესხმოდნენ თავს უპირატესად დიდ პარტიებად, ასკანის მიმდგომი ადგილების მოსახლეობას და მიჰყავდათ ტყვედ მოტაცებული ქალ-ვაჟები. ერთი ასეთი შემთხვევა შემოგვინახა ოფიციალურმა საბუთმა: ეს იყო დიდი ბრბოს თავდასხმა ასკანაზე ახმედ-ბეგ ხიმშიაშვილის პირადი წინამძღოლობით 1819 წლის 9 აპრილს“ (გვ. 175). ისტორიკოსს სქოლიოში მითითებული აქვს: Акты Кавказской Археологической комиссии, т. VI. ч. I; стр. 669).

აღნიშნულ აქტებში მოცემულია გენერალ ერმოლოვის უწყება, რაც მას მთავარმა მამია გურიელმა აცნობა: 1819 წლის 9 აპრილის ღამეს სოფელ ასკანას და გარშემო სოფლებს თავს დაესხა

გუბაზეული
თურქების დიდი რაზმი და გაიტაცეს ტყვეები. გურულებმა მდევარი დაადევნეს, წამოეწინენ თურქებს და სროლა აუტეხეს.  რის შედეგადაც ტყვეები გაათავისულეს, ტყვედ ჩაიგდეს ახმედ-ბეგის ბიძაშვილი, ორი თურქი ჩინოვნიკი, 12 მედროშე და 73 თურქი. მოკლეს ერთი აღა და 33 ადამიანი.

ამ ფაქტზე წერს დ. ბაქრაძე: „ბუღარას სიმარჯვესა და მამაცობას უნდა უმადლოდეს ამ უკანასკნელის (ხიმშიაშვილების რაზმის - გ. მ.) მოსპობას“. თურქთა რაზმი გაუნადგურებია ბუღარასა და მის რაზმს.

ბუღარა და მისი ხეველთა რაზმი რომ მდევრად გამოეკიდებოდნენ ხოლმე ადამიანების გამტაცებლებს დასტურდება ხალხური ლექსებითაც. მეოცე საუკუნეში გ. მამალაძემ (ალბათ გიორგი მამალაძე) ჩაიწერა ერთ-ერთი ხალხური ლექსი ბუღარაზე.3

სახალხო გმირ ბუღარა მამალაძეს ჰქონია განსაკუთრებით მჭექარე ხმა, რომლითაც აშინებდა მტერს, ყოფილა ძალიან ღონიერი და დახელოვნებული მებრძოლი, მოუკლავს  ახალგაზრდების გამტაცებელი ბევრი  მეკობრე და ბევრი ადამიანი გადაურჩენია თურქეთში გაყიდვისგან.4 გადმოცემები ბუღარა მამალაძეზე შესაგროვებელია და გამოსაცემია.

ბუღარა მამალაძის და მის ბრძოლებს უკავშირდება გუბაზეულის ხეობაში და ბახმაროში, ზოგიერთი ადგილის დასახელება. ბუღარა მამალაძის ძეგლის გახსნაზე, სოფელ ხევის სკოლის პედაგოგმა, ქალბატონმა ელენე მამალაძემ, წაიკითხა შესანიშნავი მოხსენება, სადაც მითითებული იყო ბუღარასთან დაკავშირებული ტოპონიმების სახელწოდებები. კარგად მახსოვს, ერთ-ერთი - „დადიან ოღლის ნაკლავი“, როგორც ბუღარა მამალაძეზე არსებული ხალხური ლექსიდანაა ცნობილი, „დადიან ოღლი“ ყოფილა ცნობილი ტყვეთა გამტაცებელი, რომელიც ბუღარას მოუკლავს. აღნიშნული ადგილი, სადღაც ბახმაროსთან უნდა იყოს. აუცილებელია მოიძებნოს ელენე მამალაძის მოხსენება და გამოქვეყნდეს.

მაშასადამე, მდევარი გუნდის მეთაური და გურიიდან ახალციხის საფაშოსკენ გადასასვლელი გზის დამცველი ყოფილა ბუღარა მამალაძე, მათ შორის, გუბ

ხევის წმიდა ნიკოლოზის კლესია
აზეულის ხეობიდან, სოფელ ხევის სატობიეს ღელედან ძველკარას, ბუკისციხისკენ მიმავალი გზის (გრიგოლ მახარაძე)4 და სხვა გადმოსასვლელების, ჩემი აზრით, ბახმაროს გზის.

ბუღარა მამალაძეს 71 წელი უცოცხლია და გარდაცვლილა 1843 წელს. მის უმცროს შვილს რქმევია ბეჟანა. ბუღარას მოუნდომებია ტფილისში, არსენა ოძელაშვილის ნახვა. იქ კი, სამი ყაჩაღის მკვლელობის გამო დაუპატიმრებიათ და ბუღარას არნახული გმირობაც ჩაუდენია... ამის შესახებ გადმოცემა, 1047 წელს ჩაწერილი აქვს ჭიჭიკო მამალაძეს. იქვეა მითითებული მამია დუმბაძის ცნობა ბუღარას გარდაცვალების თარიღზე. ხელნაწერის ფოტოპირი ჩემთან ინახება. გამომიგზავნა იური სიხარულიძემ.

ჩემთანვე ინახება პოემა „ბუღარიანის“ ფოტო-პირი. ფურცლები აკლია, რაც არის დაზიანებულია. ავტორი არ ჩანს. სათაურის გვერდით სხვა კალამით აწერია 1914. გასაშიფრია და გამოსაქვეყნებელი, კარგი ტექსტოლოგის მიერ. პოემაში ბუღარას ოჯახის გარდა, სამი გმირი ძმის, უჯმაჯურიძეების შესახებაცაა მოთხრობილი. წინასიტყვაობიდან პატარა ნაწყვეტი:

„მინდა ავსწერო - აგრეთვე,

ცხოვრება ბუღარ გმირისა

თითქმის სულ მარტოდ მშველელი

გურიის გასაჭირისა“.

ბუღარა მამალაძეზე, XX საუკუნეში, სიმღერა დაამუშავა ლოტბარმა არსენ პაიჭაძემ. პიესა დაწერა დრამატურგმა მიხეილ ჯაფარიძემ ("ბუღარა", პიესა 3 მოქმედებად, დამდგმელი რეჟისორი – პიერ კობახიძე, მხატვრები – . ბოჭორიშვილი, . კიკნაძე, კომპოზიტორი – ალექსანდრე ბუკია, ქორეოგრაფი გიორგი გოცირელი, პრემიერა – 1963 წლის 18

ხევის სტადიონი
აპრილი. https://marjanishvili.com/64?pi=255&b=47). „ბუღარა“ დაუდგამთ ჩოხატაურის სახალხო თეატრის სცენაზეც („ცოცხლდებიან გმირები : [მ. ჯაფარიძის პიესა "ბუღარა" ჩოხატაურის სახალხო თეატრის სცენაზე. რეცენზია] / გ. მეგრელიშვილი // სოფლის ცხოვრება. - თბილისი, 1962. - 15 მარტი). არის ცნობა, თითქოს სპექტაკლი დაუდგამს მიხეილ ჭიაურელს, ბუღარას როლი თენგიზ არჩვაძეს შეუსრულებია.5 რამდენად ზუსტია არ ვიცი.

გადმოცემები ბუღარაზე დღესაც ვრცელდება, თანამედროვე სახით.6

 დიმიტრი ბაქრაძეს საიდან მოაქვს მონაცემი, თითქოს სოფელ ხევში, ბუღარას დროს, სულ 6 კომლი სახლობდა, არ ვიცი. როგორც თვითონ წერს, ბუღარა ცხოვრობდა უკანასკნელი გურიელების დროს. გურიის სამთავრო კი  რუსეთის იმპერიამ გაუქმებულად გამოაცხადა 1829 წელს. ანუ,  1829 წლამდე პერიოდში ხევში მხოლოდ 6 კომლი ცხოვრობდაო.

თუ 1829 წელს მხოლოდ 6 კომლი იყო სოფელ ხევში და დიმიტრი ბაქრაძის ხევში ყოფნისას, 1873 წლისთვის, სულ რაღაც 40-60 წელიწადში, უკვე 100 კომლამდე იყო გაზრდილი, მაშინ, ან ბუღარასა და მისი ოჯახის წევრების შთამომავლობა გაზრდილა 6 კომლიდან 100 კომლამდე, ანუ ასე ძალიან გამრავლებულან 1874 წლამდე, ან სხვებიც ჩამოსახლებულან, სხვა გვარების წარმომადგენლები (ამაზე პასუხი ქვემოთ).

გარდა ამისა, ქართულ ვიკიპედიაში სოფელ ხევის შესახებ წერია: „XVI საუკუნეში სოფლის მოსახლეობა მხოლოდ 1 კომლი იყო, თეიმურაზ სალუქვაძის ოჯახი. სოფელი როსტომ გურიელმა (რომელიც გურიას  მთავრობდა 1534-1566 წწ. - გ. მ.) შესწირა ბიჭვინთის ღვთისმშობელს“.

ამ სიტყვების ავტორი ვინ არის და საიდან აქვს ეს ინფორმაცია, ჯერ არ ვიცი, შეიძლება ბიჭვინთის ტაძრის შეწირულების წიგნიდან, სანახავია (ისე  ერთ კომლიანი „სოფლის“ შეწირვა? მიწები შეიძლება და იქ მცხოვრები კომლი, მაგრამ,

გოგოების ტბა
სოფელი 1 კომლს არ ნიშნავს). არ არის გამორიცხული, რომ მამალაძეები მას შემდეგ მოვიდნენ ხევში, რაც, 1545 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III, ქართლის მეფე ლუარსაბ I და როსტომ გურიელი დამარცხდნენ სოხოისტის ბრძოლაში,  ოსმალებთან და იმერეთის მეფე ბაგრატ მესამემ დაკარგა მესხეთი, რომელიც საბოლოოდ დაიკავეს ოსმალებმა (ამაზეც ქვემოთ)..

            დ. ბაქრაძეს შეიძლება რაიმე საბუთი ჰქონდა ან ადგილზე უთხრეს, რომ ბუღარას დროს ხევში 6 მხოლოდ კომლი ცხოვრობდაო. ძნელი სათქმელია, ეს რამდენად ზუსტია.

რაც შეეხება სოფლის სახელს. რატომ თვლის დიმიტრი ბაქრაძე უმართებულოდ სოფლის სახელწოდებად მამალაძეს, ესეც ძნელი სათქმელია. მის დროს რადგან ხევი ერქვა, ეს არ ნიშნავს რომ ძველად არ ერქვა მამალაძე. გურიაში მოგზაურობისას, ალბათ, დროის სიმცირის გამო, დიმიტრი ბაქრაძეს, მაგალითად, სოფელ სურებში ზოგი ცნობა ზუსტად ვერ მიუღია.7

სავსებით შესაძლოა, რომ, მას ადგილზე უთხრეს, თითქოს, სოფელს არ ერქვა მამალაძე და ერქვა ხევი. მაგრამ, გააჩნია, იმ დროს, 1874 წელს, სოფლის რომელი მონაკვეთი იწოდებოდა ხევად და გურიელების დროს რომელი იწოდებოდა მამალაძედ. დ. ბაქრაძეს ხომ მთელი სოფელი და გუბახეულის ხეობა მთიანად არ მოუვლია.

დღევანდელ სოფელ ხევს აქვს სხვადასხვა უბანი, შესაძლოა, რუსეთის მიერ გურიის ანექსიამდე, ზოგიერთი უბანი მამალაძედ იწოდებოდა, მთლიანად კი ხევად, რადგან მდებარეობს ხეობაში. ან პირიქით.

ამასთან დაკავშირებით საინტერესო რამეს წერს დიმიტრი მახარაძე: მისი თქმით, 1865 წლიდან გურიია დაიყო სადმინისტრაციულ-ტერიტორიულ უბნებად, საზოგადოებებად. „ერკეთის საზოგადოება მოიცავდა საკუთრივ ერკეთს, გუთურს, იანეულს, შუბანს, ბუკისციხეს და ხევს. ხევში იგულისხმება მდინარე გუბაზოულის ხეობა ანუ დღევანდელი სოფლები ნაბეღლავი, ქვაბღა და ზოტი“ (https://guria.ge/images/chan

გუბაზეული
artebi/UE_CH_08.pdf ). (ანუ, შესაძლოა, მთელ ხეობას (დღევანდელი ქვაბღა, ნაბეღლავი, ბუქსიეთი, ხევი) ერქვა ხევი, ხოლოდ დღევანდელ სოფელს მამალაძე).

ასეა თუ ისე, დიმიტრი ბაქრაძის დროს რუკებზე სოფელი ხევი აღნიშნული იყო, როგორც სოფელი მამალაძე. მით უმეტეს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გვარის მიხედვით სოფლისთვის სახელის წოდება მიღებული ტრადიცია იყო აჭარაში და გურიაშიც იქნებოდა გავრცელებული. თვითონ დ. ბაქრაძე ახსენებს გურიის სოფელ ნონეიშვილებს (გვ. 192), ახლანდელი საჭამიასერი, ყოფილი საკურთხეველი.

მამალაძეთა გვარის წარმოშობაზე არის ორი ვერსია.

პირველი ვერსია:  

გურიაში გავრცელებულია ლეგენდა, რომლის მიხედვით ლეჩხუმში, ალავიძეების ოჯახს, შემოკვდომიათ თავადი, შურისძიების შიშით აყრილან და გადმოსახლებულან ჯერ საჯავახოსთან, იქიდან კo, სადაც ახლა სოფელი ხევია.

ერთ-ერთი  ბრძოლაში გურიელს შეუმჩნევია მეომარ ალავიძის მიერ გამოჩენილი სიმამაცე და გამარჯვების მერე გვარი უკითხავს მისთვის.

მეომარს უპასუხნია - დამალაისძე ვარო.

გურიის მთავარს შეუქია სიმამაცისთვის და უთქვამს - შენ დამალაისძე კი არა, მამალი კაცი, მამალაისძე ხარო! და მამალაძის გვარი და სოფელი ხევი უბოძებია მათთვის.

ზოგიერთი ვარაუდობს, რომ აღნიშნული მეომარი იყო ცნობილი სახალხო გმირის, ბუღარა  მამალაძის მამა, ოთიო, პოემის მიხედდით, ხალხური ლექსის მიხედვით კი დათიაი, რომელსაც სამი ვაჟი ჰყოლია: იესე, გაბრიელი, რომელიც ფოლკლორში ბუღარას სახელითაა ცნობილი, და გიორგი.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, განსაკუთრებით სახელგანთქმულია ბუღარა მამალაძე, მასზე არაერთი ლექსი, გადმოცემა თუ სიმღერაა შექმნილი (ზოგიერთი მათგანი იხილეთ ქვემოთ).

ამგვარად, ზოგი თვლის, რომ ოთია (დათაია) და მისი სამი ვაჟი გახდნენ მამალაძეთა გვარის ფუძემდებლები.

ჩვენ ვიცით, რომ სახალხო გმირი ბუღარა (გაბრიელ მამალაძე). ცხოვრობდა უკანასკნელი გ

წყლის წისქვილი მახობეშვილების უბანში
ურიელების დროს (გურიის სამთარო გაუქმდა, როგორც ვთქვით 1828 წელს). თუ მან იცოცხლა 71  წელი, მაშასადამე, უნდა დაბადებულიყო დაახლოებით 1772 წელს. შესაბამისად, მამამისის, ბუღარასა და მისი ძმების ხევში მოსვლა მოხდებოდა დაახლოებით მე-18 საუკუნის ბოლოს.  

1990 წლების მონაცემებით, საქართველოში ცხოვრობდა 1800 მამალაძეზე მეტი. გარდა ამისა, თურქეთშიც არიან ჩვენი მოგვარეები. ძალიან პროდუქტიულობის შემთხვევაშიც კი სამი ადამიანისგან ორიოდე საუკუნეში ასეთი გამრავლება შეუძლებლად მეჩვენება.

გარდა ამისა, ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ მეჩვიდმეტე საუკუნეში გვარი მამალაძე არსებობდა (საამილახოროს საბუთი. იხ. ქვემოთ). 

არის ვარაუდი, რომ ოთია (დათიაი), ბუღარას მამა, შესაძლოა მართლა იყო ალავიძე. შეიძლება, მან იქორწინა ხევში მცხოვრებ მამალაძის ქალზე, დასახლდა ხევში, გახდა მამალაძეების სიძე, ადგილობრივი ხატის ყმა და ამგვარად, გურიელისგან და მამალაძეებისგან მიიღო მამალაძის გვარი, ზედსიძობისა და ხატის ყმობის ტრადიციით. ამ ვერსიას არ გამორიცხავენ იური სიხარულიძე და სოსო მამალაძე. მანამდე, კი, მამალაძეების გვარი არსებობა. სავსებით შესაძლებელია, უფრო ადრინდელ ხანაში, გურიის სამთავროს დაარსების დროს რომელიმე გურიელმა გვარი მამალაძე მიანიჭა მამალაძეების წინაპარს, ხოლო შემდეგ, გამოჩენილ ბუღარა მამალაძეს და მის ოჯახს მიეწერა ეს ამბავი. ასეთი რამეები ხალხურ გადმოცემებს ახასიათებს.

ამ ვარაუდის გარკვევა შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ალავიძეების დნმ იქნება ცნობილი. თუ ის დაემთხვევა მამალაძეების მთლიანად, ან მამალაძეების ბუღარაშვილების განშტოების დნმ-ს, საკითხი გადაწყეტილად ჩაითვლება. მამალაძეების სხვადასხვა განშტოებას როგორი დნმ აქვს, ჯერ ცნობილი არ არის, გარდა ერთისა - J2B2.

მეორე ვერსია

1904 წელს, ნიკო მარმა შავშეთში მოგზაურობისას, სოფელ ოქრობაგეთში იპოვა სომხების მიერ გადაკეთებულ

ციხიას მთა
ი ქართული ეკლესია, რომელსაც შემორჩენილი ჰქონდა ქართული ტაძრის სააღმშენებლო წარწერა. ნიკო მარის წაკითხვით, ეს ეკლესია შესაძლოა აეშენებინათ მამალაისძეთ. მისი ანგარიშით, ან 935 წელს, უფრო 1466 წელს („Дневник Поездки в Шавшетию и Кларджетию“, 1904, გვ. 8).

შემდგომში ნიკო მარის თვალსაზრისი, სააღმშნებლო წარწერაში მამალაისძეების მოხსენიების შესახებ გაიზიარა ნოდარ შოშიაშვილმა.

ნოდარ (ნუკრი) შოშიაშვილი მიმოიხილავს სოფელ ოქრობაგეთის მამალაისძეთა წარწერის შინაარსს და თარიღს. იგი წარწერას ათარიღებს 935 წლით. (ქართული წარწერების კორპუსი, I, ლაპიდარული წარწერები, I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო, (V-X სს), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, თბილისი, 1980, გვ. 307).

ნ. შოშიაშვილის წაკითხვით ოქრობაგეთის ტაძრის სააღმშენებლო წარწერა ასეთია:

„ქ. ს(ა)ხ(ე)ლით|ა ღ(მრთისაჲთ)ა აღ|ვ(ა)შ(ე)ნეთ წ(მიდ)ა| ეკ(ლე)ს(ი)ა ჩ(უე)ნ, მ(ა)მ(ა)|ლ(აჲ)სა ძ(ე)თ, ქ(რონი)კ|ო(ნ)სა /რმიდ/(934წელსა), მ(ე)ფ(ო)ბ(ა)სა კ(ურა)პ(ალა)ტ(ი)ს(ა)სა, | უფლ(ე)ბ(ა)სა ბ(ა)გრ(ა)ტ(ი)სა, მ(ა)მ(ა)ს(ახლის)ობ(ა)სა მ|არკ(ო)ზ(ი)საჲ ძმ(ი)სა მ|აკ(ა)რ(ი)სა.მწ(ერა)ლ(ი) და მკ(ი)თ`ი`ხვ(ელ)ი და მწ(ირვე)ლი ღ(მერთმა)ნ შ(ე)იწყ(ალე)ნ.“ (იქვე).

მაშასადამე, თუ ნიკო მარისა და ნოდარ შოშიაშვილის წაკითხვა სწორია, მამალაძეთა გვარი პირველად მოხსენიებულია ოქრობაგეთის 946 წლის წარწერაში.

ახლა ეს ქვა დაკარგულად ითვლება. თუმცა, როგორც მიამბო ლევან მამალაძემ, მას 1990-იან წლებში თურქეთიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ აღნიშნული ქვა შემორჩენილია. თუმცა, სოფელ ოქრობაგეთში რამდენჯერმე იყო ჩასული ქართული ექსპედიცია და მამალაისძეთა სააღმშებლო ქვა ვერ ნახეს.  

ოქრობაგეთის მამალაისძეთა საამშენებლო წარწერაზე დაყრდნობით, მამალაძეთა წარმომავლობის შესახებ ისტორიკოსი იური სიხარულიძე წერს:

„თუ ნ. შოშიაშვილის წაკითხვას ვერწმუნებით, მ

საქორისთავის ასახვევი
აშინ ოქრობაგეთი (მთელ შავშეთთან ერთად) X საუკუნეში ბაგრატ კუროპალატის “უფლებასა” ქვეშაა საგულვებელი, ეს კურაპალატი კი ტაო-კლარჯეთის მეფე ჩანს.  

მეფის ქვემოთ მდგომარე პირი კი წარწერაში მარკოზ მამასახლისია (ძმა მაკარისი) (იქვე, გვ. 308).

            წარწერა არც ოქრობაგეთის ეკლესიის მშენებლებს (მამალაის ძეთ) ივიწყებს (იქვე).

სადაური არიან მშენებელნი, ძნელი სათქმელია. არაა გამორიცხული, რომ თუ საკუთრივ ოქრობაგეთის მკვიდრნი არ იყვნენ, საერთოდ, შავშნი ან რომელიმე მეზობელი თემიდან (კლარჯეთი, აჭარა, სამცხე, არტაანი) ყოფილიყვნენ. გვიან ხანაში მამალაისძენი აღმოსავლეთ გურიაში (გუბაზეულის ხეობა) სხედან და თავს მოსულებად თვლიან. მამალაძეთა ერთ ნაწილში მათი ლეჩხუმიდან წარმომავლობის ვერსიაა შემონახული (ასახელებენ ძველ გვარსაც - ალავიძე)

ამ ვერსიის უარსაყოფად ჯერჯერობით არავითარი საფუძველი არ გაგვაჩნია და შეიძლება სწორიც იყოს ალავიძის გამამალაძება, მაგრამ ეს იმ გზით კი არაა საგულვებელი (თითქოს გურიელს შეეცვალოს ალავიძისათვის გვარი), არამედ - ზედსიძეობით. ასეთი ინსტიტუტი უკანასკნელ დრომდე არსებობდა აჭარაში (ვლ. მგელაძე, ზემო აჭარული სოფელი ძველად, ბათუმი, 1973, გვ. 24, 25 და შმდ).

ეს წესი არც ძველი გურიისათვის უნდა ყოფილიყო უცხო (იური სიხარულიძე, შავშეთ-იმერხევი, ბათუმი, 1988, გვ. 25-26)“.  

სხვათა შორის, როგორც თავად მითხრა, იური სიხარულიძე გახლავთ ბუღარას ძმის, იესეს ქალიშვილის (სახელი უცნობია) და ბუღარას თანამებრძოლისა და სახალხო გმირის, ივანე ფარეშის (სიხარულიძის) შთამომავალი.   

მართლაც, სავსებით შესაძლებელია, მამალაძეები შავშეთში ან მის მეზობელ, რომელიმე თემში ცხოვრობდნენ და მერე მოხვდნენ გურიაში. შეიძლება გურიაშიც კი იყვნენ, რადგან გურიაც ახლოსაა შავშეთთან და იქიდან მოხვდნენ ოქრობაგეთში, ტაძრის ასაშენებლად. &

ბუქსიეთის მთები ხევიდან
nbsp;ქვის თლის ცოდნა, მამალაძეების რამდენიმე ოჯახს ჰქონია. როგორც მახსოვს, ძველების მონათხრობიდან, თვითონ ბუღარას ძმას, იესეს, ელდარ მამალაძის დიდ ბაბუას და თამაზ მამალაძის ბაბუას. სხვათა შორის, ეს სამი სხვადასხვა შტოა.

თუმცა, სავსებით შესაძლოა ოქრობაგეთის ეკლესიის ქტიტორები ყოფილიყვნენ მამალაისძენი და იქვე ცხოვრობდნენ.

ჩემი აზრით, შესაძლოა, ოქრობაგეთის წარწერაში მოხსენიებული მამასახლისი მარკოზი და მისი ძმა მაკარი, იყვნენ სწორედ ის მამალაისძენი, რომელნიც ნახსენებია წარწერაში - სოფლის მამასახლისი და მისი ძმა, ოქრობაგეთის ეკლესიის ქტიტორები.

ასეთ შემთხვევაში, მამალაისენი ადგილობრივები ყოფილან, ოქრობაგეთიდან ან მეზობელი სოფლიდან.

საინტერესოა ოქრობაგეთის ახლოს მდებარე ერთი სოფლის სახელწოდებაც - მამანელისი. იქვე არის მდინარე სათლელისწყლის შენაკადი, სახელწოდებით - მამანელისწყალი. სოფლისა და მდინარის შენაკადის სახელწოდების ეტიმოლოგია უცნობია, მაგრამ, ჰგავს მამალაისძეთა გვარის ფუძეს (მამალ - მამან) და შესაძლოა, საკუთარ სახელ ან მეტსახელ მამალადან იყოს ნაწარმოები.

მეტსახელი მამალო არსებულა ჩვენს ქვეყანაში. ჟან კრისტოფორო დე კასტელის, რომელიც 1628-1654 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, დახატული და ნახსენები ჰყავს „დიდი სულთნის კარისკაცი, გამაჰმადიანებული მეგრელი მუსტაფა მამალო, ალი ბეგი.“ (კასტელი, „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“ ნახ. 257).8 სავსებით შესაძლებელია სახელი მამალა არსებულიყო კასტელამდელ საქართველოშიც.

დადასტურებულად ვიცი, მამალაძეებს შორის, გავრცელებული ყოფილა სახელები: ირემა, შევარდენა (ჩემ წინაპარს და მის ძმისშვილს ერქვა შევარდენა).

შესაძლოა, გვარი შერქმეული იყოს დამახასიათებელი თვისების გამო. მამალი ქართულ ფოლკლორში სიფხიზლის, მამაცობის, ერთგულების, მამაკაცური სიძლიერის სიმბოლოა. ეს ვითარება და სიმბოლიკა აისახა  გურიელისა და დამალაიძის შესახ

შავი, წითელი და თეთრი ცხენი ხევში
ებ ლეგენდაში.  

არის, თითქოს, კიდევ ერთი, 1119 წლის სააღმშენებლო წარწერა, სადაც თითქოს, ეჯიბი მამალაისძე მოიხსენიება, მაგრამ, არ მგონია სწორი წაკითხვა იყოს. ამაზე სხვა როს, როცა დავაზუსტებ.

შემდეგში ჩემთვის ცნობილი ყველაზე ძველი მოხსენიება მამალაძის გვარისა არის საამილახოროს დავთარში (1656-1696 წწ.).9

საამილახვროს დავთარში მოხსენიებულია ირემა მამალაძე, ღარიბი გლეხი, რომელიც საამილახვროს ლაშქარში შუბით გამოდიოდა. როგორც ჩანს, საამილახოროში, მამალაძის ერთი კომლი ცხოვრობდა  და ორი თავი (ორი მეომარი) გამოჰყავდა. ალბათ, თვითონ ირემა (შესაძლოა, მისი ნათლობის სახელი იყოს იერემია) და ალბათ, მისი ვაჟი. როგორც ჩანს, ირემა მამალაძე ცხოვრობდა სოფელ ძევერაში (ლიახვის ხეობაში, გორიდან 14 კმ.). შესაძლოა, ამილახორს იყო შეხიზნული. დავთარში მათი სხვა მოგვარე არ ჩანს. იმ მხარეებში მამალაძეები, ჩემი ინფორმაციით ახლაც არ ცხოვრობენ, შეიძლება შუბოსან ირემა მამალაძეს შთამომავლობა შეწყდა ან სხვაგან გადასახლდა.

შემდეგში მამალაძეთა გვარის მოხსენიება, რაც მე თვითონ ვნახე, არის ხევის წმიდა გიორგის ეკლესიის დავთარი (ჩანაწერები 1840 წლიდან). იქ ხევში მცხოვრები არაერთი მამალაძეა მოხსენიებული.

მაშასადამე, ბუღარა მამალაძის ოჯახი ვერ იქნებოდა პირველი მამალაძეების ოჯახი. როგორც საამულახოროს საბუთი გვარწმუნებს, ბუღარას მამამდე 100-150 წლით ადრე ცხოვრობდა ირემა მამალაძე.

მეტიც, ჩვენი გვარი გაცილებით უფრო ძველი წარმოშობის მგონია.

ჩემი აზრით, შეიძლება სწორი იყოს ვერსია მამალაძეების გურიაში მოსვლისა ოსმალთა მიერ მესხეთის დაპყრობის შემდეგ, XVI საუკუნის შუა ხანებიდან. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წინაპრები შავშეთიდან მოვიდნენ გურიაში, მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს.

როგორც აღვნიშნე ზემოთ, თანამედროვე ალავიძეთა და ხეველი მამალაძეების სხვადასხვა შტოების, ასევე, აჭარაში და თურქეთში მცხოვრები ჩვენი მოგვარეების დნმ-

ბუღარა მამალაძის ძეგლი
ს დადგენის შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა.

ჯერ-ჯერობით სულ ესაა, რაც შემიძლია ვთქვა ჩვენი გვარის წარმოშობის შესახებ. კვლევა უნდა გაგრძელდეს.

მამალაძეთა გვარმა არაერთი შესანიშნავი პიროვნება აღუზარდა სამშობლოს. ზემოთ დასახელებულთა გარდა, საინტერესოა ყველა ცნობა, რაც ჩვენს გვარს შეეხება, გამოჩენილი იქნება თუ არა პიროვნება. ზოგიერთი მათგანის შესახებ ცნობები შევაგროვე. რა თქმა უნდა, ალბათ, სხვა ცნობებიც არსებობს, რაც მე არ ვიცი, რაც ერთად უნდა შევავსოთ. ზემოთ ნახსენებთა გარდა, რაც შევაგროვე, ჯერჯერობით, მამალაძეები მოხსენიებულნი არიან:

„1861 წლის მარტში სოფელ ერკეთის მღვდლებს, ივანე და ანდრია მამალაძეებს, თავადმა ზურაბ ერისთავმა ძალად წაართვა ყმა როსტომა შათირიშვილი“ (დიმიტრი მახარაძე, „გურიის გლეხობა ბატონყმობის დროს“ http://aboutguria.blogspot.com/2015/11/blog-post.html)

წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და საქართველოს გარეთ უმოღვაწია თხუთმეტ მამალაძეს10:

            მამაჩემი, მამია მამალაძე მიამბობდა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს, ავსტრიაში ტყვედ ჩავარდა ბაბუაჩემის, აფრასიონ მამალაძის უფროსი ძმა, ლავროსი ანტონის ძე მამალაძე (დაბადებული 1889 წელს), რომელიც მონაწილეობდა ავსტრიელების მიერ ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერაში და ავსტრიელ მეცნიერებს გერმანულად უთარგმიდა სიმღერების ტექსტებს და „ვეფხისტყაოსანს“. ავსტრიელი ეთნომუსიკოლოგის, რობერტ ლახის სამეცნიერო პუბლიკაციის - „ქართული სიმღერების“ (1928 წ.) მიხედვით, პირველი მსოფლიო ომის დროს, ავსტრიაში ტყვედ ჩავარდნილ ქართველებს, ვენის  ტყვეთა ბანაკში, ავსტრიელი მეცნიერების დახმარებით, ჩაუწერიათ სამასზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა (გერმანიშიც ჩაუ

წერიათ სიმღერები). რობერტ ლახის მიხედვით, ეგერის ტყვეთა ბანაკში, სიმღერების ჩაწერაში მონაწილეობდნენ, ხეველები: 28 წლის მელიტონ მამალაძე და 25 წლის ლავროსი მამალაძე (რომელსაც  ეთნომუსიკოლოგი თავის წიგნში მოიხსენიებს, როგორც ლევარსის). რობერტ ლახი თავის წიგნში განსაკუთრებულ მადლობას უხდის „უაღრესად განათლებულ, გურული წარმოშობის ლევარსი მამალაძეს, რომელსაც  ადოლფ დირს (ცნობილ მეცნიერს და ჩამწერს გ. მ.)  დახმარება გაუწია როგორც სიმღერების ჩანიშვნაში, ისე მათ თარგმნაში“. რობერტ ლახი აღფრთოვანებული საუბრობს საქართველოზე, ქართულ, მათ შორის, გურულ სიმღერებზე.11

1918 წლის 23 მარტს, ჩრდილო ქართლში (ცხინვალის რეგიონში) სხვა ქართველებთან ერთად, რომლებიც იცავდნენ დამუკიდებელი საქართველოს სეპარატისებისა და კრიმინალური ბანდებისაგან, დაიღუპა წითელარმიელი ვარლამ მამალაძე12. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წითელი არმია და ბოლშევიკების წითელი არმია სხვადასხვა რამაა. დამოუკიდებელი საქართველოს (1918-1921 წწ.) წითელი არმია იცავდა ქართულ სახელმწიფოს.

            1918 წლის 24 აგვისტოს, სახალხო გვარდიის რიგებში ბრძოლისას, თურქების წინააღმდეგ, მამაცობით თავი გამოუჩენია ახალგაზრდა სოხუმელ წითელარმიელ მამალაძეს.13

ლევან უმიკაშვილს დოკუმენტურ ფილმში (გადაიცა ტვ „საქართველოს“ მიერ), რომელიც ეხება 1921 წლიდან, პოლონეთში არსებულ ქართველთა ემიგრაციას, მოთხრობილი აქვს გიორგი მამალაძის შესახებ. მას ჰყოლია პოლონელი ცოლი. კონსპირაციის მიზნით, ატარებდა მალინოვსკის გვარს, მაგრამ საბჭოელებს მაინც გამოუვლენიათ, დაუჭერიათ  და დაუხვრეტიათ კატინში, სადაც ათასობით პოლონელი ოფიცერი დახვრიტეს. ამავე პიროვნების შესახებ გამოქვეყნებული აქვს ცნობა ამბროსი გრიშიკაშვილს, თავის წიგნში: „ქართველი ოფიცრები პოლონეთში / (I და II მსოფლიო

ხევის წმიდა ნიკოლოზის ეკლესია
ომებს შორის და II მსოფლიო ომში)“. ამბროსი გრიშიკაშვილის ცნობით, მაიორი გიორგი მამალაძე (მეორე სახელი იეჟი) დაბადებული ყოფილა 1895 წელს. საქართველოს გასაბჭოების მერე წასულა პოლონეთში. „გიორგი მამალაძე მშვენივრად უკრავდა გიტარაზე და ქართველთა წვეულებების სული და გული ყოფილა“. ავტორი მას პოლონეთის ქართველ ოფიცერშა შორის „ყველაზე კოლორიტულ ფიგურას უწოდებს“. აღმჩენილია მისი ფოტო ალბომი, რომლიც წყალობითაც ვიცით როგორ გამოიყურებოდნენ სხვა ქართველი ოფიცრები პოლონეთში.

საქართველოს ტელევიზიის მიერ 1937 წლების რეპრესიებზე გადაღებულ დოკუმენტურ სერიალში, არიც ცნობა, რომ 1930-იან წლებში კგბ-მ თბილისში დაატყვევა, აწამა და მოკლა ექიმი გიორგი მამალაძე.  

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ახსენებს მამალაძეს აგარის სოფსაბჭოს ძველ ზუკალიაში. ესენი უნდა იყვნენ ქართველი მუსულმანები, 1939 წლისათვის მცხოვრებნი ახალციხის რაიონში („მესხეთი / ქართველების გამაჰმადიანება“, თბილისი, 2008, გვ. 40). 

შალვა მაღლაკელიძე თავის მოგონებებში იხსენებს: „ფრიდონ (წულუკიძესთან) ერთად არის მამალაძე, ისიც კავალერისტი, იშვიათად უკრავდა „გარმოშკაზე“, ე. ი. მოქეიფენი არიან, მათთან ერთად არის კიდევ დანელია“ („ქართველები გერმანული დროშის ქვეშ მეორე მსოფლიო ომში“, გამოსაცემად მოამზადა ვიქტორ რცხილაძემ, თბილისი, 1994, გვ. 192).

ამავე წიგნში ნახსენებია ჟერომი მამალაძე, რომელიც სხვა 10 ქართველთან ერთად ტყვედ იყო იტალიის საკონცენტრაციო ბანაკებში (გვ. 579).

მხატვარ ვახტანგ მამალაძეს ჰქონია ჩანახატები სხვადასხვა ეკლესიების, მათ შორის, ხევის წმიდა გიორგის ეკლესიის. არის ვარაუდი, რომ ის დარბაზული ტიპის იყო. მოსაძებნია ნახატი რომლის მეშვეობითაც გავიგებთ როგორი იყო ჩვენი სოფლის წმიდა გიორგის ეკლესია. თუ სახსრები გვექნება, აღვადგენთ კიდეც. ეკლესიის ქვები შემონახულია ხევის სკოლის ეზოში. სანამ მასალების შ

ხევის წმიდა გირგის ტაძრის ქვები სკოლის ეზოში
ეგროვებას დავიწყებდი, სადღაც შემხვდა, ხევის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია, მოხსენიებული 1940 წელს. შესაძლოა, იმ წელს ააშენეს, ან სხვაგან მისი მოხსენიება დაკარგულია. ჩემი აზრით, შეიძლება უფრო ძველი ყოფილიყო, რადგან იმ ხანებში უფრო ხის ეკლესიები შენდებოდა. დღისათვის, ხევში დგას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი კოხტა ტაძარი, რომელიც აშენდა ლეგრი და ლევან მამალაძეების ოჯახის მიერ. მშენებლობაში მონაწილეობა მიიღო ხევის თემის მოსახლებამ. ხევში დგას ბუღარა მამალაძის ძეგლიც (ავტორი ???), რომლის დადგმაშიც აღნიშნულ ოჯახს მიუძღვის დიდი წვლილი. საქორისთავში დგას ქვის ჯვარი, რომელიც რამდენიმე საუკუნის წინ გაუკეთებიათ. მისი დაბრუნების დროს რაც შევძელი ამოვიკითხე, ან ბერძნების, უფრო ბერძენიშვილების გაკეთებულია. დასაზუსტებელია.

XX საუკუნეში მოღვაწეობდნენ: არქიტექტორი, მოქანდაკე, მხატვარი ლეონიდე მამალაძე (1910-1982), შალვა მამალაძე, მხატვარ-პეიზაჟისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. შალვა მამალაძე პირველი ქართველი მხატვარია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ეროვნული კინემატოგრაფიის განვითარების საქმეში. საქ. ტელევიზიის ცნობილი მუშაკი, დაარსებიდან, "მოამბის" მთავარი რედაქტორის მოადგილე და სცენარისტი ვახტანგ მამალაძე (ცნობილი მომღერლის, ზაზა მამალაძის მამა. ინფორმაცია მოგვაწოდა ლევან მამალაძემ). სუხიშვილების სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის ერთ-ერთი წამყვანი მოცეკვავე და სარეკლამო სახე იყო, ცნობილი ქორეოგრაფი რაულ მამალაძე  (ქართული ენის საიდუმლოებების მკვლევარი), რობერტ მამალაძის ძმა. რობერტ და რაულ მამალაძეები არიან ბუღარა მამალაძის ერთ-ერთი შვილის, ბეჟანის შთამომავლები.

            მეორე მსოფლიო ომში გაწვეული იყო რამდენიმე ასეუ

ხევის წმიდა გირგის ტაძრის ქვები სკოლის ეზოში
ლი მამალაძე. მათგან, ასზე მეტი დაიღუპა. მათ შორის ჩემი ბიძა, გაიოზ მამალაძე (https://geohistory.ge).

ჩვენი მოგვარე, სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს, დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ომში, აფხაზეთში.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი,, კაპრალი, ამირან მამალაძე. „ომში დაღუპული გმირის უკვდავსაყოფად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია სტუდენტ ამირან მამალაძის სახელობის სტიპენდია და ასევე მცირე სპორტულ დარბაზს მინიჭებული აქვს მისი სახელი“.14

როგორც მახსოვს, ხუტა მამალაძე გახლდათ უზენაესი საბჭოს წევრი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ჰქონდა ხელი მოწერილი, მუშაობდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ და ბოლნისის გამგებლად. მამალაძეები წარმდგენილი იყვნენ 1991 წელს არჩეულ პირველ საკრებულოებში (სოსო მამალაძე, ილია მამალაძე და სხვები. ყველა ინფორმაცია არ მაქვს). ლევან მამალაძე გახლდათ პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში. საკრებულოებში ახლაც მოვაწეობენ მამალაძეები, ასევე, სხვადასხვა თანამდებობებზე.

როგორცზემოთ აღვნიშნე, თხოვნით მივმართავ ყველას, ვისაც აქვს ინფორმაცია სხვადასხვა დამსახურებული მამალაძეების შესახებ. გთხოვთ მომაწოდოთ, და თქვენი სახელით (მომწოდებლის აღნიშვნით) იქნება დამატებული წინამდებარე წერილს. შემდეგ ეს ყველაფერი, იმედია, გამოიცემა წიგნად.

ასევე, კარგი იქნება, თუ მამალაძეების გარდა, ინფორმაციებს მომაწვდით სხვა გვარის ხეველების შესახებ.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი მამალაძე, ცნობილი იქნება ის სახელმწიფოს მასშტაბით თუ არა, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთვის. მამალაძეთა ყველა ოჯახს აქვს თავისი ისტორია, ჰყავდა ღირსეული წინაპრები. შესაძლოა, მათ შესახებ (ძველი, ისტორიული ამბები, ძველი ფოტოები და სხვა გამოვაქვეყნოთ), რადგან ბევრი იქნება,

ხევის წმიდა გირგის ტაძრის სვეტების ქვები ხევის სკოლის ეზოში
ქვემოთ, შენიშვნებში დავამატოთ განყოფილება:  მამალაძები და ხეველები. ამისთვის შეიძლება სამეფო კლუბის წინამდებარე საიტი გამოვიყენოთ, კონკრეტულად ეს წერილი. შეიძლება facebook-ზე მამალაძეების გვერდი. უკეთესი იქნება, თუ ვინმე ითავებს (ამისთვისაც გვინდა ხეველ მრჩეველთა არსებობაც) შეიძლება გაკეთდეს ერთგვარი ელექტრო მუზეუმი, სადაც გამოქვეყნდება ჩვენი მოგვარეების ბიოგრაფიები, ფოტოები, ნაშრომები, ნახატები და სხვა ხელოვნების ნიმუშები, ლექსები (ბეგი და ვახტანგ მამალაძეების ლექსები, ასევე, როგორც ვიცი, გიორგი მამალაძეც წერდა, სხვა ინფორმაცია არ მაქვს) და ა. შ. მოსაფიქრებელია.

იმედი მაქვს, შეიქმნება, უფრო სწორად განაახლებს მუშაობას, ხევის (ხეველთა და ხევიდან გამოსულთა) მრჩეველთა საბჭო, რომელშიც შევლენ, ხევში მცხოვრები და ხევიდან გამოსული, სხვადასხვა გვარის ოჯახიშვილები. რომელიც მამალაძეთა საგვარეულო კავშირთან ერთად (ხელმძღვანელები: ლევან და გოგი მამალაძეები) ბევრი რამის გაკეთებას შეძლებს. არქეოლოგიური კვლევა არის ჩასატარებელი სოფელ ხევში (ხევში, სატობიეს ღელესთან, უკვე აღმოჩენილია ახალბრინჯაოს ხანის განძი. განძი ინახება ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). განსაკუთრებით სკოლის ეზოში და მის გაშემო, სადაც იდგა, წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია და სხვა ადგილებში. ჩემი დაკვირვებით, არქეოლოგიურად საინტერესო უნდა იყოს საქორისთავი, სოსო მამალაძის ახლანდელი ეზო, ციხიას მთა და სხვა ადგილები (სამწუხაროდ, საქორისთვის ქვის ჯვრის ფოტო არ მაქვს და აღნიშნული ჯვრის ისტორია და წარწერების შინარსი არ ვიცი. თუ, ვინმე მოგვაწვდის, კარგი იქნება).

როგორც აღვნიშნე ზემოთ, ხევში, ამოჩენილი არქეოლოგიური მასალა გამოფენილია ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. იქვეა, სიმონ ილიას ძე მამალაძის ოჯახის ძველი თოფი (იარაღი ჩვენს სოფელში, ისტორიულად, ბევრი იყო. მაგალთად, ჩემს ოჯახს ჰქონია „ყირიმულა“ და სხვა არაერთი ცეცხლსასროლი იარაღი). შ

ხედი ბუქსიეთის მთებისკენ
ეიძლება ხევშიც მოეწყოს მუზეუმი (მასალები მოგროვდება).

კარგი იქნება, მოვიძიოთ პიესა „ბუღარა მამალაძე“. თუ მისი დადგმა განხორციელდება რომელიმე თეატრის სცენაზე - მთლად უკეთესი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რამდენად მნიშვნელოვანია, როცა სოფელს (თემს) ჰყავს ღირსეული და საქმიანი რჩეული ჩოხატაურის საკრებულოში (ზვიად მამალაძე). რაც გვაძლევს იმედს, ეკოლოგიურად მიუღებელი პროექტების, გუბაზეულის ხეობის დაზიანების გარეშე გაგრძელდეს სოფელ ხევის აღმშენებლობა. აქვე მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ხევში ჩატარებულ სხვადასხვა მშენებლობებში და პროექტებში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან, საკრებულოდან და ხევის თემიდან).

...

სხვა ცნობები ან გადმოცემები მამალაძეების შესახებ ან მოხსენიება ჩვენი გვარის:

 

შენიშვნები:


1 - საინტერესოა რა ხელნაწერები ინახებოდა ხევის ეკლესიაში. დიმიტრი ბაქრაძე წერს:

„ხევში მე მხოლოდ ორი ძველი დაშლილი წიგნი ვნახე, სახელდობრ: 1) სახარება სხვადასხვა ხელით შესრულებული შემდეგი მინაწერებით:

„ნებითა ღვთისათა ვიგულისმოდგინე მე მღვდელმონაზონმან მამალაძემან მაკარიოზ, ღარიბობით ვიყიდე წმიდაჲ ესე სახარებაჲ და დავდე შენს საყდარში. ღმერთო და წმიდაო გიორგი, შენ ეყავ მფარველ ჩემს სულს დღესა მას დიდსა განკითხვისასა, ამინ.

„ქრისტე, შეიწყალე ცოდვილი ბაღდადელიძე ბედისმწერლის შვილი ნათანაელ.

„ოთხნო თავნო სახარებანო, მათე, მარკოზ, ლუკა და იოანე, მეოხ ეყავ მღვდელსა ჯღენტს გიორგის, ამინ.

„ღმერთო, შეიწყალე ფრიად ცოდვილი იასე.

ქ. ფრიად ცოდვილმან, ყოველთა უცოდვილესმან მუხრანბატონის შვილმან დარეჯანმა და მეცხედრემა ჩვენმა ციციშვილის ნიდარი ძემან ფარსადან შემოგწირე ჩვენს მფარველსა და სიქადულსა ჯვარსა ქრისტესა წმიდაჲ ესე სახარებაჲ ცოდვათა ჩვენთა წარსამართებლად. ცხოველმყოფელო ჯვარო ქრისტესო, მეოხ გვეყავ ორსავე ცხოვრებასა“.

დარეჯანი მატიანეებში დასა

დიმიტრი ბაქრაძე
ხელებული არ არის, მაგრამ იგი უნდა იყოს ასული მუხრანის თავადის  დავითისა, კახეთის მეფის ირაკლი I მამის, საქართველოს წინაუკანასკნელი მეფის, ირაკლი II პაპისა. მისი ქმარი ფარსადან ციციშვილი ცნობილია თავისი საგმირო საქმეებით ლეკთა წინააღმდეგ. მას მართლაც ჰყავდა შვილი ნოდარი (სქოლიოში მითითებულია - Hist. de la Geor., t. II., 1 livr., p. 93, 635; livr. 2, p. 107.) ). ჯვრის ეკლესიაზე, რომლისადმიც შეწირულია სახარება, ჩვენ ვერაფერს ვიტყვით. ხომ არ არის იგი იმავე სახელით ცნობილი ბერძნული ეკლესია ტფილისში? (V. Archeol., V, 21).

2. უსათაურო წიგნი, მისი ფიცრის ყდის შიგა გვერდზე იკითხება: ქ: შეიწირე: შენ:... ებაო: ღმერთო: მცირე: ესე: შესაწირავი“: წმინდა: ესე: სამოციქულო: მოსახსენებელი: ქართველთ: მეფის: იესესი:  და კახთ: მეფის: საჴელოვანის: ერეკლეს: ასულის: ღვთის: მოყვარისა: და სულითა: განათლებულის: ქართველთ: დედოფლის: ელენეს:... ამათ:  ორთა: მეფეთა: დედოფალთ: ასული: ბატონიშვილის: მარიამის: საფლავზედ: დავდვეთ: წმინდა: ესე: სამოციქულო: და პარაკლიტონი: ვინც: ამ საყდრიდამ:... მასმცა: რისხვას...“

ამ მინაწერში აზრი მთლად ნათელი არ არის, მაგრამ მასში, უეჭველია, ლაპარაკია როგორც კახეთის მეფის ირაკლი I ასულ ელენეზე, სხვანაირად ჯანბანუმ-ბეგუმზე ანუ ელისაბედზე, რომელიც 1715 წ. ქართლის მეფეს მაჰმადიან იესეს მისთხოვდა და შემდგომად რუსეთში ცნობილი იყო მონაზონ ნინას სახელით, ასევე იესეს ასულ მარიამზე, რომელიც, ვგონებ, ადრეულ ასაკში გარდაიცვალა (სქოლიოში - Hist. de la Geor., t. II., 1 livr., p.628, 635.).

საიდან მოხვდა ეს მეორე წიგნი ხევში, დიმიტრი ბაქრაძეს არ უწერია, პირველი კი, სახარება, მღვდელმონაზონ მაკარიოზ მამალაძეს შეუძენია და ხევის ეკლესიაში დაუდია.

2 - ახმედ ბეგის მამა, ახალციხის ფაშა - სელიმი (ხიმშიაშვილი), დაუმორჩილებლობის გამო, სულთნის ბრძანებით გადააყენეს. გაიქცა, შეიპყრეს და თავი მოკვეთეს. ამ ამბა

ნიკო მარი
ვმა, ახმედ-ბეგის შეგნებაში ოსმალებისადმი ერთგულება არ გაანელა. შემდეგში ახმედ-ბეგი თვითონაც ახალციხის ფაშა გამხდარა, რათა ახალციხე შეენარჩუნებინა თურქეთისთვის. ის, ძმასთან, აბდი-ბეგთან ერთად, რომელიც გურიის მთავრის, მამია მეხუთის დის ქმარი ყოფილა, რუსებს ებრძოდა თურქული ჯარით. დ. ბაქრაძე წერს: „1828-1829 წლებში, ისინი ორივენი მონაწილეობდნენ რუსეთ-თურქეთის ომში, რუსების მიერ 1828 წელს ახალციხის აღების შემდეგ ახმედ-ბეგი ახალციხის ფაშა ხდება, რათა ახალციხის სანჯაყებში მოაგროვოს ძლიერი ლაშქარი და წაართვას რუსებს ახალციხე. მაგრამ იგი დაამარცხა პოლკოვნიკმა ბურცოვმა - აწყურის ციხესთან“. 

3 – გ. მ. მამალაძის (მგონი გიორგი ერქვა) შეგროვებული აქვს ხალხური ლექსი ბუღარა მამალაძეზე

                    ლექსი ბუღარა მამალაძეზე

ძველი დროის გასაჭირი, არ ითქმევა შვილო ენით,

ბატონიდან გაწამებულთ, გვიწუხებდა გულსა მტერი.

უმოწყალოდ გვლეჯდა-გვწეწდა, თურქი, ლეკი მოსეული,

გაგვიოხრეს ჩვენი სარჩო, დიდი ჯაფით მოწეული.

   მოდიოდნენ ლეკ-თათრები, დღით ეძინათ მაღალ ტყეში,

   ღამით სოფლად ბუნაგობდნენ, როგორც მელა საქათმეში,

   პირში ბურთსა ჩაგვტენიდნენ, თან გვეტყოდნენ - ოლანგეთი,

   გურულების ქალ-ვაჟებით, ივსებოდა სათათრეთი.

კურცხალი და ზარი იყო, ცას სწვდებოდა ხალხის კვნესა,

ხელაპყრობით შველას თხოვდნენ, მოწყალეს და მფარველ ღმერთსა.

მაგრამ დუმდა ესო ქრისტე, მაჰმადს ქონდა მეტი ძალა,

გაისმოდა მთაში, ბარში, თათრებისთვის წყევლა მწარად.

   სწორედ იმ დროს მოევლინა, ხალხის მხსნელად მამალაძე,

   იმ დალოცვილ ბუღარასა, ვინ არ იცნობს ქვეყანაზე.

   მძლეთა მძლე იყო ბუღარა, მგლის თვალებით ცეცხლის მ

ნოდარ შოშიაშვილი
ფქვევი,

   დიდი ხმის და ძალის კაცი, მტრის რისხვა და დამაქცევი.

გულ მაგარი-კლავ მაგარი, გულით კაჭი გაუტეხი,

თათრებს იმის შეძახილზე, ატყდებოდა თავზე მეხი.

როცა იგი იჭექებდა, ზანზარობდა მთა და ბარი,

ბუღარას ხმის გამგონ თათრებს, ატყდებოდა თავზე ზარი.

   ფიცროულზე ავიდოდა, ირყეოდა ტყე და სერი

   განა ამისთანა ვაჟკაცს, რას უზამდა იმ დროს მტერი.

   ამორჩეულ გულად ბიჭებს, მიუძღოდა მედგრად წინა,

   ხშირად მარტომ ბევრი თურქი, სამუდამოდ დააძინა.

ბახმაროს მთებს ცას აწვდილებს, დადებოდა დიდი თოვლი,

გურულები არ ელოდნენ, თუ თათრები ესხმებოდნენ თოფით.

რადგან მთები დაეთოვლა, დაეყანთრა ტყე და ველი.

სწორედ იმ დროს უპირობდნენ, მამალაძეს სიკვდილს მტერი.

ღამე იყო ხალხს ეძინა, წაუკიდეს ცეცხლი სახლსა,

ბუღარამ და მისმა ძმებმა, სწრაფად სტაცეს ხელი ხმლებსა.

გიორგი კარს ჩაუსაფრდა, ბუღარა კი გახტა კარში.

   ერთი თოფი გაისროლა, ხმალი ჩასცხო თათარს თავში,

   ხალხი შფოთობს, დატრიალდნენ, გაგონილი თოფის ხმაზე,

   მოემზადნენ საბრძოლველად, ესე ადის სახლის თავზე.

   გაარღვია მტერთა რკალი, შურდულივით გაქრა ტყეში.

შვილები მას მხარზე ეჯდა, კუტი დედა კიდემ ხელში,

გადამალა ყველა ისა, სწრაფად უკან გამობრუნდა,

მამას სამყარს დავარდნილსა, გამოყვანა, შველა უნდა,

მიაშურა სწრაფად სახლსა, და რას ხედავს მისი თვალი.

   სახლი იწვის იფერფლება, ცასა სწვდება ცეცხლის ალი.

   შიგ შევარდა შურდულივით, ფუტმა აუბნია კვალი,

   ძმებს შესძახა, როგორა ხართ, თავს აცვივა ნაპერწკალი,

   მამის საწოლა მიაშურა, ნახა მამა აღარ არის.

ის გიორგის გაეყვანა, სხვა ადგილას გადამალა,

იმ დროს როცა დობიროში ხალხს

ხევის წმიდა გიორგის ტაძრის ქვა წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში
მალავდა ის ბუღარა.

მისმა ძმებმა მომხდურ თათრებს, შეაყარეს თვალს ღადარა,

მოიმარჯვეს თოფი, ხმალი, მარდათ გახტა ყველა კარში.

   შეუყვირეს-შეუკივლეს, ბლომად მოკლეს თურქი მაშვინ,

   თავ დამსხმელებს დრო ეშოვათ, შეჭრილიყვნენ ღია სახლში.

   მათ ბუღარას მიკვლა სურდათ, დაეძებნენ იმას სახლში.

აქეთ ეცენ - იქით ეცენ, ბუღარა კი ვერსად ნახეს.

ბოლოს ძელზე მიწოლილი, დათიაი მამა ნახეს,

იმ მინუთში მასთან გაჩნდნენ, მიაძახეს ვინა ხარო.

თქვენ თათრებო საზიზღრებო, მე ბუღარას მამა ვარო.

მძვინვარებდა კუტი ლომი, როცა მტერი მიწვდა ყელში,

შეებრძოლა დათიამ და მარჯვეთ ეცა მომხთურს ხელში.

   მაგრამ მოხუცს არა ქონდა, სიბერიდან ძველი ჯანი,

   მტერმა ძლია სამყარ კაცსა, გაუფატრა გული დანით.

   დაედევნენ ძმები თათრებს, მთელი ღამე სდიეს მტერსა,

   და თევანში დაეწიენ, თავიც ამოეყო მზესა.

   წითელყობილ ცეცხლის ახლოს, მტაცებლებსა ტკბილად ძინავს,

   ზოგი ტყეებს უდარაჯებს, ზოგის თვალში ცეცხლი ჰბრწყინავს.

ტყვედ წაყვანილ ქალ-ვაჟებსა, არ ედებათ თვალზე რული,

დადიანოღლს არა ძინავს, არ აძინებს სიხარული,

ცეცხლის ირგვლივ დაბაჯბაჯებს, და უბოლავს ყალიონი,

წამ და უწუმ ცას შესცქერის, როდის მოვა ალიონი.

   უცებ ტყეში ჩხირი გატყდა, ყური ცქვიტა დადიანმა,

   ამ ტკაცუნმა გახარებულს, გული დაუდარდიანა.

   მალე თავი დაიმშვიდა, ალბათ მხეცმა გაიარა,

   ყალიონი გააბოლა, შიშმაც ჩქარა გაუარა.

დაგიბნელებ მზის სინათლეს, საზიზღარო მტრებო თქვენცა,

და ბუღარას გასროლილი ტყვია, დადიანოღლს გულში ეცა.

თოფის ხმამა იგრიალა, ამ ხმას მთებმაც მისცა ბანი,

ძირს დაეცა გაგმირული, მტაცებელი დადიანი.

   დ

ხევის წმიდა გიორგის ტაძრის ქვა წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში
აიჭექა ბუღარამა, არ გაუშვათ თათრებიო,

   თქვენ მაქიდან მოუარეთ, მე აქედან დავხვდებიო.

   მტაცებელმა არ იციდა, თუ კი მარტო იყო გმირი,

   ხელ აწევით მაჰმედ თხოვდა, რომ გადარჩეს ცოცხლად დილით.

ძმებმა ხელი ხმალს გაიკრეს, გაიმართა ხოცვა-ჟლეტა.

და თელვანის მკაცრ ჭიდილში, მტრებს შეუწყდათ გულის ფეთქვა.

დაერიენ ძმები თათრებს, აუსრულეს დანაპირი,

ამოხოცეს-ამოჟუჟეს, დაუმტვრიეს ცხვირი, პირი.

   ბუღარამა დევ-გმირობით, ხევს აცნობა გამარჯვება,

   ბორკილები შეხსნა ტყვეებს და უსურვა ნეტარება.

   თათრებსა და მტაცებლებსა, გადააჭრა ყველას თავი,

   წამოიღო სოფელ ხევში, ამით ისახელა მკლავი.

რაც ბუღარამ გმირობა ქნა, მისი მოთვლა ძნელი არის,

კაცი იყო მართლა კაცი, უდრეკი და უშიშარი.

გმირობით და ვაჟკაცობით, მან გაითქვა შორს სახელი,

ხალხის გულში მუდამ დარჩა, საუკუნით სამყოფელი.

   იქ დაიდო დიდი ძეგლი, ადრე ხელით შეუქმნელი,

   დაილოცოს საქართველო, დევ-გმირების გამომზრდელი.

4 – ბუღარა მამალაძის შესახებ:

„სახალხო გმირის ბუნებრივ მადლთა შორის გადმოცემები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს მჭექარე ხმას, როგორც ბრძოლის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას.

ამავე თვისებას სხვა გმირთა პორტრეტებშიც საკმაო ყურადღება ეთმობა. სანიმუშოდ შეიძლება დავასახელოთ ბუღარა მამალაძის (იმავე ხანის მოღვაწე) მაგალითი:

„როცა იგი იჭექებდა,
ზანზარებდა მთა და ბარი,
ზღვასა და ხმელს ასწორებდა
მომხდური და მეკობარი.“

(იური სიხარულიძე, „სახალხო გმირები“)

იური სიხარულიძის წიგნებში მოხსენიებული ჰყავს ბუღარა მამალაძე.

 „სახალხო გმირები“, 1995 წელი. მთელი თავია ბუღარაზე გვ. 17. აქვეა ნაწყვეტები ერთ-ერთი ხალხური ლექსიდან ბუღარაზე.

ბუღარა მამალაძე

ოქრობაგეთის ეკლესიის საამშენებლო წარწერა
ავტორისაგან

,,გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც ქართველ მეფე-მთავრებს ყოველი მხრიდან მოძალებულ მტერთა გამკლავების ძალა აღარ შესწევდათ, ხალხი იძულებული იყო თვით აეღო ხელში თავისი თავისა და ქვეყნის დაცვა.

ამ მძიმე და უთანასწორო ბრძოლებში მრავალმა ვაჟკაცმა თუ მანდილოსანმა გაითქვა სახელი. მათი რიცხვი დიდია. ამჯერად ჩვენ მხოლოდ რამდენიმე სახალხო გმირზე ვამახვილებთ ყურადღებას. ისინი ძირითადად აღმოსავლეთ გურიასა და მისი მიმდგამი ფერსათის მხარის (რაიონის მარცხენა სანაპირო) მკვიდრები იყვნენ.

ამ გმირებზე სხვადასხვა დროს ვბეჭდავდით წერილებს რესპუბლიკურ თუ რეგიონალურ პრესაში და ხალხის დიდ ინტერესსაც იწვევდა. ვფიქრობთ, ჩვენი საზოგადოება არც ამ პატარა კრებულს შეხვდება გულგრილად.“

იური სიხარულიძე

ბუღარა მამალაძე

„ადამიანთა ტაცებისა და სყიდვის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც მე-18 - მე-19 საუკუნეთა მიჯნაზე მძვინვარებდა ჩვენს ქვეყანაში, სახელი გაითქვეს ბუღარა მამალაძემ და მისმა ძმებმა. ძმები - იესე, გაბრიელ (მეტსახელად ,,ბუღარა“) და გიორგი მამალაძეები სოფელ ხევში (გუბაზეულის ხეობა, აწინდელი ჩოხატაურის რ-ნი) ცხოვრობდნენ და მამაცურად უკეტავდნენ გზას ეგზომ მომრავლებულ ჯეთ-აბრაგებს.

გმირ ძმებზე წერილობითი დოკუმენტებიც საკმაოდაა შემონახული და ფოლკლორული (პოეტური და პროზაული)

მასალებიც. ერთ-ერთ ხალხურ ლექსში ამგვარადაა აღწერილი მათი თავგანწირული ბრძოლა:

გიორგობა ღამე იყო,

გაისმოდა ზარის რეკა,

ბახმაროს მთებს ცადაზიდულთ

წამოესხათ თოვლის თექა.

ასეთ დროს ჩვეულებრივ იკეტებოდა საუღელტეხილო გზები და ხალხსაც მოსვენების იმედი ეძლეოდა, მაგრამ, თურმე:

სწორედ ამ დროს უპირებდა

მამალაძეს სიკვდილს მტერი,

გაახვიეს ცეცხლში ფაცხა,

დააძგერეს კედლებს ჯგვერი.

ღამეა და სოფელს ძინავს,

ძილი კრთება თოფის ხმაზე,

მოემზადნენ საბრძოლველად,

ესე ადის სათავანზე.

ხევის საეკლესიო წიგნი

გიორგი კარს ჩაუსაფრდა,

ბუღარა კი გადის კარში,

ერთი თოფიც გაისროლა,

ხმალიც დაჰკრა თათარს თავში.

ბუღარას პირველად ,,კუნტი დედა“ და პატარები გაუხიზნავს, შემდეგ კი მამის (ოტია მამალაძის) გასაყვანად მიბრუნებულა, მაგრამ ამაოდ, - მშობელი უკვე მოკლული დახვედრია:

იმ დროს, როცა თათრის რისხვა

ხალხს მალავდა შესაფარში,

მომხდურებმა მისი ფაცხა

გაახვიეს ცეცხლის ალში.

ძმები ესე და გიორგი

მყის გაიჭრნენ მტრებთან კარში,

გაიმართა ცხარე ბრძოლა,

ბევრი დასცეს თოფით მაშინ.

ამ შეტაკების დროს მტრის რაზმის ბაირაღტარი შევარდნილა ღია სახლში, იგი ბუღარას დაეძებდა, მაგრამ გმირის ნაცვლად საპყარ მოხუცს წასდგომია თავს და მოუკლავს...

გამოუდგნენ ძმები თათრებს,

მთელი ღამე სდიეს მტერსა

და თელვანში დაეწივნენ,

ამოეყო თავი მზესა.

მეწინავემ ზემო მთიდან

დაიძახა თურმე ესა:

ამოვედით, ძმებო, ჩვენც და

ამოვიდა ჩვენი მზეცა.

ნაადრევი აღმოჩნდა მტრის სიხარული. ამის დაძახება და ბუღარას თოფის დაჭექებაც ერთი იყო, რასაც ბაირაღტარის სიკვდილი მოჰყოლია.

სხვებმა ხელი ხმალს გაიკრეს

გაიმართა მუსვრა-ჩეხვა,

და თელვანის მკაცრს ჭიდილში

ბევრი გულის შეწყდა ფეთქვა...

ძმები გამარჯვებულნი დაბრუნდნენ სოფელში.

ვინ მოსთვლის, რამდენი ასეთი და უფრო მძიმე ბრძოლა მოუგიათ მამალაძეებსა და მათ რაზმს, რაც ძირითადად ახლობლებისა და თანასოფლელებისაგან შედგებოდა.

სახელოვანი ძმების ღვაწლს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ჩვენს დროში: დაიწერა სტატიები (იური სიხარულიძის, მამია დუმბაძის, გიორგი კეკელიძის, ომეხი უჯმაჯურიძის, ჭიჭიკო მამალაძის და სხვა), გამოვლინდა ხალხური ლექსები (ი. სიხარულიძე), შეიქმნა სიმღერა (დაამუშავა ლოტბარმა არსენ პაიჭაძემ) და პიესაც (დრამატურგ მიხეილ ჯაფარიძის) და ა.შ.

ბუღარა მამალაძისა და მისი ძმების მამაცურმა ბრძოლა

პოემა
მ თავის დროზე დიდი როლი შეასრულა იმ ხანგრძლივ და მძიმე ომში, რაც გადაშენებით ემუქრებოდა ჩვენს ხალხს“.

 იური სიხარულიძე, ,,სახალხო გმირები“, 1995  წელი

გარდა ამისა, სხვა სახალხო გმირების ამბების თხრობისას არის ნახსენები ბუღარა: ბუკარია ადეიშვილთან გვ. 4-5; ივანე ბარამიძესთან გვ. 6-7; დავით გურგენიძესთან გვ. 13; ოტია რამიშვილთან გვ. 22; ივანე ფარეშთან გვ. 25. იქვე ლექსია ივანეზე და ამ ლექსშია ნახსენები ბუღარა;

ბუღარა მამალაძე მოხსენიებული ჰყავთ:

მამია დუმბაძეს (ი. სიხარულიძის მიხედვით აღნიშნული წიგნიდან. გვ. 19):

გიორგი კეკელიძეს (იქვე);

ომეხი უჯმაჟურიძეს (იქვე);

ჭიჭიკო მამალაძეს (იქვე);

შეიქმნა სიმღერა (დაამუშავა ლოტბარმა არსენ პაიჭაძემ (იქვე)

დაიწერა პიესა (დრამატურგი მიხეილ ჯაფარიძე (იქვე)

 „XVII-XIX საუკუნეებში გურიის მოსახლეობა გატანჯული იყო ოსმალების თარეშის გამო. ოსმალები თავს ესხმოდნენ სოფლებს, იტაცებდნენ ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალ-ვაჟს შემდგომში გასაყიდად. ცნობილია პიროვნებები, რომლებიც სხვადასხვა ხევებსა და გადასასვლელებს იცავდნენ. ასეთი იყო ბუღარა მამალაძე, რომელიც XIX საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა.

გადმოცემის მიხედვით ბუღარა მამალაძე თურმე ტანად არც თუ ისე მაღალი ყოფილა, მაგრამ გოლიათურად ღონიერი იყო და მჭექარე ხმა ჰქონდა. მისი ყიჟინა ახლო-მახლო სოფლებს სწვდებოდა, თუ სადმე ორსული ქალი იყო, აუცილებლად მუცელი მოეშლებოდაო. ამიტომ მას ხშირად აფრთხლილებდნენ, ამა და ამ ადგილას ფეხმძიმე ქალი არისო. 

ბუღარა მამალაძე იცავდა გადასასვლელს გუბაზეულის ხეობაში, სატობისღულიდან ძველკარასკენ მიმავალ გზას. ბუღარამ

ბევრი გამტაცებელი მოკლა და მანვე გაანადგურა ახმედ-ბეგ ხიმშიაშვილის მეკობრული რაზმი 1819 წელს.

ოტია რამიშვილი იცავდა ქვაბღიდან და ზოტიდან სურებისკენ მიმავალ გზას იცავდა. მას ოტია შლეგს ეძახნენ და ამის გამო რამიშვილების მის შტოს - შლეგიშვილებს.

გრიგოლ მახარაძე („აჭარა გურიის გზები“) http://aboutguria.blogspot.com/2013/05/blog-post_8675.html

გია გაბრიჭიძე თავის ბროშურაში „ხევის რაინდები“ (2002), აქვს რამდენიმე კუპლეტი ბუღარა მამალაძეზე გამოქვეყნებული.

„მამალ კაცს, ხეველ ვაჟკაცსა,

ხელში უჭირავს ხმალია.

შეკრას სამშობლოს საზღვარი,

ეს არის მისი ვალია.“

     ხალხური

 

„ქვეყნის და მთავრის ერთგულ კაცს,

მართებს გაწიროს თავია.

საცა გასჭირდეს ბრძოლაში,

იქ იყოს მისი გვარია“.

     ხალხური

 

`ბუღარაა მამალაძე,

გურიის და ხალხის მხსნელი.

დაილოცოს ჩვენი მხარე,

დევგმირების გამომზრდელი“.

    ხალხური

 

მანანა ხომერიკი, რომელმაც გამოსცა იაკინთე ლისაშვილის „გურული ესკიზები“, რედაქტორის ბოლოსიტყვაში ახსენებს თურქებთან მებრძოლ „კიჩილა“ ხომერიკს, რომელმაც  მიაძახა მტრებს „თურქებს გადაეცი, აქეთ მე ვარ, იქით კი ბუღარა მამალაძეო“ (იაკინთე ლისაშვილი, „გურული ესკიზები“, რედაქტორ-გამომცემელი მ. ხომერიკი, თბილისი, 2005, გვ. 27).

„გურიაში, ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე  დგას ეს ძეგლი.. ყოველ ზაფხულს როცა ბახმაროსკენ მივდიოდით ამ “თოფიანი“ კაცის ძეგლი უნდა გაგვევლო..ერთხელ ბებიაჩემს ვკითხე, ვინაა ეს კაცი თქო? ვინ იქნება-გადარეული გურული.. მიპასუხა ბებიამ..კი გამიკვირდა ნეტა გადარეულებს ძეგლს რატომ უდგამენ-თქო, მაგრამ მერე გამახსენდა“გადარეული გურულის“ ძეგლი(ასე ეძახიან გურულები) ლანჩხუთშიც რომ იდგა და მოცემულობად მივიღე რო

კატინში დახვრეტილი გიორგი (ეჟი) მამალაძის ალბომი
მ “გადარეულობა“კარგია და ძეგლის ღირსი.. ერთხელაც ისევ ბახმაროსკენ მიმავალმა ისევ ვკითხე ბებიაჩემს, გადარეული რომაა გავიგე მარა, რამ გადარია ეს კაცი, ხომ არ იცი შემთხვევთ მეთქი...რავა არ ვიცი ბებია,მაგარი კაძახი იყო მაგი, ახლა გადარეულს დუუძახებენ , მარა კაძახი ვარო მაგას უნდა ეთქვა)) მაგი რომ არ ყოფილიყო მაგფერი გადარეული შენ და მე  და კიდო ბევრი სულ თუ ვიქნებოდით ამ ქვეყანაზე?  ბუღარა მამალაძის ამბავი  ალბათ ქართველბის 80 პროცენტმა არ იცის -ხელი ჩაიქნია ბებიამ“

ხათუნა პაიჭაძე (საინფორმაციო პორტალი მხარე: https://www.mkhare.ge/ka/news/981/ბუღარა-მამალაძის-ამბავი-ქართველების-80მა-არ-იცის)

5 - „იყო ერთი ბუღარა მამალაძე ჩოხატაურელი, იმდენი გმირული საქმე აქვს ჩადენილი, მაგაზე სპექტაკლი დადგა მიხეილ ჭიაურელმა, რომლის როლსაც თენგიზ არჩვაძე თამაშობდა. დათიკო შევარდნაძეზე კი იცით, სპექტაკლი დადგა გიგა ლორთქიფანიძემ გიორგი შავგულიძე ყავდა მთავარ როლში.“

მედეა თიკანაძე (გურიის მოამბე, http://guriismoambe.com/?m=68&news_id=32833

6 - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხეთის მცხოვრებს ერთი ბლოგერისთვის, რომლის ვინაობაც ვერ დავადგინე, უამბია შემდეგი: „სოფლის მცხოვრებმა ბავშვობაში გაგონილიც მიამბო, როგორ გაუტაციათ თურქებს ვიღაც ბავშვი; როგორ დაკავშირებია პატრონი ხევში სახალხო გმირს, მდევარი ლაშქრის უფროს ბუღარა მამალაძეს, რომელიც ბახმაროს გადასასვლელში დახვედრია მტერს და ბავშვი წაურთმევია“. http://karavi.ge/viewtopic.php?t=3193

 7 - დიმიტრი ბაქრაძეს, ვანის წმიდა გიორგის ეკლესიაში, უნახავს წმიდა გიორგის ვერცხლის ხატი, რომელზეც იყო წარწერა: ღმერთო და ღვაწლით შემოსილო მხნეო და მხედარო და დიდო წმინდაო გიორგი სურებს-ვანისაო, შამოგწირეთ და მოგიჭედინეთ ხატი ესე მე მამუკამან რამიძემან შათირმან, ქობულეთის მებაჟემან და თანამეცხედრემან ჩვენმან სანიგიძის ქა

ლეონიდე მამალაძე
ლმან თუთამან ჩვენთვის და ჩვენი შვილების გიორგისა და პეპნაის გასაზრდელად და წარსამართებლად და მეორედ მოსვლაზე და სულისა ჩვენისათვის დასანდობად. ამინ, კირილაისონ. ვინც შენდობა გვიბრძანოთ, თქვენცა შეგინდონ ღმერთმან. მომიჭედია მე პა(ა)ტა ბოლქვაძეს“.

შემდეგ მეცნიერი აგრძელებს:

„ამ გვარებიდან მხოლოდ ბოლქვაძეები არიან გურიაში, დანარჩენები უცნობია. ეს წარწერა, როგორც მისი შინაარსი გვიჩვენებს, იმ დროისაა, როცა ქობულეთი ანუ ახლანდელი ჩურუქ-სუ ჯერ კიდევ გურიელების ხელში იყო“ (გვ. 191).

სანიგიძეები ახლაც ცხოვრობენ (დღევადელი ფორმა - სანიკიძე) სუფსის ხეობაში, ზემო სურებში, ვანიდან, რომელიც ახლა დიდვანად იწოდება და სურების ნაწილია, ცოტა მოშორებით. ისინი იქ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსაც ცხოვრობდნენ. სურებელი აზნაურის, სანიკიძის ქალი, თებროლე, ჰყავდა მამაჩემის ბაბუას ცოლად, რომლის უფროსი ვაჟი, ლავროსი, ბაბუაჩემის ძმა, 1889 წელს დაიბადა. მაშასადამე, თებროლე სანიკიძე, უკვე დაბადებული უნდა ყოფილიყო, როცა დ. ბაქრაძე იმყოფებოდა სურებში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ, მეცნიერმა გვარი სანიკიძე და ხატის წარწერაში ნახსენები მამუკა რემიძე შათირის მეუღლის, თუთას გვარი სანიგიძე ერთმანეთს ვერ დაუკავშირა. უფრო სავარაუდოა, რომ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. გარდა ამისა, შუა სურებში დღესაც ცხოვრობენ შათირიშვილები (ერთი ოჯახი დიდვანში), რომლებიც, დ. ბაქრაძის აღნიშული ცნობის საფუძველზე, შეიძლება არიან მამუკა რამისძე შათირის შთამომავლები, რამიძეების განაყოფები. გვარი რამიძე  კი, შეიძლება რამიშვილად იქცა. წმიდა გიორგის ეკლესია ნამდვილად იდგა დღევანდელ დიდვანში, მთაზე და იმ უბანში ცხოვრობდნენ რამიშვილები.

ამგვარად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სოფელ ხევის ძველი სახელწოდებისა და ბუღარა დროს ხევის სოფლის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, არასწორი ცნობა მიაწოდეს სახელოვან ისტორიკოსს.

ვანიდან მოშორებით, ზემო სურებში, ცხოვრობენ სანიკიძ

ბრინჯაოს თოხი ჩოხატაურის მუზეუმიდან
ეები. შათირიშვლები - შუა სურებში (ერთი ოჯახი დიდ ვანში), რამიშვილები დიდი ვანში.

დობირო ნიშნავს მთაზე ვაკე ადგილს, ასეთი ყოფილა სურების დობირო, ზემო ხეთის დობირო, უბანი.   

8  - შემდეგ გვერდზე ასევე ალი ბეგის პორტრეტია.  ხოლო ამავე წიგნის 34-35 გვერდებზე, აღნიშნული პორტრეტების შესახებ განმარტებებია: „ძმა მუსტაფა/ ფირალებისა და თურქი პორატების ჩაცმულობა, რომელნიც თავს ესხმიან გემებსა და ქრისტიანების კუნულებსაც. / ალი ბეგი / ალი ბეგი სარწმუნოებას და რელიგიას განუდგა და შემდეგ განთქმული ყაჩაღი გახდა ზღვაზე. ჩვენ დროს საცოდავად დაასრულა თავისი სიცოცხლე სამეგრელოში / იხილე მისი ისტორია“ (257) და „დიდი სულთნის კარისკაცები დიდ პატივისცემაში არიან, რამდენადაც ახლო დგანან დიდი სულთნის სამყოფელთან ყველასგან, ვინც კი შემოდის, იღებენ საჩუქრებს, ოცვამენ ატლასსა და ზემოდან ოქროკემსულ ხავერდს. / ასეთი იყო მოსტაფა მამალო. / მოსტაფა განუდგა სარწმუნოებასა და რელიგიას. თურქებმა იგი დიდი სულთნის კარისკაცად გახადეს... / სამეგრელოში...“.

9 - საამილახვროს დავთარი შედგენილი უნდა იყოს 1656 წლიდან 1696 წლებს შორის, ქართლის მემარჯვენე სადროშოს სარდლის, გივი ამილახორის სარდლობისას (და გვარის უფროსობისას, ამილახორობისას). გივი ამილახორი გორის მოურავიც იყო. ხელმძღვანელობდა 1688 წლის აჯანყებას სპარსეთის წინააღმდეგ. თუმცა, დამარცხდა და რაჭაში გაიხიზნა.

10 - მამალაძეები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში

1.      ანასტასია ივანეს ასული მამალაძე

აბადების თარიღი:  18??

კატეგორია:   დაუდგენელი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონი

აფრასიონ მამალაძე. მისი მეუღლე ოლღა თოდრია და ვაჟი, მეორე მსოფლო ომში დაღუპული გაიოზ მამალაძე
ს განყოფილების ნამდვილი წევრი (1911-)

2.      ბეგლარ იესეს ძე მამალაძე

დაბადების თარიღი:          18??

კატეგორია:   დაუდგენელი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის წევრი (1917-)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1913-)

3.      დიმიტრი ისიდორეს ძე მამალაძე

დაბადების თარიღი:          18??

კატეგორია:   დაუდგენელი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების არმავირის განყოფილების წევრი (1915-)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)

4.      დიომიდე სოლომონის ძე მამალაძე

დაბადების თარიღი:          18??

კატეგორია:   დაუდგენელი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1916-)

5.      ივანე მამალაძე

დაბადების თარიღი:          18??

კატეგორია:   დაუდგენელი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

6.      კ. მამალაძე

დაბადების თარიღი

სოფელ ხევის ცენტრი
:          18??

კატეგორია:   დაუდგენელი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1918-)

7.      ლავრენტი მამალაძე

დაბადების თარიღი:          18??

კატეგორია:   დაუდგენელი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

8.      ლეონტი ოთარის ძე მამალაძე

დაბადების თარიღი:          18??

კატეგორია:   დაუდგენელი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

9.      პარმენ მამალაძე

დაბადების თარიღი:          18??

კატეგორია:   დაუდგენელი

ბიოგრაფია

   1916 წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ოზურგეთის განყოფილების დაარსების ინიციატორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

10.  პროკოფი ალექსის ძე მამალაძე

დაბადების თარიღი:          18??

კატეგორია:   დაუდგენელი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამ

ტელერედაქტორი და სცენარისტი ვახტანგ მამალაძე და მისი მეუღლე, მედიკო ხუნდაძე
დვილი წევრი (1917-)

11.  სამსონ პეტრეს ძე მამალაძე

დაბადების თარიღი:          18??

კატეგორია:   დაუდგენელი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ყვირილას განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი (1915-)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ყვირილას განყოფილების წევრი (1913-)

12.  სარდიონ ბეჟანის ძე მამალაძე

დაბადების თარიღი:          18??

კატეგორია:   დაუდგენელი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

13.  სევასტი მამალაძე

დაბადების თარიღი:          18??

კატეგორია:   დაუდგენელი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი (1917-)

14.  სერგი დავითის ძე მამალაძე

დაბადების თარიღი:          18??

კატეგორია:   დაუდგენელი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების სათეატრო სექციის წევრი (1911-)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრი (1911-)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)

15.  ტარასი დავითის ძე მამალაძე

დაბადებ

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, კაპრალი - ამირან მამალაძე. ომში დაღუპული გმირის უკვდავსაყოფად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია სტუდენტ ამირან მამალაძის სახელობის სტიპენდია და ასევე მცირე სპორტულ დარბაზს მინიჭებული აქვს მისი სახელი.
ის თარიღი:          18??

კატეგორია:   დაუდგენელი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1915-)

http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/u4315/5/

 

11 - რობერტ ლახი პუბლიკაციაში წერდა: „##175-204. მელიტონ მამალაძე, 28 წლის, მეწაღე ხევიდან (ოზურგეთის რაიონი, ქუთაისის გუბერნია). ##205-218. პროკოფი პეტრეს ძე კალანდაძე, 27 წლის, რესტავრატორი ხიდისთავიდან (ოზურგეთის რაიონი). ცხოვრობდა მიხაილოვში, გორთან ახლოს. ##219-259. ლევარსი მამალაძე, 25 წლის ვაჭარი ხევიდან (ოზურგეთის რაიონი, ქუთაისის გუბერნია)“...

...“ ##308-317. მელიტონ მამალაძისა და ლევარსი მამალაძის მიერ ერთად შესრულებული. ამის გარდა, ერმილე პაიჭაძე, 34 წლის, მეღვინე, ჯვარწმინდიდან (ოზურგეთის რაიონი); გედევან ბერძენიშვილი, 24 წლის, გლეხი (Fელდარბეიერ) ჩოხატაურიდან (ოზურგეთის რაიონი, ქუთაისის გუბერნია)’’.

..“კავკასიელი ხალხისგან საოცრად საინტერესო და გამორჩეული არიან გურულები. ისინი სხვებისგან განსხვავდებიან არა მხოლოდ მუსიკალურ-ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ განვითარების ისტორიის მხრივაც. გურული სიმღერები იყო მწვერვალი კავკასიელ ხალხთა შორის (იმერლებსა და მეგრელებზე ჩვენ ქვემოთ გვექნება საუბარი). გურული სიმღერები გამოირჩევა ყველასგან განსხვავებული უცნაური რითმული პრინციპით, მელოდიის არქიტექტონიკით და მრავალხმიანობით. ეს სიმღერები დაახლოებით ისეთია, როგორიც იყო შუა საუკენეების მენზურული მუსიკა, სადაც არ არსებობს არანაირი ტაქტთა წყობა, არამედ მთელი სიმღერა თავიდან ბოლომდე მელოდიაზეა დაყრდნობილი. ეს მუსიკა იქმნება მრავალი ხმისაგან და თითოეულ ეპიზოდში ეს ხმები კიდევ და კიდევ იყოფიან. თავად დაყოფა გასაოცარი სიზუსტით

რაულ მამალაძე
იყო გათვლილი. შემდეგ მცირედი პაუზა და გუნდს ისევ ახალი ხმა უერთდება, რომლებსაც კიდევ სხვები ემატება და ყველაფერი ისევ თავიდან მეორდება. როგორც წესი, ერთ-ერთი ხმა მაინც წამყვანად ითვლება, ხოლო სხვები უკვე მას მიჰყვებიან. ამ თვალსაზრისით, გურული სიმღერა ძალიან საინტერესოა. გურულები ყოველთვის გუნდურად, სამნი, ოთხნი ან კიდევ უფრო მეტნი მღერიან. ეს ყოველივე უცნაურად წააგავს ადრეული ეპოქის ევროპულ, განსაკუთრებით, ძველი ნიდერლანდების პოლიფონიური მუსიკის ძეგლებს. სიმღერაში თანდათანობით სხვა ხმებიც ერთვება და საბოლოოდ, შესაძლოა, ხმათა რაოდენობით სექსტეტი შეიქმნას. ამას შესანიშნავად ერთვის საკრავი ინსტრუმენტები, ტონალობა ადის კიდევ უფრო მაღლა და ყველაფერი ისევ თავიდან მეორდება. მალე ხმები ერთმანეთს გადაკვეთენ. ეს სიმღერა მართლაც არაჩვეულებრივი და საოცრად განსხვავებულია თავისი მრავალხმიანობით, ორღანული ეფექტით (orgelartige Effekte) ჰარმონიული მელოდიითა და ხმების უნიკალური შერწყმით. გაკეთდა ამ გუნდების ფონოგრამული ჩანაწერები, რომლებიც ვენის მეცნიერებათა აკადემიის ფონოგრამთა არქივში ინახება, სახელწოდებით: „ფონოგრამული ჩანაწერები რუსი ტყვეებისა“. იგი ჩაიწერა და გამოიცა 1916 წელსა და 1917 წლის ზაფხულში, შემდეგ კი გადაიტანეს ფირფიტებზე“...

...“მსურს, მადლობა გადავუხადო იმ გუნდის წევრებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემთან თანამშრომლობდნენ, პირველ რიგში კი, მიუნჰენელ დოქტორ ადოლფ დირს, რომელმაც

წმინდა მეცნიერული თვალსაზრისითა და ინტერესით, უდიდესი წვლილი შეიტანა ეგერის ბანაკის ტყვეთა სიმღერების ტექსტების გამოქვეყნების საქმეში. ამ საქმეში მას დაეხმარა უაღრესად განათლებული, გურული წარმოშობის ლევარსი მამალაძე. მან ადოლფ დირს დახმარება გაუწია როგორც სიმღერების ჩანიშვნაში, ისე მათ თარგმნაში. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ვენის უნივერსიტეტის დოცენტს, ბატონ რობერტ

ზაზა მამალაძე
ბლაიხშტაინერს, რომელმაც დამითმო თავისი უძვირფასესი დროის დიდი ნაწილი და თავი მოუყარა ყველა იმ თარგმნილ ტექსტსა თუ ცნობას, რომელიც ბანაკში იქნა მოპოვებული. მანვე უზრუნველყო სიმღერების ფონოგრამული ჩაწერა, ფილოლოგიური კორექტირება და ზოგიერთი ადგილის თარგმნაც კი.“

ზურაბ სულაბერიძე, „რობერტ ლახი ქართული ხალხური მუსიკის შესახებ“, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, IX, თბილისი, 2009 (https://ijhei.files.wordpress.com/2011/11/a4.pdf)

12 - რ. ბ-ლი (ბებიაშვილი, რ.) გაზეთ „სახალხო საქმის“ 1918 წლის 30 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ კორესპოდენციაში „ცხინვალის ამბები“, ახსენებს წითელარმიელ ვარლამ მამალაძეს, რომელიც, საქართვეოს დემოკრატიული რესუბლიკის მთავრობის დავალებთ ჩრდილო ქართლში (ცხინვალის რეგიონში) იცავდნენ წესრიგს და 1918 წლის 23 მარტს სხვა ქართველებთან ერთად მოკლეს ოსებმა ცხინვალში8. (გამოქვეყნებულია ნუგზარ წერეთლის რედაქტორობით გამოცემულ წიგნში „ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობის ისტორიიდან“ (სამხრეთ ოსეთის ოლქის სტატუსის შემსწავლელი კომისიის დასკვნა). გამოიცა ქართულად და რუსულად. თბილისი, 1991, გვ. 27. ეს ინფორმაცია (ოსების ვერაგული გამოსვლა ცხინვალში 1918 წელს) გადავბეჭდე გაზეთ „საქართველო XXI-ში“ # 0029, გვ. 4. „ღია წერილი ტალიავინის კომისიის წევრებს“.

13 - ФРОНТ. / Подробности боя в Джгердах / с турецкими аскерами

24 августа отряду Народной Гвардии было приказано выступить в Джгерды и занять высоту Ачмезмах 5530 фут., чтобы преградить путь отступающим аскерам.

Отряд выдвинулся. Ему дали двух проводников, которые, оказыва­ется, были турецкие шпионы.

Они привели отряд туда, где засели 1000 аскеров и их сообщни­ков.

Отряд, оказался окруженным со всех сторон неприятелем, кото­рый и бросился на него, открыв ужасающий

ბეგი და ვახტანგ მამალაძეები
ружейный огонь и бросая ручные гранаты.

Отряд в котором было всего 60 человек, ни мало растерявшись, рассыпался в цепь и в свою очередь открыл ружейный и пулеметный огонь.

Герои – народгвардейцы дрались так, как они умеют драться: один за десять.

Рассеявшись по лесу, они наводили страх и ужас на противника, который бежал, оставив массу убитых.

С нашей стороны убиты начальник отряда поручик Самсон Глон­ти и народгвардейцы Амаглобели, Рамишвили, и Сургуладзе, ранены три и среди них поручик Л. Новиков и один контужен.

В бою отличился между прочим молодой сухумский красногвар­деец тов. Мамаладзе, который вместе с другими вывел из линии огня раненного тов. Новикова и довез до безопасного места.

Вел себя тов. Мамаладзе в бою отлично, не уступая своим стар­шим, опытным товарищам.

Изменники-проводники турецкие шпионы после публично были расстреляны, один из них был абхазец, другой мингрелец.

газ. «Наше слово», Сухум, 1918, 30 августа, №78, с. 2.

14 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, კაპრალი ამირან მამალაძე (1985-2008)

„ 9 აგვისტოს, ცხინვალში, ამირან მამალაძეს უკანასკნელი ბრძოლა ჰქონდა მტერთან. დაჭრილი მეთაურის გადასარჩენად შებრუნდა უთანასწორო ბრძოლაში და დაიღუპა. მტრის ტყვიას გადარჩენილი მისი მეგობრები დღესაც აღფრთოვანებით იხსენებენ ამირანის გმირობის ამბავს. ყველაზე უშიშარი იყო და თავდადებით იბრძოდაო, – უყვებიან მშობლებს, რომლებსაც ნუგეშად მხოლოდ შვილის გმირობა დარჩათ“.

„გურამ მამალაძე, მამა: „ამირანს თავისი საქმე ძალიან მოსწონდა, ყოველთვის იცოდა, რას აკეთებდა და არასდროს შემცდარა. იცოდა, რომ სამშობლოს სჭირდებოდა და დადგა კიდეც მის სადარაჯოზე. ჩემთვის ძნელია ამ ყველაფრის გახსენება, მაგრამ მეამაყება, რომ გმირის მამა მქვია. დიდი ჯილდო დამიტოვა, ისე წავიდა

ობელისკი რუსეთის ერთ-ერთ კუთხეში, სადაც მოხსენიებულია გერონტი ვიქტორის ძე მამალაძე
ამ ქვეყნიდან.

ომში წასვლამდე ტელეფონით მიკავშირდებოდა – 6 აგვისტოს მერე აღარ გვილაპარაკია. გადმოცემით ვიცით, რომ თავდადებით იბრძოდა. ასმეთაური და ოცმეთაური ამბობენ, ის რომ არ ყოფილიყო, არც ერთი არ ვიქნებოდით ცოცხლებიო. როცა მეთაური გელა ჭედია დაიჭრა, მის გადასარჩენად სამი კაცი შევიდა საბრძოლველად და იქიდან ერთი გამოვიდა ცოცხალი... იცოდა, სადაც მიდიოდა, ისიც კარგად იცოდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ამაზე ჩვენ ერთ სიტყვასაც არ გვეუბნებოდა. 9 აგვისტოს დაიღუპა ცხინვალში, ბრძოლის ველზე. ინტერნეტში ვნახეთ სურათები, დაჭრილი ამირანია გადაღებული...

დღესაც გულს მიკლავს მასზე საუბარი, უცრემლოდ ვერ ვიხსენებ.

სპორტსმენი იყო – კარატისტი, უყვარდა ვარჯიში, ჯარი. ამბობდა, საქართველოს თუ დავჭირდები, წამით არ დავიხევ უკანო. ასეც მოიქცა. ასმეთაურს რომ უკითხავს, ვინ წამოვაო, პირველი ამირანი გამოხმაურებია, წავიდეთო. ჩემი მეორე შვილი უშლიდა წასვლას, მაგრამ ეუბნებოდა: „უნდა წავიდე, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი ბედი იქ მიმყვებაო“. არასოდეს არაფრის ეშინოდა. დარწმუნებული ვარ, შიში ბრძოლის დროსაც არ ექნებოდა, ასეთი იყო ჩემი ამირანი. ვაჟკაცი, სამშობლოს პატრიოტი, სულით მებრძოლი. 23 წლის უკვე გმირი გახდა, მეტი საამაყო რა უნდა მქონდეს, ეს ჯილდო ხომ ჩვენ დაგვიტოვა. ბედისწერაა, ეტყობა, ასეთი, მაგრამ მე ამაყი მამა ვარ, ასეთი შვილი რომ გავზარდე“.

ამირან მამალაძე 1985 წლის 21 ივლისს, შუახევის რაიონის სოფელ ბარათაულში დაიბადა. ბათუმში სწავლობდა, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, სამხედრო კათედრაზე... შემდეგ იყო სავალდებულო სამსახური და სამუდამო კონტრაქტი სამშობლოსთან, რომელიც მან 23 წლის ასაკში გააფორმა“.
https://history.mod.gov.ge/ge/hero/146/amiran-mamaladze?fbclid=IwAR3zU8pUrUH24b4c0xyu5UxxrvBZLvHcSl8nDY8x62VnX4SsLf0cUt-I9VA   

 

 

 

 

 

 

ობელისკი რუსეთის ერთ-ერთ კუთხეში, სადაც მოხსენიებულია გერონტი ვიქტორის ძე მამალაძე

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: რომანოზ დიაკონი და ყრმა ბარული (+303)
18 ნოემბერს (1 დეკემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამეთა: რომანოზ დიაკონისა და ყრმა ბარულის (+303) ხსენების დღე.
წმიდა მოწამე პლატონი (+302 ან 306)
18 ნოემბერს (1 დეკემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამე პლატონის (+302 ან 306) ხსენების დღე.
gaq