საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

ქართული ცხოვრების წესი და საგვარეულო კავშირები
ლევან ფრუიძე

თითოეულ ერს საკუთარი ცხოვრების წესი აქვს, ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემოთი და მეურნეობა-საქმიანობით განპირობებული. ცხოვრების წესი ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის სინთეზია, რომელიც ეროვნული ტრადიციების მეშვეობით თაობიდან თაობას გადაეცემა. მაშასადამე, ერის იერსახეს და თვითმყოფადობას ცხოვრების წესი ქმნის და ყოველი მოძალადე, დამპყრობელი, მის დარღვევას, გადაგვარებას ცდილობს. ამის სამწუხარო მაგალითია საქართველოს მთელი ისტორია.

რუსეთის იმპერიის ორასწლოვანმა ბატონობამ, განსაკუთრებით კი საბჭოთა წყობილების სამოცდაათწლიანმა ანომალიამ, ქართული ცხოვრების წესი ფრიად შებღალა და დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ეროვნული ხელისუფლების წინაშე მისი აღდგენის აუცილებლობა მთელი სიმწვავით დადგა (იხ. გაზ. ,,საქართველოს რესპუბლიკა'', 1992, N 5, 14 იანვარი, გვ. 3), მაგრამ ქართველი ერისათვის ეს უმნიშვნელოვანესი, სასიცოცხლო საკითხი დღემდე მიჩქმალულია, როგორც არ უნდა ვეცადოთ, ამჯერად ეროვნული იდეოლოგიისა და ცნობიერების ჩამოყალიბება, საგვარეულო კავშირების მიზანმიმართული საქმიანობა განწირული ცდა აღმოჩნდება, თუკი ქართული ტრადიციული ცხოვრების წესი მთელი მისი სრულფასოვნებით არ შევიცანით და მისხალ-მისხალ არ აღვადგინეთ, რა თქმა უნდა, თანამედროვე ვითარების შესაბამისად. ყოველივე ამის საფუძველი კი, როგორც პრობლემის მონოგრაფიულმა შესწავლამ დაგვარწმუნა, მიწასთან დამოკიდებულების ურთულესი პრობლემაა. მიწა ქართველი კაცისათვის მხოლოდ საარსებო საშუალება არ იყო, არამედ ეროვნული თვითშემეცნების, თვითშეგნების ქვაკუთხედი, ბალავარი. მიწათმოქმედება და ქართველობა შეგნებული მსოფლიოს თვალში იმთავითვე სინონიმები გახდა და ახლა რაც უბედურება გვჭირს, ლამის მშობლიურ მიწას რომ მოვწყდით, საკუთარ მამულში თითქმის ხიზნებად რომ ვიქეცით, სწორედ მისი შედეგია. ეს არის მიწის ავბედითი გაუცხოება. დამოუკიდებლობის მრავალწლიანმა პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ მიწის საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა ჯერჯერობით მიუღწეველია, ხოლო მიმდინარე აგრარული რეფორმა ქართული ცხოვრების წესს და ისტორიულ სინამდვილეს მთლიანად მოწყვეტილია. ამიტომ მესაკუთრემ მიწა ვერ გაითავისა, მას შინა და გარე ბაზარი წართმეული აქვს, მიწათმოქმედის შრომამ საერთოდ დაკარგა აზრი. ასეთ ვითარებაში მიწების ამოძრავება და ე.წ. ,,მიწის ბაზრის'' ჩამოყალიბების მცდელობა ერის დაღუპვის ტოლფასია.

ვიდრე გვიან არ არის, მიწასთან და საადგილმამულო ურთიერთობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობა კრიტიკულად უნდა გადაისინჯოს, მიღებული შედეგები მეცნიერულად უნდა გაანალიზდეს, რათა თანმიმდევრულად აღდგეს მიწის საკუთრებისა და ფლობის ქართული სისტემა, რომელიც ათასწლეულთა მანძილზე დახვეწილია და ზუსტად შეესაბამება როგორც ქართველი ერის, ისე საქართველოში მცხოვრები სხვა ხალხების ყოფას. სწორედ ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ეროვნული ცხოვრების წესის აღდგენა გეგმაზომიერად დაიწყოს და უმტკივნეულოდ განხორციელდეს. ქართველმა ხალხმა თავისი ცხოვრების წესის ძირითადი საფუძვლები ცივილიზაციის გარიჟრაჟზე შეიმუშავა, საუკუნეების მანძილზე მიზანმიმართულად დახვეწა და სრულყოფილი გახადა, აქედან გამომდინარე, ქართული ცხოვრების წესი ქართველთა სარწმუნოებით და იმ აგრარული კალენდრითაა განპირობებული, რომელიც მოცემულ ბუნებრივ გარემოში მეურნეობის, საერთოდ, შრომა-საქმიანობის სისტემას აყალიბებს და წარმართავს. კულტურის ეს უდიდესი მონაპოვარი ქრისტიანობამ მთლიანად შეითვისა და შეისისხლხორცა, ამიტომ გახდა იგი ქართველთა სარწმუნოება.

წელიწადის დროთა მიხედვით საქმის დღეთა და უქმეთა მონაცვლეობა, მარხვა-ხსნილის დაცვა, მტკიცედ რეგლამენტირებული და განსაზღვრული სახალხო-რელიგიური დღესასწაულები, მათი აღნიშვნის სრულქმნილი რიტუალი, სიკვდილ-სიცოცხლის მომწესრიგებელი ყოფითი წეს-ჩვეულებანი (ნიშნობა, ქორწილი, ძეობა-ნათლობა, დაკრძალვა-გლოვის წესი, სადღენიადაგო და საწესო-საზეიმო კვება, საყოფაცხოვრებო და რელიგიური სუფრები, ტრაპეზები, სტუმარ-მასპინძლობა და სტუმართმოყვარეობა, უფროს-უმცროსობის წმინდა ადათი, ტრადიციული ზნეობა და ზრდილობა, ქალისადმი მოწიწება და პატივისცემა, სისხლისმიერი სანათესაო სისტემები, კოლექტიური შრომა და ურთიეთდახმარება, შრომის ღირსება და ფასი, სანათესაო და სამეზობლო ვალდებულებანი და ა.შ.) ქმნიდნენ და ქმნიან ცხოვრების წესის იმ სოციალურ ქსოვილს, რომელსაც თვალისჩინივით უნდა გაფრთხილება... ჩვენ, ქართველებს, არაფერი უცხოეთში არ გვაქვს საძებარი. თუ საკუთარ ისტორიას და ყოფას ბოლომდე ჩავუკვირდებით, შევიცნობთ და თანამედროვე თვალთახედვის საჭიროებით გავაცნობიერებთ, მაშინ საწადელს მივაღწევთ, კრიზისიდან გამოვალთ და მსოფლიოს ხალხთა შორის კუთვნილ საპატიო ადგილს დავიჭერთ.

ეს კი ილია ჭავჭავაძისეული ,,სოფლის უზენაესობით'' მიიღწევა, როცა ქვეყნის მართვას ქვემოდან ზემოთ შევძლებთ, ყველა მოქალაქეს თავისი საცხოვრისის ჭეშმარიტ მესაკუთრედ და ბატონ-პატრონად გავხდით, ისევე როგორც ეს მართლაც დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში იყო განხორციელებული. ყველა გვარს საქართველოში თავისი ფუნქცია ჰქონდა და ბევრ მათგანს ხელობა-საქმიანობა გაუგვარდა კიდეც (გავიხსენოთ: მენაბდე, მკურნალი, მებუკე, ჩუბინიშვილი, მჭედლიშვილი და ა.შ.). გვარი კუთვნილ მამულის არა მხოლოდ სრულფასოვანი მესაკუთრე იყო, არამედ მის გამოყენებასა და დაცვაზე პასუხისმგებელი. ,,საკუთრების'' ცნებას საზოგადოებრივი აზრიც განსაზღვრავდა. მამულის გატიალებას არავის დაანებებდნენ, პირადი სარგებლობა სახელმწიფო-საზოგადოებრივ სარგებლობასთან იყო შერწყმული. კომლის (ოჯახის) და გვარის სიმდიდრე-სიძლიერე სახელმწიფოს და საერთოდ ხალხის კეთილდღეობას განაპირობებდა. კანონზომიერებას ქართული ცხოვრების წესი და ფორმულა – ,,ეგრე არ არის, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო'' ამყარებდა. ზედმეტად თვითდაჯერებულთა თავგასულობას სოფელი (თემი) მაშინვე ზღუდავდა: როგორც დიდი ილია ბრძანებდა – სოფლის თვალსა და ყურს არაფერი გამოეპარებოდა, ყველას და ყველაფერს კეთილგონივრულად გაარიგებდა: უკუღმა მოქმედს და მომზირალს ჯერ ოჯახი მოსთხოვდა პასუხს, შემდეგ გვარი და ბოლოს სოფელი. თუ ურჩი ურჩობას არ მოიშლიდა, მისი საბოლოო ხვედრი სოფლისგან მოკვეთა იყო. ვიდრე ბიუროკრატიამ არ იმძლავრა, ეს ტრადიცია თანაბრად მოქმედებდა მთაშიც და ბარშიც. დროთა განმავლობაში ქართული ცხოვრების წესის დაკნინებამ საზოგადოებრივი აზრის ძალა და სოფლის უზენაესობა შეამცირა, რასაც თავის მხრივ სავალალო შედეგები მოჰყვა.

საცხოვრისიდან გამომდინარე, ბუნებრივ-ეკოლოგიური გარემოს ზეგავლენით გვარები შესაბამისი საქმიანობით სპეციალდებოდნენ. იყვნენ და არიან გუთნისდედობაში, მევენახეობაში, მებაღეობა-მებაღჩეობა-მებოსტნეობაში, მესაქონლეობაში, ასევე თიხის, ქვის, ხის, ტყავის, ქსოვილის და ა.შ. დამუშავებაში იმდენად დაოსტატებული გვარები, რომ მათმა ღვაწლმა საუკუნეებს გაუძლო და დღემდე მოვიდა. მაგალითად, კვარაცხელიების მსხვილფეხა, მეწამული ფერის საქონლის დიდება დღემდე ცოცხლობს. ისინი ხომ ზაფხულობით ამომწურავად იყენებდენენ მთელი დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ალპურ საძოვრებს, ხოლო ზამთრობით – ზღვისპირეთს. ასევე მეცხვარეობაში დასპეციალებული თუშები მთავარ კავკასიონს არ სჯერდებოდნენ და მათ ცხვრის ფარები თრიალეთს, თურქეთისგან მიტაცებულ სამხრეთ საქართველოს იალაღებზე დაუდიოდათ, ზამთრობით კი შირაქს. საქართველოს ის სოფლები, სადაც მთური ჰავის გამო ვაზი არ ხარობდა, ვენახებს ბარად აშენებდნენ და არანაკლებ მევენახეობა-მეღვინეობას ეწეოდნენ, ვიდრე ბარის მცხოვრებლები. უვენახო გლეხი ხომ საქართველოში ბოგანოდ ითვლებოდა. ერს ბოგანო რომ არ ჰყოლოდა, ამისათვის მთელი გვარი იღწვოდა და შედეგიც შესაფერისი იყო – საქართველოს მთა-ბარის თითოეული სავარგული გამოწვლილვით ათვისებული და მოსავლის მომცემი იყო, ქვეყანა ბარაქიანი, მდიდარი და სვებედნიერი გახლდათ. ყველაფერ ამას ქართული ცხოვრების წესი და შრომა-საქმიანობის ეროვნული ტრადიციები განაპირობებდა. ილიას რომ დავესესხოთ, გუთნის და ხმლის განუყრელობა ეკონომიკურ სასწაულს უზრუნველყოფდა, ამ სასწაულის მომხდენი კი სამშობლოს სიყვარულით და სარწმუნოებით შესისხლხორცებული, კარგად ორგანიზებული გვარები იყო. თუ საგვარეულო კავშირები ამას მიაღწევენ, ვფიქრობთ, ქვეყანას კრიზისიდან თავის დაღწევა აღარ გაუჭირდება...

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პეტრე გალატიელი (IX)
9 (22) ოქტომბერი
წმიდა მოციქული იაკობ ალფესი (I)
9 (22) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოციქულის იაკობ ალფესის (I) ხსენების დღე.
gaq