საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

კონსტანტინე გამსახურდია ევროპაში, 1919 წელი
კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში სწავლობდა. როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომელი, ის დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თხოვნით სახელმწიფოსათვის აუცილებელ საქმიანობასაც ეწეოდა, მაგალითად გადმოჰყავდა გერმანიიდან ყოფილი სამხედრო ტყვეები. იმ დროს ხომ კაცობრიობას ჯერ მოშუშებული არ ჰქონდა პირველი მსოფლიო ომით მიყენებული მრავალი ჭრილობა.

1919 წელს ბერლინში, უნივერსიტეტში ლექციების დროს კონსტანტინე გამსახურდიამ გაიცნო მოხუცი კაცი. ვინაიდან მოხუცი აუდიტორიაში იჯდა, ახალგაზრდა გამსახურდიას ის ახალი პროფესორი ეგონა. იმ დროს გამსახურდია დოქტორანტი იყო უკვე. 

აღმოჩნდა, რომ მოხუციც დოქტორანტი ყოფილა. ერთხელ მას შვილები გახუმრებიან, ვერასოდეს შეძლებ დირექტორი გახდეო. მისი შვილები ქარხნების დირექტორები იყვნენ. შვილებისათვის თავისი შესაძლებლობის დამტკიცების მიზნით მოხუცმა გადაწყვიტა ბერლინის უნივერსიტეტში სწავლა. როცა გამსახურდია გაიცნო, ის უკვე დოქტორანტი გახლდათ.

უნივერსიტეტელი მოხუცი ამხანაგი ძალიან დიდ ყურადღებას იჩენდა ახალგაზრდა ქართველი კოლეგის მიმართ.

მოხუცი აღმოჩნდა გერმანელი ებრაელი, გვარად ვასერმანი. ვასერმანებს ჩვიდმეტამდე ტყავის ქარხანა ჰქონდათ ბერლინში და ბერლინს გარეთ.

მოხუც ებრაელს, ალბათ, მოეწონა თავისი შვილების ტოლი, და კიდევ უფრო უმცროსი, ახალგაზრდა, კოლხური გარეგნობის, დახვეწილი, ზრდილობიანი და ვაჟკაცური ბუნების გამსახურდია.

შაბათობით, მოხუცი დოქტორანტი მეგობარი მანქანას უგზავნიდა ახალგაზრდა დოქტორანტ გამსახურდიას და თავის მდიდრულ ვილაში ეპატიჟებოდა. კონსტანტინე ხათრს ვერ უტეხდა მზრუნველ მოხუცს და სტუმრობდა ხოლმე. ვასერმანის მეუღლე ალეფტინა სპეციალურად ქართველი სტუმრის პატივსაცემად, თავისი ხელით აცხობდა ნამცხვარს და სთავაზობდა მეუღლის უმცროს ამხანაგს. რა თქმა უნდა, დიდი კონსტანტინე არასდროს ყოფილა ანტისემიტი, მაგრამ, ქართული სამზარეულოს კოლხური კერძებით გაზრდილს, დიდად არ მოსწონდა ებრაული ნამცხვარი, და საერთოდ ებრაული სამზარეულო, მაგრამ, თავს ძალას ატანდა და მაინც მიირთმევდა, დიასახლისის გულის გასახარად. 

ვასერმანი ზრუნავდა გამსახურდიაზე, ხანდახან კრედიტსაც სთავაზობდა, თუმცა კონსტანტინე არ ართმევდა. იმ ხანად, ის საკმაოდ მაღალ თანხას 1500 მარკას იღებდა თვეში და კიდევაც ეხმარებოდა ბერლინში ჩასულ ახალბედა ქართველ სტუდენტებს.

გავიდა დრო, გერმანიაში დაიწყო ეკონომიკურ-ფინანსური კრიზისი. დაიწყო გერმანიიდან ე. წ. კაპიტალის გაქცევა. დიდი თუ პატარა კაპიტალისა და ქონების მფლობელები ცდილობდნენ, გერმანიიდან გაეტანათ ანაბრები შვეიცარიაში. ცუდი დღე გაუთენდათ გერმანულ ბანკებს. მდიდრები უკავშირდებოდნენ საელჩოებს და დიპლომატებს, რომ მათი მეშვეობით ემოქმედათ.

ერთ საღამოს, ვასერმანმა თავის ვილაში მყოფ კონსტანტინე გამსახურდიას, ვახშმის მერე, უთხრა: "მე კარგად ვიცი, თქვენ როგორც საელჩოს ატაშეს დიპლომატიური პასპორტი გაქვთ და გერმანიის საზღვრებზე ისე გადახვალთ, ვერავინ გაბედავს თქვენი "ბაგაჟის" გაჩხრეკვას. მე ხვალვე გადმოგცემთ თქვენ ჩვიდმეტ მილიონ მარკას. აქედან სამი თქვენი იყოს, ხოლო დანარჩენი შვეიცარიის რომელიმე ბანკში მოათავსეთ ჩემს სახელზე.

რა თქმა უნდა, მე თვალდახუჭული ვენდობი თქვენს კეთილშობილებას".

სამი მილიონი მარკა იმ დროისათვის ძალიან დიდი ფული იყო. ამ ფულით ადამიანს შეეძლო მაშინდელ ევროპაში ფუფუნებაში ეცხოვრა, შეიტანდა ბანკში და პროცენტებით მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი იქნებოდა, ან რაიმე საქმიანობას წამოიწყებდა. შეიძლება ქარხანაც შეეძინა და კაპიტალისტი გამხდარიყო.

ვასერმანს იქნებ, არც გაემტყუნებოდა. ის ამგვარ ვითარებაში გერმანიის მთავრობამ ჩააგდო, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ დაიწყო ომი, თანაც რამდენიმე ფრონტზე და დამარცხდა. 

მსოფლიო ომში მარცხმა გამოიწვია გერმანიის ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესება. არა მარტო გერმანელი ებრაელები, არამედ გერმანელი კაპიტალისტებიც კი ცდილობდნენ თავიანთი ანაბრების და ფულის გადარჩენას.

მეტიც, პირველ მსოფლიო ომში დამარცხების მერე, გამარჯვებული ქვეყნებისა და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნით, იმპერატორის ტახტიდან გადადგა ვილჰელმ II. მასთან ერთად ტახტიდან გადადგა ყველა გერმანელი მეფე-მთავარიც. გერმანიაში გაუქმდა მონარქია. ქვეყანა აირია. ასეთ ვითარებაში იყვნენ მაშინდელი გერმანიის საქმიანი წრეები. 

ასეთ მაცდურ და საქმიან წინადადებაზე, 3 000 000 მარკის შეთავაზებაზე, ებრაელ ცაპიტალისტს, ახალგაზრდა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ გაუღიმა და ასე უპასუხა: `სამწუხაროდ გულახდილად უნდა გითხრათ, ჰერრ ვასერმან, ასეთ საქმეში მე ვერ გამოგადგებით. ერთიც ვნახოთ, გერმანიის კონტრდაზვერვამ დაარღვიოს საერთაშორისო კანონი და ასეთი რამ, როგორც მოგეხსენებათ, არა ერთხელ მომხდარა, ეს რომ მოხდეს და ყოველივე გამოაშკარავდეს, ჩემს ქვეყანას და მე საქვეყნოდ თავი მოგვეჭრება”.

მოხუცი კაპიტალისტი კარგა ხანს დუმდა. ეტყობა ეწყინა ამდენ ფულს რომ ვერ გადაარჩენდა. ალბათ, უფრო საქმიანი თუ პრაგმატული ეგონა ქართველი, ან უარს არ ელოდა, ასეთი დიდი თანხის სანაცვლოდ. ასეა თუ ისე, გამსახურდიას უთხრა: `ბატონო გამსახურდია, ნუ გეწყინებათ. გულწრფელად გეტყვით: თქვენგან საქმის კაცი არასოდეს გამოვა, თქვენ ალბათ გამოუსწორებელი რომანტიკოსი დარჩებით, ხოლო რომანტიკოსების ხვედრი თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. დიდი პოეტი შილერი და დიდი მუსიკოსი შოპენი რომანტიკოსები იყვნენ და მიტომაც შიმშილით ამოძვრათ მათ სული”.

გერმანია მეოცე საუკუნის დასაწყისში ძალიან მეგობრულად იყო განწყობილი საქართველოს მიმართ. რუსეთის იმპერია მათი მტერი იყო, რომელსაც ებრძოდნენ. საქართველო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გერმანელი ხალხის მოკავშირე გამოდიოდა. დიპლომატიური პასპორტიც ძალიან ჭრიდა, თუ კონტრდაზვერვას რაიმე ეჭვი არ ექნებოდა აღებული. ვასერმანის წინადადება, მართლაც, განხორციელებადი ჩანდა.

მაგრამ, ქართველებს პატიოსანი ახალგაზრდა მწერალი ჰყავდათ, რომელიც ფულისთვის ოჯახისა და სამშობლოს ავტორიტეტს ჩრდილს არ მიაყენებდა.

მეოცე საუკუნის დიდმა რომანტიკოსმა ასე მიმართა კაპიტალისტს: "თუ ჩემგან საქმიანი კაცი არ გამოვა, ამას არ ვიდარდებ. მე დიახაც რომანტიკოსი გახლავართ და ასეთი დავრჩები ალბათ სიკვდილამდის”.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq